შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი საიქიოდან


28-05-2015, 00:06
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 723

წინ მივდიოდი.ვერ ვხედავდი გზას,ვერც ცას..უბრალოდ მივდიოდი და მივყვებოდი ჰორიზონტს..სწორედ იმ ჰორიზონტს,სადაც პირველად შეგხვდი..არ ვიცი რითი,მაგრამ წინ მივიწევდი..მგონი,არ უნდა ვყოფილიყავი ცოცხალი,ცოტა ხნის წინ ხომ მატარებელს ბობლებ ქვეშ ჩავუვარდი...ახლაც მახსოვს მისი ელვისებრი ნათება..მახსოვს,თუ როგორ მიახლოვდებოდა..მახსოვს,როგორ მიჭრელებდა თვალებს..ცოტაც და ჩემამდე მოვიდოდა..მაშინ გული გამალებით მიცემდა..მაშ გამახსენდა შენი პირველი მზერა,როცა პირველად გნახე..გამახსენდა შენი ღიმილი და შენი სიტყვები..გამახსენდა,რომ შენს გარეშე მომიწევდა მთელი ცხოვრების გატარება...მოკლეა ცხოვრება,მაგრამ შენს გარეშე ის ხომ მარადისობად მექცეოდა..მარადიულ ტკივილად..შენათან ერთად კი ის მარადიული ბედნიერება იქნებოდა,წამიერი,მაგრამ მაინც მარადიული..ცხოვრება განა არაა წამიერი და შესაბამისად ბედნიერებაც წამიერია..ის ხომ უბრალოდ ჩვენთვის საყვარელი წამებისა და წუთების ნაჯვარიაა..ღმერთო,ახლაც მახსოვს ,როგორ მიახლოვდებოდა..მაშინ თითქოს ყველაფერმა ჩემს წინ ბინდბუნდმა მოიცვა და უცებ წინ წავიწიე..გადავდგი ორიოდე ნაბიჯი და თავისუფლება ვიგრძენი...თითქოს ფრთები გავშალე და გავფრინდი..სწორედ ისე,როგროც მტრედი,ასე რომ დანავარდობდა..აი,ის მტრედი მე რომ ვუქცერდი ყოველ დილ..ეს უეცარი ტკივილი იყო,შემდეგ თითქოს დასრულდა ყველაფერი..გამეთიშა ფიქრები,გონება,გრძნობები,მაგრამ შენზე ისევ ვფიქრობდი..შენთან შეხვდრის თითოეული წამიც მახსოვდა,წამის მეასედიც..ეს იმას ჰგავდა..იმ მტრედს,რომელსაც უეცრად დაეკარგა ცხოვრება..აი,იმ მტრედს,გუშინ რომ ვნახე ნაფლეთებად ქცეული...მაშინ ვიფიქრე კატამ დაგლიჯაო..მახსოვს,როგორ შემეცოდა..ცრემლები მომადგა თვალსზე.ის ვინ იყო ჩემი? არა,არაფერი არ იყო...უბრალოდ ყოველ დილას ვუცქერდი..ალბათ,ჩემს თავს მაგონებდა..ვფიქრობდი,მასაც უყვარს ვიღაც-მეთქი.ალბათ,ამიტომ შემიყვარდა ის..დიახ,მიყვარდა,მაგრამ ეს მან არ იცოდა...
ახლა მეც მტრედად ვიქეცი..უმწეო მტრედად...მივდივარ სადღაც,სადაც მხოლოდ სიბნელეა..ზოგჯერ გამოანათებს ხოლმე რაღაც,მზის სხივის მსგავსი,მაგრამ მალევე გაქრება...ისევ მიდგას თვალ წინ შენი სახე,შეი სახის თითოეული ნაკვთი,რომელიც ასე ძლიერ შევიყვარე.ჩემთვის ერთი სიტყვაც კი არ გქონდა ნათქვამი და მე უკვე მიყვარდი..ღმერთო,ახლაც რომ მიყვარდი..ამის მსხვერპლი გავხდი და მაინც,მაინც მიყვარხარ..რა არის სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხს ვეძებდი მთელი ცხოვრება და ახლა მივხვდი...უფრო სწორედ,შევიგრძენი...ვერც ახლა გადმოვცემ ამ გრძნობას სიტყვებით,მაგრამ ვიცი,ვიცი,რა არის..ვიცი,რას ნიშნავს სიყვარული...ეს ყველაზე აღმაფრენია და თანაც მტანჯავია...მახსსოვს,ერთი წლის წინ უბრალოდ გამეცინებოდა ამაზე,მაგრამ ახლა სულ შევიცვალე..მეც შევიცვალე და ჩემს გარშემო ყველაფერი..დიახ,მე მატარბელს ჩავუვარდი იმიტომ,რომ შენზე ფიქრებმა გამაგიჟა,გამაოგნა იმან,რომ ასე უტიფრად მიქცერდი..იმან გამაოგნა,რომ არ გიყვარდი..შენ ეს არ გითქვამს,მაგრამ მე ხომ ვიცი,რომ სხვა გიყვარს...იმის გაფიქრებაც კი მკლავს,რომ სხვას ეუბნები სიტყვას,რომელიც ჩემთვის ასეთი ძვირფასია..ამ ცხოვრებაში,სიტყვის,მიყვარხარ,გარეშე აზრი არ ჰქონდა ყოფნას რა უნდა მეკეთებინა,თუ შენ არ იქნებოდი ჩემს გვერდით?არც არაფერი..მე უბრალოდ არ შემეძლო არაფერი შენს გარეშე..არც ახლა შემიძია,აგრამ თითქოს რაღაც თავისუფლებას შევიგრძნობ ძარღვებით..თუმცა იქნებ მათ აღარ ჰქვიათ ძარღვები..იქნებ ამ სამყაროში იცვალეს სახელი? არ ვიიც...უბრალოდ არაფერი გამეგება ამისი..არ ვიცი,სად ვარ...არ ვიცი,მაგრამ ვიცი,რომ ვერაფერს ვხედავ და ვერავის..ეს მანიჭებს,ალბათ,თავისუფლების შეგრძნებას..ის,რომ შენზე შემიძლია ვიფიქრო და შენს გარდა ვერავის ვხედავდე..აქ ხომ ამაში არაფერი მიშლის ხელს..აი,ეს მახარებს...აი,ესაა ერთადერთი რამ,რაც მახარებს..გესმის?არ ვიცი,სად იმყოფება ჩემი იმქვეყნიური სხეული..არ ვიცი,როდის დაკრძალავენ მას და არც მაინტერესებს..მე ხომ ვიცი,რომ შენ არ მიხვალ..არ მიხვალ იმ ადგილას,რომელიც ჩემი სხეულის მარადიული სამყოფელი გახდება..არ მიხვალ და სხვა ყველაფერზე ლაპარაკიც კი ზედმეტია..გესმის? სულ ტყუილად გეკითხები ვიცი,რომ არ გესმის..ვიცი..უბრლაოდ ვიცი...აუხსნელად ვიცი...განა არ არსებობს ისეთი რამეები,რასაც უბრალოდ არ მოეძებნება არანაირი ახსნა...აი,სწორედ ამაზე ვლაპარაკობ...დიახ,ჩემს მკვლეობასაც არ აქვს ახსნა..სიტყვებით ვერ ავხსნი..ანუ ვერც ვერავინ გაიგგებს მიზეზს..რადგან ჩემს გულში შემომღწევს შეუძლია ამ ყველაფერის აღქმა..სხვას კი არავის შესწევს ამის უნარი..ესაა და ეს...ღმერთო,ნუთუ ასეთი ძნელია ეს ყველაფერი..ადენი ტკივილი და მერე სადღაც დაკარგვა..ისეთი შეგრძნება მაქვს ,რომ ვიკარგები..ეს რაღაც,ეს გზა თითქოს ლაბირინთზე გრძელია..აი,იმ ლაბირინთზე,დედა რომ მიკითხავდა ზღააპრებში..მე კე ხომ წარმომედგინა მისი რეალობის შესახებ...ახლა კი,როცა ვხედავ ამ სიბნელეს და ან იქნებ ვერც ვხედავ,უბრალოდ შეძრწუნებული ვარ,იმედგაცრუეულიც და შეშინებულიც...ახლა ხომ ხმასაც ვერ ვიღებ..მგონი ველი რაღაცს,მაგრამ რას არ ვიცი..იქნებ გულჩასაჭიდი მინდა...არა,ეს არ იარსებებს..მაშნ რ ამინდა?ვეკითხები ყოველ წამს საკუთარ თავს,მაგრამ მან სად ეძიოს პასუხი..განა შეუძლია?იქნებ შენ მეტყვი ამს,იქნებ მიპასუხებ...
მატარბლის ბორბლების განგმირავი ხმა ახლაც ჩამესმის..არ მასვენებს და მას ერთვის სიტყვები,რომლებსაც შენ ეუბნებოდი იმ ქალს,სხვა ქალს..სხვა ქალს,რომელსაც მარიამი არ ერქვა და რაღაც სხვა სახელი ერქვა..ყოვლად უცნაური,რომელიც არ დამამახსოვრდა..ალბათ,ჩემთვის იყო ის უცნაური...ყველაფერი ხომ უცნაურობებითაა სავსე,რაც შენ გეხება...შენ გეხება და მტკენს გულს...იმ ქალის სიცილიც ჩამესმის ყურში და ეს ყოვლად მანადგურებს..თუ მარადიულად აქ დავრჩები.აქ გამოკეტილი,არ ვიცი როგორ გავუძლებ ამ ხმებს..თანაც როცა აღარ შემიძლია გაქცევა..იქნებ წარმოუდგენელია ამ გვირაბისთის თავის დაღწევა..იქნებ არ არსებობს კარები,რომელიც მცირე სინათლეს მაინც დამანახებს..იქნებ აქ თვითმკვლელობაც არ ჭრის...ღმერთო,როგორ მეშინია...წინ მივიწევ,მაგრამ არაფერი იცვლება..ისევ სიბნელეა,ხელში კი რაღაც მიჭრავს..ვერ ვარრჩევ,რა არის..“იქნებ ბურთია?“-ვეკითხები საკუთარ თავს,მაგრამ მერე ვხვდები რომ ვცდები..ეს მფეთქავი ბურთია..ეს გულია..დიახ,ის გული ჩაღრმავებით,რომ ვხატავდი პატარაობაში...ეს გულია,რომელსაც სხეულისგან განცალკევებულადაც კი არ დაუკარგავს ავტონომია და კვლავ ფეთქავს..ეს ის გულია ასე რომ აღმაფრენდა ხოლმე...ეს ჩემი გულია,რომელიც გადამრჩა..ჩემი საყვარელი ნაწილი სუვერინად გამომყვა დედამიწისეული მქვეყნიდან..ალბათ,იმიტომ რომ მუდამთვალ წინ მედგას ჩემი უძილო ღამეები და დანამული ბალიში..მუდამ რომ მახსენდებოდეს ის ზეწარი,რომელსაც ხელებით ვებღაუჭებოდი და გულში ვიკრავდი...მუდამ რომ მახსენდებოდეს ლოგინი,რომელშიც მხოლოდ მე და ბალიში ვიყავით,კიდევ ზეწარი და ღამის მშფოთვარე სიზმრები..მუდამ რომ მახსოვდეს შენი ღიმილი და შენი სხეულის ურიტმო მოძრაობა..ის მოძრაობა,რომელსაც თვალს ვერ ვაშორებდი...მუდამ რომ მახსოვდეს ის ქერა გოგო,რომელსაც კუთხეში კოცნიდი...მუდამ,რომ ვგრძნობდე შენს აჩქარებულ პულს,როცა მას ეხვეოდი...აი,მარადიული ტანჯვას..ეს იქნებ ჩემი ციხეა,ჩემი და ჩემი გულის...იმ გულის,რომელიც ჩემთანაა და ჭირისუფლად დამრჩენია ამ მარადიულ ცხოვრებაში...არ ვიცი,მარადიულია თუ არა,მაგრამ აქ ყოველი წამი მარადისობად მეჩვენება და,არ ვიცი,რა იქნება მერე..არ ვიცი,რას მოვიმოქმედებ..მე ხომ უკვე ყველაფრის უნარი დამიკარგავს..თავის გადარჩენა ჩემთვის უკვე უცხოა..ალბათ,ლექსიკონიც კი ვერ დამეხმარება ამ სიტყვის მნიშნელობის აღქმაში...ეს უცნაურია,არა?დიახ,უცნაურია,მაგამ რეალობაა.ეს ,ის რალობაა,რომელიც ასე მაკრავს ჯვარს...არა,ეს ჯვარცმაზე უარესია..წინ მივიწევ და ისევ სიბნელე..მხოლოდ სიბნელე და მეტი არაფერია..ისევ მესმის ხმა..თითქოს უკან მომსდევს ვიღაც..ვერ ვარჩევს სიტყვებს,ისინი ბუნდოვანია,მაგრამ ბოლოს ვხვდები,რომ ეს შენ ხარ...ეს ხარ შენ,რომელიც სხვა უკითხავ ჩემს საყვარელ 90-ე სონეტს...
ჩავფიქრდები და თვალზე ცრემლი მადგება..უხილავ თვალზე უხილავი ცრემლი...
„თუ კი ოდესმე შემიძულე,დღეს მიმატოვე...“-ვფიქრობ გულში..იმ გულში ხელში,რომ მიჭრავს და ისევ თვალ წინ მიდგება ის წამები,ის ბოლო წამები,როცა დედამიწაზე გავატარე..თვალ წინ მიდგება,როგორ ვვარდებოდი მატარებლის რელსებზე...
„ეს რატომ გავაკეთე?“-ვმაგრამ ვეკითხები საკუთარ თავს,მაგრამ პასუხი არ ჩანს..იქნებ ესეც ბუნდოვანია...“მისი სიყვარულისთვის“-ხელის გულიდან გული მპასუხობს..ვირინდები და ვაშტერდები მას..ჩემის დედამიწისეული ცხოვრების ნაშთს,რომელიც თითქოს მომჩერებია და განუწყვეტლივ მაკვირდება...“იქნებ ეს სისუსტე იყო?“-გონება კვლავ მუშაობას იწყებს...“ან იქნებ შესანიშნავი დასასრული“-მპასუხოვბს გული და შემდეგ დუმდება,დუმდება და აღარ იღებს ხმას..იქნებ დაიძინა და ან იქნებ უბრალოდ გაჩუმდა..ვინ იცის,მაგრამ ერთ სიტყვასაც კი არ მეუბნება და ეს ძალზე მიმძიმს...
„მიპასუხე“-ვევედრები,მაგრამ ამაოდ..ის ისევ ჩუმადაა..თითქოს დაასრულა მისია..თითქოს უბრალოდ გაქრა,მაგრამ ის ხომ ისევ ხელში მიჭირავს...ხმას არ იღებს..არ ვიცი,რატომ..მაგრამ არ იღებს..
გადის დრო..არ ვიცი,რამდენი,..მაგრამ გადის იმდნი,რომ ამ მარადისობის სათვალავიც კი მერევა...გადის დრო,მაგრამ ხმა არ მესმის..არ მესმის გულის ხმა...
ახლა მხოლოდ დედამიწისეული ხმები ჩამესმის მუდამ..მუდამ ჩამესმის შენი სიტყვები და ეს მაწამებს...როგორ მნდა თავი დავაღწიო ამას..მაგრამ,ალბათ,ეს შეუძლებელია...
ისევ ხელში მიჭირავს გული,არ ვუშვებ...ვებღაუჭები..იქნებ სწორედ იმ გულჩასაჭდს ვეძებ,რომელიც დავკარგე...ვეძებ და ასე გრძელდება მარადიულად...ვინ იცის თუ ვიპოვი მას...იქნებ ეს შეუძლებელია,მაგრამ მაინც მიჭირავს ეს მფეთქავი არსება..
კვლავ ჩამესმის სიტყვა,მიყვარხარ...სიტყვა,რომელსაც იმ ქერას ეუბნებოდი ქუჩის კუთხეში...
შენ ხომ არასდროს გყვარებივარ და როდის შემიძულებდი,ამიტომ ჩემი ცხოვრება იმ სონეტის შემთხვევაზე მტანჯველი იყო....
დიახ,მტანჯველი...და,ამიტომ დავასრულე დედამიწი მკვიდრობა ასე...ეს ჩვენი შესანიშნავი დასასრული იყო...
„ბედნიერი დასასრული“-მომესმის გულის ხმა.



№1  offline წევრი Anuuc^.^

გოგო კი არა ჩემი სასწაული ხარ შენ❤❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
გოგო კი არა ჩემი სასწაული ხარ შენ❤❤

მადლობ.. love

 


№3  offline მოდერი Mary Drey

......................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent