მეფის დედოფლის პოეზია
რა დიდი პატივია არა?!.. ,,მეფის დედოფალი’’ მქვია.. მართლა საქართველოს დედოფალი კი არ ვარ, საქართველოს არც კი ჰყავს მეფე.. უბრალოდ, როცა ქალს აგრძნობინებ, რომ ,,დედოფალია’’, მაშინ შეგიძლია საკუთარ თავს ,,მეფე’’ უწოდო.. არ ვიცი რამდენად კარგი ან საინტერესო წასაკითხი იქნება ჩემი პიროვნების არსი, თუმცა მე ისეთი ხასიათით გამოვირჩევი სხვებისგან, რომ ყოველთვის გულწრფელად და პირდაპირ გადმოვცემ ხოლმე ჩემს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ცდები მკითხველო, თუ კი გგონია, რომ ამ ჩანახატში საკუთარ თავზე საუბარს ვაპირებ. არა! მხოლოდ ჩემს გრძნობებსა და ემოციებზე. ლიტერატურა ხომ ცხოვრებისეული მოვლენის მხატრული გარდასახვაა,აქ არც ჩემი პარტნიორის – ე.წ ,,მეფის’’ ქებას ვაპირებ. მე ჩვენს სიყვარულს ვადიდებ, ვერანაირმა განსაცდელმა რომ ვერ დააკლო ვერაფერი..საქართველოს ,,უკანასკნელმა მეფემ’’ – ირაკლი ჩარკვიანმა თქვა: ,,დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობსო’’ და ასეცაა... აი სწორედ იმ სიყვარულზე დაწერილმა ლექსმა, რომელსაც დრო ჯერჯერობით ინდობს, მომიტანა მე– მეფის დედოფალს გამარჯვება.. ვიდექი ხალხით გადაჭედილ დარბაზში და ნერვიულად ვიხვევდი საკუთარ თმას თითებზე, სერიოზულად, წარბებშეჭმუხნული მოუთმენლად ვაცეცებდი თვალებს აქეთ–იქით, ,,სულის სარკეში’’ ვუყურებდი ჟიურის, თითქოს რაიმე დადებითი ემოციის წაკითვა მინდოდა..მათში ვერანაირი განწყობა ვერ დავინახე, შეიძლება მე არ მაქვს ადამიანის აზრების წაკითვის ნიჭი, ან ისინი ისხდნენ გაქვავებულნი და არაფერს გამოხატავდნენ.. დაჯილდოვების ცერემონია მალევე დაიწყო, წამყვანმა კონკურსის ჩასახვის იდეა, შინაარსი და შენობის დანიშნულება გაგვაცნო და ამის შემდეგ, იქ მყოფ მშობლებს უხეშად რომ ვთქვათ ,,გარეთ გაუძახა’’, მათაც არ დააყოვნეს და დარბაზი დატოვეს.ბავშვები მარტონი დავრჩით ერთი შეხედვით მკაცრ ჟიურისთან და ნერვიულობამაც იმატა.. ნომინაცია–პოეზია სიყვარულზე.. სიტყვა უნივერსიტეტის ლექტორს გადასცეს და მან შესავლის შემდეგ დაუმატა: – საუკეთესო ლექსის ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა მისი ნაშრომი ძალიან მომეწონა, დასაწყისს წავიკითხავ და ვისიც არის ადგეს.. დარბაზში სიჩუმე გამეფდა, წამით დაწყნარდნენ ბავშვებიც და იქ მყოფი დანარჩენი საზოგადოებაც, მე ამ დროს ნერვიულობის პიკზე ვიყავი და თითქოს წინასწარ ვგრძნობდი რაღაცას, მაგრამ უბრალოდ ვერ წარმომედგინა, ჩემს შიშველ გრძნობებს, ლექსად გადმოცემულს ვინმე თუ მომიწონებდა.. ვერ დავიტრაბახებ შეუდარებელი და ბრწყინვალეა–მეთქი, უბრალოდ ეს ჩემი და ჩემი ,,მეფის’’ გულწრფელ სიყვარულს ასახავს... კითხვა მშვიდად დაიწყო ლექტორმა: –,,მე და შენ გავალღობთ ერთმანეთის გაყინულ თითებს’’ –,,ჩემია’’!..–ჩავილაპარაკე ოდნავ ხმამაღლა და რა თქმა უნდა მისწვდა მათ ყურთასმენასაც, წაკითხვა მთხოვეს, მართალია ეს ჩვენი კრიტიკოსი დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა ჩემი წაკითხულით, რადგანაც მზად არ ვიყავი ყოველივე ამისათვის, თანაც ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თავშეყრაზე ყველა შენ გისმენს, შენივე ლექსს კითხულობ და იბნევი..გადმომცეს საჩუქრები და მოკლედ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი..ნუ გგონიათ, რომ ამით მკითხველისთვის ჩემი წარმატების და ბედნიერების გაზიარებას ვცდილობდე, მე გამარჯვება კი არა–დიდი სიყვარული მაბედნიერებს, რომელსაც ყოველდღე განსხვავებულად და თანაც უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ ,,ჩემი მეფისაგან’’.. ის ყოველდღე მიმეორებს ამ სიტყვებს: ,,გახსოვდეს, რომ ხარ დედოფალი’’!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.