შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენიკო


11-06-2015, 15:08
ავტორი Tinaa^^
ნანახია 2 205

დღეს ჩემმა დამ დაუნი მიწოდა...
მე კი– მე გამეღიმა. ბედნიერს გამეღიმა.
თვეზე მეტია, რაც ელენიკო გავიცანი, პატარა სათუთი არსება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჯერ მხოლოდ სამი წლისაა მაგრამ მოხუცივით სევდიანი და დაღლილი თვალები აქვს.
დაბადებიდან განაჩენი გამოუტანეს, თანდაყოლილი გულის მანკი და დაუნის სინდრომი...
პირველად, რომ დავინახე შემაკანკალა. მაგიდაზე დაყრდნობილი ცდილობდა გადაადგილებას, თურმე სიარული უჭირს...
ამომხედა, სევდიანი, უჭკვიანესი თვალებით და მე მათში ჩემი თავი დავინახე.
კანკალმა ამიტანა, სულ ცოტა დამაკლდა და ვიტირებდი.
ის ჩემკენ წამოვიდა, ნელა, კოჭლობით, ფეხებზე შემომეხვია და ამიკანეო მითხრა.
ხელები მიკანკალებდა, ახლაც მიკანკალებს...
ჩამეხუტა, ისე ჩამეხუტა , ავივსე, გავიბერე და 20 წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი სრულყოფილება...
დამეფიცება ცხოვრებაში ასე არავინ ჩამხუტებია. ასე არასდროს მიგვრძნია თავი საჭიროდ.
ემოციიდან გამოსული არ ვიყავი სახეზე მისი ხელები , რომ ვიგრძენი. უცებ ჩემს გაშლილ თმებს წაეპოტინა და თები, თებიო კისკისი დაიწყო...
მართლა ვერ შევიკავე ცრემლი...
მეფერებოდა, მეთამაშებოდა და მაგრძნობინებდა, რომ ვჭირდებოდი.
არასოდეს დამშვიდობება ასე არ გამჭირვებია...
ძლივს დაგვაშორეს ერთმანეთს. არაფრით მიშვებდა ხელს და გამწარებული მეხუტებოდა...
არ უტირია... ძალიან სევდიანი თვალებით შემომხედა და მე იქ არ დამივიწყოო ამოვიკითხე...
გამეღიმა– როგორ შეიძლება დაგივიწყო ელენიკო, შენ მე სხვა ცხოვრება დამანახე. ცხოვრება სადაც, მხოლოდ სიყვარული და სითბოა, სადაც მხოლოდ სიკეთეა.
არა ელენიკო , შენთვის ცხოვრებას განაჩენი არ გამოუტანია. მეორე ოპერაციასაც გაიკეთებ (კეთილი ხალხის დახმარებით), რომელიც წარმატებით ჩაივლის. საბოლოოდ დაამარცხებ გულის მანკს. შეძლებ სრულფასოვნად სუნთქვას, სიარულს, თამაშს...
დაუნის სინდრომი განაჩენი არ არის. სიყვარულით, სითბოთი სავსე ცხოვრებაა. მართალია დღეს რთულია, გიჭირს საზოგადოებასთან ადაპტაცია, მაგრამ მე გპირდები, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. მალე შენც ისე შემოგხედავენ, როგორც ნებისმიერ ბავშვს, რომელიც კლასში ცელქობს. მალე ყველა აღიარებს, რომ შენ საოცრად თბილი და ტკბილი ხარ. ყველას ენდომება შენთან მეგობრობა და მე ვიამაყებ შენი სულგრძელობით...
ჩემ დას და ყველას მინდა გითხრათ – თუ კი მართლა დაუნი ვარ, მაშინ ბედნიერი ადამიანი ვყოფილვარ. არავის ამ ქვეყნად არ აქვს ისეთი კეთილი გული, როგორიც დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანებს.



№1  offline წევრი Ignifex

ცუდი ნამდვილად არ იყო,თუმცა უფრო მეტს მოველოდი. :D მთლიანობაში მომეწონა,თემა განსაკუთრებით,აზრიანი იყო თან და ამას ვეძებ ხოლმე ყველა ჩანახატში.. წარმატებებს გისურვებ <3

 


№2  offline წევრი Tinaa^^

მადლობა პირველ რიგში. ზოგადად მეც მეტს ველლოდი. ეს თემა ძალიან ღრმა და მძიმეა. მაგრამ ელენიკო , რომ მახსენდება სიმძიმე სადღაც ქრება და მხოლოდ დადებითის წერა შემიძლია. ბედნიერი ვარ რომ რაღაცა დოზით მაინც გადმოვეცი ის, რისი თქმაც მინდოდა <3

 


№3  offline მოდერი TaMo)

ელენიკო და მისნაირები ყველაზე საყვარლები და კეთილები არიან <3
გამიხარდა რაღაცნაირად ამ თემაზე რომ ვნახე ჩანახატი^^

 


№4  offline წევრი Tinaa^^

ნელნელა ვხვდები, კარგი ვქენი, რომ დავწერე. კიდევ მეტი უნდა იწერებოდეს. გამწარებული ვარ . გიგო ასეთი აქტიურია, ადაპტირებული და მის წასვლას დასახმარებელ აქციაზე ისეთი შეფასება მოყვა, შემრცხვა ადამიანობის. იმ ცხოველების შემრცხვა ჩვენზე მეტი შეგნება, რომ აქვთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent