შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის აჩრდილი


8-06-2015, 22:49
ავტორი northern light
ნანახია 3 049

წვიმდა , წვმდა გადაუღებლად , კოკისპირულად. თითქოს არავის გაჰკვირვებია ეს მაგრამ თუ დავაკვირდებოდით მივხვდებოდით, რომ ცა ტიროდა , თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო , თითქოს თანაუგრძნობდნენ ცას და ცდილობდნენ გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო, ზოგი პირდაპირ მიწაზე ეცემოდა და ნამავდა , აგრილებდა და სულს უცოცხლებდა ჩამქრალ დედამიწას, ზოგიც ხის ტოტებზე შერჩენილ გაუფერულებულ ფოთლებს ეცემოდა და ასე გრძელდებოდა ... დაუსრულებლად! პირველად მაშინ დაგინახე , თავსხმა წვიმაში დაგინახე და იცი რა წარმომიდგა თვალწინ?
ჩემი დახატული შენ!
ახლა? ახლა ციდან გიყურებ ,ახლაც გხატავ, უფრო ლამაზს რადგან ციდან შენი წკრიალა სული მკვეთრად ჩანს . ჩემი ბოლო ამოსუნთქვა მახსენდება , მაშინ რა ვგრძნობდი? მაინც შენ გგრძნოდი, მაშინაც შენი სურნელი მიწვავდა ცხვირს.
-მარტო ტკივილს ვგრძნობ, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდება.ირგვლივ ვიხედები და ჩემს სხეულს ზემოდან დავყურებ. მინდა წამოვაყენო მაგრამ არ შემიძლია! ის იარაღი მინდა ავიღო ხელში რომ მიჭერია მაგრამ ისე დამძიმებულა ვერ ვერევი... ზეცისკენ მიმავალ გზას ვადგავარ, ეს უკვე გამარჯვებაა! მიხარია და გაძლიერებული მივიწევ ღრუბლებისკენ. მაგრამ მოიცა!
მას რა ვუთხრა? როგორ ვაგრძნოინო რომ მე გამარჯვებული ვარ! როგორ ჩავიკრა გულში და ცრემლით დანამული სახე დავუკოცნო?
მაგრამ გვიანია... უკან ვერ ვბრუნდები, ჩემს ძალებს აღემატება მაგრამ რაღაც მაინც მქაჩავს უკან , რაარის ეს? შენი თვალებია!
დედის შემზარავი კივილი მესმის, მამა ჩუმად დგას. შენ... შენ ჩემს სხეულს ეხუტები და მთხოვ რომ ავდგე და ხმა ამოვიღო. მინდა, განა არ მინდა, მაგრამ ვერ გაწვდენ ხმას, მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და მაპატიო მაგრამ ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვები უსასრულობაში იკარგება და ექოდ ჩამესმის.ერთ ფურცელს ვიღებ და ზედ ვერნათქვამი სიტყვები გადმომაქვს.
"ჩემი დახატული შენ"
"ვიცი ამ წერილის წაკითხვა ძლიან რთული იქნება შენთვის, მაგრამ გთხოვ, ცრემლების გარეშე ჩაიკითხე ბოლომდე. ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი. და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი. ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია. დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ. ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი. ვიცი ძნელია შენთვის. ვიცი როგორ გიჭირს , ვიცი რას გრძნობ მაგრამ ჩემთვისაც ძალიან ძნელია გიყურო როგორ დასტირი ჩემს საფლავს , მაგრამ ამაყი ვარ! საოცრად ამაყი იმით რომ შენ ოდესღაც ჩემი გერქვა! პირობა უნდა დადო რომ ბედნიერი იქნები! ბედნიერი იქნები და ჩვენი პატარას ღიმილში ყოველთვის გაგახსენდები. არასდროს შემეძლო ჩემი გრძნობების ამოფრქვევა მაგრამ ახლა მტანჯავს შენი სულის ტკივილი! უბრალოდ გთხოვ , ოდესღაც აალებული ჩვენი სიყვარულის ხათრით ბედნიერი იყავი... და გახსოვდეს , გახსოვდეს რომ მე სულ შენთან ვარ... ჩვენი სიყვარულის ხათრით.."



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა..საინტერესო იყო,ლამაზიც იყო და სენტიმენტალურიც,რაც ძალიან უხდებოდა.
რომ გითხრა გრაატიკული შეცდომები თვალში საცემად არისო ტყუილი იქნება,მაბრამ "მიჭერავს" გეწერა და ეს საშინლად მომხვდა თვალში.გაასწორე და მეტი ისეთი არაფერი იყო.

 


№2  offline წევრი ninaka)))

კარგი იყო მომეწონა, ნიჭიერი გოგო ხარ შენ <3 და რაც ყველაზე მთავარია შინაარსიანი, საინტერესო და რეალობასთან ძალიან ახლოს იყო ეს ჩანახატი პირადად ჩემთვის.. წარმატებებს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

ლამაზი იყო ძალიან. წარმატებები <3

 


№4  offline წევრი Ignifex

მართლა ძალიან ლამაზი იყო. მომეწონა მართლა. წარმატებები

 


№5  offline წევრი tatiko

კარგია დზალიან საინტერესი და დამაფიქრებელია

 


№6  offline მოდერი Mary Drey

.......................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent