შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი უშენობა ...


15-04-2015, 14:58
ავტორი Anna)))
ნანახია 2 170

მომავალი მე ყოველთვის ასე წარმომედგინა,დილით ადრე შენ შენს კულულებში გახლართულ ჩემს თითებს ხელით ნაზად სწევ,დგები და ცოტათი არეული ნაბიჯებით დადიხარ ჩემი პერანგით,მხრებზე წაბლისფერი,ოდნავ ქერა შტრიხებით შეფერილი კულულები გაყრია და ანათებენ ჩვენი ბნელი ოთახის კუთხე-კუნჭულს,სადაც ყველა სარკმელზეა ფარდა ჩამოფარებული (და , ალბათ,ესაა სიბნელის მიზეზი). ფეხაკრეფით გადიხარ სამზარეულოში,ადუღებ ყავას ,შენთვის ოდნავ ტკბილს ,ჩემთვის ერთი კოვზი შაქრით,გულმოდგინედ ურევ და ფეხაკრეფით შემოგაქვს ჩვენს ოთახში,მერე ჩუმად მიახლოვდები ,ოდნავ ხსნი სისხლისფერ ტუჩებს იხრები და ლოყაზე მკოცნი.მე მეღვიძება..შენ სიყვარულით სავსე გაბრწყინებული თვალებით მიყურებ,მიღიმი...არ იცი რატომ,ანდაც იცი,ან კიდევ უბრალოდ ღიმილი დიდმა სიყვარულმა გამოიწვია რომელსაც ამდენი ხანია გულმოდგინედ უფრთხილდები და ცივ ნიავს არ აკარებ...ყავას ისევ გულმოდგინედ ურევ,მაწვდი და მეორე ჭიქას შენთვის იღებ..ზიხარ საწოლზე,დუმხარ,იღიმი. მე ბედნიერი ვარ ცამდე ბედნიერი და ვუყურებ შენს განათებულ სახეს,ვაკვირდები შენს თაფლისფერ თვალებს,სისხლისფერ ტუჩებს,იდეალურ ცხვირს,პატარა შუბლს,ნიკაპს,მოქერო დალალებს და ვხვდები,ვხვდები, რომ მე მაქვს ბედნიერება გერქვას ჩემი, ჩაგეხუტო და ვუსმინო შენს მშვიდ,აუღელვებელ სუნთქვას.


მომავალი მე ყოვეელთვის წარმომედგინა ასე,სამსახურიდან დაბრუნებული შენ შალში გახვეული მიცდი ფანჯარასთან,მინაბული,სუნთქვაშეკრული,და როდესაც დამინახავ ტროტუარზე მომავალს სახე გიბრწყინდება,და შენს თვალებში მე ვკითხულობ პოეზიას,იმას რაც კი ოდესმე დაგიწერია ,რაც კი ოდესმე მე მომიძღვენი.აღელვებული აღებ კარს და მეხუტები გულის ფიცრამდე,შემდეგ სანთლის შუქზე ვვახშმობთ,შენ კვლავინდებურად ცოტას ჭამ და ბევრს მე მიტოვებ... დაძინებისას არასდროს ტრიალდები კედლისკენ,გულზე თავს მადებ ,ხელებს ვატოლებთ და ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენთ.


მომავალი მე ყოველთვის წარმომედგინა ასე ,ჩვენს პატარა სახლში მუდამ ჰარმონია და ბედნიერება სუფევს, საწოლში ოქროსთმიან ბიჭუნას სძინავს და ძილში იღიმის,ხელში ჩვენი პატარა გოგონა გიკავია და ისევ მიცდი ,მშვიდად,ღიმილიანი მზერით ტრიალებ სამზარეულოში,რომ სამსახურიდან მომავალს ვახშამი დამახვედრო.


მომავალი მე ყოველთვის წარმომედგინა ასე,ჩვენ მოხუცები შვილიშვილებს ვეთამაშებით,გარეთ კი თოვს დაუსრულებლად,შენ როგორც ახალგაზრდობაში ისევ ისე მადებ თავს მხარზე და ჩვენ უსასრულოდ ვუსმენთ ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას..
მომავალი მე ყოველთვის წარმომედგინა ასე დილით ადრე შენ შენს კულულებში გახლართულ ჩემს თითებს....


*
თუმცა ერთ დღეს მე წავედი.მე მიგატოვე,შენ არავინ გყავდა ჩემზე ახლობელი მაგრამ მე არ დაგინდე ,ვერ შევძლებდი შენთან დარჩენას,მე ვერ გაჩუქე ცისიქითური ბედნიერება,მე ვერ აგიყვანე ცამდე ,მე ვერ გაჩუქე ულევი სითბო..ჰოდა წავედი . მას შემდეგ შენი თვალები ჰგვანან ფარდაჩამოფარებულ სარკმლებს,ლოიალური სახით ზიხარ და აღარ გადარდებს არც დრო არც სეზონების ცვალებადობა.შენთვის სამყარომ დაკარგა ფერი და თითქოს დალტონიზმი გჭირს,ვეღარ ხედავ ვერაფერს ფერადად. მას შემდეგ შენ ჩემებური ღიმილი დაგჩემდა,თვალებში ჩაგიქრნენ ნაპერწკლები ,სულ ჩემი ლენონები გიკეთია არადა იცი რომ არ უხდება შენს ფერკმკრთალ სახეს ,მაინც არ იშორებ.. ლენონებით ფარავ ცრემლებისგან დასიებულ თვალებს,დაეხეტები ქუჩებში სევდომორეული და წერ უსასრულოდ ბევრს.იღიმი, იღიმი საკუთარი თავის ჯინაზე და ვინ იცის ეს ღიმილი რა ფასად გიჯდება .

მე ვერ შევძელი ისე მყვარებოდი რომ ცას მისწვდენოდა ჩემი შენითყოფნა.

*
მომავალი მე ყოველთვის წარმომედგინა ასე დილით ადრე შენ შენს კულულებში გახლართულ ჩემს თითებს...

მე ავდექი და მიგატოვე...

წავედი...
(ანა ზეიკიძე)

შემიფასეთ თუ არ დაგეზარებათ .



№1  offline წევრი Anna)))

ana-stasia
იმდენი ემოცია აირია ამ წამს ჩემში ვერ გეტუვი,ძალიან მომეწონა ნათლად დამიდგა წინ კადრები იმდენად კარგად ოყო დაწერილი და ჟრუანტელმა დამიარა,ძალიან მომექონა კარგი გოგო ხარ...

დიდი დიდი მადლობა თქვენ <3 მიხარია თუ მოგეწონათ <3 პირველად წარმოვიდგინე თავი ბიჭის როლში და შედეგად ეს გამომივიდა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№2  offline წევრი ana-stasia

Anna)))
ana-stasia
იმდენი ემოცია აირია ამ წამს ჩემში ვერ გეტუვი,ძალიან მომეწონა ნათლად დამიდგა წინ კადრები იმდენად კარგად ოყო დაწერილი და ჟრუანტელმა დამიარა,ძალიან მომექონა კარგი გოგო ხარ...

დიდი დიდი მადლობა თქვენ <3 მიხარია თუ მოგეწონათ <3 პირველად წარმოვიდგინე თავი ბიჭის როლში და შედეგად ეს გამომივიდა
არაფრის საყვარელო,დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამის სრულ უკვე თავებად დაწერილ ისტორიას,

 


№3  offline წევრი Anna)))

ana-stasia
Anna)))
ana-stasia
იმდენი ემოცია აირია ამ წამს ჩემში ვერ გეტუვი,ძალიან მომეწონა ნათლად დამიდგა წინ კადრები იმდენად კარგად ოყო დაწერილი და ჟრუანტელმა დამიარა,ძალიან მომექონა კარგი გოგო ხარ...

დიდი დიდი მადლობა თქვენ <3 მიხარია თუ მოგეწონათ <3 პირველად წარმოვიდგინე თავი ბიჭის როლში და შედეგად ეს გამომივიდა
არაფრის საყვარელო,დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამის სრულ უკვე თავებად დაწერილ ისტორიას,

ზოგადად ლექსებს და ჩანახატებს ვწერ, ერთადერთი ისტორია მაქვს დაწერილი და დევს ამ საიტზე <3 ვეცდები რამე დავწერო ამაზეც <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline მოდერი Mary Drey

............................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent