შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი დღე პარკში


23-06-2015, 22:29
ავტორი wallflower
ნანახია 1 852

- გამარჯობა
- უმმ.. გამარჯობა?,- ავხედე მე.

პარკში ვიჯექი, ხის ძირას, და თავზე ვიღაც უცხო ბიჭი წამომდგომოდა.

- ისაა.. აქ ხშირად გხედავ ხოლმე.
- ხომ, მიყვარს აქაურობა.
- შენ სულ ხატავ.
- როგორც ჩანს, შენც ხშირად ხარ ხოლმე აქ.
- ყოველ დღე,- გამიღიმა მან.

უცნაურია, აქამდე არასოდეს შემიმჩნევია. გხედავ ხოლმეო თქვა... ანუ აქ მოდის და მე მიყურებს? ან შეიძლება ისე "მხედავს" როგორც მე მიმოფანტულ თუნუქის ქილებს? ალბათ, ისიც იმ სხვა ადამიანებივით,მხოლოდ იმიტომ გამომელაპარაკო რომ უნდა, ნახატები ვაჩვენო.

- ჩემი ნახატების დათვალიერება გინდა?
- შენ გინდა რომ მაჩვენო?,- ოოჰ! ეს რაღაც ახალია.
- ვერ გავიგე.
- ძალიან კარგად გაიგე.
- ვერ გავიგე-მეთქი!
- რასაც ხატავ ის ხომ გულიდან მოდის?,-დაიწყო ახნსა,- არამგონია გინდოდეს შენი გულის ნადები ვიღაც უცხო ბიჭს აჩვენო.

მისმა სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის არ იქცეოდა იმ დანარჩენების ნაირად, ვინც მანამდე არ მეშვებოდნენ სანამ ყველა ნახატს და ჩანახატს არ ვაჩვენებდი. მართლა აინტერესებდა, მაგრამ ჩვენებას არ მაძალებდა.

- გაჩვენებ.- ვუთხარი ბოლოს და სახატავი რვეული მივაწოდე.
- შეიძლება აქ დავჯდე?
- სად "აქ"?
- შენს გვერდით.
- უცნაურად იქცევი.. ,- მართლა უცნაურად იქცეოდა. მე კი არ მიყვარს უცნაურობები, არც მოულოდნელობები.
- მართლა? ისე ვიქცევი როგორც ყოველთვის..
- ეს პარკი ჩემი საკუთრება არაა. სადაც გინდა, იქ დაჯექი.

ჩემი პასუხი აშკარად არ ესიამოვნა. უნდოდა, ალბათ უნდოდა, დამეკონკრეტებინა რას ვგულისხმობდი უცნაურში. ალბათ უნდოდა მეკითხა რატომ იქცეოდა ყოველთვის ასე. მაგრამ მე არაფერი არ მითქვამს.

- კარგად ხატავ,- მითხრა მან ბოლოს და სახატავი რვეული დამიბრუნა.
- მადლობა.. ისე, რა გქვია?
- მე? ლუკა.
- მომწონს ეგ სახელი.
- მართლა?
- მართლა..,- ღრმად ჩავისუნთქე.

გამიღიმა, მაგრამ მე გვერდით გავიხედე. აი ისევ უცნაურად იქცევა. რატომ არ მკითხა მე რა მქვია? არ აინტერესებდა? რამე სხვა მიზეზი ქონდა? არ ვიცი. დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ, ისევ მე დავილაპარაკე.

- ლუკა... მგონი ეს ლათინური ან ბერძნული სახელია. მოდის სიტყვიდან "სინათლე". სინათლე კარგია,- ჩემს ერთი ციცქნა ნათურის ყელსაბამს შევეხე თითებით. ეს განსაკუთრებული ყელსაბამია- მართლა ინთება. მაჩუქეს, იმიტომ რომ სიბნელის მეშინია. თითქოს ეს შიშის დაძლევაში დამეხმარებოდა.

- შენ მეუბნებოდი უცნაურად იქცევიო;- გამიღიმა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი რაც იგულისხმა.
- მე? მე.. მე ხომ არ მითქვამს რომ უცნაური არ ვარ? ან უცნაურობა არ მომწონსთქო?- ზედმეტად სწრაფად ვლაპარაკობდი.
- როგორც გინდა.- თვალები დახუჭა


მის გარეგნობას ახლაღა დავაკვირდი. მის საშუალო სიგრძის თმას არც ქერა ეთქმოდა და არც ყავისფერი. წესით, ჩემზე უფროსი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან გამხდარი იყო. თითქოს, ფაიფურის სხეული ჰქონდა და საცაა გატყდებოდა. ჩვეულებრივად ეცვა- მწვანე პასტელის ფერი, გრძელსახელოიანი მაისური და ჯინსის შარვალი. საყვარელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- ლუკაა? რატომ არ მეკითხები მე რა მქვია?,- ჩავჩურჩულე მე.
- ერთი და იმავეს გამეორება გიყვარს, ხომ?
- საერთოდ, ჰო, მაგრამ...
- სახელი, გვარი, ასაკი.. შენი პირადია ისევე როგორც ნახატები. თუ მოგინდება- მეტყვი.
- შენ რომ ყველა კითხვაზე მპასუხობ?
- იმიტომ რომ მეკითხები,- გაეცინა, მე კი დავიბენი.
- რა იყო?- მკითხა.
- არაფერი..

ცოტახანს ისევ ასე ვიყავით.

- რომელი საათია?,- ისევ მან მკითხა.
- ერთი წუთით... ექვსის ნახევარია.
- კარგი.. უნდა წავიდე, სახლში მელოდებიან. მოკლედ, ნახვამდის, ანა.
- მოიცა... რა??

არ გაჩერებულა. მოტრიალდა და წავიდა. ჩემი სტილი ნამდვილად არ არის ვიღაცის კუდში დევნა, თორემ შემეძლო დავწეოდი. უფრო სწორად, უბრალოდ არ მომინდა ამის გაკეთება.
ნეტავ, ჩემი სახელი საიდან გაიგო? მე აქ არავინ მიცნობს რომ ეკითხა.. ან სახლზე რას ამბობდა, რაო?

სულერთია. თუ ყოველდღე აქ დადის, კიდევ მომეცემა შეკითხვების დასმის საშუალება. იმედია.



---
პ.ს: მოგეწონათ? გავაგრძელო წერა?



№1  offline წევრი Somebody

გააგრძელე არაუშავს
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№2  offline წევრი wallflower

2015ში დამიწერია ეს თურმე, ორი წელია აქ არ შემოვსულვარ და აღარც მახსოვდა ;დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent