შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს მეთვრამეტე გაზაფხულია


13-03-2015, 00:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 082

დღეს მეთვრამეტე გაზაფხულია,
მე მზე მაცხუნებს ძლიერ მხურვალე.
ცას ვუყურებ და ცრემლი მადგება,
გულს ვერ ვაოკებ,გრძნობა მაწვება.

ბავშვობა მინდა,წარსულს მივსტირი,
კვლავ მახსენდება უზრუნველობა.
ძალა მეცლება და ისევ ვთრთები,
კვლავ მეშინია იმ დღის დადგომის.

შვიდი აპრილი მალე იქნება,
როცა გავხდები მე სრულწლოვანი.
როცა მივხვდები,რომ დრო წავიდა
და უკან ისევ ვერ დავბრუნდები.

ცხოვრების გზაზე გავდივარ უკვე
და ვიცი ის,რომ უკუღმართია.
შიში კვლავ მიპყრობებს,ფიქრი მიდნება,
სარკეს ვუყურებ,მე ვერას ვხედავ.

ისევ ვხდები,რომ წლები წავიდა,
უშინაარსოდ დახურა კარი.
მოიღრუბლა და მარტო დამტოვა,
ჭეშმარიტებამ მაქცია ზურგი.

უსიყვარულოდ გავიდა წლები,
უმისამართოდ მარტო დამტოვა.
გული ისევ თრთის,სულს მეხუთება,
ფიქრი ძნელდება,ძილი მინდება.

ისევ მერევა ჩუმად ჭაღარა,
ისევ ვბერდები და წინ მივიწევ,
თვალს მიბნელდება,სულს ხელით ვიჭერ,
კვლავ ვიყინები,ვხედავ სამარეს.

წარსულს ვუცქერ და მხოლოდ ბნელს ვხედავ,
არსაიდან ჩანს გულჩასაჭიდი.
აღარც წინ მინდა და აღარც უკან,
მხოლოდ მინდა,რომ დასრულდეს იგი.

ძირს დავეცემი და სუნთქვას შევწყვეტ,
ფიქრი მებნევა,გრძნობა მძაფრდება.
სიბნელეს ვხედავ,უფრო ვბრმავდები,
ძირს ვიხედები,მიწა მეყრება...

12/03/15



№1  offline წევრი makoo

ვაიმეე... ძალიან მომეწონაა... შინაარსითაც...მაგრამ ცხოვრება წინ გაქვს ჯერრ <3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

makoo
ვაიმეე... ძალიან მომეწონაა... შინაარსითაც...მაგრამ ცხოვრება წინ გაქვს ჯერრ <3

მადლობა დიდი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent