შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაადამიანი, სავარაუდოდ უცხოპლანეტელი


20-05-2015, 17:31
ავტორი tamunatamo
ნანახია 2 118

ვინ იცის მერამდენედ მომკლეს? ან იქნებ გგონიათ რომ მე თავს ვიკლავ?? ცდებით! მწარედ ცდებით! მე მკლავენ, მე მკლავდნენ, მე მალე საბოლოოდ მომკლავენ! დგება მომენტი როცა გარშემო ყველაფერს ფერი ეკარგება, იყურები ირგვლივ და ხვდები რა რთული გზა აირჩიე, როცა გადაწყვიტე რომ არ დაემსგავსებოდი მათ. იმიტომ კი არა, რომ „ისინი შენამდე ვერ მოვლენ“ ან რამე ესეთი, არა უბრალოდ არგინდა შენი თავის გრცხვენოდეს, არგინდა ვიღაცასთან ქულებზე „ჩალიჩობდე“, არ გაქვს სურვილი იჯდე და ყველა გამვლელ-გამომვლელი გაჭორო, არ გიტაცებს შეყვარებულების კოლექციის შედგენა. და მერე კიდე შენ ხარ უცნაური? რატომ ? რატომ ხარ უცნაური? რადგან შენ ყოველდღე ახალ-ახალი ზმანით არ მოძრაობ? რადგან შენ ფრჩხილები არ გტყდება??რადგან შენ შავ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობ იმიტომ რომ შავი შენი ფერია, შენ სულიერ მდგომარეობას ამაზე კარგად ვერცერთი ფერი გადმოსცემს, და არა იმიტომ რომ „black is always elegant”!! შენ ცუდი ადამიანი ხარ, ძალიან ცუდი! რამდენი მიზეზია მიმოიხედე: შენ არ გყავს დაქალები(იმიტომ არ გედაქალებიან რომ ცუდი ხარ), შენ ძმაკაცებიც არ გყავს! შენ მეგობრებთან ღამისთევას სახურავზე სიგარეტი და ლუდი გირჩევნია! აი, ამიტომ ხარ „მსუბუქი ყოფაქცევის“, ხო აზრზე ხარ „გოგო პირში სიგარეტს რომ ჩაიდებს ის სხვა რამესაც ჩაიდებს“ ! აი რატომ ვერ იტან ხალხს, აზროვნებაში ჩამორჩი ან კილომეტრებით გაუსწარი მათ. ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უცხოპლანეტელი ხარ! მეტი დასკვნა ვერ გამოგაქვს და ისევ თავი გტკივა ამდენი ფიქრისგან. სულ ტყუილად, ტყუილად გაქვს იმედი რომ ვინმე გადაგარჩენს,კეთილი ფერია კი არა ერთ ჭიქა წყალსაც არავინ მოგაწვდის დღეს შენ. მერე ოჯახი? რა ოჯახი? 21-ე საუკუნის ოჯახი ეგრედწოდებული „ბანკია“, მშობლები ბავშვის აღზრდას ფულით უზრუნველყოფას ადარებენ, და-ძმა? სად აქვთ შენი ნერვები, შე დეპრესიულო ბავშვო! მერე რამოხდა რომ ყოველდღე სკოლის მერე საწოლიდან არ დგები? ვის ადარდებ? აა, დღესაც არაფერი გიჭამია? მერე რა! შენ იმდენი ცხიმი გაქვს რომ კიდე რამდენიმე წელი რომ არ ჭამო არაფერი მოგივა! და მერე ადამიანები კი არა, ფიქრები გკლავენ, ცოცხლად გმარხავენ. საზოგადოება მზერით გახრჩობს.(საზოგადოება მძიმე ნათქვამია ამათთვის) შენ კი დღეს ისევ ბრიტვას დაუამხანაგდები და ხვალ ისევ ხელებს დამალავ. შენ დღესაც ასე იქცევი და ხვალაც ასე მოიქცევი, შენ დღესაც მოგკლეს სკოლაში და ხვალაც მოგკლავენ! შენ არც დღეს უყვარხარ ვინმეს და არც ხვალ ეყვარები. ნუ ფიქრობ რომ ესეც გაივლის, გაივლის მაგრამ თან წაგიყვანს. ბოლოს? ბოლოს უბრალოდ მიეჩვევი და აღარ იგრძნობ ტკივილს, როგორ? აი ასე მარტივად : არაადამიანი, სავარაუდოდ უცხოპლანეტელი ხარ!



№1  offline მოდერი Mary Drey

.......................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent