უკვალოდ ჩაიარა...
იყო და არა იყო რა... არა, ეს დასაწყისი ამ ისტორიას ნამდვილად არ უხდება, ზღაპრები მხოლოდ happy end_ებით მთავრდება.. ეს კი უბრალოდ ის რეალობაა, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ცხოვრებაში ხშირად ხდება.. ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო.. გოგონამ ხარბად ჩაისუნთქა მონატრებული ჰაერი. 8 წელია აქ არ ყოფილა, ვერასდროს იფიქრებდა თუ ესე მოენატრებოდა აქაურობა.. აუჩქარებლად გაუყვა მისთვის უკვე უცნობ ქუჩას, თან ყველაფერს დაკვირვებით ათვალიერებდა, ამდენ სიახლეს "მის" ქალაქში მართლა არ ელოდა.. ცივა, მაგრამ ამ სიცივეს გოგონა ვერ გრძნობდა, თუმცა რას იგრძნობდა? გული სითბოთი ევსებოდა, თუ რამე ნაცნობს მოკრავდა თვალს.. ბავშვობის მოგონებებიც დაუყოვნებლივ ჩნდებოდნენ. განსაკუთრებით, ამ უბანთან აკავშირებდა ყველაზე ტკბილი მოგონებები. აქ შეუყვარდა პირველად, აქ ატარებდა მისი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს, აქ ყავდა მისი ბავშვობის მეგობრები, რომლის უმრავლესობა დროსთან ერთად გაუჩინარდა. ბევრი, ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა ამ ქუჩას და მისი აქ დატოვებული ცხოვრების დიდ ნაწილს.. გოგონამ უცებ სვლა უფრო შეანელა, იმ პარკს უახლოვდებოდა, სადაც პირველად გაიცნო "ის" ჯოკერის თამაშის დროს, 16 წელი გავიდა და მაინც ახსოვს ყველაფერი.. როგორ წააგო მასთან და ნაყინების ჩააბარება მოუწია.. როგორ ისხდნენ ხოლმე ერთმნეთისგან ოდნავ მოშორებით ურთიერთობის პირველ ეტაპზე, როგორ ერიდებოდა ხოლმე "მისი" და თვალებში ჩახედვისაც კი რცხვენოდა, როგორ მოპარა "მან" პირველი კოცნა და როგორ.. როგორ დარჩა იმ პარკში ატირებული ღამით, როცა ყველაფერი დამთავრდა.. რა პატარა იყო მაშინ და როგორი დიდი ეგონა თავი. ამ ყველაფრის გახსენებაზე უცნაური გრძნობა დაეუფლა, რაც უფრო უახლოვდებოდა პარკს უფრო უხშირდებოდა სუნთქვა.. შესვლის დროს, რატომღაც გვერდით გაიხედა და ადგილზევე გაიყინა, როცა ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, წლების წინ რამდენჯერ წარმოუდგენია მათი შეხვედრა და რამდენნაირი ვარიანტი ჰქონია, მაგრამ ეხლა, როდესაც ფაქტის წინაშე დადგა, ვერ გაეგო რა ექნა.. ბიჭიც გოგონას დანახვისას დაიბნა, მის აქ ნახვას ნამდვილად არ ელოდა.. მიუახლოვდა და თითქოს ორივემ ერთდროულად გადაწყვიტეს, პარკში შევიდნენ და დასხდნენ.. ისევ ისე, ერთმანეთისგან ოდნავ მოშორებით, როგორც "თავიდან"... ძნელია საუბარი დაიწყო პირველმა, 8 წლის უნახავ ადამიანთან, ძნელია ესე უბრალოდ წამოიწყო დიალოგი, იმ ადამიანთან, რომლის სიყვარულიც წლების წინ გულს გინათებდა. გოგონამ ბიჭისკენ გაიხედა და გაიღიმა.. - როგორ ხარ? -გაბედა და ჰკითხა ბიჭმა. მუსიკის ჰანგებივით რითმული გაუხდა გულის ცემა გოგონას, მისი ხმის გაგონებისას. -კარგად შენ? -ძლივს ამოიგლიჯა 2 სიტყვა, რომლებიც თვითონაც ძლივს გაიგონა. რა ემართება? ამდენი წელი გავიდა და ისევ იმ პატარა ბავშვად გადაიქცა, რომელიც პირველად დგამდა სიყვარულის ნაბიჯებს.. -მეც კარგად.. ისევ სიჩუმე, არც ერთმა იცოდა რა ეთქვათ.. - შეცვლილი ხარ..-ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე. -მართლა? როგორ? -ცივი თვალები გაქვს.. გოგონას გაეღიმა, თან ყველაფერი გაახსენდა რაც გაიარა. -შენ კი არ შეცვლილხარ.. ნუ ოდნავ დაკაცებულხარ, - ხუმრობა სცადა დაძაბულობის გასაფანტად.. -ხოო, უკვე 30ს გადავცდი, -გაეცინა ბიჭსაც. -ცოტა დაღლილი სახეც გაქვს.. -ხო ბევრს ვმუშაობ.. -ოჯახი? -6 წლის გოგო მყავს, წელს სკოლაში შევიყვანეთ.. მეორესაც ველოდებით, ბიჭს. -გილოცავ, გოგოს რა ქვია? ცოტახნით ისევ სიჩუმე ჩამოწვა.. -ანი. თავისი სახელის გაგონებაზე გოგონა გაშრა, მეტყველების უნარი სულ წაერთვა, ვერ მიხვდა უნდა გახარებოდა თუ სწყენოდა. ისევ სიჩუმე... ბიჭის მწველ მზერას გრძნობდა, თვითონ კი გახედვას ვერ ბედავდა.. -იცი? ხშირად ვხატავდი გონებაში ჩვენს შეხვედრას..-ამჯერად გოგონამ დაარღვია სიჩუმე. -ცივი თვალები გაქვს.-ბიჭმა თითქოს ვერ გაიგო რა უთხრა.. -უკვე მითხარი.. -აღარ გავხარ იმ ადამიანს მე რომ ვიცნობდი. -არ მახსოვს შენ რომელს მიცნობდი.. -მეოცნებე პატარა გოგონას, რომელსაც მხოლოდ სიყვარული შეგეძლო. -სიყვარული? მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი, ეხლა მიწაზე ვდგავარ.. -აღარ ოცნებობ? -არა, ეხლა მხოლოდ მიზნები მაქვს. -შენ არ გყავს ოჯახი? -არა, მარტო ვარ.. -რატომ? გოგონას გულში გაეცინა ამ კითხვაზე, რამდენი მიზეზის თქმა შეეძლო, მაგრამ აზრზს ვერ ხედავდა.. კითხვა წაუყრუა და სიგარეტს მოუკიდა.. -გახსოვს სიგარეტის მოწევას რომ მიშლიდი? ბიჭს გაეცინა.. -კიდევ ბევრ რამეს გიშლიდი, შენ კი ჩემი პატარა ურჩი გოგონა იყავი.. -ხოო, არასდროს მიყვარდა ჩემს თავისუფლებაში რომ იჭრებოდნენ,, -მაგიტომ არ გათხოვდი? - ისევ გაუმეორა კითხვა.. -არა, მხოლოდ ამიტომ არა, - მოუჭრა მოკლედ. -ისევ მიდიხარ? -ხო, ცოტახნით დავბრუნდი. -გამეხარდა, რომ გნახე. -რამდენი რაღაცის თქმას ვაპირებდი, ჩვენი შეხვედრისას... -მითხარი. -დიდი დრო გავიდა, ეხლა აზრი აღარ აქვს.. -ოდესმე მეტყვი? -გჯერა, რომ ისევ შევხვდებით? -მჯერა.. -მე არ მჯერა. -ნუთუ მართლა არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი? -ალბათ არა. -მხოლოდ ეხლაღა შეამჩნია ბიჭის ხელებში ცელოფანი, რომელიც ტკბილეულებით იყო სავსე. -ბავშვს ნუ ალოდინებ.. -არაუშავს.. -ჯობია რომ წახვიდე.. ისევ სიჩუმე.. -მართლა გამეხარდა, რომ გნახე. - უთხრა ბიჭმა და წამოდგა.. -ბედნიერად.. -გაუღიმა გოგონამ. -შეხვედრამდე. - ბიჭიც დაემშვიდობა, გატრიალდა და წავიდა... გოგონა უყურებდა, ისევ ისე, როგორც მაშინ როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ბიჭი ადგა და წავიდა, უყურებდა ისევ იმ ტკივილით, თუმცა ამჯერად ცრემლის გარეშე.. ისევ გაიღვიძეს გრძნობებმა, რომლებიც დიდი ხნის წინ გულში ჩაიკლა.. წამიერად, დროებით, მაგრამ მაინც გაიღვიძეს.. გაახსენდა, როგორ სჯეროდა, რომ მათი სიყვარული უკვალოდ არ ჩაივლიდა, სჯეროდა, რომ იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ, ყველაფერს გაუძლებდა. ეხლა კი, საერთოდ არაფრის აღარ სჯერა.. ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ გამოხატავ, მაგრამ გრძნობ.. და ხვდები, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება რაღაც მნიშვნელოვანი და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ადიხარ ციდან 3 მეტრზე.. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის ის სიყვარული, რომელიც სულამდე აღწევს და თუ ვერ გამოიყენებ უკვალოდ ქრება.. და ტოვებს მხოლოდ ტკივილს, დიდ ტკივილს.. სიყვარულის ბედნიერებამ კი უკვალოდ ჩაიარა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.