შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (11 თავი)


8-12-2016, 22:53
ავტორი Keke27
ნანახია 14 022

ნიკოს და გიგი დანახვისას, მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში: ამათ აქ რა უნდათ? იმდენად ვიყავი გაოცებული მათი შემხედვარე, არც მიმიქცევია ყურადღება თუ რა მწარედ დავებერტყე იატაკზე და ამტკივდა მარცხენა თეძო.
_ოე, ოე, ჩვენი ძმა! რა დღეში ხარ, ბიჭო!!! - გაცეცხლებული მივარდა ნიკო იმ არაბულს რომლის ზურგზეც ვიყავი წამის წინ მოსკუპებული. გიგი კი მაშინვე ჩემს წინ დაეშვა მუხლებზე და შეშინებული თვალებით და აჩქარებული სუნთქვით მკითხა:
_დარო, კარგად ხარ? - ჩემს პასუხს არც დალოდებია, არც ჩემს აზრზე მოსვლას, მაშინვე ხელში ამიყვანა პატარა ბავშვივით და სავარძელზე დამსვა. არაფერი არ არსებობდა იმ წამს ირგვლივ. გაქრა ხმაური... ადამიანები... ნივთები... ფერები.. ყველაფერი.. და ვხედავდი მხოლოდ გიგის. რაღაც მომენტში იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ ცხვირის წვერითაც კი შევეხე მის ლოყას. გრილი იყო. დამაჟრიალა მთელ ტანში (სადღა მახსოვდა განვითარებული ამბები რაც იმ წამს ჩემს სახლში მიმდინარეობდა). ეს ყველაფერი რამდენიმე წამით შემოიფარგლა, თუმცა მომეჩვენა, რომ საათიც კი გავიდა, სანამ აბაშიძემ იატაკიდან ამიყვანა, სავარძელზე დამსვა.. შევეხე, მისი სუნთქვა ასე ახლოს მოვისმინე, ჩავხედე შეშინებულ თვალებში და შევისწავლე მისი სახის ბრაზიანი ნაკვთები..
ლიკამ ხელში მოიქცია ჩემი მარჯვენა და მაგრად მომიჭირა. მაშინ მოვეგე აზრზე. გაფუჭებული ფირივით ჩაიხვია მშვენიერმა კარდრმა...
მივხვდი რომ პირდაღებული ვიყავი. მაშინვე დავმუწე და რეალობას დავურუნდი.
წამით ისიც კი გამიკვირდა სავარძელზე როგორ აღმოვჩნდითქო.
აბაშიძე უკვე ძმებ არაბულებთან და ნიკოსთან მისულიყო.
აკოს ლიზი ისევ ჰყავდა გულზე მიკრული და არაფრის დიდებით არ ანთავისუფლებდა მისი მკლავებიდან. უფროსი არაბული, ხან ქალიშვილისკენ იწეოდა, ხანავ ვაჟებისკენ. ნორას გაფუებული ვარცხნილობა კიდევ უფრო აფუებოდა, ამდენი ხელჭიდილისგან და გაცხარებისგან სახეზე აწითლებულიყო.
_მომისმინეთ, - მიმართა აბაშიძემ ლიზის ძმებს და მათთან ძალიან ახლოს დადგა, იმდენად ახლოს, რომ ლამის შუბლით ეხებოდა ერთ-ერთის ძმის შუბლს. - ამ სახლიდან ყველანი გავალთ უხამუროდ და გარეთ დავილაპარაკებთ დანარჩენს, გასაგებია? - მის ნათქვამში გაფრთხილებაც, მუქარაც და ბრძანებაც ჟღერდა. დაახლოებით იგივე დგომა ჰქონდა ნიკოსაც. ძმებმა ერთმანეთს გადახედეს.
_ ეს გოგო, - დაიწყო ერთმა და ხელი ლიზისკენ გაიშვირა. - ჩვენი დაა და სახლში უნდა წამოვიდეს!
_არ მოვდივარ, მე აქ ვრჩები! გაიგეთ ეს, გაიგეთ! ეს ბიჭი ჩემი ქმარია უკვე, მიყვარს და მასთან მინდა ყოფნა! და თუ მაინც ეცდებით ჩემს წაყვანას და წამიყვანთ, იცოდეთ ერთი წუთითაც არ ვიცოცხლებ თავს. - იბღავლა უცებ ლიზიმ. აკოს მკლავებიდან თავი დაეხსნა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამისმაც კი შეწყვიტა სლუკუნი. უფროს არაბულს და ძმებს მიწის ფერი დაედოთ სახეზე.
_გოგოს სიტყვა კანონია, ის ამ სახლში რჩება, თქვენ კი ახლავე დატოვებთ აქაურობას, თუ არა და პატრულს დავურეკავ! - ამ საშინელ სიჩუმეში ნორა ხმა მეხის გავარდნასავით იყო. თითქოს ყველა ერთდროულად გამოფხიზლდა.
_შე შემარცხვენელო! თავის მომჭრელო!... - ამოხეთქა ლიზის მამამ. თუ რამ ზიზღი შეეძლო გამოეხატა, სიტყვებში და სახეზე აღებეჭდა. - შენ ჩვენკენ პირი არ ჰქნა არასდროს. ვერ ეღირსები ჩვენი სახლის ზღურბლს ფეხი გადმოაბიჯო აწი. ჩვენთვის მკვდარი ხარ შენ!
ვისმენდი ამ კაცის ღვარძლიან სიტყვებს და მიკვირდა, ნუთუ შესაძლებელი იყო მამას ასეთი ზიზღისთვის და სიტყვებისთვის გაემეტებინა საკუთარი ქალიშვილი? მამაჩემი ასე არ მოიქცეოდა არასოდეს. მე საშინელებაც რომ გამეკეთებინა მისთვის ის ასეთ სიტყვებს არასოდეს არ მეტყოდა, რადგან მამაჩემი ადამიანი იყო!... ლიზის გავხედე, ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები სახეზე, თუმცა თავი მაინც ამაყად და გაბედულად ჰქონდა აწეული და უტიფრად უყურებდა მამამისს თვალებში.
_იმედა, წავიდეთ აქედან, საკმარისია! - როგორც იქნა ხმა ამოიღო ლიზის დედამ. ლიზიმ ახლა დედამისს გახედა. მზერა არ შეცვლია. - ბერდია! ლუკა! წავედით! - ბიჭებს დაუძახა ქალმა. - მორჩა, ხომ მოისმინეთ მისი ბოლო სიტყვა? დაე სიხარული და სიმშვიდე დაჰკარგვოდეს დღეის შემდეგ, მშობლების ასეთ დღეში ჩაგდების გამო!. - შვილი დაწყევლა ქალმა, გესმით? დაწყევლა! შემძრა ამის მოსმენამ. გავხევდი, შავთავდი... გავშრი. ადგილზე მოვკვდი მე იმ წამს. როგორ შეეძლო ასე ეთქვას დედას საკუთარი ქალიშვილისთვის...
_ღმერთო ჩემო! თქვენ ვინ ყოფილხართ! - აღშფოთებულმა წამოვიჭერი ფეხზე. - ახლავე გაეთრიეთ ამ სახლიდან, ახლავე! - ვიკივლე მთელი ხმით. იმდენად ცუდად იმოქმედა იმ ქალის სიტყვებმა ჩემზე, რომ კანკალი დამეწყო. ყველა ისეთი სახით მიყურებდა, ვხვდებოდი, რომ ადამიანური სახე არ მქონდა. თან ვტიროდი. - სწრაფად! მოშორდით აქაურობას! ახლავე! - განვაგრძობდი კივილს. ლიზის ძმებს მივვარდი და ხელი ვუჯიკე. ვცდილობდი პირუტყვებივით გამეყარა ისინი სახლიდან.
„დარო დამშვიდდი“ „დარო“ „დარო“... ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ღვარძლიანი მზერა მოგვავლეს და გინებ-გინებით გავიდნენ.
იმათი გასვლა, კარის დაკეტვა და ლიზის გულის წასვლა ერთი იყო.
„წყალი ჩქარა, წყალი!“ გავიძახდით ყველა ერთხმად. ლიკამ იმარჯვა და უცებ მოარბენინა წყალი. აკო მუხლებზე დაეცა, ლიზის თავი წამოაწევინა და გაფართოებული თვალებით დასცქეროდა.
_დარო, დარო, რა მოუვიდა, რა სჭირს? - მკითხა აკანკალებული ხმით ჩემმა ძმამ. თან ცოლს თვალს არ აცილებდა, რომელსაც სახეზე მიტკალის ფერი დასდებოდა და ტუჩები ჩალურჯებოდა.
_ნუ გეშინია მამიდა, კარგად იქნება. - თავის თავიც ინუგეშა მამიდაჩემმა ისე თქვა ეს სიტყვები. თან მუხლებზე დაეშვა და სველი ხელი მოუსვა სახეზე ლიზის. ცოტა ლოყაზეც მოუტყაპუნა. ნერვიულობისგან მუშტები მქონდა შეკრული და გემტებით ვიჭერდი ტუჩებზე. არ ვიცი იმ წუთას ნიკო და გიგი რას შვებოდნენ, არ გამიხედავთ, რადგან ლიზიზე ვიყავი მთლიანად გადართული. გული საგულეს აღარ მქონდა უკვე. იმის შიშმმა რომ ლიზის და ბავშვს რამე არ მოსვლოდათ ადგილზე გამაშეშა და სუნთქვა განაბული ველოდი როდის გაახელდა ლიზი თვალს.
_დარო, დარეკე სასწრაფოში, ჩქარა! - დამიყვირა აკომ განწირულის ხმით. მისმმა დაძახილმა გამომარკვია, მიმახვედრა, რომ ახლა უმოქმედობის დრო არ იყო. ვხედავდი როგორ ითხოვდა შველას ჩემი ძმა ლიზის გადასარჩენად.
_დავრეკე უკვე, გზაში არიან. - თქვა ლიკამ. მადლიერებით სავსე თვალებით გადავხედე ჩემს მეგობარს.
_ჩვენ დაბლა ჩავალთ და იქ დავხვდებით. - თქვა ნიკომ. ახლაღა გავხედე მათ. გიგი ისეთი თვალებით მიყურებდა, ცოტაც და ატირდებაო.
_ჰო, ჰო კარგი აზრია, - მოუწონა ლიკამ ნათქვამი ბიძაშვილს. აბაშიძე და წიკლაური სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ სახლიდან.
_მამიდა, მოდი ფრთხილად ავიყვანოთ ხელში და დივანზე დავაწვინოთ, - უთხრა ნორამ აკოს, - ნუ გეშინია, მამიდა, კარგად იქნება, სტრესის ბრალია ეს რაც მოუვიდა.. ნუ გეშინია.. - ბუტბუტებდა მამიდაჩემი. აკომ ხელში აიყვანა ლიზი და ტახტზე დააწვინა. ხელს ვაშველებდით მეც, ნორაც და ლიკაც.
_ლიზი, თვალები გაახილე რა, ლიზი. - მუდარა ნარევი ხმით ეუბნებოდა ჩემი ძმა ცოლს და აკანკალებულ ხელს გაშლილ წითურ თმაზე უსვამდა.
რა საშინლად იწელებოდა დრო. წამი წუთათ იქცა. ლიზი კი ისევ არ იღვიძებდა. არც წყლის შესხმამ უშველა და არც სახეზე ნორას ტორების მიტყაპუნებამ. ნერვიულობა პიკს აღწევდა, მაგრამ ვცდილობდი როგორმე დამემალა ის. ვხედავდი რა დღეში იყო ჩემი ძმა.
_რატომ არ იღვიძებს? დარო! რატომ არ იღვიძებს? - მკითხა აკომ ისევ შიშნარევი ხმით და თვალებში შემომხედა. მაშინვე წავიკითხე მისი გამოხედვა: „ბავშვს ხომ არაფერი მოუვიდა?“
_კარგად იქნება, გესმის? კარგად იქნება! ცუდზე ნუ ფიქრობ! - თითქმის ვუბრძანე ჩემ ძმას.

სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა.
_ფანჯარა გამოაღეთ, რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი უნდა მიეწოდოს, - გვითხრა ექიმმა. ნორამ მაშინვე გააღო ფანჯარა. ექიმმა ბამბაზე რაღაც ხსნარი (ალბათ ნიშადურის სპირტი) დაასხა და ლიზის ცხვირთან მიუტანა. რამდენიმე წამი და მან მძიმედ შეარხია ქუთუთოები. თუმცა თვალები არ გაუხელია. არტერიული წნევაც გაუზომეს. - რაიმე ინერვიულა? - იკითხა ექიმმა, როდესაც ფონენდოსკოპი მოიძრო ყურებიდან და კისერზე გადაიდო.
ჩვენს ერთმანეთს გადავხედეთ დარცხვენილებმა და დაბნეულებმა.
_დიახ. - პასუხი აკომ გასცა ექიმს.
_ნერვულ ფონზე გულის წასვლა არ არის საგანგაშო, თუმცა მის სიმშვიდეს ხელის შეწყობა სჭირდება. დამამშვიდებელს გავუკეთებ, რამდენიმე საათი დაეძინება, რაც ძალიან სასარგებლოა ახლა მისთვის. ეცადეთ ნაკლები ხმაური იყოს, რომ მდგომარეობიდან გამოსვლაში ხელი არ შეეშალოს. - გვითხრა ექიმმა.
ყველამ ერთიანად ამოვისუნთქეთ, განსაკუთრებით კი აკომ, რომ ლიზის საფრთხე არ ემუქრებოდა. ხვალ კი კლინიკაში წავიყვანდი სრული გამოკვლევისთვის, თან ბავშვსაც ვნახავდით ექოსკოპიის ეკრანზე.
ექიმები გავაცილეთ და მხოლოდ მაშინ დავიწყე მშვიდი სუნთქვა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ მარცხენა თეძო საშინლად მტკიოდა, იმდენად, რომ იძულებულს მხდიდა მეკოჭლა. ძალას ვერ ვატანდი საერთოდ ფეხს სიარულისას. პირველი ის გავიფიქრე, ამ აღმოჩენის შემდეგ, სამსახურში როგორ წავიდე-თქო.
მოკლედ, რა დროს სამსახურია, ვიცი, რომ კვდებით ინტერესით გაიგოთ, თუ როგორ მოხვდა გიგი და ნიკო ჩემს სახლში ამ აურზაურის დროს. ეს ინტერესი მეც მკლავდა სიმართლე გითხრათ და ლოგიკურიცაა. მაგრამ იმდენ ორომტრიალში სადღა მქონდა მაგის გარკვევის თავი.
აკოს ვვთხოვე, რომ ლიზი საძინებელში შეგვეყვანა, იქ უფრო სიწყნარე იყო. ფრთხილად აიყვანა ხელში და თავის საძინებლისკენ გაემართა. ნორა თან გაჰყვა, რადგან მე უკვე სერიოზულად მიჭირდა სიარული. ცუდად ჩამოვვარდი არაბულის ზურგიდან.
_ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე გახდით. - მივმართე ნიკოს და გიგის და დივანზე დაჯდომა შევთავაზე. დასხდნენ.
_მოიცა რა დარო, რა დროს მაგის ლაპარაკია. - მითხრა ნიკომ და ახლა მიხვდა, რომ ქურთუკით იყო ამდენ ხანს. გაიძრო.
_კი, მაგრამ თქვენ აქ საიდან სად, ან თქვენ ორი ერთად როგორ? - როგორც იქნა ვკითხე.
_მე დავურეკე ნიკოს, - თქვა ლიკამ და ჩემს გვერდით სავარძლის სახელურზე ჩამომიჯდა. - ნიკომ და გიგიმ მომიყვანა აქ და დამტოვეს, მერე ასეთი ამბავი რომ იყო აქ საშველად დავურეკე...
_არ ვიყავით წასული, ისე მალე დარეკა ლიკამ, - თქვა ნიკომ და გიგის გადახედა, რომელიც თვალს არ მაცილებდა მე და ვგრძნობდი ის მთლიანად გრძნობდა ჩემს ტკივილს. სიბრალულით სავსე თვალებით მიცქერდა.
_და თქვენ მეგობრები ხართ? - ვკითხე გაოცებულმა?
_ბავშვობიდან, დარო. - მითხრა ღიმილით აბაშიძემ. როგორ მეამა მისი ხმა. როგორ ტკბილად იცის ხოლმე ჩემი სახელის წარმოთქმა, გული მიჩერდება წამით.
რა გამოდის? ლიკა გიგის იცნობდა და მე არაფერი მითხრა? მაშინვე ავხედე გაბრაზებული თვალებით მეგობარს და შეუმჩნევლად ვუჩქმიტე.
_ხო, მაგრამ არასოდეს მინახიხარ ნიკოსთან ერთად. - ვუთხარი გიგის.
_მოიცა, მოიცა, თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? - გაიოცა ლიკამ.
_მე მასთან ვმუშაობ სახლში, ქალბატონო! - მრავლისმთქმელი იყო ჩემი პასუხი ლიკასთვის.
_ღმერთო ჩემო, რა არ ხდება ამ ქვეყნად! - თქვა მხოლოდ ჩემს გასაგონად, ჯერ კიდევ გაოცებულმა.
_არც ნიკოს შარშანდელი დაბადების დღიდან არ გახსოვარ? - მკითხა აბაშიძემ. ამის მოსმენისას, აი რასაც ჰქვია, ყბა ჩამომივარდა. მეთქი რაა? - თუმცა რას გემახსოვრები, მე რომ სუფრას შემოვუერთდი შენ ისეთი მთვრალი იყავი ლამის მცემე საპირფარეშოსთან. წაბანცალდი და ხელი შეგაშველე, შენ კიდე არ ვიცი რა იფიქრე, თითქმის თავს დამესხი. - თავშეკავებული სიცილით მეუბნებოდა აბაშიძე და ცხოვრებაში პირველად ვინატრე, მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს-თქო. სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი და ყველაფერზე მეტად ახალი ამბისგან მქონდა შოკი მიღებული.
ის კი იჯდა და სიყვარულით სავსე თვალებით მიცქერდა. თითქოს ჩემს ფიქრებს მიმხვდარიყო და მამშვიდებდა. „კარგი, არაუშავს, რა მოხდა მერე“..
ოთახში მამიდაჩემი დაბრუნდა და ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი.



-----------------------------------------------------
მართლა ძალიან დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ მეტის წერა აღარ შემეძლო. არც ფიზიკურად მქონდა სიტუაცია მეწერა და არც მუზის მხრივ.
გმადლობთ, რომ მოთმინებით ელოდებით ამ ისტორიას და გმადლობთ, რომ კითხულობთ.
ვიმედოვნებ ისიამოვნეთ.



№1  offline წევრი Tamtu_tatu

Rogor gamixardaaa. cavikitxav da visiamovneb. Chemi tkbili kekeee xar shen.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

Tamtu_tatu
Rogor gamixardaaa. cavikitxav da visiamovneb. Chemi tkbili kekeee xar shen.


აბა მიდი, გელოდები. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3 სტუმარი Ani

Au zaan agvia eb raa davtan zaan patara tavebs deb.rogor minda ici erti kai didi tavi gemrielad wavikitxo da meyos .vtqva ramxela dauweria kekes bravo yochag da ase shemdeg.mainc yochag da didi madloba sainteresoa da kargad wer ubralod pataraa ....

 


№4 სტუმარი Guest nawka

Dzaan Visiamovne martlac. Zogadaduxerxuli situaciebi ar muyvars magram es kargi iyo. Jerjerobit sayvareli personajia gigi dzaan momwons gansakutrebit am bolo tavshi kargi iyoo. Au wina tavze imdeni vicineee. Kargia dzalian da velodebi shemdegs

 


№5 სტუმარი Guest Eka

Dzalian patara tavi iyo :(

 


№6 სტუმარი Guest მარი

ჩემი ტკბილო, როგორ გამახარე ^^ :* ძალიან კარგი იყო <3

 


№7  offline წევრი NniNna

აუ როგორ მაინტერესებს ..ცოტა დიდი თავები დადე რაა ..ძაან პატარაა :( თან წინა ყველა თავი ერთად წავიკითხე ..ეს კიდევ ისე მეპატარავა ერთი სული მაქვს კიდევ წავიკითხო :( :/

 


№8 სტუმარი eto

patara iyi magram kargiii male dade axali tavi <3 <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუუ არ მეყოო:(( უმაგრესი ისტორიაა და ასე ნუ აგვიანებ რას.და ცოტა დიდი თავები დადე რაა.მოუთმენლად ველიდები შემდეგ თავს :)

 


№10  offline ადმინი მწარე

გულის წასვლაზე დედაშენი გამახსენდა :დდდ როგორ შეგვაშინა :დდდ კარგად ვიცინე ოუუ როგორ მაინტერესებს შემდეგიი
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან კარგი თავი იყო... ემოციურად დატვირთული და სასიამოვნო... აკოს რეაქცია მომეწონა მგონი გამოფხიზლდა და მოვლენებს საღად აღიქვამს... მოკლედ ახალ თავს ველი

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mმმ კარგიაა ძალიანნნ მომეცონაა მალე დადეე არრ დაგბიანოო :*

 


№13  offline წევრი nestanuka13

კეკე როგორ მიყვარხარ ❤️მამიდაზე მაგრად ვხალისობ ძაან ნუ აგვიანებ რა

 


№14 სტუმარი Guest Mira

შენს ყველა ისტორიაზე ვგიჯდები მაგრამ ეს ისტორია შემიწირავს.დღეს თუარდადებ ახალ დიდ თავს მოვკვდებიი მართლაა.

 


№15  offline წევრი ლეტი

ყველაზე.ტკბილი გოგო ხარ შენ. ტკივილი, აღშფოთება, სიხარული, იბტრიგა, ყველაფერს აერთიანებ ერთ თავში. მალმალე გაგვახე გთხოვ.

 


№16  offline წევრი Chasing liberty

კარგი იყო. ყოჩაღ. ხევსურები მთლად ასეთები არ არიან

 


№17  offline წევრი NniNna

აუ როდის დადებ ახალ თააავს..რამდენი დღე გელოდები :/ :/ ://// მალე მინდააა :(

 


№18  offline წევრი teddy))

კარგი თავი იყო... პატარა თავებს არ დებ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მალე იკითხება... მოვლენები ვითარდება, რაც ძალიან კარგია! მომწონს მე ლიზი და მინდა ბოლომდე აკოსთნ დარჩეს... ველი ახალ თავს! წარმატებები, კეკე! ❤️

 


№19 სტუმარი mari

rodis dadebt axal tavs?! dzalian damainteresa am istoriam da erti suli maqvs rodis wavikitxav gagrdzelebas:)
gtxovt male dadet.
madloba.

 


№20 სტუმარი Guest NniNna

აუუუ როდისღა უნდა დადოოო :(:(:(:(:(:(:( მოვკვდი ლოდინით!!!!!!://///

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

მიხარია აკოს ასე უცაბედი გაზრდა. ლიზის გადაწყვეტილება და გიჟების აკვიატებული თვალები

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

შეყვარებული გიჟები

 


№23  offline წევრი Marikagogolqdze

ჰმმ რა საინტერესოა ????????????♥️

 


№24 სტუმარი სტუმარი Piko

Axali tavi ar aris xom?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent