შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხის სახლი, ტყის გულში...


2-05-2015, 18:28
ავტორი MyLove
ნანახია 4 511

ტყის გულში მინდა, პატარა ხის სახლი... სადაც ქალაქის ბინძური ჰაერისგან განსხვავებით, წესიერად შევძლებ სუნთქვას.. სადაც არ შემაწუხებს ადამიანების ავხორცი, ამპარტავნული მზერა.. სადაც თავისუფლად შემეძლება ტირილი. არავინ მეტყვის, რომ "ყველაფერი კარგად იქნება", თანაც თვალთმაქცურად, ისე რომ სხეულში გაღვივებულ ტკვილს, თითქოს მომიშუშებს.. სადაც არავინ მეტყვის "როგორი თავისებური ხარ!" ცუდი განზრახვით, იმიტომ რომ გული მეტკინოს.. იქ, ტყეში, მარტო სულ არ შემეშინდება! პირიქით, ეს ადამიანები არიან საშიშები ქალაქში, ცხოველებისგან განსხვავებით!
ჰაერი იქ უფრო სუფთაა ვიდრე ქალაქში! არა, მანქანების, ქარხნების გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს არ ვგულისხმობ, ეს ადამიანები ვაბინძურებთ ჰაერს! სინამდვილეში, ერთი წვეთი ჰაერის ღირსნიც კი არ ვართ.. ისე ტკენთ ერთმანეთს გულს, ისე თვალის დაუხამხამებლად გსიამოვნებთ, როცა სხვის ტირილისგან ჩაწითლებულ, ტკივილით სავსე თვალებს ხედავთ..
ტყის გულში, ბუნების წიაღში, ვერაფერი შემაწუხებს.. სულ მარტო მყოფი ვიფიქრებ თქვენზე ადამიანებო! და იცით რას გავივლებ გულში დარდად? თუ რატომ ხართ ასე შეუგნებლები, ავკაცები! არ მინდა მეც ადამიანი ვიყო, თქვენნაირი ადმიანი ვიყო.
ზუსტადაც, თქვით რომ "ჩემებური" ვარ. მირჩევნია ჩემებური ვიყო, ვიდრე _ თქვენებური!
ტყეში შემეძლება გულიდან ჯანღის მოხსნა. იქ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც ვიყავი სამი, ოთხი, ხუთი წლის წინათ. როცა ვერ ვგებულობდი სიმართლეს, როცა მსიამოვნებდა ჩემებური სიმართლით ცხოვრების გახალისება! ახლა კი.. ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველაფერს ვხვდები და გული მწყდება. თქვენ გამო მწყდება გული... ერთხელ მაინც გიფიქრიათ, თქვენს ერთ სიტყვას ადამიანის შეცვლა რომ შეუძლია? არა.. არ გიფიქრიათ! როგორ მინდა განვიცადო ნირვანა მხოლოდ მე! მარტომ.. არ ვხედავდე თქვენს შეფარულ სახეებს და მიხაროდეს ჩემი სიხარულით..
ცოტაღა შემოგვრჩა დედამიწაზე გულწრფელი ადამიანები და იმასაც იღბლიანები ხედავენ... მაშინ თუ ასე ცოტა ხართ, ნამდვილი ადმიანები, იპოვეთ ერთმანეთი....
ყველაფრისგან დაღლილს, გათანაგებულს ერთადერთი ფიქრი მაწუხებს, ერთადერთი ოცნება მიღრღნის გულს... შვიდი დღით, მხოლოდ ერთი კვირით, წავიდე დედამიწიდან!
ზოგი, სიყვარულის გამო, აგონიაში ჩავარდნილ "დეპრესიონერად" შემრაცხავთ. მე თქვენი სახელად "სიყვარული" მიკლავს გულს.
ტყის გულში მინდა, პატარა სახლში...
სადაც არ ვიქნები "სულშენიღბული", სადაც თავისუფლად შემეძლება გაღიმება, ტირილი, სიმღერა, წერა...
სადაც ძველ საბეჭდ მანქანას კლავიშებს გავუცვითავ... სადაც არავინ მეტყვის "შეიცვალე, რას გავხარ!" სადაც მერქმევა განსხვავებული შეუშინებლად და სადაც არ შემაწუხებს თქვენი უაზრო რეპლიკები...
არ მინდა კაცთმოძულედ მიმიღოთ ამ სიტყვების გამო, არ მინდა არანორმალური და შეუგნებელი მიწოდოთ, მეც ჩემი სიმართლე მაქვს, მეც ჩემი გულის ტკივილი, რომელსაც უკვე გული ვეღარ იტევს..
შეწყვიტეთ თამაში, ყველამ მოისროლეთ, ირონიით, ცინიზმით სავსე ნიღბები სადღაც შორს..
ნუ მაყურებინებთ ნიღბების თეტრს უფასოდ! ნუ მომანიჭებთ მაგ ძვირ "სიამოვნებას"....
არ მინდა.. არ მიყვარს თეატრი..
და საერთოდ არაფერი არ მიყვარს, სადაც თამაში და სიყალბეა!
სინამდვილე მიყვარს და სიმართლე... მწარე სინამდვლე, მწარე რეალობა, მწარე სიმართლე....
რა აზრი აქვს ტკბილ ტყუილს? ის ბოლომდე მაინც არ დაიმალება... ჩვენ ოდესმე მაინც მოვკვდებით, ოდესმე მაინც გავიგებთ სიმართლეს...
მაშინ გული მაინც არ გვექნება დამძიმებული...
ტყის გულში მინდა, პატარა სახლი.. ჩიტების ჟღურტული მინდა, ფარული სიხარული მინდა...
არ მინდა გამხელი გრძნობები, მინდა ყველაფერი იდუმალი იყოს, ცხოვრების წყურვილს რომ გიცხოველებს...
და მაინც... "რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი? თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი" მინდა ეს სიტყვები გულში ჩაიტოვოთ და ამით შეახსენოთ საკუთარ თავს სიმართლე...
რომ არავინ, არავისზე მეტი არ არის...
რომ ჩვენ თანასწორები ვართ..
რომ არ შეიძლება ხალხის ერთმანეთისგან გარჩევა არანაირი ნიშნით!
რომ ყველას აქვს გრძნობები!
და რომ ყველას უნდა ტყის გულში, პატარა ხის სახლი...



№1  offline მოდერი ელი

ხომ იცი მეც როგორ მინდა... როგორ მინდა რომ თუნდაც სულ მცირე ხნით გავექცე ამ ყველაფერს. მინდა ტყე, სიჩუმე, ბუნება და ის ყოველივე რაც იქაა. თუნდაც სულ პატარა ფიცრული მინდა. მინდა იქ ფილტვებს მონატრებული ჰაერი ჩავასუნთქო. მე სუნთქვა მინდა. მინდა იქ,ტყეში ხშირად ვიტიროთ მე და ბუნებამ, მინდა ყოველ დილას სხვადასხვა ფრინველების ჭიკჭიკი მაღვიძებდეს... დასვენება მინდა მეც... უბრალოდ ბევრი ტირილი,ფიქრი, ბევრი ნათევი ღამე და რაც მთვარია მარტოობა. სუნთქვა მინდა რომელიც საოცრად მომნატრებია. თუნდაც, თუნდაც სულ ცოტა ხნიტ , ან თუნდაც სამუდამოდ.

 


№2  offline წევრი grifini

ელი
ხომ იცი მეც როგორ მინდა... როგორ მინდა რომ თუნდაც სულ მცირე ხნით გავექცე ამ ყველაფერს. მინდა ტყე, სიჩუმე, ბუნება და ის ყოველივე რაც იქაა. თუნდაც სულ პატარა ფიცრული მინდა. მინდა იქ ფილტვებს მონატრებული ჰაერი ჩავასუნთქო. მე სუნთქვა მინდა. მინდა იქ,ტყეში ხშირად ვიტიროთ მე და ბუნებამ, მინდა ყოველ დილას სხვადასხვა ფრინველების ჭიკჭიკი მაღვიძებდეს... დასვენება მინდა მეც... უბრალოდ ბევრი ტირილი,ფიქრი, ბევრი ნათევი ღამე და რაც მთვარია მარტოობა. სუნთქვა მინდა რომელიც საოცრად მომნატრებია. თუნდაც, თუნდაც სულ ცოტა ხნიტ , ან თუნდაც სამუდამოდ.

ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ ! თქვენ რომ ვინმემ ოდნავ მაინც მოგაყენოთ შეურაწყოფა ან დაგამცირონ ან თუნდაც თქვან "მარტოსულია,მეგობრები არ ჰყავს,თავისებურია" გეფიცებით ჩამოვალ სულ ფეხით გამოვივლი რამდენი კილომეტრიცაა და საფლავში ჩავდებ ! თქვენ იცით,რომ ყველაფერი მარტო იმიტომ იქნება კარგად რომ რამდენიმე წელში ერთმანეთს ვნახავთ და მაგრად ჩავიხუტებთ.
ტყეში...პატარა ქოხი,სახლი...მაინც ვერ გაექცევით ამ უმადურ ხალხს,რომლებსაც თქვენი შურს.
ჯანდაბას ყველაფერი,რომ დავივიწყოთ ვერ ვიტან ვერც ერთი,რომ ცუდ ხასიათზე ხართ.მტკივა თქვენი ასეთი გცევა,არ მომწონს,რომ ასე ფიქრობთ რატომღაც მგონია,რომ ძალიან ცუდად ხართ და გული მტკივა.ნუ ამბობთ რა.
სულ რომ არაფერი სადღაც კილომეტრების იქით მე ვარ რომელსაც სტკივა თქვენი ასეთი ქცევა...

 


№3  offline მოდერი Mary Drey

.................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent