და მაინც როცა გიყვარს შეუძლებელი არაფერია..!
ყურში ჩაესმოდა ზღვის ტალღების ხმა, ზღვიდან წამოსული ნაზი სიო ელამუნებოდა მის ნაზ სახეს, იჯდა თეთრ ქვიშაში და გაჰყურებდა ჰორიზონტს, ყველაფერს ნათლად შეიგრძნობდა, უნდოდა ებრძოლა და დაემარცხებია ეს ტკივილი, მხოლოდ მისთვის, იმ ერთადერთისთვის, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და ერთი წუთითაც კი არ ტოვებდა, ახლაც მასთან ერთად წამოვიდა აქ, მისი გულისთვის აკეთებს ყოველივეს.. -ელეონორა-ჩაესმა საყვარელი ბარიტონი -ჰო-უპასუხა თავაუწევლად -წასვლის დროა -კარგი-წამოდგა ფეხზე, ერთად გაუყვნენ გზას საავადმყოფოსკენ, აბედნიერებდა გაბრიელის მასთან ერთად ყოფნა, აბედნიერებდა ყოველი წუთი რაც მასთან ერთად გაატარა, ერთად ბრძოლობენ, მათი სიყვარულის გამო ბრძოლობენ..ახლა იწვა საოპერაციოში, მასთან ერთად გაბრიელიც იქ იყო, უყურებდა მის თავა და ბედნიერებით ივსებოდა, ელეონორას გულისთვის ყველაფერი გააკეთა, თვითონაც გადაიხოტრა თავი, თვითონაც რჩებოდა საავადმყოფოში, მასთან ერთად ათას სისულელეს აკეთებდა, ახლაც ელეონორასთან ერთად წამოვიდა სიდეში, მასთან ერთად უნდა დაამარცხოს ლეიკემია.. -მიყვარხარ-ამოიჩურჩულა ელეონორამ -ცასა და მის იქეთ -ზღვასა და მის ჰორიზონტზე -უსასრულობამდე -სიცოცხლის ბოლომდე-თვალები მინაბა ელეონორამ და უსასრულობაში გადაეშვა.. რა იგრძნო როცა სიხარულით გაიქცა გოგონა მისკენ? უდიდესი ბედნიერება, მათ დაამარცხეს ყოველგვარი ტკივილი, მხოლოდ სიყვარულისთვის, მხოლოდ ერთმანეთისთვის.. -და მაინც როცა გიყვარს შეუძლებელი არაფერია-ბედნიერს აღმოხდა გაბრიელს, მაგრად ჩაიკრა გულში საყვარელი სხეული და თვითმფრინავში ჩაჯდნენ, თვითმფრინავი აფრინდა და მათი ცხოვრებაც ახალი ეტაპიდან დაიწყო..შეუძლებელი არაფერია, მთავარია გულით გინდოდეს, გწამდეს და გჯეროდეს, მხოლოდ საყვარელი ადამიანებისთვის უნდა შეძლო და იბრძოლო, სიყვარული ყველაფერს დაამარცხებს...! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.