შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა დროს შეიძლება ვეღარც შეძლო ასე ტირილი.


30-05-2015, 14:16
ნანახია 1 916

მიაბიჯებ ქუჩაში, მიყრუებულ ადგილას. გვერდით ჩავლილი მანქანის ძრავის გუგუნი გაფხიზლებს ფიქრებში ღრმად ჩაძირულს. ყურთასმენას მუსიკა გიხშობს, ღმერთმა დალოცოს ყურსასმენის გამომგონებელი. ბოლო ხმაზე ისმის სიმღერა, რომელიც სულში გწვდება, შიგნეულობას გაცლის და მის მაგივრად ძვრება შენს გამოფიტულ სხეულში.ბოლო ხმაზეა, მაგრამ მხოლოდ შენ გესმის და გრძნობ. გესმის ყურებით და არა მარტო. ისმენ მსუბუქად მფეთქავი გულით, მთელი სხეულით.
წვიმს. ძლიერად წვიმს. მიუხედავად ამისა, მისი ხმა შენს ცნობიერებას არ სწვდება, არ გესმის,მაგრამ გრძნობ. შენზე დაცემულ თითოეულ წვეთს ძვლამდე გრძნობ. გესმის მხოლოდ მუსიკა, გრძნობ მხოლოდ წვიმას და ტკივილს. ტკივილს რომელიც გეუბნება, რომ შენი გული მოქანავე ჭაღია უავეჯო დარბაზივით ცარიელ სხეულში.
ცრემლები წვიმის წვეთებს ერევა, ძნელია მათი გარჩევა სველ სახეზე. თითქოს ფიტულიც სწორედ ამიტომ ხარ, მთელი გრძნობით ტირილისას ყველაფერი, რაც შენში გეგულებოდა, ცრემლებს გადმოყვა. მიუხედავად სიცარიელისა იცი, რომ იქ რაღაც დარჩა. რაღაც ღირებული. ალბათ იმედი.
ფიქრებიდან ერკვევი, ხვდები სულ კანკალებ, თრთი, ცახცახებ. მაგრამ ეს არც იმის გამოა, რომ თხლად გაცვია. არც იმის, რომ წვიმამ მთლად გაგლუმპა, მთავარი მიზეზი ტკივილია. სიცივე კი პირიქით, გსიამოვნებს. ფიქრობ იქნებ გაიყინო, რომ ვეღარ იგრძნო, ვეღარაფერი ვეღარ იგრძნო.არჩევნის გაკეთება გიჭირს კიდეც. ვერ ხვდები რა სჯობს, ყინულად იქცე და აღარ შეგაწუხოს არანაირმა ტკივილმა, უსიამოვნო ფაქტებმა თუ შეგრძნებებმა, ან პირიქით, აენთო, ყველაფერმა ორმაგად შემოგიტიოს. გეტკინოს, გულმდუღრად იტირო, შიგნეულობა დაგეწვას, მაგრამ ამით ადამიანობა სეინარჩუნო. ალბათ მეორე სჯობს. თანაც წვიმა გაგრილებს, ყურებში სევდიანი ცხოვრების სონატის ნოტები გეღვრება და ხვდები ეს სწორედ ისაა, რაც გჭირდებოდა.
ტირიხარ. წვიმაც კვლავ გრძელდება. ტირიხარ და არ გეშინია, რომ ვინმე შეგამჩნევს, არ განაღვლებს, არ გრცხვენია ცრემლების. ან ვინ უნდა შეგამჩნიოს როდესაც გზაზე-სადაც უღიმღამოდ მიაბიჯებ-ადამიანის კი არა, მანქანის დანახვაც სანატრელია... მიაბიჯებ, არ ჩერდები. კიდურები არ გემორჩილება, ყოველ წამს გგონია, რომ მუხლები მოგეკეცება და ცივ, მაგარ მიწაზე მოგიწევს დაჩოქება. ყოველ წამს ელი ჩამუხლას, მაგრამ არ ჩერდები. სასწაულებრივად გზას აგრძელებ მხრებში მოხრილი, მოშვებული კუნთებით.
დიდი ხანია რაც ასე დაბოდიალებ. უკვე ფეხები გტკივა, კუნთები გეჭიმება, მაგრამ არ გინდა სვლა შეწყვიტო. არ გინდა არც სახლში, არც სხვაგან. არ გინდა ხალხი შენს გარშემო, არც ის გინდა ღრმა ფიქრებიდან გამოერკვე და ტირილი შეწყვიტო. არ გინდა მუსიკა შეწყდეს რომელიც ფაქტიურად ძალას გმატებს.
...
აქეთ-იქით იხედები. ჩიხში ხარ. ეს არ გთრგუნავს მიუხედავად იმისა, რომ იცი, წინ გზა აღარაა. სამაგიეროდ უკან არის დიდი მანძილი გასავლელი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უკან მიხედვა, უკან დახევა სიამოვნებას განიჭებს. წვიმა კი კვლავ არ შეჩერებულა. იცი-ახლა თუ გაჩერდები, შეიძლება სხვა დროს ვეღარც შეძლო ასე ტირილი. ამიტომ ტირიხარ. ხმით სლუკუნებ. იმედოვნებ, რომ ამით გულზე მოგეშვება, ასეც არის. გრძნობ, რომ გულს ნელ-ნელა სწყდება პატარ-პატარა, სევდით სავსე ტომრები. მსუბუქდები, მაგრამ არც იმდენად რომ გაფრინდე. გაჭედილი ხარ სადღაც შუაში. არც ხრწნადი გვამი ხარ, არც ანგელოზად ქცეული სული. ხარ ადამიანი. რომელიც ყველაფერს გრძნობს,რომელსაც ესმის, სტკივა...
აანალიზებ, რომ ეს საუკეთესოა. ხვდები, რომ ადამიანობა საუკეთესო მდგომარეობაა. იყო ადამიანი,იგრძნო, გაიგო, გეტკინოს. ხვდები მონეტას მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებდი.ხვდები, რომ ადამიანობას დადებითი მხარეებიც აქვს, მართალია ტკივილსაც დადებითად თვლი, მაგრამ დარჩენილი გრძნობები, მართლაც რომ საოცარია. აანალიზებ, რომ იყო ადამიანი ნიშნავს იგრძნო. ეს არის მთავარი ცნება. იგრძნო, მაგრამ არა მხოლოდ ტანჯვა, არამედ სიხარული, სიამოვნება, სიყვარული, ბედნიერება. ეს უკანასკნელი ამ მომენტსაც შეესაბამება. შენ ხომ ბედნიერი ხარ ახლა. გტკივა, ტირიხარ, სველდები, გცივა, მაგრამ ეს ხომ გახარებს.
ხვდები გული მოიოხე. უეცრად გეღიმება. თითქოს რაღაც არაამქვეყნიურს ჩაწვდი. ახლაღა მიხვდი როგორ გაბედნიერებს თითოეული ნერვი შენს სხეულში. გრძნობ შეივსე, აღარ ხარ გამოფიტული. იღიმები, ცრემლებს იწმენდ, სლუკუნს წყვეტ და სიამოვნებისაგან ოხრავ. ხედავ, შენს წინ გზაა. გზა სადაც მხოლოდ შენ ხარ. გზა გრძელია. იცი რამდენი გამოიარე. იცი უკან უნდა დაბრუნდე-ცივილიზაციაში. უკან სადაც შენი სახლია, ხალხია, ხმაურია. ხვდები წეღანდელ გამოფიტულ სხეულში მართლაც რომ იმედი დარჩენილიყო, რომელიც გაძლიერდა. გაძლიერდა და მისი მეშვეობით ახლა უკვე მხნედ მიაბიჯებ უკან, ხალხისკენ. ხმაურისკენ...



№1  offline წევრი Ignifex

ძალიან მაგარია! მიყვარს მე თითოეული სიტყვა ამ ნაწერის,დანარჩენი იცი და რაღა ვთქვა <3

 


Ignifex
ძალიან მაგარია! მიყვარს მე თითოეული სიტყვა ამ ნაწერის,დანარჩენი იცი და რაღა ვთქვა <3

ძალიან მესიამოვნა ესეთი კომენტარი და შეფასება, დიიდიი მადლობა<3 მითუმეტეს შენგან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent