შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ძაფი


27-06-2015, 15:21
ავტორი lesia
ნანახია 1 654

უხეში გარეგნობა, გამჭოლი მზერა, კუშტად შეკრული შუბლი, ძლიერი ხმა , დიდი აღნაგობა, მუდამ სერიოზული სახე, მაშინაც კი, როცა გულიანად, ბოლო ხმაზე იცინის.
… რატომღაც მგონია არავის უყვარს . საკუთარ თავს სხებთან შედარებით ბევრად მაღალ საფეხურზე აყენებს. ჩემს მეგობრებს და ოჯახი წევრებს არ უყვართ, რადგან თვლიან, ცინიკოსია ... მაგრამ როცა გიყვარს არარსებულია ადამიანი ვისი აზრიც გაინტერესებდეს . უბრალოდ ტკბები მისით ... გავსებს მისი არსებობა .
თითქმის ყველას დასცინის, რთული და თავისებური ადამიანია ... მაგრამ მე ძალიან მიყვარს . დიდ პატივს ვცემ . სულაც არ არის ისეთი როგორ ხალხს მიაჩნია ... უხეში გარეგნობის , რთული ხასიათის მიღმა დიდი და სიყვარულით სავსე გული იმალება ... უცნაურობებით არის აღსავსე . არავის ჰგავს... ბოლომდე ვარ მისით გაჟღენთილი, მთელ სხეულში ვგრძნობ მის არსებობას და ბედნიერებას, რომელსაც მისი ყოფნა მანიჭებს. მიყვარს მისი სუნი, სუნი რომლისგანაც ყველასგან განვასხვავებ...
მე დავინახე ... დავინახე მის თვალებში სხივები. სიყვარულით და სითბოთი აღვსილი. მაშინ სულ სხვანაირი იყო… სიმკაცრის ფასადი სადღაც გამქრალიყო და მისი თვალებიდან გადმომავალი თბილი შუქი მეფინებოდა სახეზე … ჩვენი სახლი სითბოთი და სიყვარულით არის სავსე . არასდროს დამავიწყდება მისი გაოცებული, სიყვარულით აღვსილი სახე როდესაც გაიგო მამა ხდებოდა. მახსოვს როგორ აკანკალდა,თითქოს ჩემს წინ პატარა ბიჭუნა იდგა ,რომელსაც მშობლებმა მანქანა აჩუქეს და სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა ... მაშინ კიდევ უფრო, ასმაგად ამაღლდა ჩემს თვალში. ცდილობდა ყველანაირად დამდგომოდა მხარში ... ერთი წუთით არ მომშორებია ორსულობის პერიოდში .
სამსახურიდან შვებულება აიღო, მხოლოდ იმიტომ რომ რამე არ დამჭირვებოდა . ყოველ დილით ვგრძნობდი თბილ შეხებას , შუბლზე , ლოყებზე, ბაგეებზე, ხელებზე, მუცელზე. ეს იმდენად სასიამოვნო იყო ... მთელი გრძნობით ვეხუტებოდი და ვეხუტები ხოლმე , ისე ვეხუტები თითქოს ამით ყველაფრის დამტკიცებას ვაპირებ . ალბათ ხვდება ,რადგან ყოველ ჯერზე "მჯერას" მიმეორებს.


მე მიხარია.
მე ვხედავ მის თვალებში იმას რასაც მთელი ცხოვრებაა ვეძებდი.
მე მავსებს...
მე ვუყურებდი...
ჩუმად ვუყურებდი ... ვუყურებდი თუ როგორ გვიკეთებდა მე და ჩემს შვილს პატარა ტორტს. თავისი დიდი ხელებით... ისე ტკბილად, ჩუმად ღიღინებდა ... ასე მგონია, ის სიმკაცრე ნიღაბია, ფასადია, შინაგანად კი სულ სხვანაირია, მაგრამ კომპლექსების დასაფარად ცდლობს სხვანაირი ჩანდეს… მისი უნიღბო სახე მიყვარს….
უცნაურია !.. ისე უცნაური , რომ მისნაირი არავინ მინახავს ! დღემდე მიკვრის როგორ ვუგებთ ერთმანეთს , რადიკალურად განსხვავებულები ვართ . ძალიან მიკვირს ...
ვენდობი , ბოლომდე გულწრფელობა შემიძლია მასთან ... და არამც სხვასთან . მიყვარს მისი უცნაურობების , ახირებების , სითბოსა და სიყვარულის , მისი სულის ნათების გამო . მთელი ჩემი სამყარო მისითაა მოცული …

უნებურად უცნაურმა გრძნობამ შემომიტია , ჩავფიქრდი ... თითოეული წამი პატარა უკიდეგანო სამყაროა. დადებითი თვისებებით თუ ნაკლოვანებებით , ფიქრით , ტკივილით თუ სიხარულით … მაინც მჯერა და მინდა სულ მჯეროდეს რომ ყოველ ადამიანში მზეა. თითოეულის სულში შესაძლებელია მზის სხივი გამოკრთეს და სიყვარულის მცხუნვარე კოცონად აგიზგიზდეს . სიღრმეში დაფარულ მშვენიერებას დანხვას უნდა შეგევეძლოს ... და უბრალოდ ვიწამოთ !..



***
ძალიან ძველია ამიტომაც ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ცოტა დროები გქონდა არეული, მაგრამ მაიმც კარგი გოგო ხარ ^_^

 


№2  offline წევრი lesia

lullaby
ცოტა დროები გქონდა არეული, მაგრამ მაიმც კარგი გოგო ხარ ^_^

ჰო , ვიცი . ძველია და აღარ გადავასწორე. მადლობა love

 


№3  offline წევრი tako05

მომეწონა, კარგი იყო <3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent