შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება


11-06-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 782

ყველაფრით დავიღალე.
ცხოვრება დუნედ მიდის.
რუტინა,რუტინა და ისევ რუტინა.ერთფეროვნება მკლავს.არ მაძლევს საშიალებას,რომ თავი ვიგრძნო ცოცხალ ადამიანად.ადამიანად,რომელსაც თავისუფლების ფრთები აქვს შესხმული.არ მაძლევს საშუალებას,რომ ამოვისუნთქო,რომ ერთი წამით მაინც ვიგრძნო,რომ ვცოცხლობ. არ მაძლევს იმის უფლებას,რომ ცოტა ხნით მაინც მოვწყდე ყოველდღიურ ვალდებულებებს.ის მუდამ მახსენებს,რომ მე მაქვს ისინი და აუცილებლად უნდა შევასრულო.თავისუფლება ხომ მოგანიჭეო მეუბნება,მაგრამ განა ღირს ეს მცირეოდენი თავისუფლება ამდენვალდებულებად?! არა,არ ღირს.
მიჭირს,ყველაფერი მიჭირს..სუნთქვაც კი არ შემიძლია თავისუფლად.
რაც დრო გადის უფრო და უფრო მეკარგება წამოდგენა იმაზე,რასაც ერთ დროს ცხოვრება ვუწოდეთ,მაგრამ განა ის ცხოვრებაა?!არა,არ არის.
მუდამ ვიღვიძებ და ისევ ვიძინებ,მაგრამ მათ შორის არის რამე განსხვავებული? არა,არ არის.არ არის და სწორედ ეს მკლავს.გულს შიგნიდან მიჭამს და თან ჩამჩხავის,რომ ბედნიერი ვერასროს ვიქნები.ვერასდროს ვიგრძნობ,რომ ცხორვება მშვენიერია..ოხ,როგორ მაწამებს ეს.როგორ მეუბნება ამას,ისე რომ შუბლზე ერთი ნაოჭიც კი არ ეტყობა?მაგრამ რა არის მისგან გასაკვირი.ის ხომ ცხოვრებაა და მას ხომ არანაირი გრძნობა არ გააჩნია..არც შეცოდება ძალუძს და არც თანაგრძნობა.ადამიანი ხარ და,დაე,იტანჯეო,მუდამ ამას მიმეორებს.მე კი მხოლოდ ცრემლები მახრჩობს.
ყოველ დღე ცრუ სამყაროს ვხედავ.ვხედავ გარემოს,სადაც მუდამ იტყუებიან,ფარისევლობენ.სადაც სიმართლესა დატყუილს ვეღარ გაარჩევერთმანეთისაგან.ეს ხომ ის ქვეყანაა,სადაც მხოლოდ რაღაცისთვის აკეთებენ სიკეთეს.სადაც აღარც სიყვარული ფასობს და არც მეგობრობა.სადაც მხოლოდ გამორჩენისთვის ჰყავთ მეგობრები და მათ ზურგს უკან თათხავენ. სადაც აღარ იციან მეგობრის ფასი.აღარ იციან,რომ ადამიანისთვის მიუღებელია მსგავსი ხასიათი. ეს ხომ ის გარემოა,სადაც ხალხს პირზე ცრუ ღიმილი ახატია და,სადაც „სიტყვას „მიყვარხარ“ დიდი ხანია ფასი დაკარგვია.ხალხი მას მუდამ ტალახს ესვრის. საერთოდ რას ნიშნავს გიყვარდეს? ეს აღარც კი ახსოვს ხალხ.ზოგჯერ სადმე წაიკითხავენ ხოლმე და ამაზე მხოლოდ ეცინებათ.ვისაც კი დარჩენია ფასეულობები,რაც ყველაზე ძვირფასია,როგორიცაა მეგობრობა და სიყვარული,დასცინიან და ყველანაირად ცდილობენ,რომ დაამცირონ და თავი შებოჭილად აგრძნობინონ.
სიტყვას „მიყვარხარ“ როდის ხმარობენ? ყოველთვის და ყოველ ჯერზე.ქალი ქალს აღარ ჰგავს და მამაკაცი მამაკაცს.განურჩევლად სქესისა ყველა ატყყებს ერთმანეთსმიყვარხარო,მაგრამ ეს ხომ ყველაზე დიდი სიცრუეა.ყალბი ღიმილი და ყალბი სიტყვბი ღუპავს ხალხს.
ეს არის ბრბო,რომელიც მუდამ სხვის ცხოვრებაშ ჰყობს ცხვირს.მუდამ ცდილობს,რომ სხვა შებოჭოს.რეალურად კი თვითონაა ყველაზე მეტად დაკომპლექსებული და ამით საკუთარი არასრულფასოვნების დაჩრდილვას ცდილობს..ცდილობს,რომ მოაჩვენოს სხვას თავი,რომ ის სრულყოფილია.რომ მას შეუძლია თავისუფალი აზროვნება და განსჯა..მაგრამ ეს რომ ტყუილია..ტყუილი...
ხშირად კი ისიც მეეჭვება,რომ რამე რეალური მაინც დარჩება.ხომ შეიძლება მალე ყველაფერი განადგურდე..ხალხის ასეთი ქცევა და დამოკიდებულება ხომ ყოველ მხრივ დამღუპველია.ხომ არ შეიძლება ასეთი უგუნურობა,ასეთი სიბრმავე...ოხ,ნეტავ,როდის უნდა მოვიხნათ ეს მატყუარა სათვალე თვალებიდან და როდის უნდა შეგვეძლოს რეალურად დანახვა იმ ყველაფრის,რაც ჩვენს გარშემო ხდება.
როგორ მომბეზრდა ყველაფერი....აღარ მინდა ამდენი ტყუილი და თვალთმაქცობა..რუტინა,რუტინა და ისევ რუტინა მომბეზრდა,მაგრამ სადაა გამოსავალი? სადაა ხსნა? იქნებ,მართალია ცხორვება,რომელიც მუდამ მიბრუებს გონეებას,რომ აქ არაფერი და არაფერი იქნება ის,რაც ცხოვრებას შმეიცვლის და მას სხვა კუთხით დამანახებს...
როგორ მეშინია ცხოვრება..როგორ აღარ მინდა ამ ყველაფრის ყურება და როგორ აღარ მინდა იმის დაჯერება,რომ ეს რეალობაა..ფანტაზიებში კი არ შემიძლია ცხოვრება..რ შემიძლია ვთქვა ტკბილიაო იმაზე,რაც მწარე და როგორ შემიძლია მშვენიერი ვუწოდო ყოვლად გონჯ არსებას?!



№1  offline მოდერი Mary Drey

............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent