ველური ორქიდეა (6 თავი)
წარწერის წაკითხვამ იმდენად გამაბრაზა, რომ ნერვული სიცილი ამივარდა. თან პერანგს ვკუჭავდი და მაგრად ვუჭერდი ხელს. _აჰა, გავრეცხო არა? - მოვყევი ოთახში ჩქარი ბოლთას ცემას და ლაპარაკს. ვინმეს რომ დავენახე, იფიქრებდა, შეიშალაო. გიჟივით დავდიოდი და ვლაპარაკობდი. - გავრეცხო ხო? გავაუთოვო კიდეც? აჰ, იქნებ „გავაკრახმალო“ ? .... არა, დამარბილებელ და სურნელოვან ხსნარში გავრეცხავ.. კი, როგორ არა!.. გაგიტკიცინებ, გაგიქათქატებ და ისე მოგართმევ, არ გინდა? მარტო გარეცხვას როდი დავჯერდები.. ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. _ დარო! - დამიძახა ჩემმა ძმამ ნამძინარევი ხმით და თან კარი შემოაღო. უცებ მოვიფიქრე, რომ პერანგი ზურგს უკან დამემალა. - კარგად ხარ? - მკითხა, ცალი თვალმოხუჭულმა. სინათლემ მოჭრა თვალი. - ვის ელაპარაკები? შენმა ხმამ გამაღვიძა. _კი, კარგად ვარ, საყვარელო. არავის არ ველაპარაკები, ვმღეროდი უბრალოდ. - რაც შემეძლო დამაჯერებელი ტონით ვუთხარი და ფართოდ გავუღიმე. _მღეროდი? - უკვე ორივე თვალით კარგად მიყურებდა. _ჰო, ვმღეროდი, აი იმას, რა ჰქვია?... ააამ, - ვერაფრით ვერ მოვიფიქრე სიმღერა იმ წამს. გაჭირვების ფერმა და ტალღამ ერთიანად გადამიარა სახეზე.. - აი, ის რომ არის, რა მადლიანაად ანათეებს, შენი მზეეე შენიიი მთვარეეეოოო, შენგან დამდის ცრეემლებიი, შენ კი შემოგევლებიი, ჩემო სამშობლოოო მხარეოოო... - და აჰა! მომაფიქრდა, თან წავუმღერე. - ჰეეეეეე, ჰეეეჰეეე.. - დავაყოლე ბოლოს, ცალი ხელის ჰაერში აწევაც არ დამვიწყებია მისამღერზე. _აჰ, ჰო, კარგი. ალბათ ახალგაღვიძებულზე მომეჩვენა, რომ ლაპარაკობდი თითქოს. გვიანია ახლა, დაიძინე მიდი და მეც დამაძინე, რა ბაში-აჩუკი მოინდომე აქ, ამ შუაღამით, - ბოლო სიტყვები ღიმილით მითხრა და ოთახიდან გავიდა. ღრმად ამოვისუნთქე. ზურგს უკან დამალული პერანგი თავის ადგილს დავუბრუნე. შუქი ჩავაქრე და დასაძნებლად დავწექი. * * * დილით ადრე ავდექი. სანამ აკო გაიღვიძებდა, გიგის პერანგი გავრეცხე. მე რა, სარეცხის მანქანამ გარეცხა. კარგად არ გამოშორდა წითელი ღვინო სამოსს. ძალიანაც კარგი. მიხაროდა. საღამოს ისევ მიწევდა სამსახურში წასვლა და თან უნდა წამეღო პერანგი, ბატონი გიგისთვის (ბეტონი გიგი, ცინიკურად). ძალიან უნდა მეზრუნა ამ პერანგისთვის და მისი უდიდებულესობის განწყობისთვის, ამიტომ როცა ვაუთოვებდი, ვითომ შემთხვევით უთოთი დამეწვა, განა ერთ ადგილას... სამი ყავისფერი უთოს ფორმა ზურგზე ეხატა, ორიც კიდე წინ, ზუსტად მკერდზე. „მშვენიერიაა! ყოჩაღ, დარო!“ .. ვატრიალებდი ხელში დამწვარ პერანგს, თან კმაყოფილებისგან სახე გამბადვროდა. მერე დიდი მონდომებით ლამაზად დავკეცე და საჩუქრის პარკში ჩავდე. „გაგირეცხე და გაგიუთოვე კიდეც, აბა რაა!“ ვბუტბუტებდი ჩემთვის, თითქოს აბაშიძეს ველაპარაკებოდი. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა საღამო და მივუტანდი პერანგს. საუზმის გამზადებას რომ მოვრჩი, აკოც ადგა საწოლიდან და დედამაც დარეკა სკაიპში. სანამ ვუპასუხებდი, აკოს ვკითხე, მეტქვა თუ არა დედასთვის მისი ამბავი. უთხარიო, დამრთო ნება. _დედის სიხარულებო, როგორ ხართ? - გახარებული ჩანდა დედა. _კარგად, დე. შენ როგორ ხარ? რაღაც კარგ ხასიათზე ხარ, აშკარად. - მისი განწყობა მეც გადმომედო. _ ორ კვირაში სამსახურში გავდივარ. _რა მაგარია, დეე. - გამიხარდა. უფრო იმიტომ, რომ დედა არ ინერვიულებდა. _ხო დედი, ძალიან მაგარია. ერ ქართველი ქალი მუშაობს იქ და ორ კვირაში საქართველოში მოდის ექვსი თვით, თავის სამსახურში კი მე მტოვებს. ამ დილით დამირეკა და ისე გამიხარდა ტირილი დავიწყე. - ისევ ატირდა დედაჩემი, - ორი კვირა გაუძელი დედი და წამოდი იმ სამსახურიდან, აღარ დაგჭირდება მუშაობა. იმ დროს, რასაც მუშაობას უთმობ, სწავლას მოახმარ. წარმომიდგენია როგორ გიჭირს და არ მეუბნები... _კარგი რაა დედა. არაფერი არ მიჭირს, ჩვეულებრივი საქმეა რა, რასაც სახლში ვაკეთებ, იმას ვაკეთებ იქაც.. არაფერი განსაკუთრებული, თან კარგად მიხდის, მომწონს ცემი შემოსავალი რომ გამიჩნდა, ჩემი შრომით ნაშოვნი.სწავლასაც ვახერხებ... უი დღეს რა დღეა? პარასკევი ხო? დღეიდან დასვენება გვაქვს რამდენიმე დღიანი. ახალი წელი და შობა მოდის... - ვეცადე დედაჩემისთვის მარტივად ამესახა ჩემი რეჟიმი. თითქოს დამშვიდდა. _აკო როგორაა დედი? _კარგადაა, რა უჭირს. სამზარეულოშია ახლა, საუზმობს. _ენაცვალოს დედა! _დე, რაღაც უნდა გითხრა.. - დავიწყე ენის ბორძიკით, წინასწარ ვიცოდი როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს საოცრად ემოციურ დედას, ამ ამბის მოსმენისას. მღელვარება მომეძალა. _რა მოხდა დედი. - უკვე შფოთი დაეტყო ხმაში და სახეზე. _აკო.. _რა სჭირს აკოს. - ხმა გაეპარა ქალს. _რამდენიმე ხნის წინ აკოს ერთი გოგო გაუცვნია... _ორსულადაა, დედა? - დაასრულა ჩემი სათქმელი დედაჩემმა. სახე გაფითრებოდა, თვალებში შიში ჩადგომოდა. ხელი ტუჩებზე მიედო და ნერვიულობისგან უკანკალებდა. _ხო, ორსულადაა და აკოსთვის უთქვამს აბორტს არ გავიკეთებ, უნდა გავაჩინოო. ბავშვს მამაც სჭირდებაო... _ვაიმე, რატომ ვარ ცოცხალი! - შემოცხო ხელი ხელს, ლილიმ. - რა ვქნა ახლა მე, რა წყალში გადავვარდე, - მოჰყვა მოთქმას. _დამშვიდდი რა დედა, გთხოვ. ამ დღეებში უნდა შევხვდე და დაველაპარაკო, იქნებ გადავაფიქრებინო დაქორწინება. ვეტყვი, რომ ბავშვს მივხედავთ ყველანაირად, გვარს მივცემთ, ვიზრუნებთ, მაგრამ დაქორწინება არ არის საჭირო-თქო... ორივე პატარაა, ცხრამეტი წლის, ძალიან გაუჭირდებათ... ავუხსნი იმ გოგოს ყველაფერს, იქნებ დამყვეს.. _აკო რას ამბობს დედა, უყვარს? უნდა რომ მოიყვანოს? - აცრემლებული თვალებით მიაჩერდა დედაჩემი ვიდეოთვალს. _მთელი უბედურებაც ისაა, რომ ამას არ უყვარს ეს გოგო,ის გოგო კი გიჟდება თურმე აკოსთვის. აკო კიდე სუ სხვაზეა შეყვარებული. _დედა, ღმერთო, რა დღე გამითენდა, ვაიმეეე, რა უბედურებაა ჩემს თავს.. ეს რა ხდებაა.. ასეთი რა შეგცოდე, უფალოო, ასე რატომ დაგვსაჯე მე და ჩემი შვილებიიი.. - უფრო გადაირია დედაჩემი. _ვაიმე, კარგი რა, ქალო, დაწყნარდი, რას მოთქვამ, ცოცხლები ვართ! რას გავს ეს! - მოთმინება გამომელია და ხმას ავუწიე დედაჩემის წინაშე. _როგორ, დედა, როგორ დავმშვიდდე. ჩემმა შვილმა ცოლი უნდა მოიყვანოს, თან ისეთი, რომელიც არ უყვარს. ჩემს შვილი მამა უნდა გახდეს? როცა ჯერ ცხოვრების აზრზე არაა. _დაველაპარაკები იმ გოგოს, იქნებ გადაიფიქროსთქო, ხომ გეუბნები. _რომ არ გადაიფიქროს?.. _რომ არ გადაიფიქროს... რავიცი, ალბათ წესისამებრ მოხდება ყველაფერი. იმ გოგოსაც ხომ ჰყავს ოჯახი, არა? მშობლები... _ასე, ძალიან უყვარს ჩემი შვილი, რომ ამხელა რისკის გაწევას აპირებს? - სრულიად სხვა ხმით და ფიქრებში წასულმა იკითხა დედაჩემმა. _ალბათ.. - ვთქვი ჩუმად. მაშინვე გამახსენდა აკომ როგორ მოიხსენია ლიზი... უყვარს კი აკო? ან იქნებ სტატუსი სჭირდება უბრალოდ.. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. _აკო არ დამელაპარაკება? არ მორჩა ჭამას? _არ ვიცი, დავუძახებ. აკოო! - გავძახე, მაგრამ არ გამაგონა. მეორედაც დავუძახე, ისევ არ გამაგონა. მერე ავდექი და სამზარეულოში გავედი, იქ არ დამხვდა. - ვაახ, სად გაქრა ეს ბიჭი. - ვთქვი გაკვირვებით. საძინებელში შევიხედე, იქაც არ იყო. წასულა. ქურთუკი არ ეკიდა საკიდზე. დავურეკე. მეთქი სად გაქრი ასე უთქმელად-თქო, დედასთან ლაპარაკი არ მინდოდა და მიტომ წავედი, გამცა პასუხი. ნერვიულად შემიტოკდა სახის ნაკვტები. - დედა, დღეს ჩათვლა ჰქონია და ადრე წავიდა. - ვუთხარი დედაჩემს. - მეც მაგვიანდება უკვე, უნდა გავიდე, გაკოცე ბევრი და არ ინერვიულო, გთხოვ. _კარგი, შვილო, კარგი. თავს გაუფრთხილდით. დედასთან საუბარს მოვრჩი. ქურთუკი ჩავიცვი, ჩანთა გადავიკიდე და სახლის კარი გავიხურე. აუდიტორიაში შესულს ლექცია დაწყებული დამიხვდა. ბოდიშის მოხდით ჩემი ადგილი დავიკავე, ლიკას გვერდით. ჩურჩულით მივესალმეთ ერთმანეთს. ძალიან მკაცრი და მოსაწყენი ლექტორი გვიტარებდა ლექციას. ლაპარაკი გვეკრძალებოდა, მხოლოდ პასუხის გაცემა შეგვეძლო. ამიტომ, სამარისებული სიჩუმე იდგა ხოლმე აუდიტორიაში კობახიძის ლექციის მსვლელობისას. ფანქარი და რვეული მოვიმარჯვე და წერა დავიწყე. ლექტორი იფიქრებდა, რომ ჩანიშვნებს ვაკეთებდი, არადა ლიკასთვის ვაპირებდი ამბების მოყოლას. დასვენებას ვერ დაველოდები. „გავარკვიე აკოს რაც აწუხებდა. ერთი გოგო ბავშვს ელოდება მისგან თურმე“. დავწერე ფურცელზე ლიკას მკლავი გავკარი წაიკითხე-თქო. წაიკითხა და თვალები გააფართოვა. თვითონაც მოიმარჯვა ფანქარი ხელში. „შოკში ვარ. მერე რას აპირებს? „ „არ ვიცი. ჯერ არაფერი არ ვიცი“. „ცუდია, რომ ასეთი რთული სიტუაციაა შექმნილი“ - შეწუხდა ჩემი მეგობარი. – „შენ როგორ ხარ? დაიღალე გუშინ სამსახურში?“ „კი, ძალიან დავიღალე, მაგრამ ისეთი სიმპათიური ბიჭი ცხოვრობს იმ სახლში, სადღა მახსოვს დაღლილობა“. „მოკლედ, ერთი ვერ მოვიცალეთ გემრიელად საჭორაოდ ეს დღეები, რაა.. ვერც ტელეფონით ვახერხებთ ლაპარაკს და ვერც შეხვედრით. შენი არ იყოს ხომ იცი მეც სულ გადარბენაზე ვარ. ვკვდები ინტერესით, როგორი ტიპია?“ „“დაცემაა“ ! გუშინ ღვინო გადავავლე, ვითომ შემთხვევით. მერე სახლში მომიყვანა და ის პერანგი თან არ გამომაყოლა?! „ ლიკამ ეს რომ წაიკითხა თავი ვერ შეიკავა და კარგა გვარიანად გადაიხარხარა. მისი შემყურე მეც იგივე მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ თავი შევიკავე და ღიმილით შემოვიფარგლე. რა თქმა უნდა, ლექტორის რისხვამაც არ დააყოვნა.. _ქათამაძე, აბრძანდი ზევით და გარეთ გადი! - მიმართა ლიკას. გავშვრით და გავწითლდით. მთელი აუდიტორია ლიკასკენ მობრუნდა. ჩემი მეგობარი ფეხზე ადგა და გასასვლელად მოემზადა. - ცეცხლაძე, გაჰყევი შენც უკან! - ახლა მე მომმართა. სტუდენტებმა მზერა ჩემზე გადმოიტანეს. მეც ავდექი და ლიკას კუდივით დავედევნე. სკოლის მოსწავლეებივით გამოგვაძევეს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ, ჰოდა მე და ლიკას ლაპარაკისთვის დროც გამოგვიჩნდა. _ რაღაცას გეტყვი, ოღონდ ნიკოს არ უთხრა, კარგი? - ნიკო, ლიკას