ველური ორქიდეა (8 თავი)
მშვიდობიანად დავტოვე აბაშიძეების სახლი. სახლისკენ მიმავალს ჩემმა მობილურმა დარეკა. დავხედე, უცხო ნომერი იყო. _გისმენთ. - გავეცი პასუხი. _დარო ხარ? - მკითხა გოგოს ხმამ. _დიახ დარო ვარ. _მე ლიზი ვარ, თბილისში ვარ და შემიძლია შეგხვდე. _ააა, ლიზი, ჰოო.. - გამახსენდა მაშინვე. - როდის შევხვდეთ? _ამ საღამოსვე. - მითხრა კატეგორიული ტონით. _კარგი. ადგილი მომწერე სადაც გინდა, რომ მოვიდე და ერთ საათში იქ ვიქნები. _კარგი, ახლავე. დროებით. _დროებით. სახლში რაც შეიძლებოდა უხამუროდ შევედი. არ მინდოდა აკოს დავენახე, თუმცა ჩემი ძმა სახლში არ დამიხვდა. სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი. გიგის ნივტები კი საგულდაგულოდ დავკეცე და კარადაში დავმალე. ზუსტად ერთ საათში იმ მისამართზე ვიყავი სადაც ლიზიმ დამიბარა. ლიზი მაღალი და ლამაზი გოგოა. ცისფერი თვალები აქვს, წითური სწორი თმა და ლოყებზე „ანგელოზის ნაკოცნი“ (ჭორფლები) აქვს. მეთქი რა ლამაზია-თქო, რომ დავინახე. რომ გაიღიმა ხო საერთოდ... თეთრი, სიმინდის მარცვლებივით ჩამწკრივებული კბილები გამოუჩნდა და ისეთი ეფექტური გამოჩნდა ეს გოგო ჩემს თვალში, ისიც კი გავიფიქრე, როგორ არ უნდა უყვარდეს ჩემს ძმას-თქო. _აბა, გისმენთ. - მითხრა და მიმტანს ხელი დაუქნია, რომ შეკვეთა მიეცა. - ყავა თუ ჩაი? - მკითხა მერე. _ჩაის დავლევ, მწვანეს, პიტნის არომატით. _კარგი, მეც იგივეს დავლევ მაშინ. - ამასობაში მიმტანიც მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და ლიზიმაც შეკვეთა მისცა. _მოკლედ... აკომ მითხრა ყველაფერი, - დავიწყე ცოტა აღელვებული ტონით საუბარი. _დიახ.. ძალიან კარგი. _ძალიან პატარები ხართ იმისთვის, რომ ოჯახი შექმნათ, სტატუსი მოირგოთ და ცოლ-ქმრობანა ითამაშოთ, მით უმეტეს, რომ თქვენს შორის ის გრძნობა არაა, რამაც თქვენი ურთიერთობა უნდა იყოს დამყარებული... - პირდაპირ გადავედი სათქმელზე. უკვე მუხლები მიკანკალებდა მღელვარებისგან. ლიზი დუმდა, ჩაის ჭიქას დასცეროდა. _ძალიან გაგიჭირდება, ლიზი ისეთი კაცის გვერდით ცხოვრება რომელსაც არ უყვარხარ და სხვაზე ფიქრობს.. _ვიცი! - თქვა განერვიულებულმა, - ვიცი, რომ აკოს სხვა უყვარს, მაგრამ ეს მე არ მაშნებს. მე მინდა, რომ ჩემს შვილს გვერდით დედაც ჰყავდეს და მამაც. ამიტომ, ყველაფერს ავიტან ამისთვის... _ხო მაგრამ აკოზეც იფიქრე, ძალიან ეგოისტურად მსჯელობ. იმაზეს იფიქრე, რად უნდა ბავშვს ისეთი მშობლები და ოჯახი სადაც ერთმანეთი არ უყვართ დედას და მამას? როცა ბავშვი ამას დაინახავს, თუ როგორ ცივად შეხედავს მამა დედას, მითხარი ის ბედნიერი იქნება? აკოსაც გაუგე და მის შეყვარებულსაც.. წარმოიდგინე, შენს შეყვარებულს იგივე რომ მოსვლოდა რაც აკოს მოუვიდა შენთან, როგორ შეხვდებოდი ამ ამბავს? - ვცდილობდი ბოლომდე მეთქვა ყველაფერი. _დარო. - მომმართა ძალიან მშვიდად. - მე ვიცი რასაც ვაკეთებ. მე აკოც ვიცი როგორია... რომ გავიგე ორსულად ვიყავი მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აკოს შვილი დაიბადებოდა. _ეს ძალიან კარგია და ყოჩაღ, რომ აბორტი არ გაიკეთე... ჩვენ ყველაფერს მივცემთ ამ ბავშვს რაც შეგვიძლია.. დაქორწინება არაა აუცილებელი. - მე ისევ ჩემსას ვცდილობდი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს სიტყვები გულიდან არ მოდიოდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ასე უნდა მეთქვა მისთვის.. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმ წუთას იმ ბავშვის წინაშე, რომელიც ლიზის წიაღში იმყოფებოდა. ყველაზე საზიზღარი ადამიანი მეგონა ჩემი თავი. _მისმინე, მე ოჯახი მყავს... მშობლები, ძმები... აკოს უკვე ვუთხარი, სანამ მამაჩემი და ჩემი ძმები გაიგებენ ჩემს ამბავს, მანამდე მოვაგვაროთ ყველაფერი-თქო, თორემ მერე უკვე ძალიან ცუდად იქნება საქმე. ისინი არ მომცემენ უფლებას ბავშვი გავაჩინო, უფრო მეტიც, შეიძლება საიქიოსაც გამისტუმრონ იმის გამო, რომ ქორწილამდე სექსი მქონდა... - ლიზი საოცრად გულწრფელი მომეჩვენა. თვალები აუცრემლიანდა. მე კი გული უკვე საგულეს აღარ მქონდა. _ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე აღშფოთებულმა, - თუ ასეთი ტირანები გყავდა სახლში, როგორ გაბედე ამ ნაბიჯის გადადგმა? (აკოსთან სექსი ვიგულისხმე) _პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა აკო. თითქმის ყოველდღე ვნახულობდი უნივერსიტეტის ეზოში.. მაგრამ მასთან მისვალს ვერ ვბედავდი რომ გავცნობოდი. იმასაც ვხედავდი, რომ შეყვარებული ჰყავდა. მერე ისე მოხდა, რომ ერთად მოგვიწია კლუბში ყოფნა. მე ჩემს კურსელებთან ერთად ვიყავი, ის კი თავის ძმაკაცებთან ერთან... აქვე გეტყვი, რომ იმ დღეს მამაჩემი და ჩემი ძმები სახლში არ იყვნენ, ხევსურეთში იყვნენ წასულნი და ვიცოდი, რომ რამდენიმე დღე ვერ ჩამოვიდოდნენ, ამიტომაც გავბედე კლუბში წასვლა მეგობრებთან ერთად.. _ღმერთო ჩემო, ხევსური ხარ? - აღმომხდა ნირწამხდარს. ვიცოდი როგორია ხევსური ხალხის კანონები და ტრადიციები. გამაჟრჟოლა. _დიახ, ხევსური ვარ. შატილიდან მოდის ჩემი ოჯახის წარმომავლობა. არაბული ვარ გვარად. _ძალიან განსხვავებული გარეგნობა გაქვს... ანუ იმის თქმა მინდა, რომ ხევსური ქალები უფრო მუქ ფერებში არიან.. _აჰ, ჰო.. მე ბებიას ვგავარ, დედაჩემი დედას. პოლონელი იყო. თვალის ფერით კი მამას და ძმებს. - მითხრა ღიმილით. უცებ წარმოვიდგინე ლიზის ძმები, ცისფერთვალება ხევსურები. რა დროს ეს იყო ახლა. _ გასაგებია. _მერე კლუბში ზედმეტი დავლიე.. სითამამემ და აკოს სიყვარულმა მძლია და... ასე იყო ყველაფერი. ორივე ვდუმდით. ვერაფერს ვამბობდი, ან რა უნდა მეთქვა? ორი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ერთი ჩემი ძმისშვილის და მეორე ამ ბავშვის დედის და ამას დამატებული, არც ჩემს ძმას დაადგებოდა კარგი დღე. _რამდენი ხნის ორსული ხარ? - დავარღვიე სიჩუმე. _ უკვე ხუთი კვირის. _აკოს ბოლოს როდის ელაპარაკე? _როცა ეს ამბავი ვუთხარი, მის მერე არც ტელეფონს იღებს და არც ჩემს სიახლოვეს ჩერდება. - თქვა ცრემლმორეული ხმით. _არ ვიცი რა ვთქვა.. ძალიან დაბნეული ვარ. - ხმამაღლა გავიფიქრე. - თუმცა ახლა ამის დრო არაა, სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე. მოდი მე დაგემშვიდობები და წავალ ხო? - ფეხზე წამოვდექი. ლიზის ადგა. _კარგი. _არ ინერვიულო არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნება. - დავაიმედე ღიმილით. ამ სიტყვებით თავიც დავიიმედე. ღიმილით დავემშვიდოებე და კაფე დავტოვე. ფიქრისგან ლამის თავი გამსკდომოდა. აკოს უნდა დავლაპარაკებოდი. სხვა გზა არ იყო, ლიზი მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. სახლში ტაქსით დავბრუნდი. -შვილო, კარგად ხარ? - მკითხა ტაქსის მძღოლმა, როდესაც ფული გავუწოდე. - საშინლად გამოიყურები. _არაფერია, გამივლის. - ვუპასუხე ღიმილით, თუმცა სულ არ მეღიმებოდა. _კარგი, თავს მიხედე. _მადლობა, ძია. - ყურადღებისთვის მადლობა გადავუხადე მძღოლს და მანქანიდან გადმოვედი. ღამის თორმეტი იყო უკვე დაწყებული. ჩემი სახლის ფანჯრებს ავხედე, შუქი ენთო. აკო სახლშია ალბათ და მელოდება, გავიფიქრე და სადარბაზოსკენ გავემართე ფეხისთრევით. ძლივს მივყავდი ფეხებს შინაგანი დაძაბულობის გამო მტელი სხეული თითქოს საშინლად დამძიმებოდა. _დარო! - დამიძახეს. შევდექი, ყურებს არ დავუჯერე და შემოვბრუნდი, ახლა თვალებს არ ვუჯერებდი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გიგი იდგა. _შენ? აქ? - გავიოცე. _რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი? - მითხრა გაბრაზებული ხმით და მომიახლოვდა. _მირეკავდი? როდის? - ინსტიქტურად ჩანთაში დავიწყე ხელების ფათური და ტელეფონის ძებნა. ვიპოვე. ეკრანს დავხედე. შვიდჯერ ჰქონდა აკოს დანარეკი, აბაშიძეს კი სამჯერ. ლიკას ოთხჯერ. გამახსენდა ლიზისთან შეხვედრამდე ზარი გავუთიშე ტელეფონს, მერე კი გადამავიწყდა, რომ ჩამერთო. - ფუ შენი... - ჩავილაპარაკე ღვარძლიანად. -ზარი მქონდა გათიშული და ვერ გავიგე. რა ხდება? _ასეთ დროს სად იყავი? - მკითხა ისე, ტონი არ შეუცვლია. _არ მესმის რატომ უნდა გიპასუხო. _რომ გეკითხები იმიტომ. - უკვე მრისხანება ერია მის ხმაში. _ეეე, რა ხდება თქვენს თავს, ბატონო გიგი? - სიცილი ვერ შევიკავე მისი შემხედვარე. მივხვდი, რომ ეჭვიანობდა. გამახალისა ამ ფაქტმა. _არაფერი. რა უნდა ხდებოდეს? – უცებ შეცვალა ხმაც და გამომეტყველბა. მიხვდა, რომ გამოვიჭირე. _აქ რამ მოგიყვანა? თან ტქვენ ხომ ნასვამი იყავით და საჭესთან ვერ დაჯდებოდით.. შევახსენე რის გამოს გამომიშვა ტაქსით სახლში. წამით შეაყოვნა პასუხი. ღიმილით და დაჟინებით მაცქერდებოდა, თითქოს რამის პოვნას ცდილობსო. _ვერ მოვისვენე ნაწყენი რომ წამოხვედი ჩემი სახლიდან. არ მინდა რომ დატოვო სამსახური, მით უმეტეს, ჩემ გამო. - მითხრა მერე. ოჰო! ეს რაღაც ახალია მისი უდიდებულესობისგან. კიდევ უფრო გავიოცე, ოღონდ შინაგანად. _ჰო? - ვკითხე ირონიულად. _ჰო! _და რამ მიგაღებინა ეს გადაწყვეტილება? _დარო, ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე. ხომ შეიძლება ერთხელ ისე ვილაპარკოთ, რომ არ ვიჩხუბოთ? _არა, არ შეიძლება! _რატომ მიდიხარ მაშინ სამსახურიდან? - მკითხა ნიშნისმოგებით. _იმიტომ, რომ ძალით მაბანავებ. - ვუთხარი გაუაზრებლად. ბავშვურად გამომივიდა. აბაშიძეს გაეცინა. მის სიცილზე გულმა ყირამალა გააკეთა. აი ისე დამემართა, როგორ სიზმარაში ემართება პრინცესას, „ააჰ, ვაიმეე დედა, ეს რა მემართება, მუხლი მეკვეთება, სული მეხუთება, გული მიმდის და მთლად დავიღუპები ეს ყმაწვილი თუ არ ჩამეხუტება“... _კარგი, აღარ დაგაძალებ ხოლმე აწი არაფერს. უფრო მეტიც, შენი სამუშაო დრო რომ იქნება მე სახლში არ დაგხვდები, გაწყობს? - მკითხა მერე სიცილს რომ მორჩა. გავჩუმდი. მაცდუნებელი წინადადება შემომტავაზა. _პირობას დებ? _პიონერულ სიტყვას გაძლევ! - თქვა სიცილით ისევ. _მაშინ კარგი. თანახმა ვარ. - ვუთხარი ღიმილით და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. _ძალიან კარგი. ზავი დადებულია. ტრაქტატს ხელი მოეწერა და ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება, - სიცილით ჩამომართვა ხელი აბაშიძემ. შესამჩნევად მომიჭირა კიდეც თითებზე. _ახლა სახლში უნდა ავიდე, გვიანია. ნახვამდის, ბატონო გიგი. _გვიანია, ხო და არ უნდა იარო ასეთ დროს გარეთ. - მიმანიშნებელი ტონით მითხრა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. _ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ და თავადვე გადავწყვეტ რა უნდა გავაკეთო. - წასვლის წინ მაინც „ვუკბინე“. _ღმერთო, ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს ერთხელ იქნება.. - თავისთვის ჩაილაპარაკა თუ ჩემს გასაგონად არ ვიცი, ფაქტია, რომ კარგად გავიგე მისი ნათქვამი. თავი დამიკრა და წავიდა. ღიმილით გავაყოლე თვალი მიმავალ აბაშიძეს. ახლა დავაფიქსირე, თუ როგორი სიარული აქვს. რომ მიდიოდა ბეჭები ისე ამოძრავებდა მონაცვლეობით, თითქოს მძიმე წონის გირებს მიათრევდა ჯაჭვზე გამობმულს. ძალიან სპეციფიური სიარული აქვს, ყველასგან განსხვავებული. სახლის კარი ფრთხილად შევაღე. აკო მისარებში დამიხვდა. სავარძელში იჯდა პულტით ხელში და ცდილობდა ტელევიზორში მისთვის საინტერესო არხი მოეძებნა. _სად ხარ ამდენი ხანი? - მკითხა უკმაყოფილო ხმით და შეკრული წარბებით. _მე ვიყავი სახლში მოსული და შენ არ დამხვდი, სად იყავი? - შევუბრუნე კითხვა. გამომხედა. მერე ტელევიზორი გამორთო და პულტი ტახტზე მოისროლა. - მოხდა რამე? - ვკითხე და ახლოს მივედი მასთან. _ნიაკოს ველაპარაკე. ვუთხარი ყველაფერი... რა თქმა უნდა, საშინელი რეაქცია ჰქონდა... დავშორდით. - ვგრძნობდი როგორი გულისტკივილით ამბობდა ამ სიტყვებს ჩემი ძმა. _მე ლიზის შევხვდი, ველაპარაკე.. - გაფართოებული თვალებით შემომხედა აკომ. - მასაც ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს, აკო. ახლა ძალიან ჭირდები შენ.. _რა იყო რა გიქნა ასეთი? რა სხვანაირად მეჭიკჭიკები.. - წამიძახა განერვიულებულმა და ფეხზე წამოიჭრა. _მომიყვა ყველაფერი იმ გოგომ.. მამა ჰყავს, ძმები.. რომ გაიგონ რა მოხდა ძალიან ცუდად მოექცევიან, გესმის? - ვუყვირე მეც. _მკიდ.ია! - უფრო მოუმატა ხმას ჩემმა ძმამ. - საერთოდ მივდივარ საქართველოდან. _რა? სად მიდიხარ? ხომ არ შეიშალე? - ხავილის მსგავსი ხმა ამომივიდა პირიდან და სახე სატირლად მომებრიცა. _ჰო, შევიშალე! გავგიჟდი! - განაგრძობდა ღრიალს ჩემი ძმა. _დამშვიდდი, გესმის? დამშვიდდი! _როგორ, როგორ უნდა დავმშვიდდე? ან რატომ, რისთვის.. - სახე შეშლილის გაუხდა, ვხედავდი ერთიანად იფეთქა მასში მთელი ამდენი ხნის ნაგროვებმა ნერვიულობამ. ნიაკოსთან დაშორებამ კი წერტილი დაუსვა ყველაფერს და მოთმინების ფიალა ავსებოდა. _შენი შვილისთვის, გესმის შენი შვილისთვის... ყველაფერი კარგად იქნება, ასე ძალიან ნუ განიცდი, გთხოვ. - უკვე ვტიროდი და აკოსთან მიახლოებას ვცდილობდი, რომ მოვხვედო, მაგრამ ის ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, აქეთ-იქეთ დადიოდა შეშლილის სახით. _უნდა გენახა ნიაკოს თვალები რომ მიდიოდა.. იმ გოგოს ცხოვრება დავუნგრიე.. საკუთარი ცხოვრებაც დავანგრიე... - ეს რომ თქვა, მაგიდაზე ბროლის ლარნაკი იდგა, აიღო და გამეტებით შეანარცხა კედელს. ბროლი ნამცეცებად დაიფშვნა და მთელ ოთახში მიმოიფანტა. ეს უკვე ნამეტანი იყო, გაცეცხლებულმა მივიჭერი მასთან და რაც ძალი და ღონი მქონდა სილა გავაწანი. _ლიზიზე რატომ არაფერს ამბობ? მას არ დაუნგრიე ცხოვრება? შენს შვილს არ დაუნგრიე ცხოვრება?... დედაჩვენს?.. ეგოისტო შენ! მხდალი კაცივით ნუ იქცევი. თვალებში გამოიხედე, გესმის? დააშავე? ჰოდა პასუხიც აგე შენს დანაშაულზე! - ვუკივლე მთელი ხმით. აკო გახევებული იდგა. - წავა ეს სქართველოდან თურმე? ასეთი მშიშარა ხარ, რომ საკუთარ შვილს დაემალო? ასეთი უპასუხიმგებლო არ გაუზრდიხარ დედაჩვენს... გამოფხიზლდი, გესმის? გამოფხიზლდი! - მხრებში ხელი წავავლე და ღონივრად შევაჯანჯღარე. - ცხოვრება არ დასრულებულა, გრძელდება, გრეძელდება! არც ისეთი პატარა ხარ, რომ ვერ გაიაზრო შენი მოვალეობები, გასაგებია? _კარგი, დამშვიდდი დარო, გთხოვ. - ახლა ჩემი ძმა მოჰყვა ჩემს დამშვიდებას. რადგან ერთიანად ვცახცახებდი და ვტიროდი. _მისმა ძმებმა, რომ გაიგოს ლიზის ამბავი ბავშვს მოკლავენ, გესმის? ლიზისაც დაუშავებენ რაღაცას რაც გააკეთა იმის გამო და არც შენ დაგადგება კარგი დღე... შენ კიდე ნიაკოს თვალებს მისტირი. აკომ ხელები მოცელილივით დაუშვა ძირს, თავი ჩაქინდრა და თავის ოთახში ჩაიკეტა. ენერგია გამოცლილმა ოთახი დავგავი. ნამსხვრევები ნაგავში ჩავყარე. შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი. თუმცა დილამდე ძილი არ მიჰკარებია ჩემს თვალებს. ვგრძნობდი, იმავე დღეში იყო ჩემი ძმაც.... _______________________________________________ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.