ფსიქოლოგი და მე.
უკვე ორი თვეა ვყვირი და ვიყურები აქეთ-იქით, თვალებს გაფაციცებით ვატრიალებ და ვცდილობ დავინახო ის ვინც უკვე ორი თვეა დამდევს . მე ფსიქოლოგთან ვიმყოფები ყოველი კვირის ლუწ რიცხვებში . ჩემი ფსიქოლოგი მამრობითი სქესის იყო , სახელად სტივენი ერქვა და ზუსტად ისეთი იყო მე როგორებიც მომწონდა . სამი საათი მის ყურებაში გადიოდა ხოლო სტივენი დამორცხვილი სულ კალამს ათამაშებდა . ერთხელ სახლამდე მიმაცილა , გზაში მითხრა რომ ძალიან საყვარელი და თბილი ვიყავი . ლამაზი ღიმილი ჰქონდა , სამაგიეროდ მანქანას ისე ატარებდა , თავი კუს ჯავშანზე მეგონა . მან ვერ გაუძლო ჩემს სამ საათიან მზერას და ჩემს მშობლებს უთხრა რომ საგიჟეთში მომიწევდა ყოფნა . მეორე დღეს წვიმდა , ნესტიანი ამინდი იიყო თითქოს ჩემი დიდი სურივილის ახდენის დროს წვიმა აკლდა , ჩემი საყვარელი ბუნებრივი მოვლენა და აი ისიც ნელ-ნელა ძლიერდება . ჭიშკართან სტივენი გადამეხვია მე კი თბილი დამშვიდობების მაგივრად მის ხუჭუჭა თმაში ჩემი ნაზი თითები გავბლანდე და ყურში ჩავჩურჩულე „მადლობა“ . დიდ თეთრ ჭიშკართან თეთრ ხალათიანი მედდა შემეგება , მას ვუთხარი რომ წასვლის დრო იყო . შენობაში შევედით დერეფნები ვიწრო არ იყო მე როგორიც წარმომედგინა , თუმცა ლამაზი იყო დასასვენებელი ოთახი , ოთხი დივანი და ერთი ტელევიზორი იდგა . იქ გოგონები ისხდნენ ალბათ ჩემნაირი გიჟები. ჩემს მედდას ელენა ერქვა ხოლო ექიმს კლარა . ექიმმა ოთახები დამათვარიელებინა და ოთახი მანახა სადაც მე უინდა მეცხოვრა . ოთახში შესვლისას საწოლზე ფუმფულა გოგონა იჯდა , თბილად მივესალმე მან კი უხეშად მკითხა მიყვარდა თუ არა ხმაური , პასუხი უარყოფითი იყო , შემდეგ თბილად გამიღიმა ოთხაში შემიპატიჟა და ნივთები საჭირო ადგილას მომათავსებინა . სამ დღეში ყველას შევაყვარე . თავი და საგიჟეთშიც კი ჩემს ბილიკზე დადიოდა ყველა . ჩემი დიაგნოზი „პარანოკია“ იყო , სამწუხაროდ რამოდენიმე დღის მერე კვლავ განმიმეორდა , პანიკებში ჩავარდი და ერთ ვიწრო ნესტიან ოთახში მომათავსეს სადაც მხოლოდ ერთი საწოლი იდგა და ობობის აბლაბუდა იყო ჩამოკიდებული . ოთახი ავის მომასწავლებელ სარდაფს ჰგავდა . გადიოდა დღეები კვირები თუმცა ბოლო კვირა მაინც გაიწელა , ოთახიდან გამომიყვანეს და მკითხეს თუ თავს როგორ ვგრძნობდი , მე თამამად ვუპასუხე „ შესანიშნავად“ , თმა გავიშალე და ექიმ კლარას მივესალმე . ჩემს ოთახში შესვლისას სიხარულის გრნობა დამეუფლა თუმც ათავს კვლავ უკმაყოფილოდ ვგრძნობდი . ჩავწექი ჩემს გრილ საწოლში , დავიძინე და მაღვიძებს ჩემზე გადამტერებული გოგონა , დამალურჯა თუმცა კარგი დღე მასაც არ დადგომია . წამლების დროა! ფუფ... ამ მომენტს ვერ ვითან რადგან მოტყუება მიწევს რადგან თითქმის ყველამ იცის რომ ეს წამლები უფრო გამაგიჟებდა , ამიტომ საცვალი კარგი სამალავი იყო წითელ-ყვითელი აბებისთვის.ერთი თვე გავიდა , ფანჯარასთან მივედი თუმცა არც წვიმდა და არც კუს მანქანა ჩანდა . თხუთმეტი წუთის შემდეგ ექიმი კლარა შემოდის ოთახში და მამცნობებს რომ ვადა გამიზარდეს ,სიმართლე გითხრათ დიდად არ გამხარებია , რადგან ჩემს სურვილს გემო გავუგე და მოხიბლის გარდა უკმაყოფილოც დავრჩი . ყოველი კვირის ბოლოს კვლავ ვუცდიდი ხუჭუჭა თმიან ფსიქოლოგს , თუმცა არსად ჩანდა . მე კითხვა დავიწყე , ხან წვიმდა , ხან ქარი იყო ხან მზე და ხან ღრუმბლიანი ამინდიც , დილით ჭამა , შუადღისით აბები ისევ ჭამა , შემდეგ ძილი ასე გრძელდებოდა დიდი უაზრო რეჟიმი. კიდევ ერთი თვე და დაბარგული დაფოთლილ მიწაზე მდგარი თეთრ ჭიშკართან ვუცდი სტივენს ელენასთან ერთად . აი ჩემი დამორცხვილი ფსიქოლოგის თავიც გამოჩნდა მანქანიდან , იღიმის , რატომღაც გულიანად გამეცინა მანქანაში ჩავსხედით და კვლავ კუსავით მივდიოდით . გზაში სასიამოვნო საუბარო გგვქონდა თუმცა იმდენი მაინც მოვახერხე რომ სიანსებზე კვლავ მევლო ასეც მოხდა , ხუთშაბათს სტივენს კაბინეთში დავხვდი , კვლავ უტიფრად ვუყურებ ის კი ისევ კალამს ათამაშებს დამორცხვილი , ჩვენ მეგობრულად გადავეხვიეთ ერთმანეთს , სტივენი ჩემზე სამი წლით დიდი გახლდათ , თუმცა კურსი ისე დავამთავრე მის თმაში ჩემი ნაზი თითები კვლავ აიხლართა . ეს არ არის ჩემი ჩანახატი, ჩემი მეგობრისაა და თქვენი აზრი გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.