შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსტრაქციიდან უსასრულობაში


2-06-2015, 00:14
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 328

როგორ მიყვარდი მე ახლაც მახსოვს,
შენს თვალებს როგორ შევსციცინებდი.
შენი პირველი სიტყვაც კი მახსოვს,
რომელსაც სდევდა შეხება წრფელი.

მახსოვს,შენ როგორ მითხარი სიტყვა,
სიტყვა,რომელმაც მე სულ შემცვალა.
სიტყვა,რომლითაც ვსულდგმულობ დღესაც,
სიტყვა,რომელმაც ცა შემაყვარა.

ახლა,როდესაც წახვედი იქით,
ზეცას მიჰბარე შენ სული შენი.
მე ცა მიყვარს და მას შემოვეტრფი,
მე შენზე ასე გაგიჟებული.

მე გაღმერთებდი და კვლავ გაღმერთებ,
შენით ვსუნთქავ ამ წამსაც მე ჟანგბადს.
იცი,სიტყვებით ვერ აღვწერ გრძნობას,
რომ გამაგიჟა და დამაბრმავა.

ალბათ,ეს არის მხოლოდ სიგიჟე,
არა,ის სცდება ყოველგვარ საზღვარს.
აბსტრაქციაში როცა ვიყავი ,
უსასრულობის წილი ვარ ახლა.

მეტი,რა გითხრა,ამაზე მეტი,
მეტი სიტყვები არ მაქვს მე გულში.
ერთი ბწკარიც კი არ დამრჩა მართლა,
მხოლოდ გრძნობებით ვსულდგმულებ ახლა.

22.03.14




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent