შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების სახლში


28-05-2015, 01:30
ავტორი madamfiso
ნანახია 1 950

პატარა გოგონა ვიღაც ქალმა ხელჩაკიდებული მიიყვანა
„სათნოების სახლში“
ქალი – შენ აქ დარჩები /უთხრა და წავიდა/

ახალგაზრდა
ქალმა ხელი ჩასჭიდა, გაიღიმა, მთავარ ოთახში შეიყვანა და სხვა ბავშვებს გააცნო.
– ეს ლინდაა, გაიცანით, დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს.
ბავშვი ყველას გაეცნო, მერე კუთხეში ჩამოჯდა, განმარტოვდა,
ჯიბიდან გაცვეთილი სურათი ამოიღო. დააშტერდა.
ჟღალთმიანი ქალი ეხატა, ისევე როგორც თვითონ
– გამარჯობა, -მიუჯდა გვერდით უცნობი ბიჭი
– გამარჯობა, -ჩაწყვეტილი ხმით უპასუხა
– ახლა ჩვენიანი ხარ, -გაუღიმა.
– ჰო, -თან სურათს დაჰყურებს.
– ეგ დედაშენია? /სურათზე უთითებს/
– კი, ასე მითხრა ბებიამ.
– არ იცნობ?
– არა, მე რომ დავიბადე მალევე „გაფრინდა ცაში“
– სამწუხაროა, თვალებზე ეტყობა კარგი ქალი უნდა
ყოფილიყო.
– ყველა ამას მეუბნება.
– ბედნიერი ყოფილხარ… /მრავალმნიშვნელოვნად იღიმის/-
აქ როგორ მოხვდი?
– დედინაცვალმა მომიყვანა.
-რატომ?
– მე რად ვუნდოდი, თავისებს ძლივს უვლიდა.
-მომიყევი შენზე.
– გრძელი ამბავია…
– დრო ბევრი გვაქვს, მესამე წელია აქ ვცხოვრობ 16 წლის ვარ უკვე, ცოტაც და გამისვრიან აქედანაც,
მერე არ ვიცი სად წავალ, ალბათ ციხეში.
– ასე რატომ ამბობ?
– იმიტომ რომ გენში მაქვს /იღიმის/
– გენი რა არის?
/ბიჭი იღიმის, ხვდება რომ 8 წლის გოგონას ელაპარაკება/
– ისეთი არაფერი, მოკლედ მამაც და დედაც ციხეში
მყავს.
– დააშავეს რამე?
– /იღიმის/ ბევრი რამ.
– მაინც რა?
– ნარკოტიკი იცი რა არის?
– ცუდი წამალია, ბებო მიკრძალავდა ჩვენს მეზობელთან
ლაპარაკს, „ნარკოტიკიაო“ ცუდ წამლებს სვამსო.
– მართალი ხარ, ცუდი წამალია, მაგრამ მაგას
ნარკომანი ჰქვია და არა ნარკოტიკი, ჩემი მშობლებიც შენი მეზობლისნაირები იყვნენ.
– რა ცუდია… /დასევდიანდა/
– უარესი ის იყო რომ მე მაიძულებდნენ, პატარა
ბავშვს მეყიდა მათთვის ჩემი „ნამათხოვრალით“ ეგ ცუდი წამლები, თუ არადა სასტიკად მცემდნენ,
ორივე… /თავს ღუნავს/
– /შეიცხადა/ მათხოვრობდი?
– /იღიმის/ არა, ეს უბრალოდ ასეთი ტერმინია. მეზობელს
ვეხმარებოდი, ავტოფარეხში სახელოსნო ჰქონდა მანქანებს აკეთებდა. ცოტას მიხდიდა, მაგრამ
სამაგიეროდ მაჭმევდა…
– შენი მშობლები ცუდი წამლებისთვის დაიჭირეს?
– არა, მამაჩემს ის ჩვენი მეზობელი ხელოსანი შემოაკვდა,
ცოტას უხდი ჩემს შვილსო. დედამ კი კვალი დაფარა და გამომძიებელი მოატყუა.

/ოთახში გაბღენძილი
ქალი შემოდის (დირექტორი)/

– ყველანი სამზარეულოში, ჭამის დროა!

/სადილად სუპი
(სადაც ორი კარტოფილი და სამი ხახვი ტივტივებდა ) და გამხმარი პური (რომელიც
ვიღაცამ ააცალა)იყო. ლინდა ზიზღით ჭამდა./

/ტელევიზორის ყურების დრო დადგა. ძალიან ძველი ტელევიზორი
იდგა ოთახის ცენტრში გარშემო კი ბავშვები ისხდნენ და მულტფილმებს უყურებდნენ. ასეთი ძველი გოგონას სოფელშიც კი არ ენახა. ლინდა
ისევ მოშორებით იჯდა სურათით ხელში და იქიდან უყურებდა ეკრანს. შემთხვევით მოჰკრა ყური
დირექტორის და აღმზრდელის საუბარს?

აღმზრდელი – მერიიდან დარეკეს, ხვალ მერი მოვა, ბავშვებს
ახალ ტელევიზორს და ტკბილეულს მოუტანს, როგორც ვიცი ტანსაცმელსაც…

/დირექტორის ხმა ბავშვების სიცილ-ხორხოცმა გადაფარა,
ლინდამ ვერ გაიგო რა თქვა ქალმა, მაგრამ დაინახა როგორ შეეცვალა ბედნიერი გამომეტყველება
აღმზრდელს./

***

/საუზმედ ფაფა ჰქონდათ, (ტალახისებრი. ) და გამხმარი
პური, რომელიც ისევ ვირაცამ ააცალა. ლინდამ პირი ვერ დააკარა საუზმეს/
– რატომ არ ჭამ? /მკაცრად ჰკითხა დირექტორმა/
– იცით, არ მშია /მორიდებით/
– ძალიან კარგი, შეჭამე თორემ მთელი დღე არ შეჭამ /ირონიული ღიმილი/
– ვერ შევჭამ…
– რომ მოგშივდება განავალსაც შეჭამ! /გაიბღინძა
და გავიდა/

/არ შეჭამა. პატარა ბიჭი მიუახლოვდა მორიდებით, ის ლინდაზე
პატარა იყო/
– თუ არ ჭამ შეიძლება ავიღო?
– რა თქმა უნდა /უღიმის გულწრფელად/

/შუადღეს მერი მოვიდა. ტელევიზორი, ტკბილეული და ტანსაცმელი
მოიტანა. ტელევიზიაც იყო ამ ამბის გადასაღებად. აღმზრდელმა ბავშვებს შოკოლადები ჩამოურიგა.
ლინდა დირექტორისკენ იხედება და ხედავს ბოღმიან სახეს, და ფიქრობს რომ ეშმაკი ზუსტად
ასე წარმოუდგენია. დარიგებულ კანფეტებს და შოკოლადებს ბავშვები ხარბად კბეჩენ. ერთი
შოკოლადი ლინდასაც ერგო. მშიერზე მუცელი ატკინა. მერი რომ წავიდა ბავშვები ტანსაცმელს
ეცნენ და მუშტი-კრივი გამართეს. ლინდას მხოლოდ წითელი შლიაპა შეხვდა, რომელიც ბიჭმა
მოუტანა და თავზე დაახურა/
– გიხდება /უღიმის/
– მადლობა…
– როცა ტანსაცმელი მოაქვს უნდა იმარჯვო, თორემ
იმ ორს ხომ ხედავ /ხელს იშვერს/ ყველაფერს ერთმანეთის მიყოლებით იცვამენ. აქ ასეთი
წესია, ხელიდან გამოგლიჯო, შეიძლება, მაგრამ თუ ჩაიცვა უკვე თავისია და არ გაქ უფლება
წაართვა. ჭიდაობა უნდა ისწავლო გოგონი /იკრიჭება/
– ყველგან
ომია. არ მიკვირს. დირექტორი მშვიდად უყურებს როგორ აგლეჯენ ბავშვები ერთმანეთს სახეს
და თმას გახეული მაისურისთვის, ის კი უბრალოდ ტკბილეულის და ხილის კალათს იღებს და
გადის.

/ბიჭი იბნევა, ბავშვის ასეთ აზროვნებას არ ელოდა, უკან
ტრიალდება და მიდის/

/ტკბილეულიც და დიდი, ახალი ტელევიზორიც გაქრა, საღამოს
ბავშვები სხედან ძველ ტელევიზორთან და უყურებენ რეპორტაჟს სადაც აცხადებენ როგორ აჩუქეს
მათ ახალი ტელევიზორი, ტკბილეული და ტანსაცმელი. ბავშვები თავის თავებს უყურებენ და
ყურადღება გადააქვთ საკუთარ ხელში შოკოლადებსა და კანფეტებზე რომელიც უკვე შეჭამეს
(და რომლის უმრავლესობაც გაქრა), ნერწყვებს ყლაპავენ./

/ლინდას ვახშამიც არ ერგო. უყურებდა სხვების ჭამას და
ნერწყვებს ძლივს იკავებდა. დასაძინებლად რომ დაწვა, მისი მუცლის ხმა მთელს ოთახში გაისმა,
გოგონას შერცხვა და საბანში ჩარგო თავი. მხარზე ხელის დადება იგრძნო და შეშინებული
წამოხტა, მაგრამ შიშით ყვირილი ვერ გაბედა. /

ბიჭი – ნუ გეშინია,
მე ვარ.

ლინდა – რატომ არ გძინავს?

ბიჭი – იმიტომ რომ მშიერი ხარ /უღიმის თბილად/ აიღე
/ჩასჩურჩულა და გამხმარი პური და შოკოლადის ფილა გაუწოდა.

ლინდა – ეს საიდან გაქვს?

ბიჭი – ვახშამზე ჩემი პური ჯიბეში დავმალე, შოკოლადი
კი მარინა აღმზრდელმა არ მოგვცა შუადღეზე, მერი რომ მოვიდა? არ შევჭამე, ვიცოდი ხათუნა
მთელი დღე გაშიმშილებდა.

ლინდა – მადლობა. ასე ხშირად იქცევა?

ბიჭი – ყოველთვის… /ირონიული ღიმილი/

/კარებს უკან ფეხის ხმა ისმის და ბიჭიც ჩუმად იპარება/

/დილით ჩაი და კარაქიანი პური იყო საუზმედ. გოგონა ხარბად
სწვდა პურს სანამ ვინმე ააცლიდა ისევ და პირში უზარმაზარი ლუკმა ჩაიჩარა. უცებ თვალი
მოჰკრა როგორ უყურებდა ის პატარა ბავშვი გუშინ მთელი ულუფა ფაფა რომ შეჭამა ლინდას
დატოვებული. ბავშვს უკვე შეეჭამა ტავისი წილი და მაგიდაზე დარჩენილ ნამცეცებს აგროვებდა.
ლინდას გული აუჩუყდა, მიუახლოვდა ბავშვის მაგიდას და დარჩენილი კარაქიანი პური გაუწოდა/

ლინდა – აიღე… /ალერსიანი ღიმილი/

ბავშვი – არ მინდა, შენ მშიერი ხარ… /მორცხვად ჩაღუნა
თავი/

ლინდა – ნახევარი უკვე შევჭამე, ბევრს არ ვჭამ ხოლმე.
?ისევ უღიმის/

ბავშვი- კარგი /მორცხვად ართმევს. და ტკბილად შეექცევა
ლინდას კი აბედნიერებს იმის ყურება როგორ ჭამს პატარა ბიჭი მის ულუფას. სამზარეულოში
შემოსულმა დირექტორმა დაინახა ლინდამ როგორ გადასცა ვირაცას თავისი წილი საჭმელი/

დირექტ – რიჟიკა! მოდი ჩემთან! /კაბინეტში გაჰყავს სადაც მაგიდაზე მისი ასაკის გოგონა ზის/
როგორც ვხედავ ჩვენს კერძებს იწუნებ…

ლინდა – კერძებს? /ირონიულად/

დირექტ – უკაცრავად?

ლინდა – უბრალოდ აღარ მინდოდა, ნახევარი შევჭამე. /ირონია
ქრება და მორჩილად ხრის ტავს/

დირექტ – ჰოდა ნაგავში ჩააგდე ხოლმე! ასე სხვებს გააღორებ
და აღარ ეყოფათ რაც ეკუთვნით! /ყვირის/

ლინდა – მაპატიეთ /თავჩაქინდრულია/

დირექტ – კარგი /იღიმება/ მაგრამ დღესაც იშიმშილებ!

/ლინდა თავს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყებს/

ბავშვი მაგიდიდან – დედა წყალი მინდა!

დირექტ – ხომ
იცი საყვარელო სადაცაა ონკანი?/დაყვავებით/

ბავშვი მაგიდიდან – დედა შენი მოტანილი მინდა! /ქალი
გადის ოთახიდან. ბავშვი მაგიდიდან ჩამოხტა და ატირებულ ლინდასთან მივიდა თმაზე ხელს
უსვამს/ არ იტირო, აი, გამომართვი, /აწვდის ტოფიტას/ მაგრამ დამალე არ დაგინახოს დედამ
/ჯიბეში იდებს. ამ დროს შემოდის ქალი ჭიქით/

დირექტ – მირანდა! რატომ ეხები მის ბინძურ თმას? არ
შეგშვენის! დალიე წყალი და მანქანაში დამელოდე! /ბავშვი გადის, მაგრამ თვალებით თანაუგრძნობს
ლინდას/

ლინდა – ძალიან გთხოვთ, არ დამსაჯოთ ასე აღარ მოვიქცევი,
გპირდებით, არ ვიცოდი…

დირექტ – ვის რათ უნდა შენი დაპირება? უნდა გცოდნოდა!

/ლინდა მუხლებზე ემხობა, ქალის კაბის კალთას ებღაუჯება, ბიჭის
ნაჩუქარი შლიაპა სძვრება და ძირს ვარდება, ქვითინებს/

ლინდა – გევედრები ხათუნა დეიდა…

დირექტ – რაო? დეიდაო? /ირონიული სიცილი/ შენი დეიდაც
გამხადე ახლა? ჰაჰ… უყურეთ ამ თავხედს როგორ ბედავ შენი ბინძური ხელებით ჩემს კაბას
ეხები? /თმაში სწვდა ხელზე დაიხვია და ბღუჯად ამოგლიჯა, ხელზე რომ დაიხედა და ხელში
თმა შერჩა შეეშინდა და ზიზღით ხელი გაუშვა თმას/

დირექტ – რა გულის ამრევია. იმედია რამე არ გადამედება…

/ბავშვი აღმზრდელს გაჰყავს სხვა ოთახში და ჭრილობას
უმუშავებს. ლინდა გულამოსკვნილი ტირის. მერე გულში იკრავს/

აღმზრდელი – არ იტირო გენაცვალე, მალე გაგივლის, ეს
დალიე /გაუწოდა საკუთარი ჩანთიდან ამოღებული თეთრი. მერე კარგად მიიხედ-მოიხედა ხომ
არ მიყურებენო და ჩანთიდან ხელსახოცში გახვეული ძეხვი და პური ამოაძვრინა, ბავშვს გაუწოდა/

აღმზრდელი – მიირთვი გენაცვალე, ეგ არანორმალური სულ
დაგაავადმყოფებს. /ბავშვი სიხარულისგან აკანკალდა, ხორცი დიდი ხანია ნანახიც კი არ
ჰქონდა. 2 ლუკმად გადასანსლა. ქალს კი გული დაუმძიმდა და სახე დაუსევდიანდა. დამუშავებული
ჭრილობა შეუხვია და შლიაპა დააფარა/აღარც კი გეტყობა… კიდევ გტკივა? /უღიმის/

ლინდა – არა გამიარა…

/ტკივილისაგან მთელი ღამე კვნესოდა/

***

/ეზოში მზე იყო. სათნოების სახლის ეზოში გაფანტულიყვნენ
ბავშვები, ლინდა ღობეს მიყრდნობოდა და ისევ იმ სურათს დაჰყურებდა/

ბიჭი – მოიწყინე?

ლინდა – აქ მხიარულება შეუძლებელია…

ბიჭი – ვიცი… გტკივა კიდევ? /სევდიანი თვალებით უყურებს/

ლინდა – ისე ძალიან აღარ…

ბიჭი – მომიყვები შენზე?

ლინდა – ბევრი არაფერია მოსაყოლი, დედა დაიღუპა, მამა
ახალმა ცოლმა „მოაჯადოვა“, ახალმა შვილებმა, ზედმეტი ვიყავი და ბებიასთან გამამწესა,
ბებია ავად იყო და მალე ლოგინად ჩავარდა, ვუვლიდი მაგრამ ხელში ჩამაკვდა. ვეცადე. მართლა
ვეცადე, მაგგრამ მე არც ღმერთი ვარ მკვდრები რომ გავაცოცხლო და არც რომელიმე მაგის
ძმაკაცი. ორი კვირა მარტომ ვიცხოვრე. მერე დედინაცვალი მოვიდა და აქ ჩამაბარა. მას
ჰგონია ბებიას სახლს დაისაკუთრებს, მაგრამ ანდერძი ჩემზეა. ალბათ, როცა გაიგებს მომაკითხავს…
ვერ გაყიდის, ვერც დაანგრევს, ბებიამ მითხრა /გულუბრყვილოდ აქნევს თავს და გახარებული
თვალები აქვს/ 18 წლის რომ გავხდები იქ ცავალ
და ვიცხოვრებ… თუ გინდა შენც წამოდი დიდი სახლი არაა, მაგრამ არც პატარაა…

ბიჭი – /იღიმის/
იქამდე ბევრი დროა, ვერ გაძლებ…

ლინდა – მაშინ გავიქცეთ…

ბიჭი – მერე?

ლინდა -მერე რამე იქნება…

/ეზოში გამოდის
დირექტორი, სკამზე ჯდება და ქსოვას იწყებს. წითელ სვიტრს ქსოვს. როგორც კი დაინახა
ლინდას გული აერია, ბიჭს შეეშინდა და დაიყვირა, აღმზრდელი წამში იქ გაჩნდა, გოგონას
წყალი შეასხა და ყურები დაუზილა. დირექტორმა მხოლოდ ერთი წამით მოსწყვიტა თვალი საქსოვს
და გაიხედა ღობისკენ, დაინახა რომ ბავშვმა აღებინა/

დირექტ – ფუჰ… ამაზრზენი… /განაგრძო ქსოვა/

/აღმზრდელი და ბიჭი ლინდას დასტრიალებდნენ/

აღმზრდელი – რა დაგემართა საყვარელო?

ლინდა – გული ამერია /უპასუხა გულუბრყვილო თვალებით,
დამნაშავის სახით, ისე თითქოს აღმზრდელმა არ იცოდა რა გააკეთა/

აღმზრდელი – გაწყინა რამემ? მკუხე ტყემალი ხომ არ შეგიჭამია?

ლინდა – არაფერი მიჭამია /აღმზრდელის სახეზე ტკივილი
გამოისახა/ ის მწყენს /ანიშნა თვალით დირექტორზე/

აღმზრდელი – ასე ნუ ლაპარაკობ, არაა წესი, ის უფროსია…

ლინდა – არ ვიტყუები, ასე ადრეც მომსვლია, ჩემს დედინაცვალს
რომ დავინახავდი მაშინ. სულ ასე მომდის ცუდ ადამიანებზე. გულს მირევენ ცუდები… /თითქოს
ყელში რაღაც გაეჩხირაო, აზლუქუნდა ბავშვი/

აღმზრდელი – საბრალო ბავშვი, /გულზე მიიხუტა/

ბიჭი – ამ საზიზღართან რატომ მუშაობ? კარგი ქალი ხარ…

ლინდა – /ტუჩზე თითს იდებს/ ჩუუუ… არავინ გაიგონოს…

***

/ოთახის ცენტრში
კუბიკები ეყარა. ორი პლასტმასის იყო, დანარჩენი – ხის. რატომრაც ყველას პლასტმასის
უფრო მოსწონდა და ერთი ომი ამ კუბიკის მოპოვებაზე იმართებოდა. ერთ ბავშვს ვერავინ ასწრებდა
ხოლმე. ამ დღემდე, ლინდამ დაასწრო. ბავშვს ეწყინა და მივიდა ლინდასთან/

ბავშვი- მომეცი ჩემი კუბიკი!

ლინდა – შენი არაა, ყველასია!

ბავშვი – მომე-მეთქი/იმეორებს და ხელში ხის კუბიკს მუშტს
უჭერს/

ლინდა – არა! /იყვირა. ლინდას ყვირილმა ყველა გააოცა
და მას მიაშტერა, 16 წლის ბიჭიც რომელიც ოთახის ბოლოდან ნელა დაიძრა ლინდასკენ./ არ
მოგცემ! ვეღარ დამჩაგრავთ! ბოლოს ყველანი ხათუნას დაემსგავსებით! აქედან თუ წახვალთ
ციხე და საგიჯეთი არ აგცდებათ, ან სულაც იქ მოხვედრამდე დაიხოცებით! ყველანი მოკვდებით
/ბოლო ხმაზე ყვირის/ მძულხართ!/რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა, მაგრამ ხის კუბიკიანმა
პირდაპირ თავში ჩასცხო კუბიკი მთელი ძალით, შლიაპა მოსძვრა და ძირს დავარდა, მოშუშებული
ჭრილობა თავიდან გაეხსნა, ტკივილი ვერ აიტანა და უგონოდ დაეცა. ყველა მის ირგვლივ მოგროვდა.
პატარა ბიჭი, რომელიც მის ულუფებს „ემტერებოდა“ მის წინ ჩაჩოქილიყო და მილულულ თვალში
თვალს უყრიდა, ტიროდა და ზლუქუნით ეკითხებოდა/

ბავშვი – მეც მოვკვდები? მეც გეზიზღები? /მისი თვალიდან
გადმოგორებული ცრემლები ბინძურ ლოყებზე ტალახდებოდა/

/აღმზრდელმა სასწრაფო გამოიძახა, ზუსტად იმ დროს გამოვიდა
დირექტორი კაბინეტიდან, როდესაც ქალმა ყურმილი დაკიდა.

დირექტ – სულ გაგიჟდი მარინა? /შუბლზე იჭერს თითს/ ჩვენს
ბავშვთა სახლს სახელს უფუჭებ! რას იტყვიან, ყურადღებას არ აქცევენ ბავშვებსო… რა
ჯანდაბამ დაგარეკინა მანდ? /უყვირა, მხრებში სწვდა და ორივე ხელით აჯანჯღარა/ მიდი
დარეკე და გააუქმე სასწრაფოდ! /უწვდის ტელეფონს/

აღმზრდელი – შენ ნორმალური თუ ხარ? ბავშვი უგონოდ გდია
ვერ ხედავ? /თითით ანიშნებს ბიჭის მუხლებზე ჩამოკიდებულ სისხლიან თმაზე/

დირექტ – /ამრეზით/ მაგის მომკითხავი არავინაა! შენ
კი ყველას გვარცხვენ!

აღმზრდელი -მომეშივი! აქედან მივდივარ! /ხელი აიქნია/

/ზოგი ბავშვი ატირდა, ზოგი გაშტერდა/

/სასწრაფო მოვიდა/

ექიმი – უნდა
გადავიყვანოთ, ღრმა ჭრილობაა, შეიძლება სხვა რამეც იყოს…

დირექტ – დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ბავშვმა
კუბიკი ჩაარტყა შემთხვევით თამაშისას… ძალიან განვიცდი /მლიქვნელობს/ მგონი წნევამაც
ამიწია, ხომ არ გამისინჯავდით?

აღმზრდელი- რა დროს ეგაა!

ექიმი – საკაცე ამოიტანეთ…

აღმზრდელი – არც მაგის დროა! ეს წიწილა ბავშვი ხელით
ვერ აგიწევიათ? /აამ ჩოჩქოლში ბიჭმა რაღაც ნაგლეჯი ჩაუტენა ლინდას ჯიბეში. აღმზრდელი
მივიდა ბავშვი აიტაცა და სირბილით ჩაიყვანა კიბეზე. /

***

/მარინა სახლში სავარძელზე იჯდა და ამაყად შესცქეროდა,
გამარჯვებული სახით, ტელევიზორს თან თავის კატას ეფერებოდა/

ჟურნალისტი -დღეს დააკავეს „სათნოების სახლის“ არც თუ
სათნო დირექტორი, როგორც ცნობილია, მან აშიმშილა
8 წლის გოგონა, რომელსაც თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდა,
დააგლიჯა თმა და ჩვენთვის უცნობი ბლაგვი ნივთით მიაყენა ჭრილობა უკვე დაზიანებულ თავის
არეში, როგორც ადგილზე მისული გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ექიმი აცხადებს, მან
ბავშვის თავზე არსებული ჭრილობა გადააბრალა, ამავე სახლის აღსაზრდელს. /მარინა იღიმის/

მარინა – სიმართლეც აღარ სჯერათ შენი… /ისევ იღიმის/

ჟურნალისტი – გოგონა გადაყვანილია საავადმყოფოში, მის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ბავშვს აღენიშნება ტვინის შერყევა. დირექტორს ბრალად ედება ასევე დაუდევრობაც, რის
გამოც ამ აურზაურის დროს, ორი ბავშვი დაიკარგა ამავე „სათნოების სახლიდან“ . მის ბრალს ამძიმებს ისიც, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ
შესაწირს პირადი კეთილდღეობისთვის მოიხმარდა, ჩვენ დღეს გადავიღეთ ბავშვთა სახლის ყველა კუთხე და იქ
ვერ აღმოვაჩინეთ, ვერც მათთვის მერიის მიერ რამდენიმე დღის წინ გადაცემული დიდი პლაზმური
ტელევიზორი და ვერც ტკბილეული, სამზარეულოში კი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საზიანო
პროდუქტს წავაწყდიით.

***

/ლინდა საავადმყოფოს პალატაში იღვიძებს, ვენაში გადასხმა
აქვს, მარტოა. ჯიბეში ნაგლეჯს პოულობს და კითხულობს.

„მე და დიმიტრი ავტობუსების გაჩერებასთან დაგელოდებით,
შენს სოფელში გავიქცეთ“

გოგონა იღიმის წერილს ჯიბეში იდებს, გადასხმას ჩამოხსნის,
გულზემიიხუტებს და წამოდგება, თავბრუ ესხმის და საწოლზე ჯდება. მერე ნელ-ნელა ბანცალით
კედელს ეყრდნობა, ერთ ხელში გადასხმა უკავია გულზე მიხუტებული მეორით კედელ კედელ მიუყვება
კიბეს. ნელ-ნელა ეჩვევა მდგომარეობას და საავადმყოფოს ტერიტორიას ცდება. ვერავინ ამჩნევს.
სამარშუტო ტაქსის უქნევს ხელს და ცდილობს ხსნარიანი ცელოფანი დამალოს/

ლინდა – ძია ავტობუსების გაჩერებამდე გამოგყვები რა…
/მძღოლი თანხმობის ნიშნად ტავს უკრავს. როდესაც მისი ჩასვლის დრო დგება კარს უახლოვდება
და გახსნას ცდილობს/

მძღოლი – რა გქვია პატარავ ლინდა? /გოგონა შეიცხადებს/
ლინდა – დიახ… თქვენ…
მძღოლი – ყველა შენზე ლაპარაკობს, შენ ძლიერი გოგო ხარ,
და კარგი გოგოც/ გულის ჯიბეში ხელს იყოფს და საღეჭ რეზინს აწვდის/ გამომართვი… /უღიმის/
ლინდა – მადლობა /ბავშვსაც ეღიმება/
მძღოლი – მოიცადე, ესეც გამომართვი /ისევ გულის ჯიბიდან
იღებს ქაღალდის ფულს/ ყველა უფასოდ არ წაგიყვანს /ეუბნება და თვალს უკრავს/
ლინდა – მადლობა /უწყლიანდება ბავშვს თვალები/
მძღოლი – წარმატებებს გისურვებ…
მგზავრი – ყველას ასე კარგად ექცევით?
მძროლი – საჭიროების შემთხვევაში, საცოდავმა ბავშვმა
იმდენი რამ გადაიტანა… თქვენ რა, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებთ? /გადააქნია მძღოლმა თავი/

ავტობუსების გაჩერებასთან ბიჭი იდგა, ხელში პატარა
ჩაძინებული ბავშვით, ლინდას სიხარულისგან ისევ თვალთ დაუბნელდა

ავტორი: AnnA VineflY (მადამ ფისუნია)



№1  offline მოდერი Mary Drey

.........................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent