ფერებში გახვეული გოგონა...
მინდა დავწერო რაღაც ისეთზე,რაც ყველას გულსა და გონებამდე მიაღწევს.მინდა ყველას გავაგონო ჩემი გულისტკვილი,აზრები,გრძნობები. დავანახო ჩემი თვალით დანახული რეალობა,ავუხილო თვალი და მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დავაყენო,მაგრამ ჩნდება ერთი დიდი პრობლემა. იცით...მე თავად არ შემიძლია თვალი გავუსწორო რეალობას რადგან სამყარო ჩემს გარშემო ვარდისფრად შეღებილ ნახატს მაგონებს,რომლის შუაშიც ცისარტყელას ათასნაირი ფერია არეული. მე ჩემ თავს იმ გოგოს ვამგვანებ,რომელიც ამ ნახატის შუა ცენტრში ფერად ხაზებშია თავბრუდახვეული მარტოდმარტო,მათგან თავის დაღწევას ცდილობს,თუმცა ამაოდ... შემდეგ ჩემ თავს წარმოვიდგენ არა ამ ნახატის გმირად,არამედ უღრან ტყეში,სადაც მხოლოდ ჩიტების გალობა და ხეების ფოთლების შრიამული ისმის.მე ვწევარ ბალახში და შევყურებ ზეცას,სადაც ფრინველების გუნდი დაფრინავს. მახსენდება ჩემი სახლის კართან,ზევით, მერცხლების ბუდე,ადგილი რომელსაც არასდროს ტოვებენ ჩვენი ერთგული ფრინველები და ყოველ წელს უბრუნდებიან.ისინი ისევ ბრუნდებიან ჩვენთან და გაზაფხულის მოსვლას გვახარებენ. ვუყურებ ზეცას და ვფიქრობ იმის შესახებ,თუ როგორ შეუძლიათ ჩიტებს ადამიანებზე ძლიერი სიყვარული,ერთგულება.ამ ყველაფრის შემდეგ მე წამოვდგები ფეხზე და გავუყვები უღრან ტყეს,გავალ ხშირი ბალახით დაფარულ მინდორზე,სადაც საშუალო ზომის ხის სახლი დგას.იქ ჩემი სახლია,სადაც სიმარტოვეა და მეც თავს მშვიდად ვგრძნობ. სახლში შევდივარ და მაშინვე ფირფიტას ვათავსებ საკრავში,რის შემდეგაც სუნთქვას მუსიკალური ნოტებით ვიწყებ.ჩემს გარშემო სივრცეში მტვრის ნაწილაკებს ვხედავ,რომლებიც თითქოს მუსიკის ხმაზე რიტმულად დაფრინავენ.მე კი ამ წამს მავიწყდება ყველაფერი... აღარ მაინტერესებს ის, რომ ნაწილაკები მუდმივად გადაადგილდებიან და ამას ფიზიკური ახსნა აქვს.არც ის მაინტერესებს თუ რას გამოიწვევს ხმამაღალი მუსიკა სმენისთვის. მავიწყდება ყველანაირი პრობლემა და ვიძირები სასიამოვნო მელოდიის ჰარმონიაში.ვხუჭავ თვალებს,გონებაში მელოდიას ვუშვებ და ისევ წარმოვიდგენ... მე და "ის" ფეხშიშველნი მივსეირნობთ ზღვის პირას,ტალღები ნაპირს ეხეთქებიან და ფეხები გვისველდება,თუმცა არ გვაინტერესებს.ჩვენ ხელები გვაქვს ჩაკიდებული და ბედნიერთ მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს - გადავიკარგოთ ამ ზღვის უკუნით მხარეს მხოლოდ ჩვენ ორნი და სამუდამოდ ერთად დავყოთ ისედაც ეს მცირე წუთისოფელი. მაგრამ უეცრად ამ ფიქრებიდან ისევ ვბრუნდები იმ სახლში,რომელიც ტყის განაპირას მინდორში დგას.ისევ ის მელოდია ჩამესმის გონებაში და ვხვდები,რომ ამ ოცნების დატოვებაც მიწევს. ბოლოს ისევ რეალობაში ვბრუნდები. ვდგავარ იმ ნახატის წინ,რომელშიც ჩემ თავს ვხედავ...ნახატის შუაში ფერად ხაზებში გახვეულია გოგონა,რომელიც თავის დაღწევას ცდილობს,თუმცა რეალობა ვერ გაურჩევია. მე იმ გოგოს ვამსგავსებ თავს,თუმცა მაინც განვსხვავდები მისგან.მე გამოვფხიზლდები და სიმართლეს ჩავხედავ თვალებში,ვეტყვი,რომ მე იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.პირში მივახლი,რომ მე შევძელი იმის გაკეთება რისიც მეშინოდა და ახლა მე თავისუფალი ვარ. მე დავწერ რაღაც ღირებულს,რაც თვალს აუხელს ყველას და სიძლიერეს შემატებს. ის გოგონა კი ისევ ისე დარჩება ნახატის შუაში,ფერად ხაზებში თავბრუდახვეული და ის ვერ შეძლებს თავის დაღწევას, იქამდე,სანამ ამას თვით მისი შემქმნელი არ გააკეთებს. განა ჩვენ თვითონ არ ვქმნით ჩვენ სამყაროს? დაე,ყოველივე შევეცადოთ ისეთი სამყარო შევქმნათ,რომლიდანაც თავის დაღწევა არ მოგვინდება. მოდით ყველამ შევუქმნათ საკუთარ თავს ტყის პირას მდგარი სახლი,რომელშიც საამური მელოდია გაისმის და ყველანაირ ტკივილს გვავიწყებს... მთავარია არ შევქმნათ აუხდენელი ოცნებების სამყარო.გავუსწოროთ თვალი რეალობას,მიუხედავად იმისა ეს მწარეა თუ ტკბილი,და მადლობა გადავუხადოთ უფალს ყველაფრისათვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.