ცხოვრების მიღმა
საოცარია ... მაგრამ არავის არცერთი წამით არ უგვრძნია თითოეული წამის აზრი . არ შეგვიგვრძვნია არცერთ წამში სხვისი ჩაყლაპული არსებობა. სიცოცხლე იმდენად შეუცნობადია , რომ ამქვეყნად ვერავინ ვერასდროს გაიგებს მის ფასს ... სიცოცხლე გაჩერებულ გზაში სჩქეფს ,მაგრამ ჩვენ მას გავურბივართ და უბრალოდ ვარსებობთ . მიდის უსასრულო უსასრულოდ უსასრულობაში... ორი სამყაროს ზღვარზე გაშეშებულა. შორიდან მათ სხეულებსაც ხედავს... ხელს არავინ უწვდენს ,რომ დაეყრდნოს. დავიჯერო არავის ესმის მისი გახშირებული სუნთქვა? აჩქარებული გულისცემა? ორი სამყაროს ზღვარზე ადამიანი დგას, მხოლოდ სული... იმ სამყაროში თითქოსა და ვიღაც ელის. მაგრამ ვერ მიდის... ხმები აკავებს... ტირილი ესმის . თითქოს წვიმს... მის შვილს და ქმარს ხედავს საკუთარ სარეცელთან . ისინი ვინც მის გვერდით არიან ,ვერც კი ხვდებიან რომ მათ გვერდითაა. ესაუბრებიან , მაგრამ რატომღაც ჰგონიათ ,რომ არ ესმის. მისსავე ბილიკზე მიაბოტებენ მძიმე ნაბიჯებით და ვერც კი იაზრებენ რამხელა ტკივილს აყენებენ. გულისამრევ სიცარიელეს გრძნობდა შიგნით და ყელში ვეებერთელა ბურთი აწვებოდა . სიცარიელეს თავისი ბგერები, ფერი , სურნელი ჰქონდა. ხელებს ნაზად ჰხვევდა მის სხეულს. სუნთქვა ნელ-ნელა შეუძლებელი ხდებოდა . თვალებით ეფერებოდა . მათთან დაბრუნებას სთხოვდა ,მაგრამ არავის ესმოდა. მის ცხელ სუნთქვას შეიგრძნობდა მარწყვის არომატებით... ოთახი ნელ-ნელა ცარიელდებოდა . სიცარიელე და სიჩუმე კი დამნაშავე ბავშვებივით შესცქეროდა კედლის კუთხიდან. სული სიჩუმეში იძირებოდა... ბავშვის გაუთავებელი ტირილი ოთახს აყრუებდა. მამაკაცს მისი წილი ტკივილიც ტკიოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო და მთელი ხმით აღრიალდა ... - რატომ? მითხარი რატომ? მე ვინ ვარ შენს გარეშე?! მითხარი ვინ ვარ! მოდი!დამიბრუნდი . სიცარიელეს გაურბოდი და სადღაც სიცარიელეში წახვედი ... ჩემი სხეული დამძიმდა , სულის გამო... ადამიანის სული გაცილებით მძიმეა ვიდრე სხეული. შენ ხომ ... - უდიდესი პაუზა გააკეთა და მთელი ხმით აბღავლდა , - სასაცილოა ხო? გეცინება ჩემს უსუსურობაზე? - მთელი ხმით ტიროდა , ტირილი ისტერიკაში გადაეზარდა, - ჩემს აქ ყოფნას რა აზრი აქვს? იარაღის ხმა ჩამესმის ყოველ წამს, ყოველ წუთს. ვხედავ როგორ გკლავენ და მე?! მე ვერაფერს ვაკეთებ . მშვიდი ძილის სამოსელი ჩაგიცვამს ტანზე. ხელები გადაგიჯვარედინებია . მიწაში ჩაწვები და მერე? იქნები მარტო! ოთკუთხედ სახლში და იფიქრებ – არაფერზე. აბა რა გეგონა რომ მიდიოდი? ასე როგორ გამიმიტე , - მისი სხეულის ყოველი უჯრედი ცდილობდა, რაღაც იმპულსი გამოეცა, რომ განძრევა შესძლებოდა. უნდოდა ეყვირა, ხელი მაინც გაენძრია, მაგრამ დამბლა დაცემულივით ვეღარ მოძრაობდა. მისთვის თითქოს ჰაერი კარაქივით შედედდა.მკერდზე სიმძიმე იგრძნო. თითქოს უხილავი ლოდი დაადეს და სუნთქვა კიდევ უფრო გაუჭირდა. აქამდე სუსტი არავის ენახა. ყველასთვის რკინის იყო . ახლა ხედავდნენ როგორ აკვდებოდათ ხელში... - თითოეულ ადამიანს საკუთარი ზარდახშა აქვს, ზარდახშა არის დრო , წარსული და მიმდინარე...მე კი ისეთ ზარდახშას ვიპოვი სადაც იქნება ყველაზე ტკბილი წარსული. ჩვენი ბედნიერება... მოგონებებით გაგაცოცხლებ? გესმის?! - თვალებიდან ცრემლები სდიოდა და თბილად იღიმოდა. თითქოს მისი სხეულიდან ბოროტმა აზრებმა წასვლა მოინდომეს , - ჩვენი ზარდახშა ფერადია. ულამაზესი ფერებითაა სავსე. ქალი შორიდან ,მაგრამ მაინც ახლოდან ხედავდა მისი საყვარელი კაცის ფიგურას. ხედავდა ტკივილისგან როგორ იკლაკნებოდა. ვერ ეხმარებოდა, ფეხზე ვერ აყენებდა, ეხებოდა ,მაგრამ თითქოს არც ეხებოდა. ეფერებოდა,მაგრამ თითქოს არც ეფერებოდა. ქალის სული ტკივილისგან სახიჩრდებოდა. ამბობენ იმქვეყნად ბედნიერების მეტს არაფერს განიცდიანო,მაგრამ არა! ეს ასე არ არის , მისი შემხედვარე ყველა მიხვდებით რომ ყველგან და ყოველთვის ტკივათ. სევდა მოუშორებელი ჭიაა. ერთხელ თუ შეგიჩნდა მერე აღარ მოგშორდება. სიკვდილი ასეთივეა , დასაბამიდანვე დაგვყვება ფეხდაფეხ. ტბასავით უძირო და მუქია. შუაღამის სიბნელეში მთვარის გრაციოზულ შუქს მიუყვება... მაშინ როდესაც ყველას სძინავს მისი სული ირგვლივ დააბოტებს და ფიქრობს ... ზუსტად თორმეტი წლის წინ ერთი ბიჭი გაიცნო. მერვე კლასიდან ერთად იყვნენ. თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ მოვლენილები. მერე იყო კიდევ უფრო დიდი ბედნიერების წლები... მათი შვილი... ყოველდღე უფრო და უფრო შეიგრძნობდნენ ბედნიერებას, სიყვარულს და ბოლოს ერთმანეთს. ყოველ ღამე თვალებში ჩააშტერდებოდნენ ერთმანეთს, უსასრულობაში გადაიკარგებოდნენ. უფალს მადლობას უხდიდნენ ამხელა საჩუქურისთვის. მამაკაცი ყოველ დილას ყურში ჩასჩურჩულებდა : - ჩემი სინათლე ხარ! - და ასე მთავრდებოდა ყოველი დღე. მათი სიყვარული ერთი დიდი მელოდია იყო. ახლა კი ორივე სხეული დამძიმებულა. ერთმანეთის გარეშე აქაც და იქაც უჭირთ სუნთქვა. გულზე დიდი ლოდები დაეკონათ. ასე როგორ ხდება? ერთ დღესაც გადაგისვრიან სრულიად მახინჯ რეალობაში. წამში დასრულდა გასაოცარი წამები, წუთები... საკუთარ თავზე მეტა უყვართ ერთმანეთი. *** კაცი კედელს შეჰყურებდა , ჩრდილები ერთმანეთს ხან უახლოვდებოდნენ, ხან კი ძალიან დიდი მანძილით შორდებოდნენ . აკვირდებოდა სცენებს. ბედნიერი იღიმოდა , ხედავდა ქალის ლამაზ სახეს, ესმოდა მისი წკრიალა ხმა და ბედნიერებით თითოეულ უჯრედი ევსებოდა. ზოგჯერ ჩრდილები ტანგოს ცეკვავდნენ ... არასდროს ხდება ისე როგორც მათ სურთ. მე მივუახლოვდები ... მე ვკლავ მათ. მე ხომ სიკვდილი ვარ. მე ხომ ერთადერთი არსება ვარ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაექცევა. ბოლოს ყველას ბედი ეს არის! ვიღაცა მოდის და აყავს მისი სული... როგორ ურცხვად ტოვებენ ერთი მეორეს. იქ კი ყველაფერი სხვანაირია... ყველა სხვადასხვა სივრცეში ხვდება . სხვადასხვა ლაბირინთში გადაიხლართებიან და სამუდამოდ აცდებიან ერთმანეთს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.