ალექსანდრეს ალექსანდრა შეუყვარდა (თავი II)
დილით, ასე თორმეტ საათზე კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. მაშინვე წამოვხტი, გოგონები არ გამიღვიძებია. ჩაცმა დამეზარა და იქვე მიგდებული თეთრი პლედი შემოვიხვიე. სირბილით ჩავიარე კიბე და პირველ სართულზე აღმოვჩნდი. სწრაფად გავაღე კარი და... ჩემდა გასაკვირად სანდრო დავინახე. -დილამშვიდობისა ,,ძეტკა''. -გამარჯობა. შემოდი. სანდრომ თვალი მოავლო სახლს და რომ ვერავინ შეამჩნია მაშინღა მკითხა: -დათუნა სად არის? -სახლში არავინაა. ჩემს ორ დაქალს თუ არ ჩავთვლით, ზევით გაშოტილები წვანან. ორივეს გაგვეცინა. -დათუნა სადაა? -არ იცი? მთელი საძმაკაცო წყნეთშია. -აა.. ცუდია, მაგის ნახვაც მინდოდა. -სამ დღეში ჩამოვა. -კარგი მაშინ მე წავალ. და წამოდგომა დააპირა. -არა, არა. ვისაუზმოთ და ისე წადი. -,,ხარაშო''. გავუღიმე, მაგრამ ისევ გამაღიზიანა მისმა ასეთმა მეტყველბამ. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ თითქის ნახევრად შიშველი, პლედშემოხვეული ვიდექი სანდროს წინ და ოდნავ წამოვწითლდი. -ავალ, გოგონებს გავაღვიძებ. -კარგი. მიდი, დაგელოდები. კიბეებზე ავირბინე. გოგონები უკვე იცვამდნენ. მეც ჩავიცვი და სამივე ჩამოვედით სამზარეულოში. მარიმ უცებ შეწვა კვერცხი. მე მაცივარში სალათი მქონდა. პიცაც გამოვიძახეთ და სანდროს დავუძახეთ. -სანდრო გაიცანი. ეს მარია, ეს ანუკი. ჩემი დაქალები არიან. -სასიამოვნო. დაიძახეს გოგონებმა ერთხმად. -ჩემთვისაც. მგონი ისინი არიან დილით გაშოტილები რომ იწვნენ. ყველამ ერთხმად გავიცინეთ. სანდრო ჭამისას ათას რამეს ყვებოდა. გოგონები იცინოდნენ, მე კიდევ რაღაც არ ვიყავი ხასიათზე და სერიოზული სახით ვიჯექი. სანდრო რომ წავიდა, მარი სიცილით ყვიროდა: -რა კარგი წყვილია?! სანდრა და სანდრო. ალექსანდრა და ალექსანდრე. -სისულელეებს ნუ ამბობ. ეგ ბიჭი მე დასავით მიყურებს. -მარი რა დებილი ხარ. სანდროს დაიკოსავით უყვარს სანდრა - თქვა ანუკიმ. და მისმა ასეთმა განცხადებამ ძალიან გამაკვირვა. -კარგი, გოგოებო მე ინგლისურზე მივდივარ. თუ გინდა იყავით თქვენ. -არა გოგო. მეც საქმეები მაქვს. ნახევარ საათში ერთად გავედით სახლიდან. ინგლისურიდან რომ ვბრუნდებოდი ჩემ წინ მანქანა გაჩერდა. მანქანიდან სანდრო გადმოვიდა. -სანდრაა!! საით მიდიხარ? -სახლში. -წამო, გაგაყოლებ. -წამო. ცოტა ხნით ბენზინგასამართ სადგურზე შევჩერდით და ზუსტად მაშინ სანდროს თვალებში შევამჩნიე ის, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. ის მიყურებდა სიყვარულით, მაგრამ არა ისეთით, ,,დაიკოებს'' რომ უყურებენ ხოლმე. მიცინოდა და მის სიცილში სულ სხვანაირი სითბო იგრძნობოდა. უკვე საღამოს შვიდი საათი იყო და ბნელდებოდა. ჯერ ნახევარი გზა გვქონდა გავლილი. და უცებ... დავინახე როგორ გამოვარდა შესახვევიდან შავი BMW და დაეჯახა ჩვენს მაქანას. სხვა არაფერი მახსოვს. მხოლოდ დიდი ტკივილი ვიგრძენი და ალბათ გონება დავკარგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.