შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიტყვები... ვერ გამოხატული გრძნობები...


15-05-2015, 16:46
ავტორი qeroline
ნანახია 2 875

-და რა მოხდა მერე?
-არაფერი. ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ფიქრობდა, როგორც წესით უნდა ყოფილიყო... ერთი შეხედვით თითქოს დალაგებული, თბილი ურთიერთობები. ბრახ... და ყველაფერი აირია, თავდაყირა დადგა. მერე დაიწყო კამათი, ნერვიულობა, გულის აჩქარება. და ერთხელაც ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდა. მან უბრალოდ ვერ გაუძლო. ძნელია, როცა სათქმელს ვერ ამბობ, ძნელია, როცა ემოციას, გრძნობას ვერ გამოხატავ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, წლების ნაგროვები უთქმელი სიტყვები და ვერ გამოხატული ემოციები განადგურებს, ბოლოს გიღებს. და ეს ისე ნელა ხდება ვერც კი ხვდები. გგონია, რომ შეძლებ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თურმე არაფერი შეგიძლია.
ცდილობდა... თუმცა უშედეგოგ. ხვდებოდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა. არც არავინ გაუფრთხილდა. შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ, მაგრამ არ იცოდნენ როგორ.
არ ესმოდათ ისე როგორც მას უნდოდა. ყველაზე მეტად ეს სტკენდა გულს.
ყველას უყვარდა. მისი ღიმილი აბედნიერებდათ. ღიმილის მიღმა კი რა ხდებოდა არავინ იცოდა. ყველა იმდენად იცნობდა, რამდენადაც მას უნდოდა. სწორედ, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ კარგად იცნობდა მას. იყო მასში რაღაც იდუმალი.
-ვწუხვარ...
-ჰო, მართლაც, რომ სამწუხაროა. გესმის? მე ვერ დავინახავ მის თვალებს, მის სიცოცხლით სავსე ლურჯ თვალებს. მე ვერ დავინახავ მის ღიმილს. მე... მის სიცილს ვერ გავიგებ. სამწუხაროა, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. გთხოვ, მარტო დამტოვე.!
... შემეცოდა. ძალიან იტანჯებოდა. ვერ შევძელი მენუგეშებინა. ისე იყო, თითქოს ნახევარი მოკვეთესო და ისე დატოვესო სატანჯველად დედამიწაზე. მაგრამ, რაც მოსახდენია აუცილებლად მოხდება. განა ვინმეს შეუძლია წინ აღუდგეს ამას.?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent