შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (13 თავი)


17-12-2016, 23:11
ავტორი Keke27
ნანახია 13 460

(რადგანაც დავიწყე, დავასრულებ კიდეც. პერსონაჟები ჰაერზე არ იქმნებიან. მუზა! ასე ეწოდება მდომარეობას, რომელიც ამ ისტორიას მაწერინებს. მე ხომ ამას არ ვიწერ, ამას ვქმნი!!! ჩემია ეს, ჩემი ნაწილია. +კიდე, სამსახური მაქვს და ვმუშაობ. სხვა დანარჩენზე არაფერს ვამბობ. ))) ვიცი რთულია ლოდინი. ბოდიშს გიხდით მე და ჩემი მუზა, დაგვიანებისთვის)

----------------------------------------------------------------------

სტუმრები გავაცილეთ.
დედას ყველაფერი მოვუყევით. ნორას რა დაადგებოდა პირზე.
ძალიან განიცადა მონასმენი დედაჩემმა.
ბოლოს ყველა დავმშვიდდით და ქორწილზე დავიწყეთ საუბარი. რა თქმა უნდა, იდეა ნორასი იყო. მე და აკომ ერთმანეთს გადავხედეთ.
_არავითარ შემთხვევაში! არანაირი ქორწილი არ იქნება. - წამოიძახა ჩემმა ძმამ.
_რას იძახი მამიდა, როგორ არ იქნება. - აღშფოთდა მამიდაჩემი.
_რაც გაიგე, ნორა. არ მინდა ეს ქორწილი და უაზრო აურზაური. დამასვენეთ ამის დედა მო**** ვაახ! - ნერვებმა უმტყუნა აკოს და ფეხზე წამოიჭრა. კისრის ძარღვები დაბერვოდა და თვალები ლამის გადმოცვენაზე ჰქონდა.
_რა სჭირს ამას, ამიხსნის ვინმე? - არც ნორამ დააკლო ხმას ჟღერადობა. აკო ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
_დავანებოთ თავი, ხომ შეიძლება. რა აუცილებელია მართლა ეს ქორწილი, მით უმეტეს, რომ ლიზის მხრიდან არავინ მოვა. - ვუთხარი მამიდაჩემს.
_მართალი ხარ, დედი. - დამეთანხმა დედაჩემი.
_დარო, მოდი რა ერთი წუთით! - აკომ დამიძახა.
_ახლავე! - გავძახე და რის ვაივაგლახით წამოვდექი ფეხზე. კოჭლობით გავწიე მისკენ.
_რაიმე ლეიბი არ გვაქვს, იატაკზე რომ დავაგო? - მკითხა ჩურჩულით. - მისაღებში ნორა დაწვება და მე სადღა დავწვე თუარა იატაკზე.
ჩემი ძმის საწოლი იმდენად ფართო კი იყო, რომ ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა ზედ, მაგრამ აკოს არ სურდა ლიზისთან ერთად ერთ საწოლში ძილი.
მესმოდა მისი.
_კი გვაქვს, როგორ არა. წამოდი ჩემს ოთახშია, ოღონდ სწრაფად ვიმოქმედოთ, ნორამ არ დაგვინახოს. - ეს რომ ვუთხარი თან ჩემი ოთახის კარიც შევაღე. იქვე კარადიდან ლეიბი და ფუმფულა პლედი ავირეთ და სწრაფად დავბრუნდით აკოს ოთახში. მე რა, აკო დაბრუნდა სწრაფად, თორემ მე კი მივყვებოდი უკან ფეხისთრევით. კორიდორიდან შემოჭრილი შუქით განათდა მისი ოთახი. ლიზის მშვიდად ეძინა და რიტმულად აუდიოდ-ჩაუდიოდა მკერდი სუნთქვისას. წითური თმა მთელ ბალიშს ფარავდა. ჩემი ძმა წამით შედგა და ცოლს დააჩერდა. არ ვიცი რა გაიფიქრა იმ წამს. მის სახეს ვერ ვხედავდი, რამის წაკითხვა რომ შემძლებოდა. მერე ლეიბი იატაკზე დააგო, ბალიში ფრთხილად აიღო საწოლიდან, ზეწარიც გადააფარა ლეიბს.
_კარი შიგნიდან ჩაკეტე, გესმის? ნორა არ შემოგივარდეთ დილით აქ. - ვუთხარი თავშეკავებული სიცილით აკოს. მასაც გაეღიმა. - შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, აკო. იცოდე, შენს და ეამაყები. - ამ სიტყვებზე მისკენ გავიწიე და ძალიან მაგრად მოვეხვიე ჩემს ძმას. მასში პასუხისმგებლობის გრძობა დავაფასე და ორმაგად პატივსაცემი გახდა ჩემს თვალში ჩემი აკო. მანაც მომეხვია და შუბლზე მაკოცა.
_ჩემი გადარეული, მეამბოხე, უშიშარი და მსოფლიოში ყველაზე მაგარი და ხარ! - მითხრა მერე, თითქმის ჩურჩულით.
მშვიდი ძილი ვუსურვე და ოთახიდან გამოვედი. ჩემს ზურგს უკან მისი ოტახის კარი ჩაიკეტა.

* * * *

დილით რომ გავიღვიძე, უკვე სამზარეულოდან ლაპარაკის ხმა მესმოდა. მამიდაჩემი და ლიზი ლაპარაკობდნენ. გველნაკბენივით წამოვვარდი ზეზე. თეძო წუხანდელივით აღარ მტკიოდა. სიარულიც უფრო მეტად შემეძლო. ეს რომ შევნიშნე, მეთქი მადლობა ღმერთო.
სამზარეულოში მისვლამდე აკოს ოთახში შევიჭყიტე, აკოს ისევ ეძინა. ლიზის საწოლი გადაელაგებინა.
_აკო, აკო, გაიღვიძე, ადექი! - ფეხი ვკარი ფეხზე. - ადე ზეზე, რა გაძინებს. ლიზის ღვიძავს და ნორას ჰყავს სამსაზეულოში მომწყდეული. - ბოლო წინადადება საკმარისი იყო იმისთვის, რომ აკოს შეშლილის სახე ჰქონოდა და ისე წამოეწია თავი ბალიშიდან.
სიცილი ვერ შევიკავე.
_ჰა? სადაა? - იკითხა დაბოხებული ხმით და საწოლს რომ გახედა.
_ნორა ელაპარაკება სამზარეულოში. - ვუთხარი სიცილით.
_ნორა? - იკითხა და ელვის სისწრაფიდ წამოხტა იატაკიდან. ერთი კი შეჰყვირა ვაიმე დედა წელიო, მაგრამ არ გაჩერებულა. ჩქარი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით შეიჭრა სამზარეულოში.
_აბა, რას შვებით, როგორ ხართ? - ჰკითხა მათ მოჩვენებითი მხიარული ტონით.
_რა იყო მამიდა რა სახე გაქვს, წადი წყალი მაინც შეისხი სახეზე, ნუ გეშინია არავინ მოგტაცებს შენს ცოლს. - მამიდაჩემმა შეფარული ღიმილით გადახედა ლიზის, რომელსაც ლოყები აწითლებოდა აკოს დანახვისას და ცდილობდა არ გაღიმებოდა. თუმცა თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდა. თვალები მაინც ვერ მალავდნენ რაოდენ დიდი სიხარულით მიეგება ლიზი ქმრის დანახვას.
_კარგად ხარ? - ჰკითხა აკომ ლიზის. ჩვეულებრივზე უფრო თბილი ხმით. გულზე მომეფინა მისი ხმა. ეს არ იყოს უბრალოდ ნათქვამი „კარგად ხარ“, ამ ნათქვამში ჟღერდა ზრუნვა, გვერდში დგომა, „ნუ გეშინია, ჩემთან ხარ“ და ვინ იცის იქნებ სიყვარულიც იყო ჩადებული ამ ნათქვამში, მაგრამ ჯერ თვითონაც ვერ გარკვეულიყო.
ლიზიმ თავი დაუკრა. მხოლოდ ეს იყო მისი პასუხი. ალბათ ასეთი აკო ეუცხოვა და ცოტა დაიბნა.
_დღეს ექიმთან წავიდეთ, კარგი? - ჩავერიე მე.
_ჰო, წავიდეთ. - დამთანხმდა მაშინვე, აკო.
_შენ როგორ ხარ, ფეხი როგორ გაქვს? - მკითხა მამიდამ და ცომის გაბრტყელებას მიანება თავი.
_დღეს უკეთ ვარ. წავალ მოვემზადები. წამოდი თქვენც მოემზადეთ და გავიდეთ მალე.
_ჯერ გესაუზმათ, - შეწუხდა ნორა.
_რომ მოვალთ მერე, ახლა არ გვშია. - ვუთხარი მე რატომრაც ყველას მაგივრად.
_კარგი, მალე იქნება ხაჭაპური? - ჰკითხა აკომ, - ან ერთი ნაჭერი არ არის დარჩენილი გუშინდელი? გაათბე რა.
_კი, კი ახლავე მამიდა. - დაფაცურდა ნორა.
_ჩაის ხომ დალევ? - ახლა ლიზის მიუბრუნდა ჩემი ძმა.
გამოსვლას ვაპირებდი სამზარეულოდან, მაგრამ შევდგი. სასიამოვნოდ მაოცებდა აკო. სახეზე ღიმილი მომეფინა. გაბადრული სახით ვუცქერდი მათ.
ლიზიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ახლაც აშკარად დაბნეული იყო გოგო.
_ა, მამიდა, ცხელია უკვე. - წუთშია შეათბო ნორამ ხაჭაპურის ნაჭერი და აკოს მიაწოდა.
_მე არ მინდა, ლიზი შეჭამს და ჩაისაც დალევს. - დარო, ჩაის ფერი ხომ გვაქვს? - მომიბრუნდა მე.
_კი, როგორ არა. კუთხის კარადაშია, მიდი გამოარე და დაინახავ. - ხელით მივუთითე კარადისკენ. აკო მივიდა და ჩაის ფერი აიღო. მერე ჭიქაც. ელექტრო ცაიდანიდან ცხელი წყალი ჩაასხა ჭიქაში, ფერიც ჩადო და ლიზის ჰკითხა შაქარი თუ უნდოდა. უშაქრო ჩაი ჰყვარებია ლიზის.
რამდენიმე წამში გემრიელად შეექცეოდა ლიზი ქმრის გამზადებულ საუზმეს.

ნახევარ საათში უკვე კიბეებზე ჩავდიოდით სამივენი. გარეთ ტაქსი გველოდა.


ექიმმა მითხრა, უბრალოდ დაბეჟილობა გაქვს და ნერვიც არის დამკრთალიო. მხოლოდ მალამოს დავჯერდით მე და ჩემი დასნეულეულებული თეძო.
ლიზის ანალიზები აუღეს, შემდეგ კი სონოგრამის გადასარებად გაგვიშვეს ერთი სართულით მაღლა. მე ლიზისტან ახლოს ვიდექი. აკო კი კარებთან შედგა. ექიმმა ნაყოფის სონორამიული დათვალიერება დაიწყო. მალე ერთი ბეწო ოთახში იმხელა ხმაზე გაისმა ბავშვის გულის ცემა, რომ უცებ შევხტით.
საკმაოდ სწრაფად სცემდა პატარას გული. თვალები ცრემლით ამევსო. ხან ლიზის შევხედავდი, რომელიც ჩემს დღეში იყო, ხანაც აკოს, რომელსაც მონასმენმა ადგილზე გაყინა. თვალებსაც კი არ ახამხამებდა და ხანაც ეკრანზე გაურკვეველი ფორმის ემბრიონს.
_ოჰო, დიდი ცელქი ვინმე იქნება ეს მოუსვენარი, ესა. - თქვა ღიმილით ექიმმა.
_მამიდას ჰგავს ალბათ. - გამეცინა მეც და თვალები ამოვიმშრალე.

ანალიზის პასუხები დამაკმაყოფილებელი იყო. მხოლოდ ჰემოგლობინის სიმცირეს განიცდიდა ლიზის ორგანიზმი, რის გამოც, რამდენიმე თავი წამალი დაუნიშნეს.

_მე წავედი, საქემე მაქვს. თქვენ უჩემოდ წადით სახლში. - გვითხრა აკომ, როდესაც კლინიკიდან გამოვედით. უნებურად ლიზის გავხედე. ფერი არ ედო სახეზე. აშკარად არ მოეწონა ქმრის ნათქვამი.
_კი, მაგრამ სად მიდიხარ? - ვკითხე ცოტა წუნკალი ტონით.
_კარგი, წავიდეთ, დარო! - მტკიცე ხმით მითხრა ლიზიმ და მკლავში დამქაჩა მსუბუქად. - დროებით! - უთხრა მერე აკოს.
რძლის ნებას დავყევი. ჩვენ მარჯვნივ წავედით, აკო კი მარცხნივ.
_მასთან წავიდა. - თქვა ლიზიმ, ცოტაოდენი გზა რომ გავიარეთ. გულდაწყვეტილი ჩანდა, თუმცა თავი ამაყად ეჭირა.
_მასთან? ვისთან? - ვერ მივხვდი.
_ნიაკოსთან. - ხმა აუთრთოლდა.
_გამორიცხულია. - თავი გავიგიჟე.
_დამიჯერე, მასტან წავიდა.
_რატომ ხარ ასე დარწმუნებული? - ვკითხე ეჭვით.
_დილის ხუთ საათზე გამეღვიძა. აკოს ტელეფონი თავთან ედო. უცებ ოთახი ეკრანის შუქმა გაანათა. არ ვიცოდი აკო იატაკზე თუ იწვა. დაბლა რომ გადმოვიხედე და ტელეფონს დავხედე, შეტყობინება ნიაკოსგან იყო და მხოლოდ წერილის დასაწყისი მოჩანდა. „ხვალ შემხვდი....“, მერე როგორ გრძელდებოდა არ ვიცი. - ამას რომ მეუბნებოდა, ცდილობდა არ ატირებოდა. ვგრძნობდი როგორ ეჭირებოდა ყელში სპაზმის მარწუხები და როგორ ცდილობდა გამკლავებოდა ცრემლებს.
_არ ინერვიულო, კარგი? მე აკოსი მჯერა. მან შენ და თქვენი შვილი აგირჩიათ და ის ცუდს არაფერს ჩაიდენს. - ვუთხარი ლიზის იმედიანი ხმით და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადავუწიე ორივე ხელით.
_განა მაქვს უფლება, რომ პრეტენზია გამოვთქვა ამ ყველაფრის მიმართ? მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ პირში წყალი ჩავიგუბო და დავდუმდე.
_ნუ ამბობ ეგრე. დაილაპარაკებენ და აკო მალე დაბრუნდება სახლში, აი ნახავ. - დავაიმედე ჩემი რძალი. მან ნაძალადევად გამიღიმა და ასე განვაგრძეთ გზა.

სახლში მისულმა თენგიზს დავურეკე, ვუთხარი რომ ვერ შევძლებდი სამსახურში მისვლას. მიზეზიც ავუხსენი. მითხრა გადავცემ ქალბატონსო და მალე გამოჯანმრთელება მისურვა.

აბაშიძისგან არაფერი ისმოდა.
ლიკას დავურეკე. გამოვკითხე წინა ღამის ამბები.
მითხრა, რომ გიგის მტელი გზა ხმა არ ამოუღია. სახლში არ მიგვაყვანინა თავი, ღამის კლუბში დავტოვეთო (სახეზე ცხელებამ გადამიარა, ეს რომ მოვისმინე). ნიკომაც და მეც ერთხმად შევთანხმდით, რომ მაგ ბიჭს ძალიან მოსწონხარ. იცონოდა ჩემი მეგობარი.
_მაგრამ საბრალომ, რა იცის დარო რა ხილია. - სიცილს არ წყვეტდა ლიკა.
_კარგი ახლა, მოეშვი მაგას. იცის, იცის.. იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია. - მეც ავყევი.
_არ შეგხმიანებია?
_არა.
_მანდ რა ხდება? დაწყნარდა სიტუაცია?
_კი, კი ყველაფერი წყნარდება. ახლა ბიძაჩემს და მამიდაშვილებს ველოდებით კახეთიდან. გაიგეს აკოს ამბავი და მოსალოცად მოდიან.
_ოჰო, კარგია სტუმრიანობა.
_გამოდი რა გეხვეწები, დღეს მაინც დარჩი ჩემთან. -შევევდრე ლიკას.
_მერე სტუმრები?
_სტუმრებისთვის მაქვს ქალო ადგილი. შენ გამო.
_კარგი, გამოვალ. ალბათ ერთ საათში მანდ ვიქნები. - დამპირდა ჩემი მეგობარი. სიხარულით ცას ვეწიე.

ლიკას რომ გავუთიშე გიგისთან დარეკვა ვცადე.
ავკრიბე მისი ნომერი, მერე წავშალე. კიდევ ავკრიბე, ისევ წავშალე.. ასე განმეორდა ალბათ ხუთჯერ მაინც.
კარგი, დავრეკე, მერე? რა ვუთხრა, რისთვის დაგირეკეო? ან იქნებ სულარ ვახსოვარ მე, ღამით კლუბში ნამყოფს, მერე ვიღაცის საწოლში ნაკოტრიალებს... ამის გაფიქრებისას უფრო შემიპყრო სურვილმა მისი ხმა გამეგო და თუ შესაძლებელი გახდებოდა ადგილ-მდებარეობაც.
გამბედაობა მოვიკრიბე და ზუმერის გასვლას დაველოდე. სულ ტყუილად. ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა.
_ჰაჰ! - შევძახე აღშფოთებულმა. მაშინვე ლიკას მივწერე, ნიკოსგან გაგვეგო გიგის ამბავი.
რამდენიმე წუთში მომწერა, რომ გიგის ძინავს სახლშიაო. უნდა გენახათ ჩემი გაბადრული სახზე და აციმციმებული თვალები. კმაყოფილმა გავიარ-გამოვიარე (კოჭლობით) ოთახში. მთავარია ახლა სახლში იყო და ეძინა, მაგრამ წინა ღამით ხომ იმაიმუნა რაღაც.
სახე მომეღუშა.
სწორედ ამ დროს ზარი გაისმა კარებზე. კახელი სტუმრები გვეწვივნენ.
აკო კი ისევ არ მოსულა. არადა უკვე ბინდდებოდა.

----------------------------------------------------------------------



№1  offline წევრი M^d G1rl

Iciraa es istoria imdenad momwons rom dagvianebebs yuradgebas ar vaqcev aserom velodebi shemdegtavs gaurkveveli vadit :D ❤

 


№2  offline ადმინი მწარე

ოჰ რა კარგიაა კიდე მინდა
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

M^d G1rl
Iciraa es istoria imdenad momwons rom dagvianebebs yuradgebas ar vaqcev aserom velodebi shemdegtavs gaurkveveli vadit :D ❤

რა საყვარელი ხარ. მადლობას გიხდი. <3

არა, მე არ მომწონს როდესაც მიგვიანდება, ძალიან განვიციდი მერე ამას. (((

Mware
ოჰ რა კარგიაა კიდე მინდა

მიხარია, შენი შექება. ვეღირსე. :დდდ
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არაუსჰავს დაგვიანება ცუდია მაგრამ მომწონს რომ ხარისხიან ახალ თავებს დებ ძალიან მაინტერესებს გიგი, საინტერესო გამოგიდის მარტლა ასე გააგრძელე

 


№5  offline წევრი მთვარეულა ❤

კარგია, მაგრამ არ მეყო.
ნუ მუზის ამბავი გასაგებია და ისიც რომ ცხოვრება გაქვს, შენი საქმე. მე პირადად მესმის ეგ.
ისტორია მომწონს ძალიან, იუმორიც აქვს, დრამაც და ყველაფერიც. გრამატიკული შეცდომა გაქვს რამდენიმე, მაგრამ ისეთი საგანანგაშო რომ წაკითხვა შეუძლებელი იყოს, არა.
ჰოოდა, მთლიანობაში ყველაფერი კარგია.
ველოდები შემდეგს ❤ .

 


№6  offline ახალბედა მწერალი Keke27

nawkas12345
არაუსჰავს დაგვიანება ცუდია მაგრამ მომწონს რომ ხარისხიან ახალ თავებს დებ ძალიან მაინტერესებს გიგი, საინტერესო გამოგიდის მარტლა ასე გააგრძელე

მადლობა. <3

მთვარეულა ❤
კარგია, მაგრამ არ მეყო.
ნუ მუზის ამბავი გასაგებია და ისიც რომ ცხოვრება გაქვს, შენი საქმე. მე პირადად მესმის ეგ.
ისტორია მომწონს ძალიან, იუმორიც აქვს, დრამაც და ყველაფერიც. გრამატიკული შეცდომა გაქვს რამდენიმე, მაგრამ ისეთი საგანანგაშო რომ წაკითხვა შეუძლებელი იყოს, არა.
ჰოოდა, მთლიანობაში ყველაფერი კარგია.
ველოდები შემდეგს ❤ .


კი, შეცდომები ძალიან ბევრი მაქვს, არა მარტო გრამატიკული, ბეჭვდითიც.
ზოგჯერ მექანიკურიც, ავტომატურიც.. (( :დდდდ

შეგიძლია შემისწორო, რომ სამომავლოდ გავითვალისწინო.
მადლობას გიხდი. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№7 სტუმარი გვანცა))

აუ როგორ მიყვარს ეს ისტორიაა❤
აკო კარგი ბიჭია თბილად რომ ექცევაა ლიზას
წარმატებებიი კეკე❤❤

 


№8  offline წევრი aNuGi

სიმართლე გითხრა აქამდე თუ გიგი და დარო თუ იყო წინა პლანზე, ახლა აკომ და ლიზიმ გადმოინაცვლეს, ჯერჯერობით მათი ამბავი მაინტერესებს საშინლად <3
მოკლედ შემდეგ თავს ველოდები და იმედი მაქვს მალე იქნება <3
ძალიან კარგაფ წერ!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ ძააან საყვარლობაა ვგიჟდები კეკე შენზეეე <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი Keke27

გვანცა))
აუ როგორ მიყვარს ეს ისტორიაა❤
აკო კარგი ბიჭია თბილად რომ ექცევაა ლიზას
წარმატებებიი კეკე❤❤

მადლობა, გვანცა. <3

aNuGi
სიმართლე გითხრა აქამდე თუ გიგი და დარო თუ იყო წინა პლანზე, ახლა აკომ და ლიზიმ გადმოინაცვლეს, ჯერჯერობით მათი ამბავი მაინტერესებს საშინლად <3
მოკლედ შემდეგ თავს ველოდები და იმედი მაქვს მალე იქნება <3
ძალიან კარგაფ წერ!

ჰო, ვფიქრობ, რომ ნაადრევი იქნება გიგის და დაროს სტატუსი მიენიჭოს.
თუ ერთიანად წავიკითხავთ ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ სულ ახლახანს გაიცნეს ერთმანეთი. )))

აკო და ლიზი მეც ძალიან მაინტერესებს. ^^ <3
მადლობა, რომ კითხულობ.

uchveulo
აუუ ძააან საყვარლობაა ვგიჟდები კეკე შენზეეე <3


მადლობა, უჩვეულო. ^_^ ))
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№11  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

მე აკო და ნიაკო მინდა
ნიაკო როგორ მაინტერესებს ეხ
ლიზიკოც კარგია, მაგრამ მაინც ნიაკო ჩემთვის უფრო სხვა ფერად მიმაჩნია
დარო და გიგი
^^
უსაყვარლლესი ხარ

 


№12  offline წევრი teddy))

უფრო და უფრო მომწონს... ლიზი კი ძალიან მომწონა, ინტრიგული თავია და ვფიქრობ შემდეიც ასეთი იქნება...

 


№13  offline წევრი nini31323

ძეძა კეკე რა კარგი იყო და სიმართლე გითხრა ლიზის და აკოს ამბავი უფრო მაინტერესებს ვიდრე დაროსი და გიგის. მალე დადე.ლავიუუ

 


№14  offline წევრი Chasing liberty

კარგია ძალიან. მოკლე თავებია და არ მყოფნის მაგრამ გეთანხმები მუზაზე. 2 რომანი მაქ დაწყებული და შუა გზაზე ვარ გაჭედილი

 


№15 სტუმარი Guest Eka

Auu ra adgilze daamtavre ra.... kargi xar dzalian :-*

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

საუკეთესო ხარ და უნიჭიერესი , ამ თავში გიგი დამაკლდა დაროს ოინებიც.

 


№17 სტუმარი Guest krîstîñê

ვაიმე როგორ გამახარეე ♥ შოკიპიკიპანიკახარ ♥

 


№18 სტუმარი Qeti

Umagresi istoriaa zalian momwonsკომენტარი

 


№19  offline ადმინი ano23

აკო რა საყვარელია heart_eyes

 


№20  offline წევრი Tamtu_tatu

Au ra gemrieli tavi ikoooo. Vaime dzaasn sainteresoa. Ver vitmen ise mainteresebs. Shen ki umagresi xar chemo keke. Miuxedavad shwni grapikisa mainc axerxeb chvens gaxarebas. Genacvale me shen. ,,,,

 


№21 სტუმარი Guest kiko

აუ დადე რაადროზე

 


№22 სტუმარი Guest ნინო

აღარ აგრძელებ?

 


№23 სტუმარი mari

rodis iqneba axali tavi?! :(((

rodis iqneba axali tavi?! :(((

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

მჯერა ლიზის გულს არ ატკენს

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ ახლა რომ კახელი სტუმრები არ იყვნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent