შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრის იმედად


6-06-2015, 03:25
ავტორი jango
ნანახია 1 718

მე მოგიყვები ზღაპარს.იმ ზღაპარს,რომელიც ჩვენ ცხოვრებაზე იქნება,ან ქალზე და კაცზე,ან უბრალოდ ადამიანებზე.ზღაპრებში ხომ სასწაულები ხდება,არიან დევები,ლაპარაკობენ ცხოველები,ფრინველები,ხეები,კლდეები,მოკლედ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ზღაპარში ისე რომ არავის არაფერი გაუკვირდეს,მხოლოდ ისიამოვნოს მისი განვითარებით.ზღაპრის აუცილებელი და ერთადერთი წესი კი მხოლოდ ერთია,დასასრული ბედნიერი,იმედისმომცემი,კეთილის გამარჯვებით ტკბობა და ასე შემდეგ ყველაფერი კარგი,რის გადმოსაცემადაც ადამიანებს სიტყვები მოგვიფიქრებია.
ყოველთვის ვფიქრობდი,რომ დაუჯერებლად კარგი ამბების მოხდენა,რეალობაშიც შეგვიძლია,აქედან გამომდინარე ეს ზღაპარი იქნება ჩვენი ცხოვრების ანარეკლი სარკეში,რადგან რეალობა არც ისე ზღაპრულია.ეს იქნება ისეთი ანარეკლი,სადღაც,ოდესმე ზღაპრად რომ მოუყვებიან ძილის წინ შვილებს.ამ ზღაპარში ვილაპარაკებთ ჩვენ,რეალური ადამიანები,რეალურად გასაგებ ენაზე.თუ ვინმე იკითხავს რატომ არის ეს ზღაპრული,ისედაც ხომ ვლაპარაკობთო,ვეტყვი რომ კი ბატონო,ვლაპარაკობთ და თანაც რამდენს,ოღონდ არა რეალურად გასაგებ ენაზე,ჩვენ მხოლოდ მოვალეობისთვის ვაკეთებთ ამას.ზღაპარში კი ჩვენ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთისთვის ლაპარაკს შევძლებთ.ყველა ჩვენ სიტყვას ზრუნვას ამოვაყოლებთ,რადგან სხვანაირად გული არ გაგვიშვებს.რეალური,ნამდვილი,უბოროტო სიტყვები გულიდან ამოდის და გულთანვე მიდის,ასეთ სიტყვებს ყურებთან არაფერი ესაქმება.ნამდვილ სიტყვას არ ჭირდება ენის ჭარტალი,ასეთ სიტყვებს თვალებიდან უფრო გასაგებად ამოიკითხავ,ქცევიდან ამოიკითხავ,მოქმედებიდან ამოიკითხავ,ეს არის რაც გვაკლია ჩვენს სინამდვილეში.
უკანასკნელი იმედივით ვებღაუჭები ამ აზრს,იქნებ ამ წუთებში მოგონილი ზღაპარი რამენაირად დავაჯეროდ ჩვენ შვილებს,რომლებიც თავის შვილებს დააჯერებენ და ასე თაობიდან თაობას უფრო და უფრო რეალურ ამბად გადაეცეს.
მომავალმა შეიძლება გვაპატიოს,ნაანდერძევი გაჭირვება,ზღაპრულობისგან შორს მდგარი ქვეყანა,ისტორია წაშლილი ქუჩები, ნაგვით ამომშრალი მდინარეები,რწმენის გარეშე დარჩენილი მორწმუნეობა,მაგრამ სიტყვის გაუფასურება არ გვეპატიება,სიტყვის დაკარგვა არ გვეპატიება,არ გვეპატიება ვამბობდეთ სიტყვას „მაპატიე“ და გული ბოღმით გვქონდეს სავსე,ვამბობდეთ „მიყვარხარ“ და არ იყოს დამაჯერებელი,ვიფიცებოდეთ და იქვე გინება გვჭირდებოდეს ფიცის დასამტკიცებლად.ეს ზღაპარი ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება,ჩვენს სინდის,ჩვენს ადამიანობას ჭირდება,ჩვენს სულებს ჭირდებათ რომ დამძიმებულებმა მიწაზე არ ვიხოხოთ და აფრენა შევძლოთ იქ სადაც ზღაპრების მოგონება აღარ დაგვჭირდება.

დაუჯერებელია ხომ? არადა მე მთელი ცხოვრებაა მჯერა ზღაპრის ახდენის და იქნებ ვიმსახურებ ამ ზღაპრის ახდენას? თუ ასეა მინდა რომ ჩემი ზღაპარი ყველას აგვიხდეს,მინდა მჯეროდეს ეჭვის გარეშე და მიყვარდეს ფიცის გარეშე,ეს ზღაპარია რისი დაჯერებაც ყველას გვჭირდება.



№1  offline მოდერი Mary Drey

.......................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent