შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამი დედამიწაზე გატარებული დღეებიდან


11-05-2015, 23:58
ავტორი thinker
ნანახია 1 922

ცხოვრება....დრო..წამი..წუთი..სიცოცხლე... და ჩვენ სამყაროში წამიდან წამამდე წლიდან წლამდე საუკუნიდან საუკუნემდე....ხანდახან მინდა ამოვეფეთქო თითქოს ვულკანი ვიყო...მაგრამ ცხელი ლავის მაგივრად სიცოცხლის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდე მიწისძვრად იქცეს გულის ცემა ქარიშხლად იშლებოდეს აზრები.... ხანდახან თითქოს კარგია მარტოობა მარტოობის გრძნობა გაძლევს ფიქრის საშუალებას ცოტა ხნით მაინც შეგიძლია ჩაიკეტო შენს სამყაროში იცით რომელ სამყაროზე ვამბობ? თითოეულ სულიერ არსებას რომ აქვს იმ სამყაროზე რომლისაც ხანდახან გვეშინია..ის ხომ გაგიჟებს როგორ შეიძლება არ ეხებოდე შენი სულის თუნდაც ყველაზე პაწაწინა ნაწილით ვარსკვლავებს მზეს მთვარეს...ხანდახან თავი ვარსკვლავური მტვერი მგონია...ისე მეხვევა ადამიანური ფიქრები ვგიჟდები პასუხებს დავეძებ მაგრამ მეშინია რომ შეიძლება კითხვები ჯობდეს პასუხებს მე არ მჯერა ამ წამის დედამიწის და თუნდაც ამ ქიმიური ნივთიერებების გროვის ჩემი თვალი რომ აღიქვამს არ მინდა...გესმით არა..ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისათვის რომ ვიგრძნო დაღლა ცხოვრებისგან...ამიტომაც გეუბნებით თუ ოდესმე დაიღლებით იბძოლეთ და დაძლიეთ წინააღმდეგობა რომელიც უფლებას არ გაძლევთ იცოცხლოთ და აი მაშინ კი როდესაც იცოცხლებთ დაიწყეთ ფიქრი ცხოვრებაზე...გიჟი ვარ არა? ნაბოდვარია ეს ყველაფერი მაგრამ ჩემი სამყაროს ნაწილია ისაა რასაც არასოდეს ვიტყვით ბოლომდე...



№1  offline მოდერი Mary Drey

..................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent