ჩაი ლიმნით... ერთი კოვზი შაქრით
ჩაი ლიმნით... ერთი კოვზი შაქრით ისე ემთხვევა გემოვნება ამ საკითხში როგორც შეხედულებებში და აზრებში. შენ მოამზადებდი თუ მე ? (ამაზე არ გვისაუბრია) რა მნიშვნელობა აქვს... წიგნი უნდა წაგეკითხა ჩემთვის, რომ მეუბნებოდი არასოდს წამიკითხავს ხმამაღლა არაფერიო...როგორ მიყვარდა შენი მოსმენა საათობით შემეძლო მესმინა შენთვის.. შენ მე მიპოვე მე კიდევ შენ. როგორ გიხაროდა არასოდეს მომბეზრდება შენთან საუბარიო მე კიდევ შენი მოსმენა..ვრცელ წერილებს მწერდი და წერილის ბოლოს ყოველთვის გქონდა შიში რომ მას ბოლომდე არ წავიკითხავდი, სისულელებს ვწერ რა წასაკითხიაო ამბობდი და თან ზუსტად იცოდი რომ აუცილებლად წავიკიხავდი....მე კი ისე ხარბად ვყლაპავდი თითოეულ სიტყვას..ვინ ვიყავი მე შენთვის ან შენ ჩემთვის? არავინ ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი , არც მეგობრები ვიყავით და არც სხვა ... ჩვენ უბრალოდ გვჭირდებოდა ერთმანეთი შენ მე , მე კი შენ...ისე გვჭირდებოდა როგორც იმ ჩაის ლიმონი და ერთი კოვზი შაქარი....არასოდეს ვსაუბრობდით ყოველდღე, ზოგჯერ გვქონდა "ლომკა" რომ რამდენიმე დღე ისე გვაკლდა ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება რომ უფრო მეტად ვრცელ წერილებს ვუტოვებდით...როგორი სრაფად ვკითხულობდი რომ მალე გამეგო და მომესმინა მონატრებული ხელწერა...როგორ გიყვარდა ჩემი წერილები მერე ამონარიდებს განიხილავდი იქიდან და ბედნიერი კიდევ ერთხელ აღნიშნავდი, რომ მე ის ვარ ვისაც შეულია შენი გაგება ამ სამყაროში...ორივე არანორმალური ყოველგვარი ნიღბის გარეშე ვიყავით და ეს მოგვწონდდა....თვეები ყოფილა პაუზები და ამ დროს არასოდეს მქონია არც მონატრება არც ნოსტალგია შენი, ასევე იყავი შენც მაგრამ დგებოდა ის დღე რომ შენს ჩაის დააკლდებოდა ლიმონი და ისევ იწყებდი...მე კი მე ისევ ისე მიყვარდა შენი მოსმენა და ის ერთი კოვზი შაქარი ჩვენს ჩაიში... ახლა , ახლა უკვე ძალიან დიდიხანი გავიდა და პირველად ვიგრძენი , რომ მჭირდები შენ მე... სიგიჟეა ვიცი , მაგრამ მე და შენ ხომ ეგ სიტყვა სხვა რამ გგვგონია ეგ ჩვენთვის არაა სიგიჟე...აუცილებლად წავალთ მე და შენ...მე და შენ თითქმის უცნობი ადამიანები შორს იმ ადგილიდან სადაც ხალხია და ხმაურია,შორს იმ ადამიანებიდან რომლებსაც არ ესმით ჩვენი, ისე როგორც გვინდოდა..აუცილებლად დავლევთ ჩაის ლიმნით და ერთი კოვზი შაქრით (სულ ერთია ვინ მოამზადებს) შენ მე წამიკითხავ წიგნს, რომელიც ხმამაღლა არასოდეს წაგიკითხავს....
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.