ბიძაშვილია, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენზე ხუთი წლით უფროსია. _რა მოხდა? - დავინტერესდი. _შემდეგ პარასკევს არის ნიკოს დაბადების დღე, გვპატიჟებს, რესტორანში აღნიშნავს. ოღონდ მთხოვა შენ ნუ ეტყვი დაროს, მე თვითონ დავურეკავო. მაგრამ ხომ იცი, როგორი სულწასული ვარ, ვერ მოვითმინე... უფ, რა მაგარ დროს გავატარებთ! - ბოლო სიტყვები აღტაცებით წარმოსთქვა. _უი, მართლა? არ მახსოვდა საერთოდ, მისი დაბადების დღე. ჰაჰ, არადა შარშან რა დღეში ვიყავით მე და შენ, გახსოვს? როგორ გვეხვეწებოდა მეტი არ დალიოთ, ნუ გადამირიეთ ძმაკაცებიო. - ამის გახსენებაზე ორივემ ხარხარი ავტეხეთ. _წელსაც გავიმეოროთ? _ვაიმე, არ ვიცი გოგო მოვახერხებ თუ არა წამოსვლას. მე ხომ ვმუშაობ საღამოობით. - ვთქვი შეფიქრიანებულმა. _არ არსებობს! - შეიცხადა ლიკამ. - გაგიჟდება ნიკო, იქ მოგაკითხავს იცოდე სადც იქნები და წამოგიყვანს, ხომ იცი რა გადარეულიცაა. _კარგი ახლა, ავუხსნი სიტუაციას და გამიგებს. არაფერი უჭირს უჩემოდ თუ ჩაივლის მისი დაბადების დღე. ნუ, მოკლედ ვნახოთ, ჯერ დამირეკოს და მერე დაველაპარაკები... ისე, რა უნდა ვაჩუქოთ? მერე საჩუქარზე დავიწყეთ ლაპარაკი და დროც უცებ გავიდა. შემდეგ ლექციებზე ჭკვიანი გოგოებივით ვიქცეოდით. ხმას არ ვიღებდით. გონებით გიგი აბაშიძეს და ლექციას ერთდროულად დავსტრიალებდი თავს. და აჰა, დადგა ბედნიერი წუთები. აბაშიძეების ჭიშკართან ვდგავარ. სამუშაო საათები მეწყება უკვე. ზურგჩანთაში მისი აღმატებულების პერანგი მიდევს, კოხტად დაკეცილი. კლარა ისევ საყვედურით სავსე თვალებით მხვდება. თამრო და თენგიზი მიღიმის. ჯერ არ ვიცი, გიგი სახლშია თუ არა. _ზედა სართულზე საძინებლებში მტვერია გადასაწმენდი, სარკეები დასაწმენდი, იატაკი კი მოსაწმენდი. - მომცა უცებ საქმე ქალბატონმა და ჩაის ჭიქით ბუხრის წინ მოკალათდა სავარძელში. - და კიდევ, ჩემი შვილის ოთახში თეთრეული არის გამოსაცვლელი საწოლზე. თენგის უჩვენე გიგის ოთახი. _შეიძლება რაღაც გთხოვოთ, ქალბატონო? - მივმართე კლარას. ჯერ გაკვირვებულმა გამომხედა, მერე კი ინეტერესით მომაჩერდა. _არ შემიძლია უნიფორმით მუშაობა. ჩემთვის ძალიან მოუხერხებელია ის რისი ჩაცმაც მიწევს. ჩემი ტასაცმელი მეცმევა, წინსაფარს გავიკეთებ, ფეხსაცმელს გამოვიცვლი, ოღონდ იმ ტანსაცმელს ვერ ჩავიცვამ. - ვუთხარი ძალიან გაბედულად. თვალი მოვკარი, როგორ იკბინა თამრომ ქვედა ტუჩზე. კლარა დუმდა. _კარგი, როგორც შენ გინდა. - განმიცხადა სრულიად მშვიდი ხმით. დიახ, თქვენსავით გაკვირვებული ვიყავი მეც. გავუღიმე, ოთახი დავტოვე და საქმის კეთებას შევუდექი. ჰო, სანამ ზევით ავიდოდი, თამროს ვკითხე, გიგი ხომ არ არის სახლში-თქო. რამდენიმე საათის წინ წავიდაო, მიპასუხა. ოთხი საძინებელი მქონდა დასალაგებელი. თენგიზმა კლარას შვილის ოთახი მაჩვენა, თითქოს არ ვიცოდი. ასე რომ წამომყოლოდა იმ დღეს და ეჩვენებიდა რომელ ოთახში უნდა გამომეცვალა, კი არ აღმოვჩნდებოდი თითქმის შიშველ აბაშიძესთან ერთად. მოკლედ შევუდექი საქმეს. დავალებული საქმე ზედმიწევნით შევასრულე. ბოლოსთვის მოვიტოვე ის ოთახი სადაც შედარებით მეტი საქმის გაკთება მიწევდა. ანუ გიგის ოთახი. შესვლამდე დავაკაკუნე, მაინც რა ვიცი, თავი დავიზღვიე. არავინ გამომეპასუხა. კარი ფრთხილად გავაღე და ასევე ფრთხილად დავხურე. იქაურობას თვალი მოვავლე. არეული იყო. საწოლი გაუსწორებელი, აბანოს კარი გაღებული. იატაკზე ბალიშები, პირსახოცი, შარვალი, წინდები, მაისური და წარმოიდგინეთ, საცვალიც კი ეგდო. _რა მოხდა აქ, გრიგალი იყო? - აღმომხდა გაოცებულს. მერე ძირს დაყრილ ნივთებს გადავაბიჯე და ფანჯარასთან მივედი, ფართოდ გამოვაღე. რაფაზე დაწყობილი ორქიდეები ფრთხილად გადავაწყვე კომოდის თავზე. - ამხელა კაცმა წესრიგი არ უნდა იცოდეს? ფუf !! რა უბდურებაა ეს.. - სიბრაზე მოერულმა ლანძღვას მოვყევი. ხელზე რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი და ისე დავუწყე ძირს მიმოფანტულ სამოსს აკრეფა. საცვალი კი იატაკის საწმენდი ჯოხის ტარზე წამოვაგე და ისე ჩავაგდე კალათში. აბაზანა დავალაგე. ახალი პირსახოცები დავუკეცე თაროზე. გავუმზადე. მერე თეთრეული გადავაძრე. ახალი გადავუგე, კარადიდან გამოვიღე, ყველაზე მეტად რომლის ფერიც მომეწონა. მუქი ლურჯი იყო, ალაგ-ალაგ ვერცხლისფერი კუბიკები ეხატა. საწოლი გავასწორე. ბალიშები ლამაზად დავაწყვე. მტვერი გადავწმინდე. გასარეცხი ტანსაცმელები სამრეცხაო ოთახში ჩავიტანე, უკან ამოვბრუნდი რათა იატაკი მომეწმინდა, თან დრო შევამოწმე ტელეფონზე, ოცდახუთი წუთი მქონდა სამსახურის დასრულებამდე. იატაკის კიტო გავრეცხე და წმენდა დავიწყე. _ აჰ, შენ ხარ აქ? - ოთახში აბაშიძე შემოვიდა. მკითხა, იქაურობას თვალი მოავლო. მზერა ყვავილებზე შეაჩერა. - ყვავილები ახლავე დააბრუნე თავის ადგილას. - თითქმის მიბრძანა. გული შემიქანდა. ჯერ მისი დანახვისას, მის ხმის გაგონებისას და ახლა ეს ბრძანებაც რაღა იყო. _ ფანჯარა მაქვს ღია და არ შეიძლება სიცივე ორქიდეებისთვის, ამიტომ გადავაადგილე. როცა დავხურავ, მერე დავუბრუნებ მის ადგილს. - ვუთხარი უკმეხად. არ მოეწონა ჩემი ტონი, შევატყვე. აგდებით ჩაიცინა და თავი გვერდზე მიაბრუნა. ალბათ ფიქრობდა სამაგიერო როგორ გადაეხადა ჩემთვის. დიდ ხანს არ უფიქრია, გახდა დაიწყო. ჰო, ჰო გახდა დაიწყო. მოურიდებლად გადაიძრო მაისური და იატაკზე დააგდო. მერე ფეხსაცმელი მისროლა ფეხის კვრით.. წინდებიც... შარვალიც ჩაიძრო და.. აქამდე გახევებული თუ ვიდექი მისი შემყურე ერთიანად გამოვფხიზლდი. _შენ საერთოდ ნორმალური ხარ? შენს გარდა სხვაცაა ამ ოთახში თუ ხვდები, რომ გატიტვლდი - ავქაქანდი გაცეცხლებული. - თან აქაურობა ხომ დავალაგე მე? რას გავს შენი საქციელი? როგორ იქცევი? _ ჩემს ოთახში რასაც მინდა იმას გავაკეთებ, შენ კი რაც გევალება იმას. - მომიგო და აბაზანისკენ გაემართა. ეს პასუხი უკვე ნამეტანი იყო. _ყოველგავრ ზღვარს გადადის თქვენი სითავხედე უკვე! - ვუთხარი სიბრაზისგან თვალებგადიდებულმა და მისკენ წავედი. - ფეხს ვერ შეადგამთ იქ! - მოვასწარი და აბაზანის კარში ჩავდექი ხელებგაჩაჩხული. აბაშიძე შედგა. ერთი კი შევავლე თვალი მის უნაკლო სხეულს და ლამის დადნი კიდეც იქ, მაგრამ გონს მოვეგე და მზერა თვალებზე გადავიტანე. თვალები დავაწვრილე. შედგა. _გამატარე რა! - უდარდელი ხმით მითხრა. _ახლავე მიბრუნდებით, ძირს დაყრილ ტანსაცმელს აკრეფთ და მერე გაგატარებ... მართალია მოსამსახურე ვარ და დალაგება მევალება, მაგრამ მონა არ ვარ და ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებ! გასაგებია? - ხმას ავუწიე. ძალიან სერიოზულად ვუთხარი, რადგან საშინლად გავბრაზდი. მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი. _კარგი. - დამთანხმდა უცებ. - ავიღებ, ოღონდ პირსახოცი მომეცი, ტანზე მოვიხვევ. - ძალიან დამაჯერებელი ხმა ჰქონდა. _ რა იყო, შეგრცხვა? ეგ გრძნობა არსებობს თქვენში? - ვკითხე დაცინვით. _ეე, კარგი რა, დარო! მომეცი პირსახოცი. - დაასერიოზულა ხმაც და სახეც. ერთხანს ვიყოყმანე. მერე ნელა დავუშვი ხელები და აბაზანაში შევედი, რომ პირახოცი ამეღო. ვერ შემოვბრუნდი, რადგან ადგილზე გავშეშდი. ჩემს ზურგს უკან აბაზანის კარი ჩაიკეტა. _გასაღები ჩემთან ერთად იქნება, სანამ ბანაობას მოვრჩები. - თქვა აბაშიძემ და ჩემკენ გამოემართა... ______________________________________________________________ ძალიან დაგვიანებული და ნაუცბატევად დაწერილი თავი, დროის სიმცირის გამო. იმედია უაზრობა არაა და ისიამოვნეთ წაკითხულით. გმადლობთ! შეცდომების ენ რაოდენობა, მომიტევეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.