თავისუფლება ფერებს!
თვისუფლება ფერებს! ფერები... ფერები... ფერები! წვიმდა , წვმდა გადაუღებლად , კოკისპირულად. თითქოს არავის გაჰკვირვებია ეს მაგრამ თუ დავაკვირდებოდით მივხვდებოდით, რომ ცა ტიროდა , თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო , თითქოს თანაუგრძნობდნენ ცას და ცდილობდნენ გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო, ზოგი პირდაპირ მიწაზე ეცემოდა და ნამავდა , აგრილებდა და სულს უცოცხლებდა ჩამქრალ დედამიწას, ზოგიც ხის ტოტებზე შერჩენილ გაუფერულებულ ფოთლებს ეცემოდა და ასე გრძელდებოდა ... დაუსრულებლად! ესეც ფერი იყო! დიახ ფერი. ჩამქვრალი და გაცრეცილი მაგრამ მაინც სიცოცხლის წყურვილით სავსე. ფერი იყო რომელიც დედამიწის დარდით გაჟღენთილიყო . ადამიანების სიძულვილს დაეთრგუნა და დაეჩრდილა , ნელ-ნელა გაქრობასაც უქადდა, მაგრამ მაინც იბრძოდა, სჯეროდა რომ თავისი სიხასხასით გადაარჩენდა დედამიწას , მაგრამ ცა მაინც ტიროდა! ტიროდა შეუჩერებლად და ეს ფერიც ნელ-ნელა ღიავდებოდა , უფერულდებოდა და სულ მალე საერთოდ გაქრებოდა... მაგრამ იმედი ბოლოს კვდება!!! გიჟი არ ვიყავი, მაგრამ ყველას ასე ეგონა. იმის გამო რომ ყველაფერს ფერებით აღვიქვამდი, ადამიანების ჩათვლით. შესაბამისად არ მინდოდა მათთან კონტაქტი რადგან ყველა ერთად გაურკვეველ ფერს ქმნიდნენ , უშნოს, მოშავოს, ამაზრზენს... რამდნჯერმე უარვყავი ფერები და ადამიანებს მივენდე. გათავისუფლდი ფერებისგან... არასოდეს ამართლებდა. ადამიანები რასაც ამბობენ, ზოგჯერ იმავეს არ ფიქრობენ. ეს ხომ ყველამ იცის? მე კი მივხვდი, რომ არა თუ ზოგჯერ, არამედ ყოველთვის ცრუობდნენ, ხშირად საკუთარ თავსაც აჯერებდნენ თავისივე გამოგონილ ტყუილებს . საიდან მივხვდი? პასუხი მარტივია: ფერები არასოდეს ტყუიან! ტყუილსაც თავისი ფერი აქვს . მუქი შინდისფერი, დიახ მუქი შინდისფერი! ეს ფერი ყველა ადამიანის თვალში ბუდობს , მაგრამ როდესაც ცრუობენ ეს ფერი ბობოქრობს , მრისხანება ემატება და წითლად კიაფობს, თვალს გვჭრის და გვაბრმავებს თავისი სილამაზით! შეიძლება ვერ მივმხვდარიყავი რას ფირობდნენ ადამიანები, მაგრამ შემეძლო შორიდანვე ამომეცნო მათ თვალებში ბოღმის, შურის, სიძულვილის ფერები... სიკვდილის ფერი, კი -ყოველთვის უტყუარი იყო. კლინიკაში გამომწყვდევის შემდეგ აღმოვაჩინე რომ არსებობდნენ ადამიანები ყოველგვარი ნეგატიური ფერების გარეშე, მაგრამ მათშიც ჩნებოდა სიძულვილის ფერები. როდესაც ახლოვდებოდა სიკვდილი ისინი სიძულვილის ფერით ივსებოდნენ. სძულდათ სიკვდილი. მაგრამ რატომ? ზოგჯერ სიკვდილსაც უნდა ვუმადლოდეთ! გულს გვტკენს, მაგრამ ხშირად გვეხმარება გამოვიდეთ ვარდისფერი ფერიდან და ამაზრზენ რეალობას გავუსწოროთ თვალი. ანგელოზებიც არსებობენ და მათი ფერი უფერულია, კამკამა წყლის ფერი, სიწმინდით სავსე. მეც ვიცნობდი ერთ ანგელოზს ... დიახ , ანგელოზს! მისი ფერი ცისფერი იყო და არა უფერული და იცით რატომ? ის დაცემული ანგელოზი იყო დიახ დაცემული! მის გევრდით ვიჯექი და ღია ცისფერ თვალებში ვუყურებდი , არა იქნებ ცისფერიც არ იყო? თითქოს გამჭირვალე თვალები ჰქონდა და მის მოცისფერო ირისებში საკუთარი სულის დანახვა შეგეძლო. -გამარჯობა -გავბედე და გამოველაპარაკე ალბათ იმიტომ, რომ როცა თვალებში ჩამხედა მისი ციფერი უფრო გამუქდა ... -გაარჯობა-კრიალა ხმა ამოუშვა და თითქოს ჩემი აფორიაქებაც ჩაახშო -აქ როგორ მოხვდი? -ყველაზე ძვირფასი მომიკლეს -მერე? -მერე აქ გამომკეტეს -ვინ გამოგკეტა? -ხალხმა... -ნათესავებმა? -არა, ეგენი არ მყავს.. -ეგ როგორ? -მე ანგელოზი ვარ! -ანგელოზი? -გაკვირვება ვერ დავმალე და მისი მუქი ცისფერიც ნელ-ნელა გაღიავდა -ჰო, მაგრამ დაცემული -ეგ რას ნიშნავს? -ჩამომაქვეითეს -რატომ? -იმიტომ, რომ წესები დავარღვიე .. -რა წესები? -ცის , ადამიანის გრძნობებს დავემონე ... -შეგიყვარდა? -ჰო... -მაშინ ყველა წესებს ვარღვევთ -თქვენ ადამიანები ხართ და მკაცრად არ ისჯებით -შენც ადამიანი ხარ! -არ ვარ! და შენ ეს იცი... იმიტომ გამომელაპარაკე რომ ჩემმა ფერმა მიგიზიდა -არაფერი დაგრჩა ციდან გადმონაშთი? -კი , გონების ძალა... - ბალახებზე ხელი გადაუსვა და მალევე ამოიფრქვა ყვავილების გუნდი, ცისფერი , ხასხასა ცისფერი ყვავილების გუნდი -ფრთები აღარ გაქვს? -შენ გგონია ბუმბულის ფაფუკი ფრთები ამომივა? არა, რათქმაუნდა ეს ადამიანების ფანტაზიაა -აბა როგორია თქვენი ფრთები? -უფეული, ის ყველას გაქვთ , ფრთების ქონა ნიშნავს შეგეძლოს მათი გამოყენება -და ეს როგორ ხდება? -ემოციებისგან იცლები, აღარაფერზე აღარ ფიქრობ , საკუთარი სახელიც გავიწყდება -ანუ ყველას შეგვიძლია ავფრინდეთ? -ყველას, ემოციებზე უარს ვინც იტყვის -ფრენა რომ შემეძლოს.... -შენ ვერ იფრენ, ემოციებით ხარ სავსე.... ყველაფერი ფერებიდან მოდის , ყველაფრეს ფერები მართავს , ჩემთვის საყვარელი ყავისფერია , იდუმალია, თითქოს ცივი მაგრამ ბობოქარი გრძნობებით სავსე, თბილი და კეთილშობილია. სამყაროც ფერებისგან შეგება! კოსმოსიც ფერებითაა შედგენილი, იქ ყველაზე საშინელი ფერებია რადგან სიცოცხლე არ არის, მაგრამ ადამიანებს მაინც ლამაზად ეჩვენებათ რადგან არ იციან ფერების გემო , ფერები გრძნობებითაა გაჟღენთილი, ფერები სასწაულებს ახდენენ , ფერები ყველაფერია... თავისუფლება ფერებს! ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.