,,ეკლესია არის სამოთხის კარიბჭე,,
აპრილში ისევ დაიწყო თოვა, ღრუბელმა არა, გათოვდნენ ხეები სხვადასხვა ფერად.... დღეს აპრილის ცამეტია. მე კი ტყეში მარტოდმარტო დავბოდიალობ.... ყვავილების სურნელით გაჟღენთილია ჰაერი და ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს... ტყიდან შორიახლოს ხმაური მომესმა, მეც იქით წავედი.... შუაგულ ტყეში ჩაფლობილიყო მონასტერი, პატარა, ლამაზი, მყუდრო და იქაურობა სიძველის სუნით გაჟღენთილიყო. იქვე ახლოს კი ხანში შესული მღვდელი იჯდა და ხისგან რაღაცას თლიდა, როცა მე დამინახა ჩემსკენ წამოვიდა -გამარჯობა შვილო, აქ რამ მოგიყვანა? წლებია არავინ მოსულა აქეთ, ხანდახან თუ მეტყევეები გამოივლიან... -გამარჯობა მამაო, შემთხვევით მოვხვიდი აქეთ, თქვენ აქ მარტო ცხოვრობთ? -კი შვილო, უკვე 15 წელია რაც აქ ვმსახურობ, არასდროს მიდიქრია აქედან წასვლაზე. -არ ვიცოდი ამ მონასტრის არსებობა, არადა სულ აქეთ ვსეირნობ. -მარტო შენ კიატა ბევრმა არ იცის... ჰორიზონტს გავაყოლე თვალი... სადღაც შორიდან ჩიტების გალობა აღწევდა ჩემს ყურთასმენას.. -მამაო, რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? -ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი სულის ცხონებაა ჩემო კარგო... -რას ფიქრობთ, როგორ უნდა შევიყვარო ჩემი მოყვასი? რომელსაც ალბად ჩემი სიკვდილიც კი გაუხარდებოდა -დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა, ადამიანი რომელიც ურწმუნოა და ღვთის მოშიშება არ აქვს,აქედან გამომდინარე არა წმ.წერილის მიხედვით ცხოვრობს, არამედ ეშმაკის შთაგონებით. ასეთი ადამიანი კი ბოროტმოქმედად ჩამოყალიბდება თუ მასში სიყვარული არ გაიღვიძებს, რომელიც სარწმუნოებით აღიძვრება. ადამიანი რომელიც არ არის ღვთის შემოსილი ის გვმტრობს, ჩვენ მასზე უნდა ვილოცოთ და ყვებრალებოდეს, არ უნდა შევიძულოთ ,რადგან ყველა ღვთის შვილია. -რა რჩევას მომცემდით? ოგორ უნდა ვიცხოვრო რომ მომავალში სასუფეველი დავიმკვიდრო? -წმინდა წერილი გადაშალე და გულში შეიტანე, დაიმარხე ღვთის წმინდა რჩევები, იცხოვრე ეკლესიურად რათა შენი სული ცხონდეს, ,,ეკლესია არის სამოთხის კარიბჭე,,. პ.ს ეს ჩემი და ჩემი მამაოს ინტერვიუა და გადავწყვიტე ჩანახატის სახით დამეწერა, იმედი მაქვს მოგეწონებათ და გაითვალისწინებთ რჩევებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.