რუტინა...
რუტინა მალე ბოლოს მომიღებს, დილით ადგობა,წასვლა სკოლაში. ეს გამოცდების ციებ-ცხელება, თან არც დათმობა მინდა არაფრის. რაღაც დებილი მედლის მონა ვარ, და,ალბათ, მალე თან წამიყოლებს. დღეს ვერ გააცდენ საპყრობილეში, გაკვეთილები კი კვლავ იმატებს. ბიოლოგიის მეშვიდეები, მასწავლებლები "დაუზარავი". ეს ისტორიის ინდუსტრიები და ცილინდრების სიმაღლეები. ოხ,ეს რუტინა ყელშია უკვე, კარზე მომადგა ატესტატები. მაგრამ ეს მუზა კვლავ არ მოკვდება, მაინც იცეკვებს უცხრომლად ბალეტს. მთელი თერთმეტი წელი გავიდა, თერთმეტი წელი მე მედალს ვსდიე. და მაინც რისთვის ვერ გამიგია, რისთვის ვათენე ამდენი ღამე. ალბათ,იმისთვის რომ შვილებს ვუთხრა, გადავუშალო მე დედაენა. და მოვატყუო,ვითომ მედალმა, მე შემაყვარა მწერლობა ძლიერ. 04.05.15 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.