ველური ორქიდეა (19 თავი)
(შემოქმედებითი კრიზი დავძლიე. მე გავიმარჯვე. თუმცა ამას მარტო მე ვერ შევძლებდი. თვალი გეცა ალბათ და მიტომ გაქრა მუზაო, ადგა და მთელი შელოცვის რიტუალი ჩამიტარა. ;დ აშკარად შელოცვამ მიშველა. ;დ მოკლედ, მომენატრეთ და იმედს ვიტოვებ, რომ ისიამოვნებთ წაკითხულით).. 19. შეუჩერებელი კოცნით გავიკვლიეთ გზა საძინებლამდე. ვხედავდი, როგორ გადაიძრო მაისური... შეიხსნა ელვა შესაკრავი შარვალზე... დიახ, არანაირი რიდი არ მქონდა მისი.. არ ვგრძნობდი თავს დარცხვენილად... ჩემ წინ დედიშობილა მამაკაცი იდგა და მე მისი უნდა გავმხდარიყავი.. მამაკაცი, რომელიც მისი ერთი გამოხედვით ჟრუანტელს მგვრიდა. თავს მაკარგვინებდა.. არ ვაღიარებდი ამას ხმამაღლა, თორემ მე ხომ ვიცი ჩემში რაც ხდებოდა. მისი მხურვალე სხეული სასიამოვნოდ მეკვროდა. დროდადრო თვალებში ჩამხედავდა, ალბათ ფიქრობდა, ხომ არ გადავიფიქრე... მაგრამ ჩემს თვალებში მხოლოდ სურვილს კითხულობდა. _გიჟი ხარ და მეც მაგიჟებ, - ჩამსჩურჩულა ყურში ათრთოლებული ხმით... გიგის მკერდზე მშვიდად მედო თავი და მარცხენა ხელის თითებით მის გულ-მკერდზე პიანინოს მსგავსად ვუკრავდი. მას ჩემს თმაში გაეხლართა თითები და მეფერებოდა. ორივენი მშვიდად ვსუნთქავდით. სახეზე ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა. _დარო, - მომმართა მან საოცრად თბილი ხმით. _გისმენ, - ვუთხარი ისე, რომ თავი მაღლა არ ამიწევია. _გიჟი რომ ხარ, იცოდი? - ხმაში ღიმილი შეეპარა. _კი, ვიცოდი. - ვუპასუხე იმავე ტონალობით. _არა, ეგ მეც ვიცოდი, მაგრამ ასეთი თუ იქნებოდი, არ მეგონა. _ჩემს სიგიჟეში შენთან სექსს თუ გულისხმობ, გეტყვი, რომ სიგიჟესთან არაფერ კავშირშია. უბრალოდ მინდოდი.. მე კი ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა. პლუს, ჩემს ქმედებებზე თავადვე ვაგებ პასუხს. _მაგით რისი თქმა გინდა? _იმის, რომ „სტენკის“ დადგმას არ ვაპირებ. - ჩემმა პასუხმა გიგის ისეთი არაადამიანური ხარხარი მოჰგვარა, შევხტი უცებ. _გამოდის, რომ მე მომიწევს მაგ ნივთის დადგმა ჩვენს ურთიერთობაში. _ჯერ ვერ ვხედავ მაგის აუცილებლობას. _დარო, არ გინდა ცოლად გამომყვე? - ხმა შეეცვალა აბაშიძეს და თავი მაღლა ამაწევინა, ისე, რომ მას თვალებში ვუყურებდი. არაფერი ვუპასუხე. ვდუმდი. თვალებში მზერა და დუმილი რამდენიმე წამს გაგვიგრძელდა. მიხვდა, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. ფარული ნერვიულობა ჩაიცხრო, სახეზე სიმშვიდე მოეფინა, ჩემკენ წამოიწია და ტუჩებზე მაკოცა. გული ყელს მოებჯინა. ისევ ვიგრძენი მუხლებში სისუსტე. - კარგი, როგორც შენ გინდა, ისე იქნება ყველაფერი. - მითხრა მერე და საწოლიდან წამოდგა. თვალი გავაყოლე მის უზადო სხეულს. ეშმაკურად ამიციმციმდა თვალები. თვალწინ გაიელვა, რამდენიმე წუთის წინ როგორ ვიყავი მის მკლავებში მოქცეული და როგორ ვნებიანად ვგრძნობდით ერთმანეთს. _გიგი, - დავუძახე. მომხედა, თან შარვალი ამოიცვა შიშველ სხეულზე. _რა არი? _არაფერი, არა. - სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცი რატომ დავუძახე, რა მინდოდა მეთქვა მისთვის. _შეჭამ რამეს? - საწოლზე ჩამოჯდა. _კი, ძალიან მშია. მაგრამ ჯერ წყლის გადავლება მინდა . _პირსახოცი აბაზანაშია, კარადაში. - მითხრა, ადგა და ოთახიდან გავიდა. ტანი ძლივს ავზიდე. საშინელ სიცარიელეს და ყრუ ტკივილს ვგრძნობდი მუცელში. თავბრუ დამეხვა და შევბარბაცდი. ისევ დავჯექი. ზეწარს დავხედე, ჩემი სისხლით შეღებილიყო. გიგის მაისური გადავიცვი და საწოლის ალაგება დავიწყე. _დაანებე თავი, მე მივხედავ მაგას. - აბაშიძე შემობრუნებულიყო ოთახში. ხელი ცივად გავუშვი თეთრეულს და წელში გავიმართე. ახლოს მოვიდა. - კარგად ხარ? - მკლავებზე ჩამომისვა ხელები, თავისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა. _კარგად ვარ კი. - გავეცი მოგუდული ხმით პასუხი. თუმცა ცოტაღა მაკლდა რომ ავტირებულიყავი. არ ვნანობდი იმას, რაც მოხდა, მაგრამ თავს მაინც უცნაურად ვგრძნობდი. გიგი მთელი ძალით მხვევდა ხელებს, თან ჩუმად რაღაცას ბუტბუტებდა. მეფერებოდა. _წამო, ერთად მივიღოთ შხაპი. - ხმა მხიარული გაუხდა. _ოჰ, არა, ოღონდ ეგ არა. - ვთქვი სიცილით და თავი ავწიე. - ცუდად მაქვს დაცდილი შენთან ერთად აბაზანაში ყოფნა. - ჩემმა ნათქვამმა ხმამაღლა გააცინა. _არა, გპირდები, არ გაგაწვალებ. დამიჯერე. - წამწამები ააფახურა და ქვედა ტუჩი ისე ამოაბრუნა, როგორც ბავშვებს სჩვევიათ ტირილის დაწყებამდე. ისეთი საყვარელი იყო, ფეხის ცერებზე ავიწიე და ვაკოცე. - მმმმ, ჩემი გემრიელი გოგო. - აღმოხდა ვნებამორეულს. ჩვეულებისამებრ მაისურში შემიცურა ხელი ზურგზე დამისვა. _კარგი ახლა, გვეყოს, - ვცადე მისი შეჩერება, - მოსაღამოვდა უკვე, სახლში უნდა წავიდე. _კარგი, კარგი. გნებდები - დამყვა მაშინვე ღიმილით, თუმცა ხელი არ გაუშვია ისე შევედით აბაზანაში. წყალი სასურველ ტემპერატურაზე დააყენა. მე პირსახოცები გამოვიღე კარადიდან. _ფანქარი ან კალამი არ გაქვს? - ვკითხე უცებ, თან თმა მაღლა ავიწიე და ბურთივით დავამრგვალე. _რად გინდა? - გაიოცა. _თმის დასველება არ მინდა და დავიმაგრებდი. _აჰ, გასაგებია. მგონი უნდა იყო სადღაც, წავალ მოვძებნი. - აბაზანიდან გავიდა. დუშიდან წამოსული თბილი წყალი ნელ-ნელა ორთქლავდა იქაურობას. წყლის წვეთები რიტმულად ეცემოდნენ თეთრი ემალით მოპირკეთებულ ვანაში. მზერა გამიშეშდა, ჩავფიქრდი, თუმცა კონკრეტულს არაფერს ვფიქრობდი იმ წამს. მუცელში სიცარიელის შეგრძნება და ყრუ ტკივილი ისევ ჩემში იყო, არ მანებებდა თავს. ტკივილი გულს ქვემოთ ექაჩებოდა და ღრმად ამოსუნთქვას მაიძულებდა. თითქოს ასე ჩემ მფეთქავ ორგანოს ტკივილიდან დავიხსნიდი. და მაინც, რა იყო ჩემი ერთგვარი ნაღველის მიზეზი მაშინ ვერ ვხსნიდი. გიგი მიყვარდა ამაში დარწმუნებული ვიყავი. კიდევ გიმეორებთ, მე არ მინანია ჩემი გადადგმული ნაბიჯი, თუმცა უცნაური განცდა კი მეუფლებოდა. ეს იყო იმის გააზრება, რომ მე უკვე ქალად ვიქეცი. თითქოს დავემშვიდობე ძველ დაროს და ახალი დარო გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აი რატომაც ვიყავი უცნაურად, ახლად და დაუგეგმავად გამოცხადებული დარო ვერ იგუა ჩემმა ქვეცნობიერმა. _დარო რაზე ფიქრობ? - მომესმა აბაშიძის შეფიქრიანებული ხმა, რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება დამაჯერებელი სიმშვიდე აღბეჭვდოდა სახეზე. _არაფერზე, უბრალოთ თვალი გამიშეშდა. წყლის წვეთებს ვაკვირდებოდი. - გავეცი პასუხი. გამჭოლი მზერით დამაკვირდა რამდენიმე წამს. მერე ფანქარი გამომიწოდა. გავუღიმე და გამოვართვი. მაშინვე დავიმაგრე თმაზე. _არ მინდა ცუდად იყო. ერთი წამით არ იფიქრო, რომ მე შენ მიგატოვებ... _მაშინ რა იქნება მე თვითონ რომ ვთქვა უარი შენზე? - ვკითხე და თვალებში მივაჩერდი. ოჰ ეს თვალები, ბოლოს მიღებდა. ყველანაირად უძლური ვიყავი მისი თვალების წინაშე. ჩემმა შეკითხვამ გაანცვიფრა. დაეტყო. _იცი? თუ ვიგრძნობ, რომ შენ მართლა ამბობ ჩემზე უარს, მაშინ თითსაც არ გავანძრევ იმისთვის, რომ ჩემგან არ გაგიშვა. ოღონ მართლა უნდა ვიგრძნო ეს. შეიძლება ათასი მცდელობა გქონდეს ჩემგან თავის დასაღწევად, მაგრამ ვერ დამაჯერო ამ მცდელობების სინამდვილე. ასე, რომ ჩემო დარო, არც ისე ადვილია ჩემი კლანჭებიდან დახსნა. - ბოლო სიტყვები ღიმილით წარმოსთქვა. ჩვენმა ბაგეებმა ერთმანეთი იპოვეს. ორთქლმა სარკე დაბურა... სახლიდან ერთად გამოვედით. ლიკასათან უნდა მივეყვანე, რადგან ტანსაცმელი გამომეცვალა. მერე კი, მე სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. არ უნდოდა წასვლა და ჩემი დატოვება. ღიმილით მაპარებდა წადილს, წავყოლოდი სახლში. ასევე ღიმილით და მოხდენილად ვაგებებდი უარს მის ვითომდა ხუმრობას. ორ იანვარს კახეთში სტუმრობა შევახსენე და ასე დავცილდით ერთმანეთს. სანამ სადარბაზოში არ შევედი, მანქანა არ დაუძრია. იდგა და თვალებით მაცილებდა. ჩემი გიგი... გაგეღიმათ ხო, ეს რომ ვთქვი? ჩემი გიგი, დიახ ჩემი! მეც სულ ღიმილით ვამბობ ამ ჯადოსნურ სიტყვებს. წარმოთქმისას საოცარი განცდებით ვივსები. გული საგულეს აღარ მეტევა. მგონია რომ ფრთები გამომესხა და გაფრენა შემიძლია. ესაა სწორედ ბედნიერების განცდა. ლიკა კიბეებზე მომეგება. მის მზერაში ათასი კითხვა და ვარაუდი ამოვიკითხე. _სასწრაფოდ უნდა გამოვიცვალო და სახლში გავიქცე, იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი. თან ნეტა ლიზი როგორ არის. - ჩემი პრობლემებით მივეჭერი მეგობარს და სწრაფად ვაკოცე ლოყაზე. _სულ ეს არის? - მკითხა გაკვირვებით და უკან დამედევნა. _დანარჩენს მერე მოგიყვები. ასე ნაჩქარევადაც მოსაყოლი არაა ისეთი რამ მოხდა. - ვუთხარი ღიმილით. თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა. _არ არსებობს! - წამოიძახა მერე. ხელი პირზე მიიფარა. ასე ხმის და ემოციის ჩახშობას ცდილობდა. _მარტო ხარ სახლში? - ვკითხე როცა მისი კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე. აღმოჩნდა, რომ ბებოც სახლში იყო. ჩემი მოგობრის ბებო ერთი უწყინარი ბუნჩულა ქალია. ჩემი მისვლა ყოველთვის უხარია. სიხარულით და თბილი ღიმილით მეგებება. უგემრიელესი ქადების დაცხობა იცის. აი ისეთის, ჭამის დასრულებას რომ დაგავიწყებს. ზოგჯერ, ლიკა რომ დამირეკავდა და მთხოვდა მასთან გასვლას, უარი მითქვამს. ხან ჩაცმა მეზარებოდა, ხანაც მგზავრობა. მაგრამ თუ კი მიხსენდებდა მზიკოს ქადები აქვს დამცხვარიო, მაშინვე მასთან გავჩნდებოდი. მზია ბებო სოფლიდან ჩამოტანილ ჩაისაც გვიმზადებდა, რომელსაც საოცარი სურნელი და გემო აქვს. ამ ჩაისთან ერთად მისი დამცხვარი ქადები? უფ, სრული ნეტარებაა ჩემთვის. სახლის კარი შევაღე და გეზი პირდაპირ ლიკას ოთახისკენ ავიღე. _მომე რა რამე, რომ ჩავიცვა. _დარო ვკვდები ინტერესით, ახლა მომიყევი რაა. - ხმაში მუდარა გაურია ლიკამ. _სიმართლე გითხრა, ახლა ლაპარაკის თავიც ძლივს მაქვს. შენ კი დეტალებში გაინტერესებს ყველაფერი, ხომ ვიცი არა? _ჰო, ჰო, აბა! - დამემოწმა სწრაფად და უჯრიდან ამოღებული ტანსაცმელები გამომიწოდა. _მოდი ერთი ეს კაბა გამიხსენი, გთხოვ. _წამივიდა სული, დარო. - იმედის ბოლო ნაპერწკალი ჩაუქრა ლიკას. მისმა ნათქვამმა გამაცინა. თვითონაც ამყვა. მერე უაზრო სიცილის სინდრომი დაგვემართა და ასე ვიცინოდით მთელი ათი წუთი. შევხედავდით ერთმანეთს და ვიცინოდით. საღამოს უკვე სახლში ვიყავი. სახლში მარტო ლიზი დამიხვდა. ვკითხე აკო სად არის-მეთქი. მითხრა, შუადღეზე სადღაც წავიდაო. არ უთქვამს სად. მისაღებ ოთახში ეძინა. წესიერად არ მელაპარაკებაო. დილით საუზმე გავუმზადე და არ ჭამაო. ჩემთვის ნუ შეწუხდები ხოლმეო. ვხედავდი როგორ ებრძოდა ლიზის იმედგაცრუების განცდას. არ აძლევდა უფლებას, რომ მას დაუფლებოდა. შეძლებისაგვარად დავამშვიდე. ვთხოვე არ მოეწყინა, ვეცადე მისთვის განწყობა გამომეკეთებინა. დავავალე, ჩამოეწერა სია, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ახალი წლის სუფრისთვის და საჭირო ინგრედიენტების საყიდლად სუპერმარკეტში ჩავირბინე. სიცარიელის შეგრძნება თანდათან გამიქრა, მაგრამ ყრუ ტკივილი ისევ არ მტოვებდა. სუნთქვა მიჩერდებოდა როცა ვიხსენებდი როგორ მეფერებოდა გიგი და როგორ ვკარგავდი თავს. ღიმილი მეფინებოდა სახეზე და სურვილი მიჩნდებოდა ამბორით შთამენთათქა მისი სხეული და ისევ მის მოშიშვლებულ გულ-მკერდზე დამედო თავი. უკან დაბრუნებისას, მისი შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე. „გადარეულო უკვე მენატრები“ ეწერა. სახე გამებადრა. ტუჩებს თავი ვერ მოვუყარე. ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როცა შენთვის ძვირფასი მამაკაცისთვის სასიამოვნო ფიქრის მიზეზი ხარ. ემოცია ჩავიხშე. ნაყიდ სურსათს ხელი დავავლე და სახლში წავედი. _აბა რძალო, შევუდგეთ დიასახლისობას. - ვუთხარი რაც შეიძლებოდა მხიარული ხმით და წინსაფარი გავუწოდე. მეც მოვირგე წითელი თეთრ კოპლებში გაწყობილი წინსაფარი და სამზადისს შევუდექით. ჰო, არ დამავიწყდეს თქმა, მუსიკა თითქმის ბოლო ხმაზე ჩავრთე და ხალისიანი განწყობაც შეგვექმნა ორივეს. ლიზიმ ნამცხვრის გამოცხობა იღო მის თავზე. ცოტა ხანში ფქვილით ისიც დათხიპნი იყო და მეც. აკო ისე შემოვიდა სახლში ვერც კი გავიგეთ. პრინციპში რას გავიგებდით, მუსიკის და მიქსერის ხმაში მე და ლიზი ერთმანეთს ძლივს ვაგონებდით. _რა ამბავია, ხალხო, მშვიდობა გაქვთ? - იკითხა განცვიფრებულმა და ირგვლივ მიმოიხედა. ლიზის მაშინვე გაუბრწყინდა თვალები მისი დანახვისას. მე ღიმილი მივაგებე. _საახალწლოდ ვემზადებით. - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. _მოემზადეთ, მაგრამ მუსიკას მაინც დაუწიეთ, მეორე უბანში ისმოდა ხმა. - მერე ლიზის მოიბრუნდა, - როგორ ხარ შენ? _კარგად ვარ. - უპასუხა მოკლედ და გაუღიმა. _კარგი, მე ხელს არ შეგიშლით, გააგრძელეთ თქვენი საქმე. - გვითხრა და გავიდა. თან მუსიკასაც დაუწია. მე და ლიზიმ ნამცხვარი გამოვაცხეთ, კრემიც გავაკეთეთ. მერე სამზარეულოს მილაგება დავიწყე. უკვე კარგად დაღამებულიყო. საქმით ისე გავერთე, გიგიზე შეტყობინების გაგზავნა გადამავიწყდა. ცოცხი ცივად გავაგდე ხელიდან და ტელეფონს დავწვდი. სწრაფად ავკრიბე ტექსტი და გავგზავნე. „მეც ძალიან მენატრები“, მივწერე. მერე ისევ საქმეს დავუბრუნდი. ლიზი სამზარეულოში შემოვიდა. საღამურები ეცვა. წყლის დალევა უნდოდა. აკო მოვიკითხე. საძინებელში ძინავსო. ჩაცმულს დასძინებია საწოლზე, თურმე. ლიზის პლედი მიუფარებია, ბალიში და მეორე პლედი აუღია და მისაღებ ოთახში, ტახტზე გაუშლია საწოლი თავისთვის. ჩემი ძმის გაღვიძება დავაპირე, მეთქი ტახტზე როგორ უნდა მოისვენო მთელი ღამე, ან მე დავწვები მანდ და შენ ჩემს ოთახში-თქო, მაგრამ არაფრით არ დამანება. დავყევი მის ნებას. ტელეფონზე ისევ მომივიდა შეტყობინება აბაშიძისგან. „ჯერ არ გძინავს?“ „ჯერ არა, სახლს ვალაგებ, სად მცალია დასაძინებლად, შენსავით მოცლილი კი არ ვარ“ დავუბრუნე პასუხი ბევრი სიცილით. „ფანჯარაში გამოიხედე“ - წამში მომწერა. გული შემიქანდა უცებ. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ძალა წართმეული ფანჯარასთან მივედი. ვხედავ დეკემბრის ყინვაში, გიგი კორპუსის დაბლა დგას და ჩემი ბინის ფანჯრებს შემოსცქერის. _ღმერთო ჩემო, ეს რა გიჟია, - აღმომხდა სიხარულისგან დაბნეულს. სწრაფად მოვშორდი ფანჯარას და ნაგვით სავსე პარკს დავწვდი. დაბლა უნდა ჩავსულიყავი. მიზეზი კი, ნაგვის გადაყრა იყო თითქოს. _ნაგავს გადავყრი, - დავუბარესავით ლიზის, რომელიც მისაღებ ოტახში ტახტზე იჯდა, ტელევიზორის ყურებით ერთობოდა და სჩანდა, რომ დაძინებას ჯერ არ აპირებდა. სულ მოუთქმელად ჩავირბინე კიბეები. მოკლესახელოებიანი მაისურით. სად გამახსენდა ქურთუკის მოცმა. გიგი იდგა და მელოდა.. დარწმუნებული იყო, რომ ჩავიდოდი. იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ საშინლად გამიხარდებოდა მისი ნახვა, მაგრამ ასე ძალიანაც თუ, ეს ნამდვილად არ იცოდა. გიჟივით გავვარდი გარეთ. პარკი იქვე დავაგდე და მისკენ გავიქეცი. ცოტაც და ჩავეხუტები.. აი, სულ ცოტა დარჩა.. თვითონაც გადმოდგა ნაბიჯი ჩემკენ.. გულწრფელი ბედნიერი ღიმილით მიღიმის.. წამიც და უკვე მის კისერზე მაქვს ხელები მაგრად შემოჭდობილი, ცხვირი მის კისერში მაქვს ჩარგული და მისი განიმეორებელი სურნელით ვტკბები.. სურნელით, რომელსაც მხოლოდ მე ვგრძნობდი. ისე მაგრად მეხვევა, ვგრძნობ, რომ სუნთქვა მეკვრის. მაგრამ მსიამოვნებს ეს შეგრძნება. ჩემს თმაში აქვს სახე ჩარგული და ისიც ხარბად ისრუტავს ჩემს სურნელს. მისი სხეულის ყველა ნაკვთი მეხმიანებოდა, მესაუბრებოდა, თუ როგორ მოვენატრე, თუ როგორ თრთიან, როცა მხედავენ და თუ როგორ თავგზა დაბნეული ეხეთქება სისხლი ვენებს ვნებისგან შეპყრობილი. _შე გადარეულო, შენა. - მიჩურჩულებს ყურთან და ფრთხილად მეხება მისი რბილი ტუჩებით ყურის ბიბილოზე... ცუდად ვარ უკვე.. სხეულში ელექტრონები მივლის... მუხლები მისუსტდება, გულის ცემა უფრო მატულობს... _ერთს მაგრად ჩაგეხუტები და მერე გაიქეცი სახლში, გაცივდები ასე. - მითხრა მზრუნველი ხმით და ისევ შემომაჭდო მისი ღონიერი მკლავები, თითქოს ერთიანად უნდოდა შევესრუტე, მისი სხეულის ნაწილის გავმხდარიყავი. - მართლა რა გიჟ ხარ, დარო, ვერ მოიცვი რამე? თუ ისე გავქს ჩემი სიყვარულის ალის მოდებული, სიცივეს ვერ გრძნობ? - ბოლოს სიტყვები ჩემს გასაჯავრებლად თქვა. _ჰაჰ, შენ ვის რა უნდა დასცინო, შენს თავს შეხედე, გარეთ მე ვიდექი ამ ყინვაში თუ შენ? და ელოდი როდის გამოიხედავდა შენი მზეთუნახავი კოშკის სარკმლიდან.. - მხატვრულად და მაღალფარდოვნად წარმოვსთქვი. გაეცინა. მის სიცილზე მეც გამეცინა. _აუ, წამო რა ჩემთან, არ მინდა ასე ფანჯრებთან დგომა და ლოდინი, სახლში მინდა რომ მყავდე. - აწუწუნდა უცებ. _თუ არ გინდა, გაძალებს ვინმე მერე? - სიტყვაზე გამოვიჭირე. ვითომ გავბრაზდი და ცივად გავეცალე. - წავედი მე სახლში, შემცივდა. შენ კი ასე ძალიან ნუ გაირჯები და ნუ გააკეთებ იამს რაც არ გინდა. - რასაც ჰქვია დავუსერიოზულე. ერთი გულიანი გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა მის სახეს რომ ვხედავდი. ვერ მიხვდა რა მეტაკა. _რას აკეთებ? - მკითხა გაპარული და დაბნეული ხმით, როცა უკან გადავდგი ნაბიჯი. - ხომ არ გაგიჟდი, რას ბავშვობ, მოდი აქ. - ჩემკენ წამოვიდა და ხელი გამომიწოდა. _არ არის საჭირო. აქ მოსვლა არავის დაუძალებია შენთვის... წავედი მე. - ვუთხარი ცივად და უკან გამოვბრუნდი. - ნაგვის პარკის გადაგდება არც გამხსენებია, ან რა დროს ეგ იყო, კაცი გაოგნებული დავტოვე ზურგს უკან. კიბეები სირბილით გავლიე. ერთიანად მაცახცახებდა. თიტქოს ახლა მიწია იმ სიცივემ რომელსაც წუთის წინ ვერ ვგრძნობდი გიგის მკლავებში გახვეული. შესვლისთანავე ჩავაქრე შუქი სამზარეულოში და ისე გადავიხედე ეზოში. აბაშიძე იქ არ იყო. არც მანქანა იდგა, უკვე წასულიყო. ნერვული ღიმილი დამტამშებდა სახეზე. ტუჩებს კბილებით ვიწვალებდი, როგორც ღელვისას სჩვევიათ ადამიანების უმეტესობას. _სულელი ბიჭი, ვერც კი მიხვდა, რომ ვეხუმრებოდი... როგორ უცებ დაიჯერა.. არა მეც რას ველოდი, უკან დამედევნებოდა თუ რა.. - ვჩურჩულებდი ჩემთვის ჩაბნელეულ ოთახში. ტელეფონი შევამოწმე. ახალი არაფერი იყო. ლიზის უკვე ჩასძინებოდა. ტელევიზორი გავთიშე, შუქი ჩავუქრე და ფრთხილად გამოვედი ოთახიდან. აკოსაც მშვიდად ეძინა. საწოლზე მოწყვეტით დავეშვი. საბანში გავეხვიე და წამში გავითიშე. კარგი გამოძინება ნამდვილად მჭირდებოდა. მთელმა დღემ ისე ჩაიარა გიგი არ შემხმიანებია. ანალოგიური გავაკეთე მეც. ლიკას ყველაფერი მოვუყევი. ისეთ ემოციებში იყო, ძლივს დავამშვიდე. სულ შეშლილი მეძახა. ახალი წელიც დადგა და მოულოდნელი სიხარულიც მეწვია. ზუსტად, პირველი იანვრის პირველის ხუთ წუთზე თოვა დაიწყო. პატარა ბავშვივით ვხტოდი. ლამის გავგიჟდი სიხარულისგან. ამ სიხარულს ისიც მიემატა, რომ გიგიმ დამირეკა და ახალი წელი მომილოცა. ბოლოს კი დასძინა, „არ დამვიწყებია შენი საქციელი, უბრალოდ მილოცვის ტრადიციას არ ვღალატობო“. უნდოდა სიხარული ჩაეშხამებინა ჩემთვის, მაგრამ არ გამოუვიდა. კიდევ უფრო გამახალისა მისმა ნათქვამმა. იმ ღამით ბედნიერს დამეძინა. დილით მე გადავურეკე. ორში კახეთში სტუმრობა შევახსენე. ცდილობდა ნაწყენი ხმით ესაუბრა ჩემთან. მეც ვაძლევდი ამის საშუალებას. თუმცა ერთი სული მქონდა, რომ მივფერებოდი, მეკოცნა, მომეხრჩო ისე ჩავხუტებოდი... ნიკოსაც შევახსენე სტუმრობის ამბავი. ორ იანვარს კახეთი გველოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.