შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული სევდას ვეღარ იტევს


30-05-2015, 03:27
ავტორი gogona708
ნანახია 2 071

გარეთ, ქუჩაში წვიმს, ისევე, როგორც შიგნით, ჩემში, ჩემს სულში. გარეთ წვიმის წვეტებით სათითაოდ ივსება გუბეები, ისევე, როგორც ჩემი გული ივსება ტკივილით მაში თვითოეული ტკივილის წვეთის მომატების შემდეგ. გარეთ ცივა, ისევე, როგორც ჩემში. გული სევდას ვეღარ იტევს, ცოტაც და მგონია მართლაც ვეღარ დაიტევს და გამისკდება. ნურავინ იტყვის, რომ ცხოვრება ყველასთვის მშვენიერია იმისმუხედავად, რაც არ უნდა მოხვდეს. ამ ყველაფრის თქმა ხომ უბრალოდ დაცინვა და აბუჩად აგდებაა. ცხოვრება ყველასთვის მშვენიერი როდია, არ არის! ნურავინ იტყვის, რომ მარტოობას და მარტო ყოფნას ყველავარიანტში ოჯახი სჯობს. არა! ცუდ ოჯახს, სულ არ გყავდეს ოჯახი სჯობს! და არავინ შემეწინააღმდეგოს ამაში! არ თქვათ მარტოობას მაინც ოჯახი სჯობს, როგორიც არ უნდა იყოს ისო, არა! ცუდ ოჯახს მარტოობა სჯობს, რადგანაც მარტოობა - მარტოობად კი არა, თავისუფლებად, დასვენებად გადაგექცევა ცუდ ოჯახთან შედარების შემთხვევაში. ნურავინ იტყვის, რომ ობლობას, ცუდი მშობლების ყოლა სჯობს, როგორი ცუდებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ის მაინც გეცოდინება რომ გყვანან და არსებობენო, არა! არავინ არ თქვას! სჯობს გერქვას ოფიციალურად ობოლი და ის მაინც იცოდე, რომ ისინი კარგები გყავდნენ ოდესღაც, ვიდრე გერქვას მშობლებიანი ოფიციალურად, მაგრამ ამ ცხოვრებაშივე სულიერად გრძნობდე ობლობას. ნურავინ იტყვის, რომ შინაბერად ყოფნას, ქმარი სჯობს, როგორიც არ უნდა იყოს ისო და ასე შემდეგ, რადგანაც ნათქვამია "მოდიხარ სახლში, იმზადებ ყავას, ჯდები, ირგვლივ კი სიჩუმეა..
და ყველა ჩვენთაგანი თვითონ ირჩევს, რა არის ეს:
მარტოობა თუ თავისუფლება..."
გული სევდას ვეღარ იტევს
გული სევდას ვეღარ იტევს



№1  offline წევრი რახელი

მართალი ხარ ჩემოო კარგოოო...

 


№2  offline წევრი makoo

მომეწონა ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent