შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი


9-12-2015, 23:30
ავტორი gvanca.miss
ნანახია 2 248

ელვისებურათ სწრაფად წამოვჯექი საწოზე სიზმრისგან შეშინებული, ცივი ოფლი მასხამდა, ტანზე ეკალი მეყარა და ერთიანად ვცახცახებდი. არ ვიცი რომელი საათი იქნებოდა, მაგრამ ოთახში გამეფებული სიბნელე იმაზე მიმანიშნებდა რომ გათენებამდეე კიდევ რამდენიმე საათი დარჩენილიყო უეცრად ტირილი ამივარდა, საბანს იმდენად ძლიერეად ვუჭერდი ხელებს, რომ საკუთარ ფრჩხიილებს უკვე ხელის გულებზე ვგრძნობდი. ვტიროდი და თან ვცდილობდი გამეხსენებინა რა ვნახე ასეთი რამაც ასე ძალიან შემაშინა, მოულოდნელად რაღაც თბილის და ნაზის შეხება ვიგრძენი, ნამდვილად საამური იყო, როგროც იქნა მოვახერხე თვალების გახელა და ერთგული მეგობარიც დავინახე. ეს იყო ლორდი,2 წლის დალმატინელი რომელიც თითქოს იმავეს გრძნობდა რასაც მე, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მკვდაივით დავეცი საწოლზე, ლორდიც თან მივიწვინე და ისევ დავძაბე გონება რომ გამეხსენებინა სულ მცირე ფრაგმენტი მაიც იმ საშინელი სცენიდან და აი გამახსენდა კიდეც, ნანახმა შემაშინა და თან ნამდვილად გამაოცა, ეს იყო საფლავის ქვა რომელზეც მე ვიყავი გამოსახული,წარწერები ვერ გავარჩიე თუმცა დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვი რომ რამე ეწერა, აი საკუთარი თავი კი ნამდვიულად ამოვიცანი. მიუხედავად შიშისა მაინც ჩამეძინა, ამაზე ალბათ ჩემმა ასაკმა იმოქმედა, მაშინ სულ 14 წლის ვიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent