მართალია რომ ამბობენ.. გული არ ბერდებაო
ამდენი წლის შემდეგ.. ვუყურებდი მის თვალებს და ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ვერავის თვალებში ვერ ჩავიძირებოდი ასე ღრმად... ვიცოდი.. რომ ასეთი სითბოთი არავისთვის შემიხედავს... ვერ ვამბობდი სიტყვას, რითიც მის მიმართ სიყვარულს გამოვხატავდი და ვხვდებოდი.. ვხვდებოდი რა ფუჭი იყო ყოველი ვითომ გრძნობით გაჯერებული სიტყვა სხვებისთვის ნათქვამი...ვუყურებდი მის სახის კონტურებს...ნაკვთებს... და ვხვდებოდი.. რომ ასე წმინდად და შეურყვნელად ვერავის ფიზიკურ სილამაზეზე ვეღარ ვიფიქრებდი...და არც მიფიქრია.. ყველა მოგონება თავში ტრიალებდა.. და ვხვდებოდი რამდენად ძვირფასები იყო ისინი.. რადგან ახლაც დეტალურად მახსოვს...მახსენდებოდა პირველი კოცნა.. ჩემი აწითლებული ლოყები და მისი ღიმილიანი სახე... აი ახლაც.. ძველებურად თბილად და ფართედ მიღიმის.. თან ლოყები ეჩხვლიტება..ის ქუჩის გადაღმა დგას.. ჩვენ შორის მოძრაობს ხალხი.. მანქანები.. მაგრამ მხოლოდ ერთმანეთის თვალებს ვხედავთ... ირგვლივ სხვა ყველაფერი შეჩერებულია... ის შავი კულულები ასე ძალიან რომ მიყვარდა გათეთრებულა...მის ღიმილიან სახეს სინანული ცვლის... მე თვალები მლაშე სითხით მევსება..ის თავს დანანებით გადააქნევს აქეთ იქით.. შემდეგ კი ბრბოშ ი ერევა... მე ღრმად ამოვისუნთქე.... ისევ იმ ადგილს გავუშტეერე თვალი, სადაც წეღან ის იდგა.. ახლა კი სიცარიელეა... მართალია რომ ამბობენ.. გული არ ბერდებაო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.