ჯილდო უმადურობისთვის
თითქოს ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო... სამსახურებიდან დაბრუნებულ ადამიანებს დასვენება კარგა ხნის წინ დაეწყოთ. აქა-იქ ქუჩებს, ღამის წყვდიადის გასაფანტად, ლამპიონები ანათებდა ისე, როგორც ადრე... მიწა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ზაფხულის მზის მწველი სხივებით გაჟღენთილიყო, ახლა ცდილობდა გაგრილებას. ქალაქის მდინარის გასწვრივ დარგულ მცენარეებს, თითქოს უხაროდათ წამით ჩაქროლებული ნიავის გამოჩენა და ამის დასტურად სასიამოვნოდ შრიალებდნენ. სწორედ მათი და ჯერ კიდევ კანტი-კუნტად მოძრავი მანქანების ხმაური არღვევდა ღამის წყვდიადის მყუდროებას. ამაში არაფერი იყო უჩვეულო, რადგან, ერთი შეხედვით, ყველაფერი ისევე ხდებოდა, როგორც ადრე... თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... შუაღამე გადასული იყო. ამ დროს კი, გარეთ გამოსულ ადამიანს ნაკლებად თუ შეამჩნევდა ვინმე. აი, ის ბიჭი, რომელიც მთვარეულივით თავგზააბნეული მიაბიჯებდა ჩაბნელებულ ქუჩაში, ერთ-ერთ იმათგანს წარმოადგენდა, რომლისთვისაც ასე ყიალი უცხო ხილი არაა. ერთი შეხედით ჩვეულებრივი ბიჭი ჩანდა, 19-20 წლის. ალბათ მასაც დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, როგორც მისი ასაკის სხვა ადამიანების უმეტესობას. თუ შორიდან დააკვირდებოდი განსაკუთრებულს ვერაფერს შენიშნავდი, მაგრამ ახლოდან დაკვირვბის შედეგად შეიძლებოდა მიმხვდარიყავი, რომ მის სულში სრული ქაოსი სუფევდა. სიბნელეში, მთვარის შუქზეც, კარგად ჩანდა, როგორ გაფერმკრთალებოდა სახე და ხანდახან ტუჩები, ჩუმად წარმოთქმული სიტყვების გამო, ციებიანივით უთრთოდა. ბიჭი საკუთარ მეორე მეს ედავრბოდა... "ამაზე მეტი პრობლემა არავის ჰქონია?" -არ ვიცი. ალბათ ჰქონია ვინმეს, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისზე მეტად რთული გადასატანია. "იმ სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ შენსავით ეფიქრათ... მაშინ რა მოხდებოდა?" -მე სხვა ვარ, ისინი სხვები არიან. მე განვსხვავდები მათგან - უფრო სწრაფად ააცმაცუნა ტუჩები მან. "რითი განსხვავდები? - თითქოს დასცინა საკუთარმა მეორე მემ. -გამოსავლის პოვნა გეზარება და ყველაზე ლაჩრული გზა აგირჩევია." -მართალია... ალბათ მეზარება გამოსავლის ძიება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. "როგორ არა?! ეს ყველაფერს ცვლის!" -როგორ ცვლის? რას ცვლის?- წამოიყვირა მან. - გამოსავლის პოვნს რომ მოვინდომო გავაცოცხლებ დედაჩემს? "დედაშენს ვერ გააცოცხლებ, მაგრამ შეგიძლია მოძებნო გზა, რომლითაც მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი შეგიმსუბუქდება." -სისულელეა... "არაა სისულელე. ბევრ ადამიანს დაჰღუპვია მშობლები, მაგრამ გადაუტანიათ." -სხვები სხვები არიან, მე მე ვარ. მე არ შემიძლია... "ეს უბრალოდ მიზეზებია, რომლითაც შენ ცდილობ შენი უაზრო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა გაამართლო." -ალბათ ასეა. "ალბათ კი არა, ზუსტად ასეა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ასე?.." -იმიტომ, რომ დავიღალე. "სასაცილოა." -რატომ? "იმიტომ... რამ დაგღალა?" -პრობლემებმა... "ეს კიდევ უფრო სასაცილოა... რას ეძახი შენ პრობლემას?" -დედაჩემი... "დედას თავი დაანებე. ეგ არაა პრობლემა." -მეგობრებს ჩემი არ ესმით... "ალბათ იმიტომ, რომ მიზეზი შენშია. შენ კი არ ცდილობ გამოსავლის პოვნას.უნდა მონახო ისეთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად გაგიგებს, ან უნდა შეიცვალო იმისთვის, რომ სხვებმა გაგიგონ. ცხოვრების რიტმს უნდა აჰყვე." -შეყვარებულმა ცოლობაზე უარი მითხრა. "არაუშავს, ამის გადატანაც შესაძლებელია." -სწავლის გადასახადის გადახდა არ შემიძლია, რადგან ვერავინ მეხმარება. "ხელები რისთვის მოგცა ღმერთმა? იმუშავე და შენ თვითონ გადაიხადე." -სამუშაოდ არავინ მიმიღო. - ყველაზე აბსურდული მიზეზებით ცდილობდა საკუთარი გადაწყვეტილება როგორმე გაერთლებინა. "და შენ გგონია ის, რაც შენ გადაწყვიტე უშველის ყველაფერს?" -ალბათ უშველის. "სასაცილო იქნებოდა სატირლი რომ არ იყოს." -რატომ? "რა უაზროდ იმეორებ მაგ სიტყვას : "რატომ""რატომ"? რისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა?! რისთვის იბრძოდა დავითი, თამარი, ერეკლე?!. რისთვის გასწირეს თავი დემეტრემ, ცოტნემ, ილიამ?!. რისთვის შრომობდნენ შოთა, დავითი, ექვთიმე?!. და საერთდ, რითვის მოღვაწეობდნენ სხვები?! დარწმუნებული ვარ, მათ ერთი წამითაც კი არ უფიქრიათ, მათი შთამომავლობა იმ დონემდე დაეცემოდა, რომ სისხლითა და ოფლით შენარჩუნებულ საქართველოში ისეთ სისულელეებზე იწუწუნებდნენ, როგორებზეც შენ და შენნაირები წუწუნებთ. თქვენ, რომლებიც გამოსავალს წამლის გაჩხერაში, ღვინოში ჩახრჩობასა და, უკიდურეს შემთხვევაში, ში ხედავთ..." ბიჭს ისედაც ფერმკრთალი სახე სულ გაუფითრდა და სილურჯემ გადაჰკრა. მართალია მისი პოზიცია საკუთარ თავთან ჭიდილში შერყეულიყო, მაგრამ იმდენად ამაყი აღმოჩნდა, რომ ეს ვერ აღიარა... -მე არ მაინტერესებს რა ხდებოდა ადრე. დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან, მე კი რა ხეირი იმით, რომ სუნთქვა შემიძლია? "საცოდავი ხარ ამდენს რომ ვერ ხვდები... ზოგი შენატრის იმას, რაც შენ გაქვს. შენ კი გაქვს და ვერ აფასებ." -რა მაქვს? ერთი დაობებული ოთახი, ყოველ დღე ძლივსნაშოვნი პური, თუ სამი ხელი ტანისამოსი? "ყველაზე ძირფასი, სიცოცხლე გაქვს, მაგრამ შენთვის სხვა რაიმე უფრო ღირებული ყოფილა.." -რაში მარგია სიცოცხლე თუკი არაფერ მექნება? ''თუ გამოსავლის პოვნას არ შეეეცდები და ხელს არ გაანძრევ არაფერი გექნება. ვისაც რაიმე აქვს უშრომელად და უწვალებლად არ მიუღია." -არ შემიძლია... მე ძალიან დავიღალე... "ისევ შენსას გაიძახი. მართალი უთქვამთ: "შეაყარე კედელს ცერცვიო." რაც გინდა ის ქენი." *** ღამის წყვდიადს ფეხის ნაბიჯების ხმა არღვევდა, რომელიც ექოდ ეფინებოდა მთელს ქუჩას. ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა მიწყდა და წყლის დგაფუნის ხმა გაისმა, შემფეგ კი ყველაფერი მიწყნარდა. სადღაც ვიღაც იბადებოდა და უხაროდათ. სადღაც ვიღაც კვდებოდა და ტიროდნენ. ერთი შეხედვით ჩვრულებრივი ღამე იყო, მაგრამ... ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.