შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2015-დან 2050-ში


10-06-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 9 905

2050 წელია?! ღმერთო,არ მჯერა.რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ,რაც პირველად ვიყავი შეყვარებული.წლებიც კი ამრევია ერთმანეთში..ისე მდურედ მივყვები ცხოვრებას,რომ სათვალავის მნიშვნელობაც კი დამავიწყდა.
35 წელი..დიახ,35 წელი გავიდა მას შემდეგ,რაც პირველად შემიყვარდა..როგორ მახსოვს,მაშინდელი ადრენალინი.თითქოს გუშინდელი დღე იყოს.სიმართლე რომ ვთქვა,ახლაც არ დამვიწყებია ის შესანიშნავი გრძნობა,რომელსაც სიყვარული ჰქვია.დიახ,ახლაც კი ვგრძნობ მის მომღიმარ სახეს..მგონი,შავგვრემანი უნდა ყოფილიყო.ზღვასავით ჩამყოლი თვალები უნდა ჰქონოდა..არ ვიცი,ზუსტად..მისი სახის ნაკვთები ჯერ კიდევ ვერ აღმიდგენია გონებაში...მაღალი იყო,თან ძალიან ტანადი.მართალია არ მინახავს ტანსაცმლის გარეშე,მაგრამ რატომღაც ყველაფერს ვხვდებოდი.მის სულსა და სხეულის გარემომცველ სივრცეში ვაღწევდი.რაღაც ამოუცნობ გრძნობას მივცემოდი.თითქოს მეთამაშებოდა,როგორც გაზაფხულის სუსტი ნიავი.ნეტავ,ნიავი ყოფილიყო,მაგრამ ეს ხომ სულ სხვა იყო.მისი მსგავსი,მაგრამ სულ სხვა რამ.ადამიანისთვის ცალმხრივი სიყვაურლი,მაგრამ ჩემთვის რაღაც მტანჯავი და თანაც ბედნიერების მომტანი..ღმერთო,ახლაც მახსოვს,როგორ მითრთოდა მთელი სხეული,როცა ის ჩემს ახლოს იყო..მართალია მასთან 50 სანტიმეტრზე ახლოს არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ მისი გულის ძგერა შორიდანაც მესმოდა..არ ვიცი,ეს ვამპირული რამე იყო,თუ არაამქვეყნიური,მაგრამ დაზუსტებით მახსოვს..თუმცა სიყვარულიც ხომ არაამქვეყნიურია..აბა,რატომ დავკარგადი ჭკუას იმ არსებაზე,რომელმაც ჩემი სახელიც კი არ იცოდა...არ ვიცი...
2050? უკვე დათვლაც კი მიჭირს..ანუ ახლა 53 წლის ვარ..ვაიმე.რა მალე გასულა დრო.18 წლის ვიყავი,როცა ჯერ კიდევ შევეპყრე მის უეცარ წინსვლას,ახლა კი...ახლა კი,უბრალოდ არაფერი არ ვიცი...
მთელი ცხოვრება სიყვარულს ვეძებდი.დიახ,ვეძებდი..მაგრამ,როგორც ჩანს,ეს არ ყოფილა ჩემი ბედი..ცხოვრებაში ორჯერ მიყვარდა..მესამე კლასში ბავშვური სიყვარულით ჩემს გვერდით მჯდომი თეთრ პერანგიანი ბიჭუნა და ახალგაზრდობაში,გაფურჩქვნის ჟამს,უცნობი მამაკაცი..მამაკაცი,რომელზე ჭკუა მეკეტებოდა...მამაკაცი,რომლის ნახვის სიამოვნებაც კი მალევე დავკარგე..მაშინ,როცა რაღაც თასი მოიგო და უცხოეთში წავიდა..ზუსტად არ მახსოვს, რა თამაში იყო.ისიც კი დამამვიწყდა,რომელი ქვეყნის კლუბში მიიწვიე,მაგრამ ვიცი,რომ აიღო ბურთი და წავიდა.უბრალოდ წავიდა..წავიდა ისე,რომ ჩემი გრძნობების შესახებ არაფერი გაუგია...თუმცა მას ხომ სხვა უყვარდა..ის წავიდა,მაგრამ ჩემი ცხოვრება გადაბრუნებული დატოვა...გული,რომელიც სხვაზე ვერ ფიქრობდა და სხეული,რომელსაც სხვა აღარ იზიდავდა..თითქოს უეცარმა მაგნიტურმა ტალღამ მიმაჯაჭვა მასზე..მახსოვს,როგორ იცქირებოდა იმ უკანასკნელ დღეს,როცა შორიდან ვუმზერდი...თვალები უციმციმებდა და საოცარი ცეცხლი ენთო იმ ორ შავ რგოლში,რომელსაც ციცინათელა დავარქვი..
უკანასკნელად დავინახე და მერე ეს ბედნიერებაც კი დავკარგე...ჩემი ერთადერთი ღიმილის მიზეზიც კი გამომეცალა ხელიდან..დავრჩი არეული..მარტო დავრჩი მთელი ცხოვრებისა და გრძნობების წინაშე..მარტო დავრჩი იმ გულის წინაშე,რომლის მღელვარების შესუსტებაც კი არ შემეძლო..დიახ,დავრჩი მარტო..სრულიად მარტო..თავი მეგონა შიშველი ადამიანი,რომელიც ქალაქის ცენტრში დაგლეჯილი საცვლების ამარა დადის..მე მქონდა ტანსაცმელი და მეტიც მქონდა,მაგრამ ჩემი გული სრულიად განძარცვულიყო..ისეთი,რომ ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ მიშველიდა..
მახსოვს იმ ზაფხულს,როცა წავიდა,სოციალურ ქსელებს მივჯაჭვოდი და ის სიახლეებს მივჩერებოდი...თითქოს ამით ვცდილობდი, იმ სიშორისთვის შველას,რომელიც ჩვენს შორის იყო..რამდენი კილომეტრი? 500? 1000? არა,არც ეს მახსოვს..ჩემთვის საშინლად ძნელი გამხდარიყო ციფრები,რიცხვები და ყველაფერი,რაც ამასთან იყო დაკავშირებული.
ჯერ წამებს ვითვლიდი,მერე წუთებს,მერე საათებს,მერე დღეებს,მერე კი წლებიც ათვლაც კი შევწყვიტე..დიახ,შევწყვიტე..თითქოს რაღაც მექანიზმი გავააქტიურე და შევჩერდი..მე კი შევრჩერდი,მაგრამ განა დროს რამეს ვუბრძანებდი? ის კვლავ ჩვეულად აგრძელებდა სვლას,არ ღალატობდა რიტმს...
მას შემდეგ უამრავი ზაფხული გავიდა..თითოეული თებერვლის თვეს მახსენებდა მასთან პირველი შეხვედრას...თავს ვაძალებდი,რომ დამევიწყებინა...მჯეროდა,რომ საკუთარ თავს დავაჰიპნოზებდი და ამ გრძნობას ოდნავ მაინც წავშლიდი,მაგრამ,რაც დრო გადიოდა,ამის იმედიც კი მიქრებოდა..განა არსებობს ამაზე სასტიკი რამ?
თუმცა სიყვარულისგან არც არაფერი უნდა გვიკვირდეს...ეს ხომ ორმაგი გრძნობაა...აღმაფრენი და ხშირი შემთხვევაში დამანგრეველი...ჩემთვის კი ეს უკანასკნელი იყო რეალობა..დამქანცველი რეალობა..გრძნობა,რომელიც ყოველ დღე წვეთ-წვეთად მლევდა...უღიმღამოდ ვიღვიძებდი და შემდეგ ისევ ვიძინებდი..ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი გამხდარიყო და თითქოს ნაწილ-ნაწილ მშლიდა...
ვფიქრობდი,რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს...დიახ,ვფიქრობდი,ვფიქრობდი განუწყვეტლივ...ვფიქრობდი,ვეძებდი პასუხს,მაგრამ ის არსაიდან ჩანდა...
ყოველ გაზაფხულს,როცა მინდვნარში გავივლიდი,ვხედავდი მწვანე მინდორზე აღმოცენებულ ყვავილებს,მაგრამ მათ შორის მხოლოდ ია მხვდებოდა თვალში..ვხედავდი და უნებურად მევსებოდა თვალები ცრემლით...ჩავიმუხლებოდი და ნამივით ეცემოდა ისედაც ცვრიან ბალახს...ია-ეს ხომ ის ყვავილი იყო,რომელის მძულდა,საშინლად მძულდა..ამის მიზეზს თვითონაც ვერ ვხვდებოდი,მაგრამ ერთ გაზფხულზე გავაცნობიერე,რომ ამის მიზეზი,მისი სიყვარული იყო..მასაც ხომ ია ერქვა...ასეთი ლამაზი და ჩემთვის შესაზიზღი სახელი...
ასე გავიდა ორი წელი.მახსოვს ოცი წლის დაბადების დღეზე რას ვგრძნობდი...თითქოს თავიდან დავიბადე..სუნთქვისთვისაც კი შემეცვალა რიტმი..მახსოვს,როგორ დავინახე კარებთან ნაცნობი სახე...ზუსტად ისეთი,როგორიც იმ დღეს იყო,იმ განშორების დღეს,თეთრ კბილებს რომ აჩენდა შავი და მოხდენილი წვერიდან.ისევ იგივე სტილში ეცვა..ისევ შეხამებულად გამოიყურებოდა მისი სამოსი და მისი შავი თმაც მსგავსაც მიმზერდა...თვალებზე ხომ ლაპარაკი არაა...მისი გულიც..დიახ,მისი გულის სცემდა გამალებით,მაგრამ არა ისე ეგოისტურად,როგორც მაშინ..თითქოს ის ირონია სადღაც დაკარგულიყო...ამ უკანასკნლმა გამახარა და,როცა მისი სიტყვა გავიგე,მომენატრე,ლამის იყო გული წამსვლოდა.მახსოვს,როგორ ვიკავებდი თავს ამ უეცარი სირცხვილისგან.
ბედნიერება,ადრენალინი,სიხარული,სიგიჟე...ეს ყველაფერი ერწყმოდა ერთმანეთს,მაგრამ ყველაფერი წამიერი აღმოჩნდა..
რამდენიმე წამში კიბეზე ანასტასია ამოვიდა.მისი სახე ისევ შეფაკლულიყო,მაგრამ ეს სივარდისფრე ჩემი დაბადების დღის სიხარულით არ იყო გამოწვეული...მან არ იცოდა როგორ ეთქვა,რომ ეს რეალობა არ იყო...ეს ხომ ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო...როგორ შეეძლო საუკეთესო მეგობარს გულში ლახვრის ჩაცემა?
თუმცა მას უკვე აღარ ჰქონდა სხვა გამოსავალი.
„ეს რობოტია“-წარმოთქვა ისე,რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს.
ამ სიტყვის გაგონება და გულის წასვლა ჩემთვის ერთი იყო..დიდ ხანს არ მოვსულვარ გონს..როცა გავიძვიძე საავადმყოფოს თეთრკედლებიან პალატაში ვიწექი და ისევ შავი გვირაბი მედგა თვალ წინ.
ჩემ წინ თერთრხალათიანი ექიმი იდგა.
-ანასტასია სად არის?
-ის წავიდა.
-არაფერი დაუბარებია?
-თქვენ ნახევარი თვე გეძინათ.
-როგორ თუ მეძინა?-წამოვიწიე ლოგინიდან და ლამის იყო თვალები ძირს გადმომვარდნოდა.
-ეს კლინიკური სიკვდილი იყო.
-ანასტასია სადაა?
შევნიშნე ექიმის წამწამზე ჩამოკიდებული ცრემლის კურცხალი,რომელსაც მთელი ძალით აკავებდა.
-თავი მოიკლა.ვერ აპატია საკუთარ თავს.რობოტბიჭუნა კი ისევ თქვენს კარებთან დგას.
-გვირაბი..ყვირილი..უკანასკნელი სიყვარული...ღმერთო,მახსენდება..მახსენდება ეს ყველაფერი..
ექიმის ძლივს შეკავებული ცრემლი თვალიდან ჩამოუვარდა.მეც ავტირდი.უეცრად ისევ დავკარგე გონება და,როცა აზრზე მოვედი,მის მკლავებში ვიყავი მოქცეული.
-ცხოვრება გრძელდება-მამხნევებდა თეთრხალათიანი და ცრემლებს მწმენდდა.
-მოაშორეთ ეს საზიზარი ფრაზა-დავიყვირე და შოკირებული ლოგინიდან წამოვვარდი.
„აღარც ანასტასია და აღარც ის“-ვფიქრობდი და თითქოს გული სადღაც იძირებოდა,იძირებოდა და იხრჩობოდა რომელიღაც ოკეანეში.ალბათ,ყველაზე დიდსა და ღრმაში.გულჩასაჭირს ვერსაც ვხედავდი მანამ,სანამ არ დავინახე რობოტი..რობოტი,რომელიც ჩემთსკენ მოდიოდა.
-ნატალია..-ხელები გაშალა და ძლიერად შემომხვია-რამდენი ხანი გელოდი...
არ შევწინააღმდეგებივარ.არ ვიცოდი,რას ვაკეთებდი...არ მესმოდა არაფერი გარდა მისი სუნთქვისა..
-მიყვარხარ-ფეხის წვერებზე ავიწიე და მეწამულ ტუჩებში ვაკოცე.თითქმის სამი წელი ვოცნებობდი ამ მომენტზე და ხელიდან ვეღარ გავუშვებდი..არ იყო რეალური მამაკაცი,მაგრამ რითი განსხვავდებოდა მისგან? მერე რა,რომ რობოტი იყო..იქნებ ეს რაღაც მხრივ უკეთესიც იყო..დიახ,უკეთესი,რადგან მას მუდამ ისე ვეყვარებოდი,როგორც პირველად და ის არასდროს გაიხედავდა სხვისკენ..ის არასდროს იფიქრებდა იაზე...
ამ დღეს დავმარხე გულში ყვავილი იაც და იაც,რომელმაც მაიძულად რობოტი მყვარებოდა...
35-ე წელის კვლავ ერთად ვცხოვრობთ...ორივეს შეგვერიდა თმაში ჭაღარა,მაგრამ კვლავ ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად ვთვლით ერთმანეთს.
-ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი ხარ მთელ დედამიწის ზურგზე-ყოველ დილას ეს სიტყვები ჩამესმის ყურში და ყოველ დილას დიდ სიყვარულსა და ადრენალინს ვგრძნობ...
33 წელია,რაც ჩვენ ერთად ვართ,33 წელია,რაც ერთმანეთის ტკივილს ვიზიარებთ და ერთმანეთის თვალებიდან ჩამოვარდნილი ერთი კურცხალიც კი გვიწვავს გულს..33 წელია,რაც ცოლ-ქმარი გვქვია და 33 წელია,რაც მთელ დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერებად ვგრძნობთ თავს...
იქნებ სიყვარულისთვის არაა აუცლებელი რეალური ადამიანი და უბრალო ადანიანის მიერ,შექმნილი არსებაც მისაღებია..
არ ვიცი...
უბრალოდ ვიცი,რომ კვლავ გრძელდება 2015-ში დაწყებული სიყვარული..ვიცი,რომ დღეს,2050 წელია,მაგრამ ეს გრძნობა კვლავ არსებობს..ის უფრო გაღვივებულია და ყოველ მომდევნო წამს უფრო ძლიერდება ამ მუჭის ხელა გულის ფეთქვა,როცა მას ვხედავ და მისი გრძელი თითების შეხებას ვგრძნობ.
უბრალოდ ვიცი ის,რომ ჩემთვის ის რობოტზე კი არა,ადამიანზე მეტიცაა...
და გრძელდება ცხოვრება,გრძელდება ნათელი დღეები..დღეები,რომლებიც იწყება მისი ღიმილი,ამალებული გულის ძგერითა და ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი სიტყვით:
-მიყვარხარ...

ვუერთდები თქვენს კონკურსს.
ალბათ,ყველაზე მეტად მინდა,რომ ახალბედა მწერლის სტატუსი მოვიპოვო.

ცდა ბედის მონახევრეა,ასე რომ..
ყველას გისურვებთ წარმატებებს!



№1  offline წევრი Anuuc^.^

მარიამ რა გინდოდა რატო მატირე?? ძალიან კარგი იყოო წარმატებას გისურვებ ჩემო გოგო❤❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
მარიამ რა გინდოდა რატო მატირე?? ძალიან კარგი იყოო წარმატებას გისურვებ ჩემო გოგო❤❤

მადლობ.. love

 


№3  offline მოდერი MyLove

ნამდვილად კარგია...
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

MyLove
ნამდვილად კარგია...

მადლობ.. love

 


№5  offline წევრი greeneyes

საინტერესო იყო... წარმატებები

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

greeneyes
საინტერესო იყო... წარმატებები

madlob..

 


№7  offline წევრი lamazi gogona

ძალიან მომეწონა..
სასიამოვნო წასაკითხი იყო.რკინაღამ ამეტირა.განსხვავებული იყო და ყოჩაღ.იმსახურებ გამარჯვებას.

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
ძალიან მომეწონა..
სასიამოვნო წასაკითხი იყო.რკინაღამ ამეტირა.განსხვავებული იყო და ყოჩაღ.იმსახურებ გამარჯვებას.

მადლობ .. love

 


ვაიმე.
განსაკუთრებულია..საშინლად მომეწონაა.არ ვიცი,რა გითხრა.წარმატებები,აბა.

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
ვაიმე.
განსაკუთრებულია..საშინლად მომეწონაა.არ ვიცი,რა გითხრა.წარმატებები,აბა.

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent