შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიყიდეს, ჩემი ბავშვობის ეზო გამიყიდეს.....


12-06-2015, 23:22
ავტორი natato
ნანახია 2 828

ვიხსენებ ბავშვობას და ბედნიერებით ვივსები. ეზო, თამაში, გართობა, მეგობრები ეს ჩემს ბავშვობას საინტერესოს ხდიდა.
მივაბიჯებ ქუჩაზე სადაც ბავშვობა გავატარე და ვხედავ რომ ის ცარიელია. გარშემო ვიხედები და ვხედავ ეზო სავსეა მანქანებით, გულში რაღაც მძიმედ მწყდება როცა ვიხსენებ ამ ეზოს ჩემი ბავშვობის დროს, როცა იგი სავსე იყო მუხლგადატყავებული ბავშვებით.
სიარულს განვაგრძობ, ჩემს მარჯვნივ ვხედავ დიდი ბლის ხეს, რომელზეც ოდესღაც მთელი ქუჩის ბავშვები ვისხედით და ბლით ვიყორავდით მუცლებს. ახლა? ახლა მხოლოდ ჩიტები არიან შემომსხდარნი და ხეც ხმება მოუვლელობისგან. რამდენიმე ბალს ვწყვეტ და ვაგემოვნებ. მაინტერესებს ისევ ისეთი გემო აქვს თუ არა. მოუვლელობის მიუხედავად, ისევ ისეთი გემრიელია. ისევ ბავშვობა მახსენებს თავს. მინდა რომ ისე დრო აბრუნდეს.
ვტრიალდები უკან და მეზობლის ეზოს ვხედავ. ისევ ისეთი მოვლილია, ისევ ჰყვავის ნაირფერი ვარდები. ისევ ისეთი მწვანე და ფერადია. მახსენდება როგორ ვცდილობდით ამ ყვავილების მოპარვას და როცა თავს სამშვიდობოზე ვიგრძნობდით, გამოგვეკიდებოდა მეზობელი ქალი და ერთს მოგვაწყევლიდა. მაშინ გვეშინოდა ყველას, მაგრამ ახლა ტკბილად გვახსენდება.ვუყურებ და არავინ ცდილობს მიწვდეს ამ ლამაზ ბაღს, მხოლოდ კატა მიცოცავ ღობეზე, რომელიც ცოტა მორყეულა.
ისევ ვაგრძელებ სიარულს. ვხედავ როგორ მოსდევს ძაღლი კატას და ისევ მოგონებებში ვიძირები.მაშნ ჩვენც ასე დავდევდით ერთმანთს, როცა დაჭერობანას, გაშეშობანას ვთამაშობდით. ან როცა უბრალოდ გოგონები მივსდევდით ბიჭებს, მაშინ როცა თმას მოგვწიწკნიდნენ ან გვაწყენინებდნენ. მახსოვს როცა ვერ დავიჭერდით მათ, დედასთან თვალცრემლიანი მივრბოდით და ვეწუწუნებოდით, ბიჭები კი ჩამშვებს გვეძახდნენ და ისევ გვაბრაზებდნენ.
როცა ამ ქუჩაზე მივაბიჯებ ბავშვობის წლები მახსენდება და სულელივით ვიღიმი, მაგრამ შემდეგ ვხედავ მანქანებით გადატენილ და ბავშვებისგან დაცლილ ქუჩას და გული მწყდება, რაღაც მძიმე მაწვება გულზე.
იცით მე ჩემი ბავშვობის ქუჩა გამიყიდეს. მე ვერ ვხვდები რატომ. იცით ახლა ბავშვებს ბავშვობა გაუყიდეს.
არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ გადმოგცეთ რა შეგრძნებაა ეს. როცა ხვდები რომ შენი ბავშვობისდროინდელი ქუჩა გაყიდეს. არ ვხუმრობ მართლა გაყიდეს, გაცვალეს. დღეს ყველა აქ მცხოვრები ბავშვი აიპადით ერთობა.
ეხლა როცა ამას ვწერ სევდა მიტევს, სათქმელს თავს ვერ ვაბამ . ვიცი მ ბანალური ფრაზებით თავს გაბეზრებთ, მაგრამ რა ვქნა რომ ასე გული მწყდება, რომ ახალ თაობას ბავშვებს ბავშვობას ართმევენ . როცა ვიხსენებ როგორ დავრბოდი მუხლგადატყავებული, ახლა კი ბავშვები სახლში კომფორტულად ზიან და კომპიუტერში თამაშობენ. მშობლები მათ ბავშვობას უყიდიან, მათგან "დასასვენებლად" ამ საშუალებას მიმართავენ.
მე კი ჩემს ქუჩას მყიდიან, ნელ-ნელა მას პარკირების ადგილად მიქცევენ. მე გული მწყდება, მე მტკივა, რომ დღეს ჩემი ქუჩა იყიდება.



№1 სტუმარი სტუმარი Nodar cecxladze

Sruli simartle tamashi ar ician

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent