შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (10 თავი)


4-12-2016, 13:36
ავტორი Keke27
ნანახია 14 709

10.
_ მოხვედით? - ვკითხე მათ გაპარული ხმით. აკომ თვალი თვალში გამიყარა, მეტად მკაცრი გაუხდა მზერა. მერე ლიზის გადახედა იმავე მზერით და სახლში შემოვიდა.
_შემოდი! - უთხრა უხეშად ლიზის. ისიც უხმოდ დაჰყვა ახლადგამოცვარი ქმრის ნებას და სახლში შემოვიდა.
_ანუ? - დაბნეულობას ვერ გავექეცი.
_ანუ რასაც ხედავ ის. - მომიგო მკვახედ ჩემმა ძმამ. - ამას - ხელი ლიზისკენ გაიშვირა, - ჩემ ოთახში გაუმზადე საწოლი, მე კი მისაღებ ოთახში დავწვები ტახტზე...
_უი ვინ მოსულაოო. - შესძახა უცებ ნორამ და გაშლილი ხელებით გაემართა აკოსკენ. ჩემმა ძმამ ერთი გადმომხედა კითხვით სავსე თვალებით „ამას აქ რა უნდაო“ და თან ნორას ჩაპუტკუნებულ მკლავებში აღმოჩნდა. ჭიაყელასავით მოჩანდა აკო.
ლიზი ერთ ადგილზე იყო გაშეშებული. ხელი მოვკიდე და გავუღიმე. თვითონაც სცადა გაღიმება, მაგრამ ვინ დააცადა.. ახლა ლიზის წვდა ნორა.
_ეს გოგო ვინ არის, მამიდა? - იკითხა ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია, თან ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ალბათ ფიქრობა, რომ აკოს შეყვარებული იყო. კი ასე იფიქრა, რადგან როდესაც აკომ უთხრა ჩემი ცოლიაო, ფერი წაუვიდა და ერთი ისეთი შეჰკივლა ყველამ ადგილზე შევხტით.
ლიზიმ საწყალის თვალებით გადმომხედა.
_აკო, მამიდა, რა მითხარი ესა კაცოუ! - შემოიცხო სახეზე ხელი მამიდაჩემმა. ვერ მალავდა ემოციას. გაოცება და აღშფოთება ერთმანეთში არეოდა.
როგორც იქნა მოვიფიქრე და კარი დავკეტე.
_კარგით ახლა, დავმშვიდდეთ! - ვთქვი მკაცრად. - მისღებ ოთახში შევიდეთ. - მერე წინ გავუძეხი მათ. ნორა სავარძელში ჩაჯდა და თვალებს აქეთ იქეთ ატრიალდებდა, ყველას ეჭვის თვალით გვიყურებდა. ლიზი ტახტის კუთხეში მიიყუჟა. აკო კედელს მიეყრდნო. მეც აკოსთან დავდექი იქვე.
_წესიერად გამაგებინეთ რა ხდება აქ! - ისეთი ხმით წარმოსთქვა მამიდაჩემმა, რომ თითქოს რაღაც იეჭვაო.
_რა უნდა ხდებოდეს, ნორა, ცოლი მოვიყვანე, ცოლი! - თითქმის იყვირა ჩემმა ძმამ.
_შენი მოსატყუებელი კბილი მე პირველ კლასში მოვიცვალე, უყურე ამასა შენა! - აუწია ნორამაც ხმას, თან სავარძელის სახელურს დაჰკრა ხელი.
_მოიცათ, მოიცათ ერთი წუთით.. - ვთქვი მე ხელები განზე გავშალე, თითქოს ასე ნორას და აკოს გაშველებას ვცდილობდი. - ლიზი, მერე შენი მშობლები?... ძმები?...
_მათ შეტყობინება გავუგზავნე, მივწერე, რომ გავთხოვდი. - მითხრა ლიზიმ გაპარული ხმით და ჩემს ძმას გადახედა.
_გაიპარეთ, ხო? - წამოიძახა მამიდაჩემმა, - ბიჭო, მითხარი ერთი, კაცს ცოლი მოგყავს, იპარებით და სად მერე, აგერ სახლში?...
_კარგი რა ნორა, ნუ გაახურე რა საქმე! - მოთმინება დაეწურა აკოს, - რად მინდა დამალვა, არსადაც არ გავპარულვარ, მოვედი ჩემს სახლში და მოვიყვანე ჩემი ცოლიც აქ, ვაახ!
_შვილო, რამდენი წლის ხარ შენა? - ახლა ლიზის მიუბრუნდა.
_ცხრამეტის.
_შენა? - აკოსაც ჰკითხა.
_ესეც ცხრამეტისაა. - მე გავეცი პასუხი.
_მერე შვილო?
_რა მერე, მამიდა? უყვართ ერთმანეთი და ერთად ყოფნა უნდათ, რა მერე, რა მერე. - შევუტიე მამიდაჩემს.
ნორამ ისევ ეჭვის თვალი მოგვავლო სამივეს.
_რაღაცაშია საქმე და არ ამბობთ! ინტუიციით ვხვდები.
_რა დროს ინტუიციაა მამიდა, მოიცა რაა. - ვთქვი ვითომდა უდარდელად და ფართოდ გავიკრიჭე. - ისე დავიბენი ამ ახალი ამბით, რომ მოლოცვა სულ დამავიწყდა. მოდით ჩაგეხუტოთ. - ისევ გაკრეჭილი სიფათით და გაშლილი ხელებით წავედი ჯერ ჩემი ძმისკენ, რომელიც უკვე მიმხვდარიყო თუ რა თამაშს ვთამაშობდი და მერე ლიზისკენ. მან მოკრძალებულად გადამიხადა ღიმილიანი მადლობა. - ჰე, ადე მამიდა, შენც მიულოცე! - შევუცაცხანე ნორას. ხელი ჩაიქნია, მერე ადგა და ორივეს გადაეხვია. ბედნიერება უსურვა და სიკვდილამდე ერთად ყოფნა.
_ბიჭო ჩემტან მაინც ჩამოსულიყავი კახეთში და იქ მოგეყვანა ეს გოგო, სირცხვილს გაჭმევდი თუ რა?
_რა მინდოდა კახეთში შენ აქ იყავი და.. ჰოდა მოგიყვანე აგერ. - როგორც იქნა გაიღიმა ჩემმა ძმამ და ხუმრობა სცადა. მამიდაჩემსაც გაეღიმა. ქათინაურად ჩათვალა აკოს ნათქვამი. სახე გაებადრა და ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
_აბა ჰე, დავტრიალდეთ ახლა! - თქვა უცებ, - დარო, მოდი მომეხმარე, გოგოუ, სუფრაი ხომ უნდა გავშალოთა, დავილოცოთ თანა, ხომ უნდა დავლოცოთ ბალღები.
_რა სუფრა, ნორა, მოიცა, არ გვინდა არაფერი. - წინააღმდეგობის გაწევა სცადა აკომ, მაგრამ ამაოდ.
_მოვალ, მოვალ ახლავე. - გავძახე მე უკვე სამზარეულოში გასულს. - გაგეფრთხილებინე მაინც ამის გაკეტებას თუ გეგმავდი, - მივუბრუნდი მერე ჩემს ძმას. ვჩურჩულებდი.
_ნურაფერს ნუ მკითხავ რა...
_მამაშენი და შენი ძმები, ლიზი?
_ზუსტად ვიცი, ახლა გიჟებს ჰგავდნენ იქნება. ვერ აიტანენ ჩემგან ასეთ საქციელს, გაპარვას, თან იმათ ხომ წარმოდგენა არ აქვთ აკოზე, ვინ არის, რას წარმოადგენს...
_რომ მიწერე არ დაგირეკეს?
_ეგრევე გავთიშე ტელეფონი...
_ღმერთო შენ მიშველე.. - წარმოვსთქვი თითქმის აკანკალებული ხმით და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
_ეს გინდოდათ ხო? - თქვა ღვარძლიანი ხმით ჩემმა ძმამ.
_შენ საერთოდ როგორ ბედავ ხმის ამოღებას... - ვეღარ მოვითმინე და მისკენ გავიჭიმე.
_ძალიან გთხოვთ დამშვიდდით, ისედაც ძალიან ცუდად ვარ ნერვიულობისგან, ლამის მუცელი მომეშალოს. - ფეხზე წამოდგა ლიზი. ორივემ ერთდოულად შევხედეთ მას. ისედაც უფერული გოგო, კიდევ უფრო ფერმკრთალი გამხდარიყო. ტუჩებზე სილურჯე შეპარვოდა და თვალებში შიში ჩასახლებოდა.
_კარგი, დაჯექი შენ აქ, არაფერზე არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად დასრულდება. - ვცადე მისი დამშვიდება დამთბარი ხმით და მკლავებზე ჩამოვუსვი ხელი. - წავალ წყალს მოგიტან. - ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავემართე. ჩემმა მობილურმა დარეკა. უცხო ნომერი იყო.
_გისმენთ.. - ვუპასუხე. თან წყლის ჭიქა გამოვიღე კარადიდან. ნორას უკვე ცომის ზელვა დაეწყო.
_დარო, ნიკო ვარ, როგორ ხარ? - გაისმა ლიკას ბიძაშვილის ხმა ყურმილში.
_ნიკო! - შევძახე ხალისიანი ხმით. - კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
_მეც კარგად ვარ. რა ხდება შენკენ, როგორ მიდის სწავლის საქმეები?
_კარგად. მშვენივრად, რავიცი.
_ბოდიში, რომ ხშირად ვერ ვახერხებ თქვენს ნახვას, ხომ იცი, საქმეები, სამსახური..
_კარგი რა ნიკო, არა გრცხვენია?
_დარო, პარასკევს ხომ გცალია? შენ და ლიკას გეპატიჟებით რესტორანში. იცოდე უარი არ გამაგონო.
_პარასკევს? არ ვიცი, ვმუშაობ საღამოს და თუ მოვახერხე თავის განთავისუფლება წამოვალ. და რა ხდება პარასკევს? - ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი რაც ხდებოდა.
_არაფერი ისეთი, ჩემი მეგობრები ვიკრიბებით და თქვენც მინდა იყოთ. - არ მითხრა დაბადების დღისთვის რომ ხდებოდა ეს შეკრება.
_ააა, კარგი ნიკო. ძალიან დიდი მადლობა. თუ მოვახერხე აუცილებლად მოვალ.
_მოიცა შენ მუშაობ? - ახლა გაიაზრა ჩემი ნათქვამი თითქოს.
_კი ვმუშაობ.
_მერე სწავლა?
_ვსწავლობ კიდეც.
_ვაახ, ყოჩაღი გოგო ხარ რა, „იმენნოი“ დარო ხარ! - მითხრა სიამაყით და ღიმილით. მეც გამეღიმა. - კარგი აღარ შეგაწყენ თავს. გამიხარდა შენი ხმის გაგონება და ნახვა ხო საერთოდ უფრო გამეხარდება.
_კარგი, დროებით, ნიკო. - მას დავემშვიდობე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და წყლიანი ჭიქით სამზარეულოდან გასვლა დავაპირე.
_ვინ არის ნიკო, მამიდა? - ცნობისმოყვარეობას შეეპყრო მამიდაჩემი. თან ღონიერად ზელდა დაკაპიწებული მკლავებით ცომს.
_მეგობარია. - მივუგე მოკლედ.
_სად გეპატიიჟება მერე ამ გასათხოვარ გოგოს. - შეყარა წარბები ნორამ. „ღმერთო შენ მომეცი გაძლება“, გავიფიქრე იმ წამს.
_ლიკასაც ეპატიჟება, მარტო მე არა. თავისთან სახლში... - რესტორანი აღარ ვუხსენე, მეთქი უარესად ჩამეკითხება ყველაფერს-თქო.
_სახლშიო? - შეიცხადა. - ვინ ჰყავს სახლში, მარტო ხომ არ ცხოვრობს? - მივხვდი რამაც გაუელვა თავში.
_რა მარტო ნორა, მთელი ბატალიონი ცხოვრობს იმ სახლში. - ვუთხარი დამაჯერებელი ტონით, ეგება შემეშვას-თქო. - ვაიმე, გავედი რა მე, ლიზის წყალი უნდოდა და მე კიდე.. უუუფ! - სწრაფად გავეცალე ნორას.
მისაღებ ოთახში გასულს ასეთი სურათი დამიხვდა. აკო სავარძელში ჩამჯდარიყო და ჭერს მისჩერებოდა არაფრისმთქმელი თვალებით. ლიზი ისევ ტახტის კუთხეში იყო მიყუჟული, ისევ გაფითრებული და შიშჩამდგარი თვალებით აქეთ-იქეთ იყურებოდა.
_აი, წყალი მოგიტანე, - ვუთხარი და ჭიქა გავუწოდე. აცახცახებული ხელით გამომართვა და ერთი ყლუპი მოსვა. - ნუ ნერვიულობ, გეხვეწები, ცუდი არაფერი მოხდება. - ისევ ვცადე მისი დამშვიდება დამთბარი ხმით და თმაზე მივეფერე.
კარებზე ზარი გაისმა. ლიზი შეხტა. აკო ფეხზე წამოიჭრა.
_ლიკა მოვიდა. - წამოვიძახე და კარისკენ გავემართე აჩქარებული ნაბიჯით. კარი ფართოდ გამოვაღე გახარებული სახით. ღიმილი სახეზე შემეყინა. სამი დაბღვერილი მამაკაცის სახე და ერთი ფერდაკარგული გამხდარი ქალი მიცქერდა. რა თქმა უნდა, მაშინვე მივხვდი ვინც იყვნენ. ვაღიარებ, მუხლები ამიკანკალდა მათი შემხედვარე.
_დიახ, გისმენთ. ვინ გნებავთ? - ვკითხე მაინც.
_სად არიან? - ლამის იღრიალა ყველაზე უფროსმა მამაკაცმა იმ სამს შორის და სახლში დაუპატიჟებლად შემოაბიჯა. დანარჩენებიც უკან მოჰყვნენ. მე უხეშად გამწიეს გვერდზე.
_აკაკი ცეცხლაძე არა? - იკითხა ახლა ერთ-ერთმა ძმამ. - მან ჩვენი და წაიყვანა, ახლავე გვითხარი სად არიან!
_აქ ვარ, რა არი რო? - ისეთი გაბედული ხმით გამოვიდა ჩემი ძმა, მეთქი ეს აკოა?
_მოდი აქ, შენი... - გაცეცხლებული გაემართა მეორე ძმა აკოსკენ. - გეგონა ვერ გიპოვოდოთ ხო?
_მოიცა, მოიცა, რა ხდება.. - უცებ გავირბინე და ჩემს ძმას გადავუდექი წინ. ასე ლიზის ძმის შეჩერება ვცადე. - ადამიანურად დალაპარეკბა არ შეგიძ₾იათ? - ვუყვირე მათ.
_შენ გაიწი გოგო იქეთ! - სცადა ჩემი უხეშად მოშორება. თან სახეზე საშინელი ზიზღი ჰქონდა აღბეჭდილი. ქალი კი ხმას არ ირებდა, მხოლოდ ჩუმად ტიროდა. ლიზის მამა და მეორე ძმა მისაღებ ოთახში შეიჭრნენ. ლიზის ყვირილით მივარდნენ და ლაძღვა-გინებასაც არ აკლებდნენ.
_როგორ გაბედე ამის გაკეთება, შე თავხედო! - უღრიალა მამამისმმა შვილს. - ვის გაუბედე ეს, გოგო.
_დროზე ადექი ზევით და სახლში წამოეთრევი ახლავე! - არც მისი ძმა ჩამორჩა.
დავინახე როგორ გააპარ ლიზიმ ხელი მუცლისკენ და როგორ დამანჭა სახე. მივხვდი, რომ ცუდად იყო, ლიზიც და ბავშვიც.
_როგორ თუ სახლში წამოვა, თავი დაანებეთ გოგოს! რა ხალხი ხართ, ვინ ხართ, როგორ იქცევით! - ახლა ლიზის გადავუდექი წინ, მისი ტყიური ოჯახის წევრებისგან დასაცავად.
_აბა, ვის უნდა ახლა გვერდების დაზილვა? - ოთახში ნორა შემოვიდა და მთელი ხმით დასჭექა. ცალ ხელში ცომის საბრტყელებელი ეჭირა და მეორე ხელის გულზე ირტყამდა. ყველამ მისკენ მიაბრუნა თავი. წამით შეცბუნდნენ მისი დანახვისას. არ ვიცი ცომის საბრტყელებელმა შეაცბუნათ თუ მამიდაჩემის მაკიაჟმა. - ზედმეტი ხომ არა მოგდით თქვენა? უპატრონო კი არ არის ეს ბალღი.. ოჯახია აქა, რასა გავს თქვენი საქციელი. თუ დალაპარაკება გინდათ თქვით თქვენი სათქმელი, თუ არადა დაგივლით ახლა სათითაოთ ამ ჯოხითა. - ნორას ხმა არ შეცვლია. იმ ოთახში მყოფმა ყველამ მიხვდა რომ ეს ქალი არ ხუმრობდა.
_სათქმელი არაფერია. ჩვენ აქ ჩვენი შვილის წასაყვანად მოვედით. - თქვა ლიზის მამამ თან შვილისკენ გაიწია რომ მკლავში წაევლო ხელი.
_ლიზი არსად არ წამოვა! - ჩემს ძმას მართლა ვერ ვცნობდი. გულში როგორ მეამაყა მისი გამბედაობა იმ წამს.
_წამოვა! მისთვის ჩვენ არ მიგვიცია უფლება გათხოვილიყო. ამ საქციელითვის კი სათანადოთ უნდა დაისაჯოს. - აყვნენ ძმები მამას.
_თქვენა ვერა გაიგეთ მე რა ვთქვი? - ისევ დაჭექა ნორამ.
_ლიზი ჩემი ცოლია და ის ამ სახლში დარჩება, ფეხს ვერ გაადგამს ამ სახლიდან, გასაგებია? - თვალები ჩაუწითლდა აკოს ბრაზისგან. ჩემკენ წამოვიდა, რომ ლიზისთან ახლოს ყოფილიყო ისიც.
_ რამდენს მალაპარაკებთ აქ თქვენ, მე! - წამოიყვირა უცებ უფროსმა არაბულმა მოთმინება გამოლეულმა, ხელი მომიქნია, გვერდზე გამწია, კიარა გამაგდო. აკოს მივეხაჯე. მერე ლიზის ხელი დაავლო და ძალით სცადა კარისკენ წაყვანა. ძმებმა ალყა შემოარტყეს მამას და დას. ახლა რომ მახსენდება რა ხდებოდა იქ, ხან მეტირება და ხანაც მეცინება, თუმცა მაშინ სიმართლე გითხრა ვერ გეტყვით რა განცდით ვიყავი, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. ზეპირად ვმოქმედებდი. ინსტიქტურად.
-ხელი გამიშვი, არ მინდა წამოსვლა. - ცხარე ცრემლებს აფრქვევდა ლიზი და ცდილობდა მამამისს ხელი გაეშვა მისთვის.
_ხელი გაუშვით გოგოს, არ გესმით თქვენ? - ნორა წინ გადაუდგა არაბულებს.
_გაიწი ქალო იქით, გზიდან ჩამომეცალე!
ამდენი ჩოჩქოლში და გაწევა-გამოწევაში ლიკა შემოვიდა სახლში. შემოვიდა და გაშეშდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ყბაჩამოვარდნილი ხან მე მიყურებდა, ხან არაბულებს.
_დარო რა გჭირთ, რა ხდება, პირველ სართულზე ისმის ხმაური, რას ვიფიქრებდი თქვენთან თუ იყო ასეთი ამბავი. - როგორც იქნა მოეგო გონს ჩემი მეგობარი.
_გოგო აქ დარჩება! - მამიდაჩემი არ თმობდა პოზოციას. ამასობაში აკო ლიზისთან მიიჭრა და მისკენ დაქაჩა. მამამისს ხელიდან გაუსხლტა და ლიზი ჩემი ძმის გულ-მკერდზე აეკრა. აკომ მთელი ძალით მოხვია მკლავები ცოლს.
_ახლავე დატოვეთ ეს სახლი, თორემ პოლიციაში დავრეკავ! - დავკივლე მთელი ხმით.
_ლიზი, ფეხი გამოადგი დროზე!. - მაინც არ ეშვებოდნენ ამ საცოდავ გოგოს.
_თქვენ ვერ გაიგეთ ხო ჩემი ნათქვამი? - დასჭყივლა ნორამ და ეს ცომის საბრტყელებელი ერთ-ერთ ძმას გვერდებში მოსცხო. ბიჭმა ხელების ქნევა დაიწყო, მოგერიებას ცდილობდა მოქნეული საბრტყელებლის. მეორე ძმამ იმარჯვა და მამიდაჩემს ხელში წვდა. მოახერხა მისი განაიარაღება.
თვალი მოვკარი ლიკა ტელეფონზე რომ რეკავდა.
მე, არიქა, მამიდას ხომ არ ჩამოვრჩებოდი და გალახულ ძმას ზურგზე შევახტი. თმებში ჩავაფრინდი, თან გავიძახდი: „თქვენ გიჩვენებთ სეირს-თქო“. ამ ბიჭმა ადგილზე ბზრიალი დაიწყო. ვერ მიხვდა ალბათ რა მოხდა უცებ. რომ მიხვდა რაც მოუვიდა იფიქრა დავტიალდები და მოვიშორებ ამას თავიდანო. მაგრამ ნურას უკაცრავად, ვერ მივართვი. წურბელასავით რომ მივეკარი, ვერავინ მომატყავებდა იქედან. თმებიდან წარბებზე და ბაკეებზე გადავინაცვლე. ვწიწკნიდი როგორაც მიხერხდებოდა.
ჰო არ დამავიწყდეს, ლიზის დედა ადგილიდან არ იძვროდა, უბრალოდ ტიროდა. სავარაუდოდ შოკში იყო.
ვინ რას გაიძახდა, ვინ ვის ეჯახებოდა თუ აშველებდა არ მახსოვს. მხოლოდ იმ არაბულის თავს ვხედავდი, რომლის თმიდან გაცლა მქონდა გეგმაში... მაგრამ დაძახილმა "დაროოო!", რომელიც იმ წამს ჩემს სახლში გაისმა მთელი არსებით გამოიწვია ჩემი დაბნეულობა, რის გამოც მოვდუნდი, ამით ლიზის ძმამ ისარგებლა და მთელი ძალით მომადენინა ზღართანი იატაკზე.
ოთახში შეშლილის სახეებით ნიკო და გიგი შემოცვივდნენ....




.......................................................................
აი, მართლა ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.
ვიმედოვნებ ისიამოვნეთ და იხალისეთ ამ თავით.
მე იმდენი ვიცინე წერისას, გეფიცებით ცრემლებამდე მივედი.

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ.
პ.ს. საშინელი ნაწერია. ამისთვისაც ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი ნაწერის წაკითხვა გიწევთ.



№1  offline წევრი Imedisferi

ძალიან ვიხალისე თავის წაკითხვისას თუმცა მალ-მალე რომ დადო თავები არ იქნება ცუდი :))

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რამდენი ვიცინე ცრემლები მცვივა თვალებიდან უმაგრესი იყო რა აი ვგიჟდები ისეთი ისტორიაა . უმაგრესი გოგო ხარ smile smile bowtie bowtie laughing laughing smile გევედრები მალე დადე რა მომდევნო თავი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

Imedisferi
ძალიან ვიხალისე თავის წაკითხვისას თუმცა მალ-მალე რომ დადო თავები არ იქნება ცუდი :))

მეც ძალიან მინდა რომ მალ-მალე მოგაწოდოთ ახალი თავები, მაგრამ არ გამოდის ეს ამბავი სამწუხაროდ. :(
მადლობა, რომ კითხულობ.

Ripiti
ძაან ბევრი ვიცინე და ძაან მესიამოვნა. უმაგრესია.так держать ❤

მიხარია. მადლობა <3

sameone crazy girl
ვაიმეე რამდენი ვიცინე ცრემლები მცვივა თვალებიდან უმაგრესი იყო რა აი ვგიჟდები ისეთი ისტორიაა . უმაგრესი გოგო ხარ smile smile bowtie bowtie laughing laughing smile გევედრები მალე დადე რა მომდევნო თავი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება


დიდი მადლობა.
მიხარია :დდდ <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4 სტუმარი niako

Vaime dzaan magaria. Nolpshi daros saqcielze vixalise

 


№5 სტუმარი Shore shore

rogor vixalise ar daagviano ra

 


№6  offline წევრი teddy))

ქაჯია რა ეს გოგო... ;დდ მაფრან ძმის დასახმარებლად... აქეთ მამიდამისს რომ დაინახავდნენ, იქით დაროს საქციელს, კი იტყოდნემ ვაი, ჩემო დაო და ჩემო შვილოო... ველოდები შემეგ თავს, თან ჩვენი გიგიც გამოჩნდა...

 


№7  offline წევრი aNuGi

როგორ მიყვარს ეს ისტორია და როგორ ველოდები ხოლმე!
ძალიან მაგრად წერ, ყოჩაღ, იმდენი ვიცინე რომ მუცელი მეტკინა. დილას რომ ასე კარგად და ხალისიანად ვიწყებ შენ უნდა გიმადლოდე <3
იმედი მაქვს, აკოს ლიზი შეუყვარდება, რატომღაც მგონია რომ უყვარს და ჯერ ვერ ხვდება. <3
ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად, არ დააგვიანო რა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline ადმინი ano23

ვაიმე მართლა რა გულიანად ვიცინე.. იმედია აკოს შეუყვარდება ლიზი ,მართლა შემეცოდა ასეთი ოჯახის მერე ქმრისგანაც ცუდი დამოკიდებულება რომ დაინახოს უფრო ცოდოა :-\ მართლმა მაკარია კეკე ,მალე დადე რა ახალი თავი ❤

 


№9 სტუმარი Guest Eka

აუუუ რა კარგად ვიხალისე :დდდ მალე სახე ხოლმე რავ

 


№10 სტუმარი teona

Dა ა მოწუწკნული ტავიტ ვისი მოტყუება გინდა? Gაზარე ტავები და ნუ გვავიწყე ისტორიას. Gაბრაზებული ვა.

 


№11 სტუმარი Kusa

Uf ki martalia dzalian mepatarava es tavi magram samagierod kargad vixalise

 


№12  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეე დაროო :დდდ აღარ შემიძლია სიცილისგან :დდდ ამ თავზე ისე ვიხალისე გადავიფიქრე შენი გამოლანძღვა დაგვიანებისთვიის

 


№13 სტუმარი karajan.

teona
Dა ა მოწუწკნული ტავიტ ვისი მოტყუება გინდა? Gაზარე ტავები და ნუ გვავიწყე ისტორიას. Gაბრაზებული ვა.


შენნაირი უმადურებისთვის არც უნდა იწერებოდეს ეს ისტორია. )))

,
მართალია დააგვიანე ავტორ, მაგრამ ისე ვიხალისე ამ თავით, რომ გადამავიწყა ის დაგვიანება.
წარმატებები და ველი ახალ თავს.

 


№14  offline მოდერი sopiko

არ მოგატყუებ და ეს ისტორია ლიზისა და აკოს არშემდგარი წყვილის გამო დავიწყე :დ
საკმაოდ საინტერესოთ წარიმართა მოვლენები ამ გოგოს გამოჩენის შემდეგ.
დარო სუფთა თხაჯანაა!
ლიზის ძმები კი პირველყოფილი მამონტები :დდდ
მართლაც ძალიან სასაცილო იყო და სულაც არ ვთვლი, რომ ამ თავს ''ცუდი ნაწერი'' ჰქვია heart_eyes
პ.ს. ნორა როგორიც არ უნდა იყოს, თავისი ეშხი დაატყო ''ველურ ორქიდეას''.

 


№15  offline წევრი პიკალი

სუფრაი და გავშალოთა ეს ქართლული უფრო კონკრეტულად კასპური კილოა. კახელები სხვანაირად ამბობენ :D მართალია ძალიან დააგვანე მარა ძალიან კარგი თავი იყო <3

 


№16  offline წევრი karma

ვაიმე რამდენი ვიცინე :-D ავტობუსში ვკითხულობდი და გამოვაშტერე ხალხი :-D

 


№17  offline წევრი kato wiklauri

Ra vtqva ar vici imid garda rom,ubralod dzalian magria. Sxvata shoris keke shen xar imis mizezi rom chemi najgabnebis gamowveyneba daviwye:-D:-D

 


№18 სტუმარი Guest Nina

.დაროს ადგილას ვყოფილიყავიი 10 წუთიც მეყოფოდა უარესს ვუზამდიიი...ლიზა შემეცოდა..პრიმატებიი ძმებიი...არდააგვიანო რაა...

 


№19 სტუმარი გვანცა))

უჰ კაი იყო მართლა ბევრი ვიცინეე ;დდ
ვგიჟდები მამიდამისის კილოზე ;დდ
კარგი გოგო ხარრ❤
წარმატებებიი

 


№20  offline ახალბედა მწერალი Keke27

პიკალი
სუფრაი და გავშალოთა ეს ქართლული უფრო კონკრეტულად კასპური კილოა. კახელები სხვანაირად ამბობენ :D მართალია ძალიან დააგვანე მარა ძალიან კარგი თავი იყო <3


ხოო? :/
შეცდომაში შემიყვანეს ვითომ? :/

...........
დიდი მადლობა ყველას.
მიხარიხართ.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№21  offline წევრი პიკალი

Keke27
პიკალი
სუფრაი და გავშალოთა ეს ქართლული უფრო კონკრეტულად კასპური კილოა. კახელები სხვანაირად ამბობენ :D მართალია ძალიან დააგვანე მარა ძალიან კარგი თავი იყო <3


ხოო? :/
შეცდომაში შემიყვანეს ვითომ? :/

...........
დიდი მადლობა ყველას.
მიხარიხართ.

აშკარად :D

 


№22  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე რამდენი ვიცინე მოვკვდი სიცილით რა.ყოჩაღ ღირდა ლოდინად
--------------------
ლანა

 


№23  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე მეტი აღარ შემიძლია ვერ გამეგო მეცინა თუ მეტირა და ბოლოს სიცილისგან ცრემლები მდიოდა... აი ასე...

ვაიმე დაროს რომ წარმოვიდგენ ვიღაცის ზურგზე მოსკუპებულს მართლა ვეღარ ვიკავებ სიცილს...

ეს ნიკო და გიგიც რა კარგ დროს მოვიდნენ... ახლა დარო ნიკო და გიგი უჩევენებენ ამათ როგორ უნდა ცემ-ტყეპა... არა ეს დარო მართლა ყველა კაცს ჯობია ვინ შეედავება ვაჟკაცობაში..

აკო მომეწონა ლიზი ასე რომ დაიცვა, ნუ თუმცა თავისი
თავიც დაიცვა მასთან ერთად მაგრამ მაინც...

ამას თუ ცუდი დაწერილი ქვია კარგი რაღა უნდა იყოს მხოლოდ ერთი საყვედური გეკუთვნის ძალიან აგვიანებ ახალი თავის დადებას სხვა შენთან არამგონია ვინმეს პრეტენზია ქონდეს თუ ექნება დარო გაუშვი და ეგრევე მოაყომარებს ყველაფერს...

ყველაზე მეტად კი ნორა მომეწონა... აა ქალი... აა ვაჟკაცი... არ დააფრთხო ამხელა ხევსური ხალხი?! მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

 


№24  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე რამდენი ვიცინე სიცილისგან კითხვა გამიჭირდა .რა მაგარი ხარ .
დარო რა ქაჯია რამ მოგაფიქრა ზურგზე შეხტომა ყოჩაღ რა. გიგის რა უნდოდა იქ ვერ გავიგე თან ნიკოსთან ერთად.
მიუხედავად აკოს ლიზისადმი დამოკიდებულებისა მომეწონა რომ დაიცვა ისე როგორც ქმარს შეეფერებოდა შენნ ტყუილად არ გამოაჩენდი ლიზის რაღაც გაქ ჩაფიქრებული იმედია კარგი წყვილი გამოგივა.

 


№25  offline წევრი mani156

სტატუსი რო დაწერე სიცილით გავიგუდეო, მაგის მერე დავინტერესდი და ერთიანად ჩავიკითხე 10 თავი :დდ როგორ მომნატრებია თურმე შენი ნაწერებიი :დდ ძააან ბევრიი ვიხალიისე :დდ

 


№26 სტუმარი Guest nawka

Auu Magrad vixalisee da bolos magari iyoo. Erti suli maq gavagrdzelo kai iyo 10 tavis ertad wakitxvaa

 


№27 სტუმარი Marikuna

Au male dade shemdegi tavebic raa... velidebi sansm ar dasrulfeba ar vkitxulob... ertianad visiamovneb mere...

 


№28  offline წევრი An-El

Ise davidzabe tavi ik megona, yochag daros

 


№29  offline ახალბედა მწერალი Keke27

მომწონს თქვენი მსჯელობა და რეაქციები. :დდდ <3
მადლობა ყველას.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№30  offline წევრი პერლა

shen gaixare ramdeni vicine.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent