შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწარე ბედი


29-05-2015, 21:11
ავტორი padackles
ნანახია 2 445

-ეს თქვენთვის არის მალე თორემ უკვე ერთი კვირაა რაც გამოფხიზლდი -ხელი მოკიდა ექიმმა სელს და საწოლში დააბრუნა. -ანალიზებმა აჩვენეს რომ საჭირო არ არის თქვენი აქ ყოფნა. მკურნალობას სახლში განაგრძობთ. შენ კი ტომ ვიმედოვნებ სწო გადაწყვეტილებებს მიიღებ. არ დაგავიწყდეს როგორც შენ არ შეგიძლია ნინას გარეშე ცხოვრება ისე ვერ შეძლებს სელი შენს გარეშე ყოფნას. ნინას ხსოვნა შეინახე გულში, იცხოვრე აწმყოთი ისე რომ შენი არ ყოფნით გული არ ატკინო შენს საყვარელ ადამიანებს. -ახლა ტომს დაეხმარა დაწოლაში. -ტომ მე ახალგაზრდა ვიყავი ერთ საბედისწერო დილას, როცა ჩემი გოგონა ბაღში უნდა წამეყვანა საავადმყოფოში გამომიძახეს 7 წლის ბიჭუნასთვის სასწრაფო ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მას დავემშვიდობე და კარებში გამოვედი მაგრამ ჩემი გოგონა, ჩემი ნატაშა კაებთან დამედევნა და ჩამეხუტა, მითხრა რომ ვუყვარდი და მალე დავბრუნებულიყავი, ასე არასოდეს მოქცეულა. ოპერაციის გასაკეთებლად შევდიოდი როცა ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა რომ სახლიდან გავიდნენ, მან ბავშვი ბაღში წაიყვანა. მითხრა რომ ვუყვარდი და სახლში დამელოდებინა, მეც საოპერაციოში ენთუზიზმით სვედი რომ პატარა ბიჭუნასთვის ოპეაცია გამეკეთებინა და გადამერჩინა მისი სიცოცხლე, მასაც ხომ ისევე ელოდებოდნენ მშობლები როგორც მე მელოდებიან საღამოს ჩემი მეუღლე და 5 წლის ნატაშა. -ექიმმა სათვალის შიგნიდან ცრემლი შეიმშრალა. -ოპერაცია 6 საათი გაგრძელდა. როცა ხელთათმანები მოვიხსენი და გარეთ გამოვედი ძალიან დაღლილი მაგრამ გახარებული ერთ მხარეს ბავშვის მშობლები და მისი ახლობლები იდგნენ და დაზაფრული და ნატანჯი სახეებით და ჩემს სიტყვას ელოდებოდნენ მე დავიბენი როცა მეორე მხარეს ჩემი მეგობარი კოლეგები დავინახე გულშემოყილნი და ნამტირალევი თვალებით მიყუებდნენ, ზოგნიც თვალს ვერ მისწორებდნენ. გულმა რეჩხი მიყო, მაგამ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, დაბნეული ნაბიჯები ჩემი პაციენნტის მშობლებისკენ ავიღე და მათ ვახარე რომ მათი ბავშვი ჩვეულ რიტმში განაგრძობს ცხოვრებას. არაფერი სჯობდა მათი ბედნიერი სახეების ხილვას, როცა ბავშვის მამის თვალებში ის სიხარული ამოვიკითხე რომელიც არასოდეს დამავიწყდებას, დედა რომელიც მოვიდა და გულში მიკრავდა მლოცავდა და ჩემი ოჯახის ჯამრთელობას ღმერთს ავედრებდა. ნაბიჯები შევცვალე და ჩემს კოლეგებს მივუახლოვდი, დაიბნენ ზოგმა მიკიბ-მოკიბული საუბარი დაიწყო და თვალი ვერ გამისწორეს. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა ხმა აიმაღლა და აკანკალებული ტუჩებით ის სიტყვები წამოთქვა რომლის გაგონებას სიკვდილი მეჩივნა. "ქალი და ბავშვი ავარიაში მოხვდნენ, ჩვენს მისვლამდე ისინი გადაცვლილები დაგვხვდნენ, მაინვე მოკვდნენ.... ისინი შენი ცოლ-შვილი იყო" როცა ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ ჩემი გონება უკვე მათთან იყო, არცერთი სანუგეშებელი სიტყვა ჩემს ყურამდე არ არ აღწევდა. ჩემი მეუღლე ხომ შესანიშნავად ატარებდა მანქანას, ჩემზე უკეთესადაც კი, მაგამ მოხდა შემთხვევა. გავიხედე მარჯვნივ და ვხედავდი ოგო ზეიმობდნენ 7 წლის ბიჭუნას გადარჩენას მშობლები, დედა რომელიც ჩემს ოჯახის ჯამრთელობას ავედრებდა უფალს მაგრამ ცოტა დაგვიანებით. მე არ მიფიქრია ის რომ ოპერაციის გასაკეთებლად არ წავსულიყავი ჩემი შვილი და მეუღლე არ მოკვდებოდა მაშინ ხომ პატარა ბიჭუნა მოკვდებოდა. მე ცხოვრება გავაგრძელე იმის მიუხედავად ომ ყოველ დღე სახლში შესვლა ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, იმ სახლში სადაც ჩემი ნატაშა სიბილით შემომმეგებებოდა, იმ სახლში სადაც ჩემი მეუღლე კოცნით მომიხსნიდა დაღლილობას. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ის ტკივილი დღემდე მტანჯავს მაგრამ მე მყავს 22 წლის ბიჭი რომელიც ძალიან მიყვარს, იგი ჩემი და მისი მშობლების შვილია, ის მეც და მამამისს მამას გვეძახის ის ხო ის 7 წლის ბიჭუნაა რომელიც მე სიკვდილს გადავაჩინე ჩემი გოგონას სიცოცხლის სანაცვლოდ.



№1  offline მოდერი Mary Drey

.............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent