შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველ სიყვარულს


12-05-2015, 13:45
ავტორი optimistii...
ნანახია 2 044

ხელში კალამი მიჭირავს , ვცდილობ მოვძებნო გზა და სიტყვები რათა დავიყო და გიამბო ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი, ვგრძნობ და ვიგრძნობ , მანამ სანამ ჩემი გული ფეთქვას არ შეყვეტს .!
ალბათ არ მაქვს საწუწუნო, რადგან მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარე, ვერც იმას ვიტყვი რომ ვერ მამჩნევდი ან ჩემს არსებობას ვერ გრძნობდი , მაგრამ ეს ყველაფერი , შენგან წამოსული ყველა ემოცია ,ჩემს მიმართ არ იყო ის რაც მინდოდა , ის რასაც მე შენგან დაუღალავად ველოდი.შენთვის ვიყავი კარგი მეგობარი , დამხმარე ყოველთვის ყევლაფერში , იმედი და დასაყრდენი, მაგრამ მთავარს ვერ მივაღწიე ვერსდროს! მეც ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას , რადგან ხანდახან სწორედ მეგობრობაა ერთადერთი გზა იყო იმ ადამიანთან , ვინც ყველასა და ყველაფერზე მეტად გიყვარს . მაგრამ მაინც , გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ დღესაც მოხვიდოდი და მეტყოდი, რომ გიყვარდი და არა გჭირდებოდი როგორც მეგობარი , სწორედ ეს სურვული ვიღვივებდა ჟინს ფარხმალი არ დამეყარა და მებრძოლა ბოლომდე იმ გრძნობისთვის, რომელსაც ზამთრის პირველი სპეტაკი თოვლივით ვუფრთხილდებოდი , მაგრამ შენ ყოველი შენი ახალ–ახალი სასიყვარულო ისტორიებით დადიოდი მასზე და ნაბიჯებს ამჩნევდი ! ჩემს გულში კი თოვა არ ჩერდებოდა და შენი დამჩნეული ნაბიჯები ისევ თოვლით იფარებოდა !
შენს იქეთ ვერავის და ვერაფერს ვერ ვხედავდი , სხვასთან ჩემს თავს ვერ წარმოიდგენდი ,მაგრამ შენი და ჩემი ურთიერთობა არ იცვლებოდა. ნელ–ნელა მეც ვიწურებოდი, მთელი დღეები შენზე ფიქრსა ოცნებაში გადიოდა , შენი გამოხედვა სიზმარშიც არ მაძლევდა მოსვენებას . ყოველ დღეს იმ იმედით ვხვდებოდი რომ ამ დღეს მაინც ამიხდებოდა ოცნება მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი იმედები იყო და არა რეალობა . თავს ხან რით ვიმშვიდებდი ხან რით , ვამბობდი რომ ისიც კარგია სიყვარული რომ შემიძლიათქო , მაგრამ ჩემს ნაწილებათ ქცეულ გულს ეს ნამდვილად არ გაამთელებდა !
აი დადაგა დღე როცა მე შენთან აღარ ვარ , არ ვიცი რა გიჭირს, რა გილხინს , მე ვეღარ დაგეხმარები . ალბათ აღარც გახსოვს შენ ჩემი არსებობა , როგორც ყოველთვის უამრავი ჩემზე ბევრად ლამაზი გოგო გახვევია თავს და შენც ამით უთუოდ ბედნიერი ხარ .მაგრამ არ იფიქრო რომ რამეს გსაყვედურობ , რაგად მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი ვარ , არ გსაყვედურობ, იმიტომ რომ სიყვარული მასწავლე , იმიტომ რომ შენი ქცევით დამანეხე ადმიანები ვისაც მართლა ვუყვარვარ , მეტიც მადლობას გიხდი იმისთვის , რომ თუმდაც მეგობრის სტატუსით მაგარამ მაინც უამრავი ტკბილი და ლამაზი მოგონება დამიტოვე გულში ! ახლა მართალია მაქვს ჩემი ცხოვრება , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენი სიყვარული სამუდამოდ ამოვიღე გულიდან , შენ ხო ჩემში პირველად გააღვიძე გრძნობა რომელიც ყოველთვის გულში მექნება , რადგან ყველაფერი პირველი დაუვიწყარია !
სამწუხარო ისაა რომ ამ წერილს ვერასდროს მიიღებ , როგორც ვერ მიიღე სხვა უამრავი ასეთი წერილი , დავდგები გარეთ დავწვავ ამ წერილს და ქარს გავატან იმ იმედით , რომ შენგან დატოვებულ ყველა იარას და უსაზღვრო სიცარიელეს ქარი წაიღებს , მაგრამ ეს ხომ არასდროს მოხება საყვარელო გესმის არასდროს !



№1  offline წევრი ana 11

აუ ამეტირაა
მაგარი ცჰანახატია სხვათაშორის მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ <3

 


№2  offline წევრი optimistii...

ana 11
აუ ამეტირაა
მაგარი ცჰანახატია სხვათაშორის მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ <3

mixaria rom mogewona<3 damshviddi ipovi dzalaas da dadzlev am mdgomareobas ver daiviwyeeb mtlianad magraam guls ise agaar gatkeens es grdznoba rogorc axla

 


№3  offline წევრი tenji

მართლა ძალიან კარგიააა love

 


№4  offline მოდერი Mary Drey

..............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent