გარდაცვალება
მშვიდი დილა იყო,თავისებურად ლაღი, ხალხი ქალაქს ირეოდა,მშვიდად იყო სკვერები და ხეივნებიც,ხალხი ერთმანეთს თბილი სალამით და ღიმილიანი სახით ეგებებოდა,ათასი საფერებელი სიტყვებით ამკობდნენ ერთურთს,სანამ არ ჩამოეფარებოდა ქალაქს შავი ჩადრი,და არ დარეკდა მწუხარების ზარს. ადიდებული,აბობოქრებული და გაღიზიანებული მდინარე ,,ვერე" განადგურებული ,,ვერის ხეობა" და შემდგომი დასახლებები,მშვიდი იყო ქალაქი,გადაადგილდებოდნენ ქვეითები,ავტო მანქანები,შინისკენ მიმავალი მოქალაქეები.თითქოს არც ყოფილა ცხადი,და ისევ სიზმარია,ისევ გვძინავს და ვერ ვიღვიძებთ დაუსრულებელი ძილით,ვერ გამოვდივართ ამ ჯოჯოხეთური,დამანგრეველი სიზმრიდან,ადამიანები რომლებიც განწირული ითხოვენ დახმარებას,თვალცრემლიანი ადამიანები და ჭირისუფალი ტფილისი,გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები რომელნიც ახლაღა იწყებდნენ ცხოვრებას,ახლახანს გაშალეს ფრთები თავიანთი სანუკვარი ოცნების ასახდენად,ისინი რომელნიც იზრდებოდნენ და ცოცხლობდნენ სიკეთისა და სიყვარულისთვის,რომელთაც წყუროდათ ეს.სათნო მოხუცები რომლებიც შვილიშვილებს,შინ დაბრუნებულს თბილ საუზმეს ახვედრებდა შემდეგი ფრაზით, ,,შეგერგოს ბებო" .დამღრჩვალი ცხოველები და განადგურებული ზოოპარკი,განადგურებული ძაღლთა თავშესაფარი,განადგურებული საცხოვრებელი სახლები. სიამაყით აღსავსე ქალაქი,თავაწეული ადამანები,ყველაფერი შეიცვალა წუთებში,აღარ შემორჩა ქალაქს ის სილაღე,სიამაყე...გარდაიცვალა ტფილისი და გარდაიცვალა ტრაგიკულად ადამიანებიც,ადამიანები რომლებსაც სურდათ თავიანთი სიტყვა ეთქვეთ და არ დასცალდად თქმა,ქალაქი გლოვობს,შეიმოსა ქალაქი შავი თავსაბურავებით. გაერთიანდა საქართველო,თითქოს და ამ ყველაფერმა გამოაფხიზლა ადამიანები,ღირდა კი ამისათვის ასეთი მსხვერპლი?. ერთმუჭად შეიკრა ქვეყანა,იწყება ახალი ეპოქა,ეპოქა სადაც მათ არ დასცალდათ მოღვაწეობა. სამშობლომ დაკარგა შვილები,ეჰ ვინ იცის რამდენ კარგ ვაჟკაცს აჩუქებდა ისინი სამშობლოს. ჩანახატი 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიაზე,ტრაგედიაზე რომელმაცმთელი ქვეყანა შეძრა და გამოაფხიზლა,ქალაქი გლოვობს გადრაცვლილებს,აღარ არის ის ისეთივე ლაღი და ამაყი გლოვობს ტფილისი შავი ჩადრებით ქალაქს ეცვალა სტილი, ცაზე ღუბლებმა შეკრა კამარა ტფილისი ისევ ტირის. ნიკო დანგაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.