შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროლოგი, ანუ ვიწყებ!


26-05-2015, 23:39
ავტორი hirondelle
ნანახია 1 926

პირველ რიგში, მოგესალმებით. ბევრი ვიფიქრე, დავრეგისტრირებულიყავი თუ არა საიტზე. ვწერ დიდი ხანია, მაგრამ ჩუმად, ჩემთვის და აქამდე უახლოეს ადამიანებსაც კი არ ვაძლევდი უფლებას ჩემი ჩანაწერები წაეკითხათ. ისტორიებს, რომლებსაც ვწერ, ჩემ ნაწილად აღვიქვამ და მეგონა, თუ ვინმე გადაფურცლავდა ჩემს რვეულს, რაღაც მომაკლდებოდა და ისე მეშინოდა ამ სიცარიელის, როგორც არაფრის. მეშინია ახლაც, მაგრამ რაღაც მაიძულებს ყველაფერი საჯარო გავხადო. იქნებ მომბეზრდა ის ფაქტი, რომ ჩემი ისტორიების მწერალიც, მკითხველიც და შემფასებელიც მხოლოდ მე ვარ?! ნამდვილად უაზრობაა, წერო და მალო შენი ნაწერები, ბოლო-ბოლო, იმას მაინც გაიგებ, საერთოდ არის თუ არა შენი საქმე წერა.
დიდი ხანია საიტის მკითხველი ვარ და კარგად ვიცი, რამდენად კარგი, კეთილი და ერთმანეთის დახმარების მოსურნე კოლექტივი ფუსფუსებს აქ(იქნებ თქვენმა ასეთმა თვისებებმაც გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა). გადავწყვიტე, ჯერ საკუთარი მოკლე ბიოგრაფია დამეწერა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, სულ მცირე ორი წელია, აქ ისტორიებს/ლექსებს ვკითხულობ და ხშირად დავინტერესებულვარ, როგორია ის ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, ვინც ამ სიტყვებს წერს-მეთქი. ბევრჯერ წამიკითხავს რაღაც გენიალური თქვენს ნაწერებში, ისეთი, რომ, არ დავმალავ, გამკვირვებია, ახალგაზრდა ადამიანს ამდენად ღრმა ფიქრები როგორ უტრიალებს თავში-თქო, მერე კი სიამაყით ჩამღიმებია. დიახ, მეამაყება თქვენი თითოეული ისტორია და ისიც, რომ ამდენი შემოქმედი ადამიანი არსებობს. ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს ეს საიტი, ყველას აძლევს შანსს, განვითარდეს. თქვენც ხომ ნელ-ნელა, ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდით პატარა მწერლებად. განა ყოველი მომდევნო ისტორია წინაზე უკეთ არ გამოგდით?! პირადად მე შემინიშნავს ეს თქვენს ნაწერებში და გამიფიქრებია კიდეც, ეს ბავშვი კარგ რომანს დაწერდა ამ ისტორიაზე-თქო. ამ საიტმა მეც მომცა შანსი მცირედით შემეცვალა ჩემი ცხოვრება: ვიცი, როდესაც ახალ თავს, ახალ ისტორიას დავდებ, მოუთმენლად დაველოდები თქვენს კომენტარებს, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს და ეს ყველაფერი ავადმყოფურად მესიამოვნება.
თავდაპირველად გეტყვით, რომ ჩემი ნიკიhirondelle, რომლითაც დავწერ, მერცხალს ნიშნავს. ეს ფრინველი იმდენად ახლობელია ჩემთვის, რომ მზად ვარ რეინკარნაცია ვირწმუნო და მეც მერცხლად გადავიქცე )(რა თქმა უნდა, ხუმრობით). მაკრატელა ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, თავისუფლება კი ისაა, რისკენაც ვისწრაფი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ წერაც ამიტომ მიყვარს, ის თავისუფალს მხდის.
სხვა მხრივ? სხვა მხრივ ჩვეულებრივი ვარ, ზედმეტად ჩვეულებრივიც კი. უფრო, მომაბეზრებლად ჩვეულებრივი. ისევ წერას მივადექი წერა საშუალებას მაძლევს არაჩვეულებრივი გამხადოს, მაკეთებინოს სისულელეები, მაქციოს ყველაზე ბოროტად ან გულუბრყვილო კეთილად, უსაზღვროდ მდიდარიც ვიყო და გაჭირვებისგან სულიც მხდებოდეს, ვიყო თანამედროვე, ვიყო ჩამოსული, ვიყო უკვე 60 წელს გადაცილებული მოხუცი ან ვიყო ბავშვი...
ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ვწერო. ვწერ კიდეც, მაგრამ ამ ბოლო დროს, გრაფიკიდან გამომდინარე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარ თავთან მარტო დარჩენას და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ახლა კი, საიტზე რეგისტრაციით, ერთგვარ პასუხისმგებლობას ვიღებ, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, რომ ახალ-ახალ ისტორიებს შევქმნი. მაშ ასე, მე ვიწყებ!!!



№1  offline წევრი Khaleesi

პროლოგი კარგია დაველოდები ისტორიას. სხვათაშორის მეც დამიჭერი აქ არსებულ ისტორიებში ძალიან ღრმა შინაარსის მქონე აზრი და გამიხარდა შენც ესე რო ფიქრობ

 


№2  offline წევრი Ignifex

კეთილი იყოს შენი მობრძანება :დ მეც ახლახანს დავრეგისტრირდი და რამდენად მეთქმის ზემოთ ხსენებული სიტყვები არ ვიცი,მაგრამ მაინც გითხარი :დ წარმატებებს გისურვებ მთელი გულით! რავი,მე ამ სიახლეშივე შეგატყე ძალიან მაგრად რომ შეგიძლია წერა,ასეთი შეგრძნება მაქვს და არ მგონია გამიცრუვდეს იმედი :დ მოუთმენლად ველი შენს პირველ მოთხრობას/ჩანახატს <3

 


№3  offline წევრი რახელი

წარმატებებს გისურვებ....კარგი გამოსვლა იყოო ბრავოო....

 


№4  offline მოდერი Mary Drey

.........................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent