შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამნაშავე თეთრი კედლებია!


20-04-2015, 13:07
ავტორი Coraline Jones
ნანახია 2 045

გამქრალი, შეშინებული, გაქცეული ოცნებები, თითქოს ფიქრებს ფეხდაფეხ დაედევნენ... განა სად მიდიან? საით მიეჩქარებათ? რჩები მარტო... ოთხი კედელი, თეთრი კედლები, დიახ არ მოგესმათ თეთრი კედლები, როგორც საგიჯეთში, ოღონდ ცარიელი, სულ ცარიელი და თეთრი უსასრულობამდე თეთრი ... შიში ბნელი, შავი, თან ცარიელი! გვიხარია, ვიღიმით (უმიზეზოდ), გვიყვარს, ვემონვით, გვწამს და ბოლოს შიში ყველაფერს ფარავს. უბრალოდ თრგუნავს რისი... გვეშინია? სიმარტოვის? განა ყველა შვენგანი მარტო არ არის რამდენი მეგობარიც არ უნდა ჰყავდეს? გეშინია? ცუდად ხარ? ოთხი კედლის ბრალია ალბათ, დამნაშავე თანაც თეთრი კედლები... საკუთარი თავის შიში, გვირაბი, დიდი შავი გვირაბი, სიაცარიელე, გაქცეულ ფიქრებზე ფიქრი და შური, კედლებივით თეთრი შური გაპარულ ოცნებებსა თუ ფიქრებზე. შენც გინდა ფიქრებივით დადგე ფეხის წვერებზე და გამოიპარო დიახ, გამოეპარო საკუთარ თავს. შორს, რაც შეიძლება შორს მერე ხომ გაქრება შავბნელი შიში... სარკეში საკუთარი სახის გამომეტყველების დანახვა გაპარული ფიქრების დევნის დროს ალბათ ყველაზე ნაკლებად გინდა, მაგრამ იძულებული ხარ... დაჭერობანა, ბავშვობის საყვარელი თამაში... ახლა კი საკუთარი თავის დევნა უსასრულოდ და უსაშველო სირბილი შავი, საშიში, ხვრელიდან გასაქცევად. გაღიზიანებს საკუთარი გამოსახულება, აცრემლიანებული დაჭერობანას უსასრულო თამაშისაგან გათანგული ათრთოლებული ფეხები და შავი ხვრელის ყურებით დღლილი თვალები, თეთრი ოთახი და დიდი შავი ხვრელი თავში... განა მარტოსული ოთახში გამოკეტილ ადამიანს ნიშნავს? არა, მარტოსული უმწეო ადამიანია, რომელსაც საკუთარი ფიქრებიც კი პეპლებივით უფრინდება მიახლოვებისას. დაკარგულია შიშისგან, სიცარიელისგან. დაღლილია მელანქოლილისა და ფიქრების უშედეგო დევნისგან... საკუთარ თავთან ლაპარაკი ხომ სიგიჯეა! არა, არა და არა განა ყველა ჩვენგანი ყოველ დღე, ყოველ წამს არ ელაპარაკება თავის თავს? ჩუმათ, ჩურჩულით, უსიტყვოდ, მაგრამ ბევრს ძალიან ბევრს... საკუთარი თავისაგან გაქცევაში გამოსავლის ძიება და თეთრი კედლების თვარიელება საოცარი გამომეტყველებით თითქოს მასზე სიქსტის კაპელა ეხატოს ყველა ჩვენგანს უნატრია... უნატრია ერთი წუთით მაინც დაენახა საკუთარი თავი გვერდიდან, მაგრამ ეს ხომ ის შავი ხვრელია, რომელსაც ასე გიჯებივით, პულსის გაჩერებამდე გავურბივართ, რადგან გვეშინია უმწეო მარტოსული ადამიანის ნაცვლად ჩვენში საზიზღარი ცხოველი არ დავინახოთ...



№1  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent