შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული დღეები


15-06-2015, 20:24
ნანახია 2 007

წინასიტყვაობა(სავით)
ჩასისხლიანებული თვალებით შემოვდივარ ოთახში და ფილმის ყურებაში გართულ დედაჩემს ვაშტერდები, ჩავაბარე დედაჩემო, ვეუბნები ჩახშული და ტირილისგან შესუსტებული ხმით, ვერ ვიტან ასეთ მომენტებს, როდესაც ისედაც არასასიამოვნო ხმის ტემბრი, წარმოუდგენლად „საზიზღარი“ მიხდება...
ვერ გამეგო ასეთი მგრძნობიარე როდის მერე გავხდი, მაგრამ სანამ სიით ჩემი რიგი მოვიდოდა წინასწარ გამოვიტირე ყველა ბილეთის მოსვლის ალბათობა და თითების მტვრევა დავიწყე...
სხვათაშორის 1-2 კვირაში შეიძლება გავიცინო, მაგრამ ფაქტია რომ 6 საათი ვიყავი აყუდებული კარებთან და ახლაც ვერ მოვდივარ გონზე რას ვგლოვობდი, მაგრამ ახლაც ღაპა-ღუპით მომდის ცრემლები, როგორ მინდა უდარდელად ვიჯდე სადმე, ვუყურებდე ფილმს ან ვკითხულობდე (სასურველ) წიგნს, დარწმუნებული ვიყო იმაში რომ არავინ და არაფერი არ მელოდები ხვალ, ზეგ, მაზეგ... არ მაქვს მოყრილი ვალდებულებები, (მოვალეობები), შაბლონურად გაზეპირებული და „გაძვალტყავებული“ ისტორია, ქართული, ბიოლოგია...
მთელი დღის განმავლობაში ემოცია’გამოლეული, წაშლილი სახით ვურტყამ კლავიშს თითის ბალიშებს და მე თვითონ არ ვიცი რატომ ან (მეტიც) რაზე ვწერ(?!).


ძლივს-ძლივობით აკოწიწებულ წინადადებებზე ხელი ჩავიქნიე, ერთი ამის დედა ვატირეთი და ისინიც გაიფანტნენ...

რაღაც ვერ ვუმუღამებ...
სიყვარულზე და ეგეთებზე ვერ დავიწყებ ქაქანს, მაინც არ გამომივა, სხვა დროს და სხვა სიტუციაში დავფიქრდებოდი, მაგრამ ახლა?! ახლა სულ სხვა რაღაცებით მაქვს გონება გატენილი და ეგოისტურად არა თქვენი, არამედ ჩემივე სიამოვნებისთვის თუ არ დავწერე შევიშლები...

დავწერ და ბოლოში ძლივს-ძლივობით აკოწიწებულ წინადადებეზე ხელს ჩავიქნევ, ერთი ამის დედა ვატირეთი და ისინიც გაიფანტებიან...

წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება ყელში ამოგივიდეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ასე, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვზივარ, ასე უაზროდ, რა ქვია ამ ყველაფერს?!
როცა დღეები ისე გეცლება ხელიდან, რომ ვერაფერს ვერ ასწრებ, ვერაფერს ღირებულს და საჭიროს, რა ქვია ამას?!
როდესაც საუკეთესო მეგობრებს თვალებში ვეღარ უყურებ, როდესაც ისე ჩაუვლი ვითომც არაფერი ყოფილა თქვენს შორისო, რა ქვია ამას?!
როდესაც გეკითხებიან ვიღაცაზე და თითების მტვრევით, გაფართოებული გუგებით, და ენის ბორძიკით ვერ ეუბნები ვინ ხართ ერთმანეთისთვის, როდესაც ყელზე ზემოთ ამოგდის უაზრო ურთიერთობები, უაზრო ადამიანებთან, როდესაც გაღიზიანებს ყველანაირი კითხვა-პასუხი, ყველაფერი რაც აბსტრაქტულია...
როდესაც არ აინტერესებ არავის, როდესაც ცალ ფეხზე იკიდებ ყველას და ყველაფერს, რა ქვია ამას?!
დადიხარ და წერ უცხო ადამიანებზე, უცხო გამვლელებზე, წერ იმათზე ვისაც აზრადაც არ მოსდის რომ მათზე იწერება, იწერება ათასი ან უფრო მეტი ხაზი...
ზიხარ მარტო, ცარიელ შენობაში, უყურებ როგორ იღება „კაფის“ კარები, როგორ შემოდიან და გადიან ხანში შესული ქალები, წყვილები, ახალგაზრდა ბიჭები, უყურებ როგორ შეექცევიან ალუბლის ტორწიკებს, ტირამისუს, ექსპრესოს…
რა უდარდელები ჩანან ასე, როდესაც ზიან იმ პოზაში როგორშიც უნდა იჯდნენ...
ტანმაღალი ბიჭი ნერვიულად ათამაშებს მაჯის საათს, ეტყობა რომ ვიღაცას ელოდება, კარის ჭრიალზე თვალები უნათდება, მაგრამ მალევე უბრუნდება ძველ მდგომარეობას, ანუ ისევ აწვალებს საათს, უნებურად მეც ტელეფონს დავხედე საათის შესამოწმებლად, ჩემს სადარდებელს მისი დაემატა და ასე ვუყურებდი უტეხად, უცხო ბიჭს, რომელმაც სიგარეტის სამი ღერი მოწია, ბოლოს ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და გასვლის დროს კარი მთელი ძალით მიიჯახუნა, ამაზე რომელიღაცამ მსუბუქად შეჰკივლა... მინდოდა ყურადღება ამ უკანაკნელზე გადამეტანა, მაგრამ ზედმეტად დავიძაბე და უკვე შეციებული ყავა უგემურად მოვსვი...
გაწვიმდა.
წყვეტილებად შემოდიოდა ხმა და ეს წყვეტილები ლამის ანგრევდა შენობის კედლებს...
ფანჯარას გაუშტერე თვალები, მაგრამ მინაზე მიწებებული წვეთების გარდა ვერაფერი დავინახე...
სიფრიფანა გოგოს თვალით ვანიშნე მოსულიყო, რამდენიმე წამში კურტუმის ქნევით მოვიდა და ანგარიში მომაწოდა, მერე გამიღიმა...
გამიღიმა ისე, რომ ერთიანად დამიარა ტანში სითბომ და მეც უნებურად გავუღიმე...
მერე გამახსენდა, რომ ასე ყოველ მეორე შემომსვლელს უღიმის და ხასიათი ისევ მომეღუშა...
შენობიდან გავედი და ფრთხილად მოვიხურე კარები, ისე რომ ხელი მივაყოლე...
მახსოვს ჩემს ამ ქმედებაზე გამეღიმა, ბებიაჩემი გამახსენდა, კარებს ხელი მიაყოლეო, სულ ჩხუბობდა...
არ მახსოვს რას ვფიქრობდი, მაგრამ თავსხმა წვიმაში რომელსაც ლამის შენობები დაენგრია, მივსეირნობდი, მივსეირნობდი ნელა, ნაბიჯების აუჩქარებლად...
არადა არ მიყვარს წვიმა...
როდესაც ლამის ცა გაიბზაროს, და ყველაფერი რას ირგვლივაა ერთიანად დაიშალოს...
როდესაც მშველელი არავინ არ ყავს, არც ქალაქს, არც შენ...
როდესაც მხოლოს ასეთ წვიმას, „მოყავს“ ყველაფერი რაც ბანალურია, ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი, სულიერი ფიქრებიც კი, ჰო ფიქრები, რომლებიც სუნთქავენ, ოცნებობენ, კვდებიან...
გახსენდება ყველა, ვისთანაც ოდნავი შეხება მაინც გქონია...
ძალაუნებურად...
გახსენებს წვიმა, უბნები, ადამიანები...
მოგონებები?! არ მოგატყუოს არავინ... (ჰო შენ, შენ გელაპარაკები) მოგონებების ამარა იმაზე მეტად მარტოსული ხარ, ვიდრე რეალურად...
სისულელეა... სისულელეა ეს რომანტიზმი და ნოსტალგია...
როდესაც ცხვირის ნესტოებთან რაღაცის ან ვიღაცის სურნელი მოდის და ვერ გაგირკვევია ფანტაზიის უნარია თუ...
როდესაც ვერ ხვდები რა ან ვინ გაკლია...
არ ვიცი იქნებ ახლა იგივე განწყობაზე ვარ, როგორზეც მაშინ ვიყავი, როდესაც თავსხმა წვიმაში მივსეირნობდი, ასე ბანალურად და მწყინდა, მწყინდა ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, წვიმაც კი...

ის რაც წინასსიტყვაობას დააკლდა, ან ის რაც დასასრულია
არ ვიცი ამ ბოლო დროს რატომ ვწერ ასე იშვიათად, და ისიც როდესაც ეს „იშვიათობა“ კანში შემომიძვრება ვიხსენებ გასულ დღეებს, წარსულს...
ალბათ იმიტომ რომ არაფერი არ ხდება, საერთოდ არაფერი...
ალბათ იმიტომ რომ დავიღალე, ყოველდღიურობით, იმ ყოველდღიურობით რაც არაყოველდღიურობაში გადადის...
იმ უაზრობით, რასაც ყოველ დღე გავდივარ და დასაწერი არც არაფერი მრჩება, რომ შევიგრძნო, გამიხარდეს ან მეწყინოს...

ძლივს-ძლივობით აკოწიწებულ წინადადებებზე ხელი ჩავიქნიე, ერთი ამის დედა ვატირეთი და ისინიც გაიფანტნენ...
გაიფანტნენ როგორც ის წვიმიანი დღეები, ის უცხო გამვლელები, ის ტანმაღალი ბიჭი ვიღაცის მომლოდინე და ღმერთმა უწყის ნახა თუ არა...
იქნებ ახლაც ზის სადმე და ნერვიულად ათამაშებს იმავე მაჯის საათს ან სულაც...
იქნებ ისევ გაწვიმდება დღეს, ისე რომ ლამის შენობები დაინგრეს და მე გავალ გარეთ, გავალ „სულერთიას“ გამომეტყველებით და გამახსენდება ყველა, აბსოლიტურად ყველა ვისთანაც ოდნავი შეხება მაინც მქონია, ისევ ამერევა სამი დრო, წარსული, აწმყო და მომავალი, ისევ ამერევა დღეები, ნაბიჯები, ემოციები...
ისევ ავირევი, როგორც ყოველთვის...
სისულელეა, სისულელეა ეს რომანტიზმი და ნოსტალგიაც, ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე და...
შუა ქუჩაში, ხელჩართული ბრძოლა გამართე საკუთარ თავთან...
მთელი დღის განმავლობაში ემოცია’გამოლეული, წაშლილი სახით ვურტყამ კლავიშს თითის ბალიშებს და მე თვითონ არ ვიცი რატომ ან (მეტიც) რაზე ვწერ(?!).



№1  offline წევრი Anonymous

არ ვიცი მართლა რა ვთქვა.. ზოგჯერ მეც მემართება ეგეთი მომენტები.. არ ვიცი მაგრამ..თითები თავისით მოძრაობენ და წერენ.*_* მომეწონა ძალიან. წარმატებები ^^

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

ვაიმე ძალიან კარგია ^^ არ ვიცი, არის თუ არა ამქვეყნად ვინმე, ვისაც ეს არ უგრძვნია, მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე.. დამიჯერე, გაგივლის.
კიდევ ერთხელ ძააალიან მომეწონა <3 წარმატებანი :3

 


№3  offline წევრი yvavi

ჰომ გაგიგია ფრაზა "ყველაფერი კარგად იქნება"? ხოდა არაფერიც არ იქნება კარგად. სანამ საკუთარ გონებაში არ მოვძებნით გამოსავალს და კითხვებზე პასუხს, მანამდე სულ ასეთი არეული დღეები გვექნება. მანამდე სულ ასე მოგვიწევს წერა, თუმცა მე თანახმა ვარ ასე აირიოს, თუნდაც იმიტომ რომ ერთ ასეთს კიდევ დაგვიწერ love
თითქოს ჩემეული იყო.
წარმატებები <3

 


№4  offline მოდერი Mary Drey

........................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent