შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებიის ჩახუტება


9-06-2015, 17:04
ავტორი madamfiso
ნანახია 1 775

ექიმის კაბინეტიდან გამოვედი.
ექოსკოპიიდან.
ხელში რაღაც შავი სურათის მსგავსი მეჭირა და სწრაფად მივაბიჯებდი ქუჩაში.
ერთი სული მქონდა მისთვის მეთქვა.
დრო და დრო შავ ფოტოსურათს ხელში ვჭმუჭნიდი და გულზე ვიკრავდი.
აი მისი სადარბაზოც.
პირველი კიბე.
ლიფტი არ მუშაობს.
სხვა დროს წუწუნს დავიწყებდი, რა ავა მეშვიდე სართულზე მეთქი მაგრამ ეს მხოლოდ სხვა დროს.
ახლა უთუოდ ავალ!
არა, კი არ ავალ ავფრინდები…
გულში თითქოს ჩიტი შემიძვრა და უცებ აღმოვჩნდი მეშვიდე სართულზე.
შავ კართან.
ზარი დავრეკე.
ვერ მოვითმინე და რამდენჯერმე გავიმეორე.
კარი მოხუცმა ქალმა გამიღო.
-გამარჯობათ…
-გაგიმარჯოს, შემოდი შვილო.-ახსნაც კი არ დამჭირდა, ვინ ვიყავი და ვის ვეძებდი.
სავარძელში იჯდა.
საცვლებით.
ხელში ლუდის ქილით და რაღაცაზე ბურდღუნებდა. (როგორც ჩანს მისი გუნდი აგებდა)
რომ შევედი სახე გაუბრწყინდა წამოდგა და შუბლზე მაკოცა.
-რატომ არ დამირეკე, ჩაცმული მაინც დაგხვდებოდი,-ჩაეღიმა და მოხუც ქალს მიაძახა ყავა გაუკეთეო, უშაქროდ…
-არაუშავა, რაღაც კარგი ამბავი მაქვს…
-მართლა? მაშინ გისმენ,-ხელით მანიშნა სავარძელზე.
ჩამოვჯექი, მაგრამ რაღაც უხერხულად. ეს ქალი პირველად ვნახე მასთან. ბებია იყო სოფლიდან სწორედ იმ დილით ჩამოსული. ხილი და ჩურჩხელები გამომიტანა, გოგოს უშაქრო ყავას როგორ ალევინებო თან გაუწყრა შვილიშვილს.
-მისი ბრალი არ არის, მე არ მიყვარს ტკბილი, ქალბატონო.
-თორე შაქარი ხომ აქვს სახლში, ბებია რომ არ ჰყავდეს შიმშილით მოკვდებოდა.-ყველას გაგვეცინა.
-ეგ რა ქაღალდია?-მკითხა უცებ, გულზე მიკრული შავი სურათი რომ დაინახა.
-ექიმის დასკვნა და ექოსკოპიის ფოტოსურათი.
-რა იყო, ცუდად ხომ არ ხარ?
-არა… ორად ვარ… ორნი ვართ.-და თვალებიდან სიხარულის ციმციმები ფაბრქვიე.
ბებიამისი სიხარულისგან ჩაიკეცა და ატირდა.
მაშინვე წამოვხტი და წყალი მივუტანე.
-რას აკეთებ გოგო! შენთვის ახლა ასეთი მკვეთრი მოძრაობები რავა შეიძლება?! მიდი დაჯექი, ახლა რაღა მომკლავს მე?-შევამჩნიე სამზარეულოში გასული კაბის კალთით რომ იმშრალებდა თვალებს.
მარტო რომ დავრჩით სიხარული თავდაყირა დადგა და ტკივილად იქცა.
-მამობისთვის ჯერ მზად არ ვარ.
-მაგით რისი თქმა გინდა?
-იქნებ…
-რას ამბობ! გაგიჟდი? -ფეხზე წამოვხტი და ავყვირდი,- გინდა შენი შვილი ჩააქვავო მუცელში, ჯერ არც კი დაბადებულა და უკვე გინდა მოკვდეს?
-აბა რა გინდა, ცოლად შეგირთო და პამპერსიანი ბავშვი ვასეირნო ქუჩებში?
-არა, მინდა რომ დედაშენს ჩაექვავებინე ისე, როგორც ამ ბავშვის მოკვლა გაივლე თავში ახლა აზრად!-გავაღე კარი და კიბეებზე დავეშვი.
სირბილით.
მესმოდა როგორ უყვიროდა მოხუცი ქალი, როგორ ლანძღავდა საკუთარ შვილიშვილს და უცებ მოზღვავებული სითბო ვიგრძენი სულში.
ფეხის ხმა შემომესმა.
მე უფრო ავჩქარდი და გავიქეცი.
ფეხი გადამიბრუნდა და წავბორძიკდი, მაგრამ არ წავქცეულვარ.
კიბეზე ჩამოვჯექი და ავტირდი.
ალბათ მესამე სართული იქნებოდა.
ვტიროდი იმიტომ რომ მტკიოდა სიხარული სევდაში გადაზრდილი.
მტკიოდა ჩემი შვილი რომელიც ბიჭი თუ იქნებოდა ერთ-ერთ ჩხუბში უდაოდ მიაძახებდა ვიღაც მასზე ნაკლებად ღონიერი მაგრამ ენამწარე “ნაბიჭვარს”.
აქოშინებული მოხუცი ქალის წკაპუნა ქოშები მომიახლოვდნენ.
-შვილო ხომ გითხარი მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო-მეთქი? შენ კი ისე გამოიქეცი გამძვრა ქალს სული.-თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა.
-რატომ დამედევნეთ?
-არ მოკლა შვილო ბავშვი, ძალიან გთხოვ…-ისევ ავტირდი.
ქალმა გულზე მიმიკრა.
-თქვენს შვილიშვილს უნდა რომ მოვკლა.
-გადაიფიქრებს , შვილო… უბრალოდ მოულოდნელი იყო.
-არამგონია, მიმატოვებს…
-მე არ მიგატოვებ…
ქალის რბილ, სათუთ სხეულს მივეტმასნე… ვგრძნობდი მის ხელებს ჩემს თმაში მოსრიალეს ნავებივით, დამჭკნარ თითებს და ცხელ ცრემლს რომელიც ხმაზე თითქოს არ ემჩნეოდა მაგრამ თმაში მაწვიმდა და კანს მიწვავდა.
ნაღრძობი ფეხის ტკივილიც დამიამდა და ყველა ტანჯვაც რაც ოდესმე მენახა და რაც ცოტა ხნის წინ მომაყენა მისმა შვილიშვილმა…
რამხელა ძალა ჰქონია თუნდაც ერთს, მაგრამ სიღრმიდან წამოსულ ჩახუტებას.
ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)



№1  offline მოდერი Mary Drey

..........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent