შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა გიყვარდე სამუდამოდ (5)


3-06-2015, 17:39
ავტორი black))
ნანახია 2 941

გადაწყდა რომ არაბულს 5 წელს მიუსჯიან.. ყველა ამაზე ლაპარაკობდა მთელი თბილისის სალაპარაკო თემა გახდა.. უკვე ყელში ამოვიდა ამ ხალხის ცნობისმოყვარეობა.. ყველას აინტერესებდა რატომ ვის გამო ან რის გამო დაიჭირეს არაბული..
ჩვენ განადგურებულები ვიყავით,თუ აქამდე ყოველი დღე იწყყებოდა იმაზე ფიქრით რომ არაბული მიყვარდა ახლა ყოველი დღე იწყებოდა იმაზე ფიქრით თუ როგორ დაგვეხსნა არაბული ციხიდან.. მის გარეშე ყოფნა-ჯოჯოხეთია.. რაც უფრო გადის დრო მითუფრო მენატრება ჩემი გიგი მიუხედავად იმისა რომ შეძლებისდაგვარად ვნახულობთ ხოლმე ყველა. ვიცი რომ არაფერი უჭირს და კარგადაა მაგრამ ჩემთან არაა.. ყველაზე რთული პირველი პერიოდი იყო.. დიდი დრო დამჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად.. 3 თვე სახლიდან არ გავსულვარ უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი მასზე.. ახლა მივხვდი როგორ მიყვარდა გიგი ახლა მივხვდი რომ მის გარეშე უბრლოდ სამყარო ნაცრისფერია,მის გარეშე ყველა მძულს.. ის ხომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია.. არვიცი როგორ გავძლებ მის გარეშე 5 წელი..
***********3წლის შემდეგ*************
------გიგისთან------
სამი წელია აქ ვარ...ნინი ისე მომენატრა... მის გარეშე გათენება და დაღამება უკვე მომბეზრდა.. მინდა ჩემს გვერდით იყოს ჩემი ანგელოზი და მის თლილ და ნაზ სხეულს ვეხებოდე.. მეშინოდეს რომ რამე არ ვატკინო ის ხომ ასეთი სათუთი და ნაზი არსებაა.. ვნანობ ყოველ წამს რაც ნინის გარეშე მაქვს განვლილი.. მივხვდი როგორ მიყვარს თუმცა მისთვის არასდროს მითქვია სიტყვა-მიყვარხარ. ჩვენ ხომ უბრალოდ ამ ერთი სიტყვის არ გვჯერა.. ჩვენ ერთმანეთს საქციელით ვუმტკიცებთ რომ-გვიყვარს..
-ბიჭო რახდება ახალი ხოარ გარკვეულა რამე--ვკითხე ლევანს ჩემს სანახავად რომ იყო მოსული..
-კი ბიჭო ძაან მაგარი ამბავი მაქვს.. --ლევანი
-ანუ?
-ანუ რა და 5 თვეში გამოგიშვებენ შე**მა..--მითხრა და ჩემს გაოცებულ სახეზე გულიანად გაიცინა..
-აბა 5 წელიო?--დაბნეულობისგან არვიცოდი რა მეთქვა
-ხო ნუ ეგრე გამოვიდა რა.. გაარკვიეს რო თავდაცვის მიზნით ცემე და მერე იმან ვერ გაუძლო და მოკვდა რაა..
-აუ ტოო რამაგარიაა.. ბიჭო ისაა.. ნინი როგორაა.. რატოარ მოდის ჩემს სანახავად-- ვკითხე ლევანს
-აი ეგ არვიცი ტო რა.. მაგარი განადგურებულია... და ვუთხრათ რო 5 თვეში გამოხვალ?
-ნწუ... არა ბიჭო შენ ხოარ გაუბერე.. ჯერ არუთხრა სიურპრიზი უნდა მოვუწყო..(მე)
-ვავავააა არაბულიი.. რას გიშვება ეს ჩვენი პატარა გოგო .. -მითხრა ღიმილით ლევანმა
-მაგიჟებს ბრატ მაგიჟებს!! --მეც იგივე ღიმილით ვუპასუხე..
-------ნინისთან------
დრო ნელნელა გადის..უკვე სამი წელი გავიდა.. უკვე ვეღარ ვიტან თბილისს სადაც გავივლი ყველგან ჩურჩულებენ-'არაბულის გოგო!','არაბული ამის გამო არ გახდა მკვლელი?','არაბული ხომ ამის გამო ზის ციხეში'...
არვიცი რა გავაკეთო..მაგრამ ჩემი სისუსტის ერთერთი ნიშანი ისაა რომ არაბულთან ამ სამი წლის განმავლობაში არ მივსულვარ და არ მინახავს.. არ მინდა ვნახო გიგი,რომელიც ასე სუსტი ჩანს.. არ მინდა ვუყურო თვალებს რომლებშიც სევდამ დაიდო ბინა.. ვიფიქრე და გადავწყვიტე.. მივდივარ! ამ ქვეყნიდან მივდივარ..
არ შემიძლია აქ გაჩერება არცერთი წამით.. გიგის გარეშე ვეღარ გავუძლებ ეს 2 წელი.. მოვკვდები.. ვერ გადმოვცემ უბრალოდ რახდება ჩემში.. ამხელა ემოცია.. ამდენი ტკივილი არასოდეს.. არასოდეს არ გადამიტანია..
-მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრე.. და მივიღე გადაწყვეტილება რომ ამერიკაში წავიდე... ძალიან გთხოვთ რომ გამიგოთ.. უბრალოდ არვარ იმდენად ძლიერი რომ გიგის გარეშე ყოფნას გავუძლო.. ვიცი 2 წელში გამოვა.. მაგრამ არავინ იცის რა მოხდება.. ვეყვარები თუარა ისევ გიგის.. ვიქნებით თუარა ისევ ერთად.. იქნებ აამ სამი წლის მანძილზე ის რადიკალურად შეიცვალა.. მოკლედ ხვალ მივდივარ!--ვუთხარი ბავშვებს და მათი სევდიანი სახეები რომ დავინახე სიკვდილი მომინდა მეორედ..
დავინახე ლევანი როგორ გავარდა სახლიდან..
---------გიგისთან----------
-მოკლედ გეტყვი.. ნინი მიდის რა --უთხრა გაცეცხლებულმა ლევანმა არაბულს..
-რაა? რას ამბობ შე*ემა?? -- გიჟს ჰგავდა არაბული..
-ხო ხვალ მიდის ნინი ამერიკაში.. თქვა რომმ გიგის გარეშე ვეღარ გავუძლებ თან არ ვიცი რომ გამოვა რა მოხდება და ყველასთვის აჯობებს წავიდეო..--დაასრულა ლევანმა
-ვაიმეე ღმერთო რატო აზროვნებს პატარა ბავშვივით.. რატოო -ღრიალებდა გიგი და უმისამართოდ იქნევდა ხელებს..
-დაწყნარდი რა.. .. ეეე ბიჭო ხვალ ხო უნდა გამოგიშვან.. ხო თქვეს ადრე გაგანთავისუფლებთო.. რაღაც შეწყალების პონტიო თუ რაღაცას რო ამბობდნენ..
-ხო ტოო.. --დაწყნარდა გიგი და სკამზე მოწყვეტით დაეშვა...
------------------------------------------
აიიი მართლა ძალიანნ დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის უბრალოდ გთხოვთ გამიგოთ ვერ მოვახერხე დადება <3 ვიცი რო ძაან პატარაა და შემდეგ თავში ვაპირებ რო დავამთავრო.. მიყვარხართ



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონაა

 


№2  offline წევრი black))

Tako Gogelia
ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონაა

love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent