შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„მღერის“ წვიმა


13-06-2015, 02:18
ავტორი Mannoo
ნანახია 9 689

ცრემლებით დაშუშხულ , ჩამომჭკნარ ლოყას ნელა მივუახლოვე თხელი ხელისგული .ინსტიქტურად ვაცეცებ უშინაარსოდ მომზირალ თვალებს .ჯოჯოხეთს დაემსგავსა ჩემი ყოფა. ცხოვრებამ მეორე ნახევარი წამართვა და დავდივარ მის შემდეგ განახევრებული, უფრო სწორად, უარსო ნახევარი ..იმ დღეს მეგონა დარჩენილი ცხოვრება ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი და ერთს პლუს ერთი როგორც იქნა სამია, მაგრამ ,როგორც აღმოჩნდა, ერთი და ჯერ კიდევ დაუბადებელი ერთი მარტოობისთვის გავიწირეთ. ყველაფერი შემზიზღდა კოზმას გარეშე. სახლის თითოეული კუნჭული, მისთვის ასე საყვარელი საკუთარი თავი, ყველა ძვირფასი მოგონება, რომელსაც ერთად ვეღარასოდეს გავიხსენებთ, ჩვენი სიმღერა...საოცრად დაამძიმა რამდენიმე გრამიანმა ოქროს გროლმა თითი, უფრო მეტად სული. მას შემდეგ, რაც დამტოვა, მის პერანგს ხელს არ ვუშვებ და მაგრად ვიბღუჯავ ნახევრად გადაფხეკილი ,დატეხილი ფრჩხილებით . ფრთხილად ვსუნთქავ, რომ არ გავფანტო საყელოზე შერჩენილი ჩვენი სიყვარულის ბოლო სურნელი. შიგნიდან მჭამს საშინელი ტკივილი.. გარეგნულად თითქოს მშვიდად ვარ ,მაგრამ სული კივის.. უნდა ამ უსიცოცხლო კანიდან გამოძვრეს და მასთან ერთად შეაფაროს თავი სპეტაკ ღრუბლებსა და მარადიულობას. იქ ხომ მაინც ვერავინ წაართმევს მის თავს ..ნეტავ მასაც ასე ძალიან თუ სტკივა ,როგორც მე. მილეული მთვარის შუქზეც კი ადვილი გასარჩევია კანსა და ფრჩხილს შორის გარჩენილი მიწა ,იმ მიწის ნაწილი, ჩემს საყვარელ გულს რომ ლოდად აწევს. ლარნაკში ისევ აწყვია მისი მორთმეული გვირილები. არაფერი გადამიადგილებია, მაგრამ არაფერია ისე ,როგორც -ადრე .. დედის ხათრით ძლივს გადაყლაპულ ყოველ ლუკმას ცრემლი მიჰყვება. ვგრძნობ როგორ გამოვშრი, აღარც გოდების თავი მაქვს , აღარც ცხოვრების... ფანჯარას არ ვკეტავ, არც ფარდებს ვაფარებ, მინდა ყოველი თვალის გახელის დროს ცას ვუყურებდე, ასე უფრო ახლოს ვგრძნობ მასთან თავს.. რას არ დავთმობდი ოღონდ ახლა გვერდით მყავდეს, ღონივრად მიჭერდეს თითებს სუსტ მტევანზე და მეუბნებოდეს როგორ ძლიერ ვუყვარვარ . მენატრება, ძალიან მენატრება. დასიებულ თვალებს ვეღარც ვხუჭავ ნორმალურად, რომ ცრემლი შევიკავო. ნუთუ არ შევეცოდე უღლის მარტო საზიდად.. ლამის კისერი მომტეხოს მარტოსთვის იმდენად მძიმეა. კბილებით ვიჭერ დამსკდარ ტუჩებს. ვიცი კარს მიღმა დედაჩემია და იქედან მდარაჯობს . ბოლოს მაინც ვერ ვუძლებ ყველაფერი გულში ჩავიკუჭო და სუსტ ხმას სლუკუნს ვაყოლებ.
-როგორ შეგეძლო, როგორ დამტოვე, როგორ გამიმეტე ამ საშინელებისთვის, მეც წაგეყვანე... აქ რა ვაკეთო ,გარდა იმისა, რომ შენამდე მოსასვლელად დარჩენილი დრო ვითვალო.. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს შენი ღიმილის გარეშე.. რა გადამატანინებს ზამთარს ,თუ შენი ჩახუტება არ გამათბობს, როგორ ვისუნთქო, თუ ჰაერში შენი სუნი არ იქნება. ვისი გულისცემა დავითვალო დილაობით.. ვისთვის ვიცოცხლო გამაგებინე ...
-ჩემთვის დე.... -სუსტად ისმის ემბრიონის იმპულსები.
-მაპატიე დე,-ფრთხილად ისვამს ქეთი მუცელზე ხელს.
-მიყვარხარ დე...
-მიყვარხარ დე ...
და იწყება წვიმა, შხაპუნა . ფანჯრები ისევ ღიაა, ნამგალა მთვარე საცოდაობით ორად გაკეცილა. ნელ-ნელა უახლოვდება ლანდივით სხეულს წვეთები და აჰა, უკვე კანჭებზე შეეხო. მთელი სხეული თქორმა დაფარა ... უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს მთელს სხეულში.
-არასდროს დაგტოვებთ მარტო, მეც თქვენთან ვარ, მიყვარხართ - „მღერის“ წვიმა.
/ერთი წლის შემდეგ.../
ფანჯრები ისევ ღიაა, ფარდებიც გადაწეული. ბავშვის საწოლი არ დგას , არც არასდროს მდგარა. ლოყებგაბურცული მამას ასლი დედის საწოლზე თამაშობს ,დედას ყური მის მკერდზე უდევს და გულისცემას უთვლის. მისი და კოზმას სიყვარულის სურნელს ახლა პატარას ყელიდან ისუნთქავს...
-შენთვის ვცოცხლობ დე, მაპატიე დე, მიყვარხარ დე,- ბუტბუტებს ჩუმად და ცრემლიანი ტუჩებით მუცელზე კოცნის.
-მიყვარხარ დე, -იკითხება ყველაზე თბილ ღუღუნში.
და იწყება წვიმა, შხაპუნა . ფანჯრები ისევ ღიაა. ნელ-ნელა უახლოვდება ლანდივით სხეულს წვეთები და აჰა, უკვე კანჭებზე შეეხო. მთელი სხეული თქორმა დაფარა ... უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს მთელს სხეულში.
-არასდროს დაგტოვებთ მარტო, მეც თქვენთან ვარ, მიყვარხართ - „მღერის“ წვიმა.



№1  offline წევრი ინკოგნიტო

ძალიან მომეწონა , მართლა სასიამოვნო წასაკითხი იყო , წარმატებები love love winked

 


№2  offline წევრი Mannoo

ინკოგნიტო
ძალიან მომეწონა , მართლა სასიამოვნო წასაკითხი იყო , წარმატებები love love winked

დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

გამაჟრჟოლა ❤

 


№4  offline წევრი yvavi

ჰომ, მომეწონა ^^ კარგია <3

 


№5  offline წევრი ნათი_

ძაან მაგარია ^_^ უემოციოდ ვერ წაიკითხავ love

 


№6  offline წევრი vikanati

:* ბრავო. ძან მაგარია

 


№7  offline წევრი madamfiso

მადლობა ავტორს რომ საკონკურსო ცანახატებში როგორც იქნა გრამატიკათავჩამომხრჩვალი რაღაც არ დადო! <3
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№8  offline წევრი ფსიქო.13

madamfiso
მადლობა ავტორს რომ საკონკურსო ცანახატებში როგორც იქნა გრამატიკათავჩამომხრჩვალი რაღაც არ დადო! <3

:დ ქართულის მასწავლებლები არ უვარგა ხალხს,რა გინდა შენ :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№9  offline წევრი Mannoo

madamfiso
მადლობა ავტორს რომ საკონკურსო ცანახატებში როგორც იქნა გრამატიკათავჩამომხრჩვალი რაღაც არ დადო! <3

მადლობა wink

 


№10  offline წევრი ana456

ძალიან კარგი ნამუშევარია, ყოჩაღ! ძალიან მომეწონა <3

 


№11  offline წევრი Laura

მართლა ძალიან კარგია! <3

 


№12  offline წევრი Annee

უჰუუ.. მე მგონი ყველას აჯობე. ^_^ გამიხარდება თუ მოიგებ: *:* მართლა ძალიან მომეწონა..<3 სიუჟეტი ამაღელვებელი ქონდა და გრამატიკულადაც გამართული იყო. <3

 


№13  offline წევრი Mannoo

Annee
უჰუუ.. მე მგონი ყველას აჯობე. ^_^ გამიხარდება თუ მოიგებ: *:* მართლა ძალიან მომეწონა..<3 სიუჟეტი ამაღელვებელი ქონდა და გრამატიკულადაც გამართული იყო. <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო... love winked

 


№14  offline წევრი madamfiso

ფსიქო.13
madamfiso
მადლობა ავტორს რომ საკონკურსო ცანახატებში როგორც იქნა გრამატიკათავჩამომხრჩვალი რაღაც არ დადო! &лт;3

:დ ქართულის მასწავლებლები არ უვარგა ხალხს,რა გინდა შენ :დდ



ჰოდა, გამოცვალონ ^_^
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№15  offline წევრი მარეამო

მანოო <3 როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია <3 <3

 


№16  offline წევრი Mannoo

მარეამო
მანოო <3 როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია <3 <3

love winked feel

 


№17  offline წევრი mani156

ძალიან მაგარიია love love

 


№18  offline წევრი Svvaaaniii

კარგი იყო <3 მომეწონა წარმატებებიი love
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№19  offline წევრი lesia

სანამ გავხსნიდი მანამდეც ვიცოდი,რომ რაღაც ძალიან კარგი მელოდა. ძალიან,ძალიან მაგარია. ყოჩაღ მანო.
წარმატებები კანკურსში love .

 


№20  offline წევრი კოტი

ოდნავ მძიმე წასაკითხი იყიო,თუმცა გრამატიკულადაც და შინაარსობრივადაც გაამართულია და ეს დასაფასებელია....სხვათაშორის კარგიი ისტორია დაიწერებოდა ამ ჩანახატზე.... ყოჩაღი გოგო ხარ <3წარმატებები
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№21  offline წევრი ana))

ძალიან ძალიან მომეწონა....ყოჩაღ ეს ჩანახატი იმსახერუბს გამარჯვებას!
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№22  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა.სასიამოვნო წასაკითხი იყო და დიდი ემოცია გქონდა ჩამეჭდილი.გამართული იყო ყველანაირად.
ყოჩაღ!
წარმატებებს გისურვებ.. love

 


№23  offline წევრი Mannoo

drunkinlove
მომეწონა.სასიამოვნო წასაკითხი იყო და დიდი ემოცია გქონდა ჩამეჭდილი.გამართული იყო ყველანაირად.
ყოჩაღ!
წარმატებებს გისურვებ.. love

გაიხარე ... უღრმესი მადლობა . შენც ასევევ ჩემო კარგო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent