შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს არ ხსნიან, გრძნობენ და სისხლივით ისხამენ ძარღვებში


27-06-2015, 17:07
ავტორი aleksandra
ნანახია 2 437

უყვარდა...
ტკიოდა...
ენატრებოდა...
სჭირდებოდა...
მაგრამ ვერ რეკავდა, ეშინოდა...
მაინც გაბედა...
–მოდი ჩემთან–ორადორი სიტყვა თქვა და ყურმილი გაუვარდა...
ერთი, ორი, სამი საათი გავიდა, მაგრამ არ მოვიდა...
არც ელოდა...
სასაცილოა არა?!...
მთვარეს უამბობდა თავის ამბავს შემთხვევით ნაცნობი ლანდს რომ მოკრა თვალი...
არ დაიჯერა...
თქვენ დაიჯერებდით?...
ხოდა ესა განსხვავება, ის თქვენ არ გგავთ...
–მენატრებოდი... მენატრებოდა შენი ნაზი ხმა...–ყველაფერს ერჩია, მისი სითბო შეპარული, ოდნავ ჩახრეწილი ხმის გაგონება
–მეც მენატრებოდით... შენ და შენი ხელები...
დუმილი...
ისევ დუმილი...
სახეზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი...
მძიმედ გადმოდგმული პირველი ნაბიჯი...
საპასუხოდ ჰაეროვანი, ანგელოზივით ჰაეროვანი ნაბიჯი...
ერთს ორი, ორს სამი და ადვილად დაიფარა მათ შორის მანძილი
მერე...
მერე...
მერე იყო აკანკალებული ხელების თარეში მამაკაცის წვერიან სახეზე...
უხეში ხელები ქალის ხერხემალზე ჩაყოლებული ...
და მერე იცით რაა?
ჩახუტება!
ჩახუტება, რომელიც მოიცავს ყველა გრძნობას.........
ყველა არ თუ ვერ თქმულ სიტყვებს, რომელიც ვერ ითქმება, რომელიც უნდა იგრძნო, სიტყვები რომელიც წვავს!
"სიყვარულს არ ხსნიან, გრძნობენ
და სისხლივით ისხამენ ძარღვებში"(ა.შურღაია)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent