შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი


22-06-2015, 20:04
ნანახია 2 062

ყველაფერს თავისი დრო გააჩნია ჰარი.სიყვარულიც ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს და მასაც სჭირდება გარკვეული დრო.მანძილი ვერაფერს ანგრევს.დრო ვერ ასუსტებს გრძნობამორეულ ადამიანებს.შენც ნუ შეგეშინდება ჰარი,ყველაფერი კარგად იქნება.ცოტა გვიან,მაგრამ...ადამიანის დამხობა ასეთი ადვილი არაა.არც შეყვარებული კაცის დაჩაგვრა მიმაჩნია ადვილ საქმედ.შენი დაჩაგვრა მითუმეტეს.წლებმა ვერ მოახერხეს და ვფიქრობ ადამიანიებიც ვერ შეძლებენ ამას.ან იქნებ...
მონატრება კი რთული ყოფილა.ყოველ საღამოს ფანჯრის ხედიდან სხვა ქალაქის ყურება,სიკვდილის ტოლფასი.ქალაქში,რომელშიც შენ არ მეგულები.
ალბათ დროც გაივლის.ისე ჩაიქროლებს „სირაქლემა გახუნდება“ და შენც დაბრუნდები,ჰო დაბრუნდები სხვა გზა მაინც არ გაქვს და მე ამის ყველაზე მეტად მჯერა.დაბრუნდები,რადგან იცი,რომ მე გელოდები.რადგან იცი,რომ სადღაც,ვიღაცას უყვარხარ და შენც უკან მისახედი გზები მოგეჭრება.წერილს,რომ არ გწერ იმას არ ნიშნავს,რომ აღარ მიყვარხარ.ამაზე ნუ იფიქრებ.არასდროს მოგცემ ჩემი „კლანჭებიდან“ თავის დაძვრომის საშუალებას.
ზღვა უკიდეგანოა.სამყაროს კედლებიც უსასრულოა,უსასრულოა ტალღების სიშორე,ორ ქალაქს შორის მანძილი.უმისამართოა ქუჩები,სახლები,ადრესატები.წერილები,რომლებიც გზაში უჩინარდებიან,მე კი არ მინდა ეს დაიკარგოს.
პატარა ხარო კი დამცინოდი ხოლმე,მაგრამ უკვე წლებია უშენობას ვერ შევეჩვიე.დრო გადის ჰარი.დრო უჩვეულოდ სწრაფად გადის,მიუხედავად იმისა,რომ ამის სურვილი გამიქრა.ის მაინც გარბის.მერე წარსულიც უკან აედევნება,ერთგული ძაღლივით კუდს ააქიცინებს და იმ ბავშობის წლებს დამაკარგვინებს,მთავარი ეპიცენტრი შენ,რომ ხარ.არადა რა კარგად ვუყურებდით ერთად მზის ჩასვლას.როგორ გეშორებოდა დიდი კლდეები,ეცადე და ჰორიზონტს მაინც ვერ დაეწიე.მე კი იმედს ვინახავ,იმედს,რომ ხარ.იმედს,რომ გიყვარვარ და იმედს,რომ ერთხელ შეგხვდები.შენ კი უბრალოდ...ჰორიზონტს თვალს ნუ მოაშორებ ჰარი.



№1  offline წევრი ნათი_

ჰარი რა შუაშია? :/

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

იგი
მაიმასკო
გამახსენდა
ჰარით
უბრალოდ
ჩანახატი არწამიკითხია
))

ასევე

 


№3  offline მოდერი Mary Drey

............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent